ინტელექტუალური პროექტი ”ხალხი ასამართლებს…”

gerbi1ეს პროექტი წარმოადგენს “თავისუფალ მოაზროვნეთა ასოციაციისა” და პოლიტიკური მოძრაობა “წინ საქართველო”-ს ხანგძლივი თანამშრომლობის შედეგს. მის შექმნაში მონაწილეობდნენ ცნობილი მეცნიერები, იურისტები. შესწავლილია სახვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, პრაქტიკა, რომელიც გააჩნია ევროპის სასამართლო ინსტიტუტებს, არასამთავრებო ორგანიზაციებს. ექსპერტიზებულია, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში
ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა” და “თავისუფლების და მშვიდობის” ფონდი პატივისცემითა და თანამშრომლობის დიდი სურვილით ახდენენ ამ პროექტის შეთავაზებას პოლიტიკური პარტიებისადმი, არასამთავრებო ორგანიზაციებისადმი, მედიის საშუალებებისადმი, რამე თუ თვლიან რომ ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები, გრანდიოზული 26 მაისი ეს არის დიდი ნიშანი იმისა, რომ ხალხში მომწიფდა აზრი ხელისუფლების გასამართლების თაობაზე.

“ხალხი ასამართლებს… “

(პროექტი)
I თეორიული ნაწილი

1. თეორია

თავისუფლების, მშვიდობისა და შესაბამისად დემოკრატიისათვის პირველად აუცილებლობას ქვეყანაში სამართლის უზენაესობა წარმოადგენს, რომელიც შეუძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებელო და სასამართლო განშტოებები რეალურად დამოუკიდებლები არ არიან და ერთ პიროვნებას (ან თუნდაც კლანურ ან პარტიულ ჯგუფს) ექვემდებარებიან.
2. იდეა

კონკრეტულ შემთხვევაში, მოხდება ხელისუფლების სავარაუდო სამართალდარღვევათა საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანა (გასამართლება), ანუ მის მიერ რეალურად ჩადენილ უსამარტლოებათა გამოვლენა და სამართლებრივი შეფასება, რასაც საზოგადოების დემოკრატიულად განათლებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს; პროექტის მიზანია, ამ აქციაში საზოგადოების აქტიური ჩართვა და იმ აზრის გატარება, რომ ხალხი თვითონ არის ხელისუფლების წყარო და მის ქმედებათა კონტროლის სრული უფლებაც ხალხსვე გააჩნია. ამასთანავე “პროცესი” წარმოადგენს საზოგადოების გზავნილს (მესიჯს) ხელისუფლებისადმი, რაც მას დაეხმარება შეცდომათა გაანალიზებასა და გამოსწორებაში, ანუ ხალხთან დარღვეული კავშირების აღდგენასა და დაკარგული ნდობის დაბრუნებაში. აღნიშნული სახალხო – სასამართლო პროცესი, როგორც საქართველოში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცეში, დამოუკიდებელი და აბსოლუტურად ობიექტური სასამართლო პროცესის პრეცენდენტი უნდა გახდეს, სადაც საზოგადოებრიობა თავის თავზე მსაჯულის როლს აიღებს, დაცვასა და ბრალდებას კი პროფესიონალი იურისტები განახორციელებენ.
3. ფორმა

პროცესი უნდა ჩატარდეს ისე, როგორც ეს მიღებულია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. პროცესის მსვლელობა უნდა გაშუქდეს პირდაპირ ეთერში.

საბრალდებო სკამი, წარწერით -“ხელისუფლება”, თავისუფალი იქნება. მოსამართლეები და ბრალდების მხარე შეირჩევა კვალიფიციურობის და პოლიტიკურად ნეიტრალურობის ნიშნით, დაცვის მხარის დაკომპლექტების პრიორიტეტი მიენიჭება ხელისუფლებას (ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი იურისტები), ნაფიცი მსაჯულების როლს თავის თავზე საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივცემული ადამიანები აიღებენ.

პირდაპირი ტელეეთერის პირობებში, “მთავარ მსაჯულს” ანუ ხალხს, საშუალება მიეცემა ჩაერთოს ინტერაქტიულ გამოკითხვაში და პასუხი გასცეს კითხვაზე – დამნაშავედ მიაჩნია თუ არა “ბრალდებული” ანუ ხელისუფლება. ს.მ.ს.პასუხების დინამიკა აისახება ტელეეკრანებზე, იწარმოებს საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი და განაჩენს საზოგადოებავე გამოიტანს, რადგან რეალური დემოკრატიულობის პირობებში სწორედ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა ანუ დასკვნის გამოტანის უფლება.

იმისთვის, რომ გაიზარდოს ტელეპროექტის სანახაობრივი მხარე და საზოგადოების ჩართულობა, შესვენების დროს:

  • მიიღება პირდაპირი სატელეფონო ზარები, წაიკითხება შემოსული საინტერესო საქმეები, წინადადებები და განცხადებები;
  • გადაიცემა ვიდეომასალები;
  • გაიმართება დებატები ხელისუფლების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის;
  • სურვილის შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ პირდაპირ ეთერში დაიცვან თავი.და ა.შ.
  • დასვენების დღეებში გაიმართება სტუდიური განხილვები ცნობილი სახეებისა და დასწრების მსურველი საზოგადოების მონაწილეობით (ხალგაზრდობა, მეცნიერები, პოლიტიკოსები და ა.შ.)

4. ორგანიზება

  • უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების და საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლების შემადგენლობით, რომელიც:
  • დასახავს პროექტის საერთო გეგმას (სცენარს) და განახორციელებს გარკვეულ კონკრეტიზაციას ეპიზოდების დონემდე;
  • მოაგროვებს საბრალდებო მასალებს, დაუკავშირდება დაზარალებულებს და პროექტში მონაწილეობაზე თანხმობის შემთხვევაში გააცნობს მათ კონკრეტული ეპიზოდის გეგმას;
  • ჩამოაყალიბებს და წარმოადგენს მონაწილე -მოსამართლეთა, ბრალმდებელთა და დამცველთა სავარაუდო სიას (საზოგადოებისათვის ცნობილი იურისტები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება);
  • წარმოადგენს სახალხო მსაჯულთა სავარაუდო სიას (ცნობილი მეცნიერები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებრივი ავტორიტეტით აღჭურვილი სხვა პირები);
  • შეარჩევს სავარაუდო ადგილს (დარბაზს) პროცესის ჩასატარებლად;
  • დაგეგმავს და განახორციელებს მოლაპარაკებებს ტელევიზიებთან პროცესის პირდაპირ ტრანსლაციასა და “აქციის დღიურის” გაშუქებაზე;
  • დაადგენს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას, რომელთა მონაწილეობა პროექტში მიზანშეწონილად მიიჩნევა (ფუნქციონალურად, ფინანსურად ან სხვა კუთხით);
  • დაადგენს საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების სიას, რომელთაც სასურველი ან აუცილებელია იკისრონ “საერთაშორისო დამკვირვებლის” ფუნქცია, რათა პროცესი აბსოლუტურად ობიექტურად წარიმართოს;

და ა.შ.
5. ფინანსები

უნდა ფორმირდნენ:

  • პროექტში მონაწილე ორგანიზაციების მცირე საწყისი შენატანებით;
  • ხელშემწყობ სპონსორ ორგანიზაციათა დახმარებით;
  • პროექტის განხორციელების პირობებში სარეკლამო მომსახურებით;
  • მოკლე ტექსტური გზავნილების საფასურით;
  • საზოგადოებრივი შემოწირულობებით და ა.შ.

 

II პრაქტიკული ნაწილი

1. სცენარი

“პროცესის” ჩასატარებელი სასამართლო დარბაზი განთავსდება რომელიმე თეატრის სცენაზე (სამეფო თეატრი, თავისუფალი თეატრი ან სხვა) ან სპეციალურად აგებულ პავილიონში. თეატრის სცენა უფრო მისაღებია, რადგან წინასწარი გათვლით, საზოგადოების დაინტერესებიდან გამომდინარე მოსალოდნელია ანშლაგები, რაც შესაძლებელს გახდის გაყიდული ბილეთებიდან მიღებული შემოსავალი, ხარჯების ნაწილობრივ დაიფარვას მოხმარდეს.

“პროცესის” წარმოების დროდ მოიაზრება ღამის (23.00 – 02.00) საათები, როდესაც თეატრალური აქტივობა წყდება, გარდა ამისა ეს დრო საუკეთესოა პირდაპირი ტელე-ტრანსლაციისთვისაც.

“სასცენო” თვალსაზრისით “პროცესი” გადატვირთული არ უნდა იყოს და უნდა წარმოადგენდეს “სასამართლო დარბაზს”. უკანა ფონზე უნდა ეკიდოს – ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა “სახელმწიფო კაცების” ფოტოსურათები, რომლებიც წარმოადგენენ რა ისტორიას, “ესწრებიან” პროცესს. განსასჯელთა სკამის წინ, სცენაზე, როგორც ხელისუფლების სახის განსახიერება ხელისუფლების ცნობილი წარმომადგენლების სურათები იდგმება. უკანა პლანზე განთავსებულია ეკრანი ვიდეომასალისთვის.

“პროცესი” იხსნება საზოგადოებისთვის პატივცემული პირების (რომლებიც ასევე ნაფიც მსაჯულებადაც მოიაზრებიან), მიერ “იდეის” წარმოდგენით (თეორიული ნაწილის მეორე პუნქტი – იდეა).

შემდგომ, იურიდიული ნორმების სრული დაცვით ხორციელდება “პროცესის” გახსნა. აღმასრულებლებს “შემოჰყავთ განსასჯელი” (ანუ შემოაქვთ სურათები და ალაგებენ სცენაზე განსასჯელის სავარძლის წინ).

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება, (როგორც მოსალოდნელია), შეტყობინების მიუხედავად არ გამოგზავნის პროცესზე დამცველს, საზოგადოება შესთავაზებს მას საზოგადოებრივ ადვოკატს. “პროცესი” უნდა იწარმოებოდეს ობიექტურად, საერთაშორისო იურიდიული ნორმების სრული დაცვით.

“პროცესზე” განსახილველ საქმეთა სიმრავლის, მრავალფეროვნების და რაც მთავარია სიმძიმის გამო, ყოველდღიურ 2.30სთ. სხდომის პირობებში, პროექტის ხანგრძლივობის მინიმუმი 30 დღეა.

მართებულად მიგვაჩნია, ცალკეული “სასამართლო დღის” ქრონომეტრაჟის შემდეგი სახე: სხდომა (60წთ.) – შესვენება (30წთ.) – სხდომა (60წთ.), სადაც შესვენების 30წუთი,როგორც უკვე აღნიშნული იყო, დაეთმობა საზოგადოების საკითხებს, ხელისუფლების მხარდამჭერების გამოსვლებს,დებატებს,ახალი მასალების ანონსირებას და სხვა,ხოლო დამსწრე საზოგადოებისა და ტელემაყურებლის უარყოფითი ფსიქოლოგიური ზაგავლენისაგან დასაცავად,”სასამართლოს” ყოველ დღეს დაასრულებს-”ეროვნული ხელოვნების და კულტურის 30წუთი”, სადაც ცნობილი პოეტიები წაიკითხავენ პატრიოტულ ლექსებს, შემოქმედებითი ჯგუფები წარმოადგენენ ეროვნეულ ფოლკლორს და ა. შ. ჩვენი სოციოლოგიური კვლევების შესაბამისად საზოგადოების მოსალოდენელი დაინტერესების და პროექტის რეიტინგის ზრდის შემთხვევაში, “პროცესი” შესაძლებელია გაგრძელდეს და საერთოდაც “გარეთ გამოვიდეს”, ანუ გრანდიოზული სახალხო თავყრილობის მაპროვოცირებელ ძალად იქცეს (რუსთაველის გამზ. ან იპოდრომი).
2. სამართალდარღვევათა სავარაუდო თემატიკა:

ა. სისხლის სამართლის სამართალდარღვევები:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები (დანაშაულებები);
  • მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევები;
  • ციხის “ბუნტების” სისხლიანი ჩახშობები;
  • უკანონო დაპატიმრებები და პატიმართა წამების ფაქტები;

და ა.შ.

ბ. ეკონომიკური სამართალდარღვევები:

  • სტრატეგიული ობიექტების გასხვისება;
  • საკუთრების ხელყოფა;
  • წილების ძალადობრივი გადაფორმებები;
  • სახელმწიფო საკუთრების მითვისება;
  • კლანური კორუფციის მფარველობა;
  • ბიზნეს საქმიანობის ტოტალური კონტროლი;

და ა.შ.

გ. კონსტიტუციური სამართალდარღვევები:

  • არჩევნების ტოტალური გაყალბება და ხელისუფლების მიტაცება;
  • საქართველოს ტერიტორიაზე, ოსი ხალხის წინააღმდეგ კონფლიქტის წამოწყება;
  • ტერიტორიების (აფხაზეთი, ოსეთი) დე-იურე დაკარგვის საშიშროების პროვოცირება;
  • მეზობელ ქვეყანასთან (რუსეთი) პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის პროვოცირება;
  • უცხო ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესებისათვის მუშაობა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა;
  • უკანონო სატელეფონო მოსმენები და სხვა სახის უფლება-თავისუფლებათა შეზღუდვები;

და ა.შ. დ.

სხვა სამართალდარღვევები:

  • განათლების სისტემის მიზანსწრაფული ნგრევა;
  • მეცნიერების განადგურების მცდელობა;
  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა დამოუკიდებლობის ხელყოფა;
  • ენის სიწმინდის შერყვნა (ენის პალატის გაუქმება);

ეროვნული კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა და “უცხო” კულტურულ ფასეულობათა დანერგვის მცდელობა;

  • ისტორიული მემკვიდრეობის ხელყოფა;

მოსახლეობის ინტერესების იგნორირება და სიდუხჭირის ზღვრამდე მიყვანა;
სოფლის მოსახლეობის გაღატაკების მცდელობა (სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწების მითვისება);
და ა.შ

3. შეთავაზება საქართველოს საზოგადოებრიობას, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს!

პოლიტიკური მოძრაობა “თეთრები” და “თავისუფლების და მშვიდობის” ფონდი ითვალისწინებს რა საზოგადოების ბუნებრივ მოთხოვნილებას იცხოვროს რეალურად დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში და თავის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან სრული თანხმობის, ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობის პირობებში, გთავაზობთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამოგვეცნო და გაგვეხმოვანებინა სწორედ თქვენი სურვილი.

ღრმა პატივისცემით:

მერაბ ჯიბლაძე, გივი თალაკვაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, შიო არსენაშვილი და სხვები.

ეს არის ხანგძლივი პროექტი. შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი მთავრდება 2010 წლის მაისში – პოლიტიკური განაჩენის საჯარო გამოცხადებით (რუსთაველის პროსპექტი, იპოდრომი, დინამოს სტადიონი). მეორე ნაწილი ეს არის საქართველოს მოსახლეობის შეერთება პოლიტიკურ განაჩენზე პირადი ხელმოწერით …

4 ივნისი 2009

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *