(საზოგადოება.ჯი) თემურ შაშიაშვილი: „ჩვენ არ ვებრძვით ბიძინა ივანიშვილს, ბატონი ივანიშვილი გვებრძვის ჩვენ და საკუთარ თავს“

მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები და საზოგადოებრივი გაერთიანებები აქამდე მათ მიერვე ტაბუდადებულ თემებზე ალაპარაკდნენ, „ქართული ოცნების“ კრიტიკაც გაბედეს და შექმნილი, მათი აზრით, არცთუ ისე სასიამოვნო სიტუაციიდან გამოსავალიც შესთავაზეს მოსახლეობას.

  vadamd1პაატა ცნობილაძე, მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის თავმჯდომარე: ვეცდებით, მაქსიმალურად ნეიტრალურები ვიყოთ, მაგრამ სამწუხაროდ, როცა პოლიტიკური პროცესი არ მიდის სწორი მიმართულებით, ვფიქრობ, შეფასებების გაკეთება არ არის არასწორი. ხშირად უარს ვამბობთ ხელისუფლების კრიტიკაზე იმ მოტივით, რომ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოწყებულ ძალიან დიდ საქმეს. მაგრამ ეს თუ ასე გაგრძელდა და ჩვენ სიჩუმის რეჟიმი შევინარჩუნეთ, ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ საბოლოოდ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრი რამ არ აღწევს პრემიერამდე. ეს კი ბევრ საქმეს აზიანებს.

9970shashiashvili1თემურ შაშიაშვილი, პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი: ჩვენ არ ვებრძვით ბიძინა ივანიშვილს, ბატონი ივანიშვილი გვებრძვის ჩვენ და ებრძვის საკუთარ თავს. მისი ყველა გამოსვლა არის ბრძოლა ყველასთან მისი კოალიციის გარეთ.

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მე გარწმუნებთ, რომ მომდევნო წლის გაზაფხულისთვის ბატონი ბიძინას ავტორიტეტი საქართველოში იქნება განულებული. მას უკვე აღარავინ აირჩევს. ჩვენ უნდა ვემზადოთ მომდევნო წლის გაზაფხულისთვის. თვითონ ბიძინას მოაქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. ის თავისი პოლიტიკით, პირდაპირ თუ ირიბად, ეუბნება ამომრჩევლებს, – ემზადეთ ახალი არჩევნებისთვისო. მან განაცხადა, რომ მივდივარ პოლიტიკიდანო. რატომ? იმიტომ, რომ ამ გუნდით მას მეტის გაკეთება არ შეუძლია.

უნდა აღინიშნოს, რომ 1 ოქტომბერს ყველა რაიონში დეპუტატად აირჩიეს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არჩეულ დეპუტატებს კომუნიკაცია დაეკარგათ პრემიერ-მინისტრთან. მე მინდა, დამთავრდეს ბელადების პარლამენტი. ჯერ იყო იყო გამსახურდიას პარლამენტი და ის დაამხო მისსავე პარლამენტმა, შემდეგ შევარდნაძის ხათრითაც ავირჩიეთ ბევრი, ახლა ბიძინას ფაქტორმა იმოქმედა. როგორც ჩანს, ვინმეს ხათრით არჩეული პარლამენტი – ეს საქართველოს უბედურებაა. და ეს გრძელდება.

სამწუხაროდ, „ოცნებას“ ებრძვის ილუზია, ილუზიებით ცხოვრება კი უბედურებაა. დროა, ჩამოვიდეთ მიწაზე. უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ხალხში. რა სჭირდებათ მოქალაქეებს. დეპუტატად მოდის ადამიანი და ამბობს, პოლიტიკოსები არ ვართო. აბა რა გინდა დეპუტატად მაშინ? ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ვირჩევთ ხალხს, რომლებიც ხვალ ერთ მაგიდასთან დასხდებიან ამერიკის თუ სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან, პოლიტიკოსებთან და ა.შ. და არა იმ პატივსაცემ ინდივიდებს, რომელსაც გუშინ ტაში დავუკარით მინდორზე სიბრილისთვის. მეგობარია ჩემი ვახტანგ ხმალაძე, მაგრამ მე მრცხვენია, რომ ის არის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. სირცხვილია, როცა ფიზიკოსი ამბობს, რომ ის არის მთავარი კონსტიტუციონალისტი. ეს არის შეურაცხყოფა მთელი იურიდიული, ფილოსოფიური და თუნდაც,დიდი ელიტის, რომლითაც გამორჩეული იყო საქართველო.

მე მხარს დავუჭერ ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც იქნება კოალიციის გარეთ და ვინც იტყვის, რომ მე გაჩვენებთ, რა პოტენციალი აქვს ჩვენს პრემიერ-მინისტრსო, იმიტომ რომ ბატონ ბიძინას აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ნულდება. დღეს მე მეტად ვფიქრობ მისი პოტენციალის გადარჩენაზე, ვიდრე თვითონ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მე არ ვარ მისი მოწინააღმდეგე, ის თვითონ ებრძვის საკუთარ თავს. ბელადად წარმოიდგინა თავი. არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილი ბელადი. ჩვენ აღარ გვჭირდება ბელადი.

ნინო ბურჯანაძე, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი: გვაქვს პრეტენზია, burjanadze1რომ 9 და 10 თვის განმავლობაში ახალმა მთავრობამ ვერ მოიცალა საარჩევნო სიების დასადგენად, ვერ მოიცალეს პარტიების დაფინანსების წესის შესაცვლელად. ხანდახან ჩნდება კითხვა, – ხომ არ მოეწონათ მათ ნაციონალების გამარგლული გზა? არანაირად არ მინდა ახლა ოცნების მისამართით გავისროლო ისრები და ამით ნაციონალების წისქვილზე დავასხა წყალი, მაგრამ ესეც რაღაც კომპაქტური სიტუაციაა – არიან ნაციონალები და ვერ ვაკრიტიკებთ ოცნებას, იმიტომ რომ აგერ კიდევ საკაშვილია. ეს დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს.

პირველ ოქტომბერს, მე, ფქტობრივად, ქართული ოცნების ყველა ლიდერს დავურეკე, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, დავურეკე დათო უსუფაშვილს, მანანა კობახიძეს, საგანელიძეს, სხვებს და სხვებს და ვთხოვე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაეკეთებინათ განაცხადი, რომ ეს იყო დემოკრატიული არჩევნები, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმებოდნენ იმას, რომ 40 % იყო ნაციონალიური მოძრაობის რეალური შედეგი. სამწუხაროდ, ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინეს და დღეს ჩვენ ყველანი ვართ მოწმენი, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომელიც პირველი ოქტომბრის საღამოდან მოყოლებული რამდენიმე თვე, ფაქტობრივად , კუთხეში იყვნენ მიმალულები და რომ იტყვიან, Ниже травы,тише воды – ასე იყვნენ მართლაც, თანდათანობით წამოწიეს თავი, დაიწყეს გააქტიურება და ისე გათავხდენენ, ახლა აქეთ გვიქნევენ თითს. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. მე უფრო მეტსაც გეტყვით და ვფიქრობ, დამეთანხმებით. თუ ჩვენ ახლა დროულად არ მივხედეთ რეჟიმის გასამართლების საკითხს, თუ ძალიან სერიოზული მასალები არ დაიდო ამ დანაშაულის სისტემურობასთან დაკავშირებით…

ან რა უნდა იმის დამტკიცებას, რომ ეს დანაშაული სისტემურია? ეჭვგარეშეა, რომ როდესაც საქმე გაქვს ასობით და ათასობით დამცირებულ და გაუპატიურებულ ადამიანთან, ეს არის სისტემური დანაშაული და ამაზე პასუხი უნდა აგოს ყველამ. ახლა რომ იძახიან, შოკში ვართ, შოკში ვართო, რატომ არიან შოკში? მე ვეუბნებოდი მათ, რაც ხდებოდა, მქონდა ინდივიდუალური შეხვედრა ელჩებთან. რასმუსენმა ჭკუა რომ დაგვარიგა, მაინტერესებს, მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მსგავსი მასალები რომ აღმოჩენილიყო მის ქვეყანაში, რამდენი დღე გაძლებდა პრემიერ-მინისტრად?

დღევანდელი სიტუაცია მოითხოვს როგორც ნაციონალური რეჟიმის გასამართლებას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც, თავის მხრივ, საკანონმდებლო ბაზის ცვლილების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს.

 

წყარო: http://sazogadoeba.ge/index.php?post_id=678

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

One Comment

  1. Grma ptiviscemas gamovxatav samive mosazrebis mimart da vetanxmebi mat.
    Ert chems mosazrebas gamovtkvam:Ramdenad paradoxulad ar unda mogechvenot, tu Nino Burjanazes ,an sxva arasapalamento partiebis kandidats airchevs qartveli amomrcheveli,es xels sheucqobs Ivanishvilis reitingis shenarchunebas da koaliciis ar dashlas. Am situaciashi realuri gaxdeba riggareshe saparlamento archevnebi,romelshic kartuli ocneba miigebs monacileobac koaliciis saxit(sheizleba mcireoden cvlilebid).Sabolood mivigebt realurad mravalpartiul parlaments nacistebis gareshe.Tavistavad gakreba koabitaciis valdebuleba,romelic damokles maxvilivit kidia umravlesobis tavze da ar azlevs Premiers kreatiuli moqmedebis sashualebas.Es iqneba b-n Ivanishvilis imijis shenarchuneba,da is girseulad da tavisuplad (koaliciashi shemavali partiebis da pirovnebebis gavlenis garesheshe) shezlebs sheasrulos tavisi dapirebebi…Grma ptiviscemas gamovxatav samive mosazrebis mimart da vetanxmebi mat.
    Ert chems mosazrebas gamovtkvam:Ramdenad paradoxulad ar unda mogechvenot, tu Nino Burjanazes ,an sxva arasapalamento partiebis kandidats airchevs qartveli amomrcheveli,es xels sheucqobs Ivanishvilis reitingis shenarchunebas da koaliciis ar dashlas. Am situaciashi realuri gaxdeba riggareshe saparlamento archevnebi,romelshic kartuli ocneba miigebs monacileobac koaliciis saxit(sheizleba mcireoden cvlilebid).Sabolood mivigebt realurad mravalpartiul parlaments nacistebis gareshe.Tavistavad gakreba koabitaciis valdebuleba,romelic damokles maxvilivit kidia umravlesobis tavze da ar azlevs Premiers kreatiuli moqmedebis sashualebas.Es iqneba b-n Ivanishvilis imijis shenarchuneba,da is girseulad da tavisuplad (koaliciashi shemavali partiebis da pirovnebebis gavlenis garesheshe) shezlebs sheasrulos tavisi dapirebebi…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: konstanin saiakonstantin salia კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *