ფუნდამენტური კვლევა “საქართველო – 2009” ( ნაწილი 1)

ნაწილი 1. ზოგადი მიმოხილვა

1.1. საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა
1.2. საქართველოს ფიზიკურ–გეოგრაფიული თავისებურებანი
1.3. საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიული გაყოფა
1.4. დემოგრაფიული სურათი
1.5. დასაქმება და უმუშევრობა
1.6. ზოგადი სოციო–ეკონომიკური მაჩვენებლები
1.7. საქართველოს მაკროეკონომიკის ზოგადი შედარებითი ანალიზი
1.8. ზოგადი დასკვნები

 

 

 საქართველოს სტატისტიკა

ისტორიული წყაროების მიხედვით სტატისტიკური ცნობების მოპოვება საქართველოში XIII საუკუნიდან იწყება.

1254-1258 წლებში მონღოლმა ნოინმა არღუნმა აღწერა საქართველოს მოსახლეობა და მათი ქონება. 1689 წლიდან, ერეკლე I-ის მეფობის ხანაში, საქართველოს სადროშოების სარდლები შვიდ წელიწადში ერთხელ ატარებდნენ თავიანთ სადროშოებში ხალხის აღწერას.

ჩვენს დრომდეა მოღწეული XVII-XVIII სს. დავთრები, რომლებშიც ჰქონდათ აღწერის შედეგად-მოპოვებული-ცნობები.

1918 წ. 15 ნოემბერს მიწათმოქმედების სამინისტროსთან შეიქმნა სტატისტიკის დროებითი ბიურო, რომლის ფუნქციებში შედიოდა სასოფლო-სამეურნეო აღწერის მასალების შემუშავება, მიწის ფონდის აღრიცხვა და მისი განაწილების ნორმების განსაზღვრა.

1919 წ. 25 ივლისს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, შეიქმნა რესპუბლიკის ცენტრალური სასტატისტიკო კომიტეტი .

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კერძოდ კი 1990-იან წლებში საჭირო გახდა დაკვირვების მთელი ინსტრუმენტარიუმის ძირეული ცვლილება, ინფორმაციის მოპოვების განსხვავებული, ალტერნატიული წყაროების ფორმირება.

მნიშვნელოვანი გახდა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელი ინდიკატორების შემუშავება და დანერგვა. განსაკუთრებული ყურადღების საგნად იქცა ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში მიმდინარე ინსტიტუციონალური ცვლილებების და რეფორმების დახასიათება.

1991 წლის 27 თებერვლის საქართველოს უზენაესი საბჭოს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის შესაბამისად 1991–1995 წლებში ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკურ საქმიანობას აწარმოებდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი. ხოლო სტატისტიკურ სამუშაოთა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის კანონი სტატისტიკის შესახებ. 1995 წელს საქართველოს რესპუბლიკის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო სტატისტიკის პრიორიტეტული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და განვითარების მიზნით, მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 3 აპრილის N181 დადგენილების შესაბამისად ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა სტატისტიკის განვითარების სახელმწიფო ფონდი.

1995 წლის 8 დეკემბრის ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 1995–1997წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტი. 1996 წლის აპრილიდან 1997 წლის ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად სახელმწიფო სტატისტიკის სრულყოფის მიზნით სტატისტიკის სახელმწიფო დროებითი კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო კანცელარიის პასუხისმგებელი პირები. 1997-2004 წლებში სტატისტიკურ საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეუერთდა.
შესაბამისად, სტატისტიკურ საქმიანობას აღნიშნული თარიღიდან 2009 წლის 11 დეკემბრამდე ახორციელებდა როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება– სტატისტიკის-დეპარტამენტი.
1998 წლიდან 2009 წლის დეკემბრამდე მოქმედებდა 1997 წელს მიღებული კანონი–“სტატისტიკის-შესახებ”. დღეს საქართველოში სტატისტიკურ საქმიანობას დამოუკიდებელი სტრუქტურა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საერთაშორისო მეთოდოლოგიისა და სტანდარტების გათვალისწინებით ახორციელებს.

მისი ფუნქციონირების სამართლებრივ ბაზას 2009 წლის 11 დეკემბრიდან წარმოადგენს საქართველოს კანონი “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”.

1.1.       საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა

 

საქართველო განლაგებულია მსოფლიოს ერთერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში, დიდი აბრეშუმის გზის საკვანძო ადგილზე, რომელიც ისტორიულად უდიდეს როლს თამაშობდა ევროპისა და აზიის განვითარებასა და ურთიერთობებში (რუკა 1). აქ იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის საზღვარი; საზღვარი ქრისტიანულ და მუსლიმანურ სამყაროებს შორის.

დღესაც, ეს რეგიონი წამყვან როლს თამაშობს, მაგალითად, ნავთობისა და გაზის, საერთოდ, ენერგომატარებლების მსოფლიო განაწილების სქემებში და მილსადენების ახალ პროექტებში (INOGATE, NABUCCO, South Stream და სხვ.).

დღესაც, ეს რეგიონი წარმოადგენს დასავლური და აღმოსავლური ინტერესების გადაკვეთის ადგილს, მაგალითად:

ირანი ↔ ისრაელი; აშშ ↔ ერაყი და ავღანეთი; რუსეთი ↔ სომხეთი; აზერბაიჯანი ↔ ევროპა; აზერბაიჯანი ↔ სომხეთი; თურქეთი ↔ სომხეთი; ყაზახეთი ↔ ევროპა; თურქმენეთი ↔ ევროპა და ა.შ.

         სავსებით გასაგებია, რომ საქართველოს გარეშე ამ წინააღმდეგობათა კვანძის გახსნა აბსოლუტურად შეუძლებელია, რის გამოც საქართველო თამაშობდა, თამაშობს და ითამაშებს რეგიონული ლიდერის როლს, როგორც არ უნდა სურდეს მრავალ ქვეყანას, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს, ამ როლის შესუსტება და რეგიონული პრობლემების გადაჭრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე.

        მეორეს მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გამოკვეთასა და დაფიქსირებას სჭირდება შესაბამისი სამთავრობო ქმედებანი, რომელიც, აშკარად არასაკმარისია. 

       ზემოაღნიშნულიდან აშკარად იკვეთება ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, საუბედუროდ, არ არის სათანადო დონეზე გაანალიზებული:

         საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ვერც ერთი პროგრამა ვერ იქნება ქმედითუნარიანი, თუ იგი მხედველობაში არ მიიღებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ როლს. 

        სხვა სიტყვებით, საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური განვითარება სინერგიული უნდა იყოს მის საგარეო პოლიტიკასთან და თავსებადი მისი ისტორიის,კულტურის, ტრადიციების, მოსახლეობის მენტალილეტეტის თავისბურებებთან.

1 ruqa

1.2. საქართველოს ფიზიკურ–გეოგრაფიული თავისებურებანი

საქართველო განლაგებულია დიდი (მთავარი) და მცირე კავკასიონის ქედებს შორის, აღმოსავლეთი გრძედის 40°23’31’’ და 46°30’00’’  და ჩრდილო განედის 41°02’58’’ და 43°35’25’’ ფარგლებში. მისი ფართობია 69.7 ათასი კმ2.

ჩრდილოეთით იგი ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანს, სამხრეთ აღმოსავლეთით – სომხეთს და სამხრეთ დასავლეთით – თურქეთს. საქართველოს დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის აკვატორიაა (რუქა 2).

2 ruqa

რუკა 2: საქართველოს ფიზიკურ–გეოგრაფიული რუკა

საქართველოს სახმელეთო საზღვრების სიგრძეა 1461 კმ, ხოლო საზღვაო საზღვრების – 310 კმ[1].

კავკასიონის მთავარი ქედის საშუალო სიმაღლეა 2–3 ათასი მ, მაგრამ ცალკეული, ძირითადად, ვულკანური და ინტრუზიული წარმოშობის, მწვერვალების აბსოლუტური სიმაღლე (მყინვარწვერი, შქარა, იალბუზი) 5 ათ. მ–ს აღემატება.

მცირე კავკასიონი წარმოდგენილია რამდენიმე ქედითა და ზეგანით, რომელთაგანაც უნდა აღინიშნოს თრიალეთის ქედი და ჯავახეთის ზეგანი (საშუალო სიმაღლე 1500 მ), რომლებიც გრძელდებიან სომხეთში და ყოფენ საქართველოს ირანის ზეგანისაგან.

ორ ქედს შორის, შუამდინარეთში, განლაგებულია მტკვრისა და რიონის (კოლხეთის) დაბლობები, რომლებიც ერთმანეთისაგან გამიჯნულია სუბმერიდიანული სურამის ქედით. საქართველოს მთავარი მდინარეა მტკვარი, რომელიც სათავეს იღებს თურქეთში და კასპიის ზღვაში ჩაედინება აზერბაიჯანის ფარგლებში. საქართველოს უდიდესი მდინარეები დახასიათებულია ცხრილი 1-ით.

რელიეფის ასეთი თავისებურებანი განაპირობებს მკვეთრად კონტრასტულ კლიმატს. ასე, კოლხეთის დაბლობი ხასიათდება ნოტიო სუბტროპიკული ჰავით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსთვის ტიპიურია მშრალი სუბტროპიკული და თბილი კონტინენტური ჰავა. 4 ათასი მეტრის ზევით საქართველოს მთიანეთი დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.

 ცხრილი 1: საქართველოს უმთავრესი მდინარეები

მდინარე

სიგრძე, კმ

აუზის ფარ–

საერთო

საქართველოში

თობი, ათ. კმ2

ალაზანი

407

390

12.0

მტკვარი

1515

351

21.1

რიონი

333

333

13.4

ენგური

206

206

4.1

ხრამი

220

187

8.3

ცხენისწყალი

184

184

2.1

იორი

357

183

4.7

ყვირილა

152

152

3.6

სუფსა

117

117

1.1

არაგვი

110

110

2.7

ბზიფი

110

110

1.5

კოდორი

110

110

2.0

აჭარისწყალი

90

90

1.5

ჭოროხი

438

26

22.1

 

წლიური ნალექების რაოდენობა ჩვეულებრივ 1500–2000 მმ არ აღემატება, ხოლო ჯავახეთის ზეგანზე შეადგენს 800 მმ. ამავდროულად, ბათუმის ახლოს მთა მტირალა გამოირჩევა ნალექების ჭარბი რაოდენობით (3,500 მმ), რაც საერთოდ რეკორდია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთისთვის.

ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარში შეადგენს 0–დან –5°–მდე, ხოლო ივლისში კი + 24°.


[1] აღნიშნული ზოლის აფხაზეთის მონაკვეთი – დაახლოებით 170 კმ – ამჟამად დე–ფაქტო კონტროლდება რუსეთის ფედერაციის მიერ.

[2] სტატისტიკური წელიწდეული – 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.

 

1.3.       საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფა

კომუნისტურ პერიოდში საქართველო არ იყო დაყოფილი მხარეების მიხედვით, მაგრამ მის შემადგენლობაში შედიოდა 2 ავტონომიური რესპუბლიკა (აფხაზეთი და აჭარა) და 1 ავტონომიური ოლქი (სამხრეთ ოსეთი).

სახელმწიფოებრივი დამოუკედებლობის მიღწევის შემდეგ საქართველო დაიყო 12 მხარედ, რომელთაგანაც 1 მხარე საქართველოს დედაქალაქს – თბილისს – წარმოადგენს, ხოლო 2 მხარეს (აფხაზეთსა და აჭარას) აქვს კონსტიტუციით  მინიჭებული ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი (რუქა 3). საქართველოს მხარეების მოკლე დახასიათება მოცემულია ცხრილი 2[1]-ში.

1.4.    დემოგრაფიული სურათი

გრაფიკი 1 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე 1913–2009 წლებში[2].

აშკარად ჩანს, რომ 1990 წლამდე საქართველოს მოსახლეობა იზრდებოდა და 1990 წელს თავის პიკს – 5.46 მილიონ ადამიანს – მიაღწია.

ruka 3

რუკა 3: საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიული დაყოფა

 ცხრილი 2: საქართველოს მხარეების მოკლე დახასიათება 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით

მხარე

მაჩვენებელი

ფართო–

მოსახ–

ცენტრი

რაიო–

ქალა–

დაბების

სოფ–

ბი, კმ2

ლეობა,

ნების

ქების

 რიცხვი

ლების

ათ. კაცი

რიცხვი

რიცხვი

რიცხვი

საქართველო – სულ

69700

4595.4

 თბილისი

66

63

50

4113

მათ შორის კონტროლირებადი ტერიტორია

56900

4385.4

58

53

44

3500

თბილისი

1420

1136.6

5

1

4

18

აფხაზეთი

8700

170

სოხუმი

8

9

5

512

აჭარა

2880

382.4

ბათუმი

6

2

7

329

გურია

2000

138.8

ოზურგეთი

3

2

5

186

სამეგრელო

7400

468.0

ზუგდიდი

8

9

1

490

და ზემო სვა–
ნეთი
იმერეთი

6600

693.5

ქუთაისი

12

10

3

529

რაჭა–ლეჩხუმი

4900

47.7

ამბროლა–

4

3

2

251

და ქვემო ური
სვანეთი
შიდა ქართლი

4800

313.0

გორი

3

3

1

265

სამხე–ჯავა–

6400

208.1

ახალციხე

6

5

5

254

ხეთი
მცხეთა–მთი–

6800

105.2

მცხეთა

5

2

6

579

ანეთი
ქვემო ქართლი

6400

488.8

რუსთავი

6

7

5

323

კახეთი

11400

401.4

თელავი

8

9

276

grafiki1

გრაფიკი 1: საქართველოს მოსახლეობა 1913–2009 წლებში

1990–2009 წწ. პერიოდში მოსახლეობა 1.11 მილიონით შემცირდა დუხჭირ წლებში ემიგრაციის ხარჯზე, აგრეთვე შობადობის დონის მკვეთრი, დაახლოებით 1.7–ჯერადი დაცემის გამო. (გრაფიკი 1).

გრაფიკი 1 ცხადყოფს, რომ საქართველოდან მოსახლეობის ყველაზე ინტენსიურ გადინებას (მთლიანი მოსახლეობის 1.9%–ის დონეზე) ადგილი ქონდა 1993–1995 წლებში. შემდგომში გადინება თანდათანობით მცირდებოდა და თავის მინიმუმს (0.68%) 2007 წელს მიაღწია. რუსეთ–საქართველოს ომმა ემიგრაციის ახალი ტალღა წარმოშვა.grafiki 2

გრაფიკი 2: საქართველოს მოსახლეობა 1990–2008 წლებში

 grafiki 3

გრაფიკი 3: მოსახლეობის ცვალებადობის დინამიკა 1991–2008 წლებში

 grafiki 3

 გრაფიკი 4: საქართველოს ეროვნული შედგენილობა 1979 წ. აღწერის მიხედვით, %

           გრაფიკები 4-6 აღწერს საქართველოს ეროვნულ შედგენილობას 1979–2002 წლებში[3]. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველთა ხვედრითი წილი გაიზარდა 68.8%–იდან 83.8%–მდე; აზერბაიჯანელთა – 5.1%–იდან 6.5%–მდე, ხოლო ყველა სხვა ეროვნული ჯგუფის პროცენტული წილი შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემიგრაცია, ძირითადად, ეროვნულ უმცირესობებს შეეხო, რომელთა შორის მიგრაციის ინტენსივობა ორჯერ და მეტად მაღალი იყო ქვეყნის ავტოქტონურ მოსახლეობასთან (ქართველებთან) შედარებით.

მთლიანობაში,  ქართველთა აბსოლუტური რაოდენობა 1989 წელთან შედარებით 2002 წლისთვის შემცირდა 126.2 ათასი ადამიანით: 3787.4  – ათასი კაციდან 3661.2 ათასამდე.

ცვლილებებს მოსახლეობის რაოდენობასა და სტრუქტურაში თან ახლდა თვისებრივი ცვლილებები სხვა მიმართულებებითაც:

           გასულთა განათლებისა და პროფესიონალური დაოსტატების დონეც რომ არ მივიღოთ მხედველობაში (გასულებში ეს მაჩვენებელი რამდენადმე მაღალია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით), საქართველოდან განსაკუთრებით ინტენსიურად გავიდა ყველაზე შრომისუნარიან და რეპროდუქციულ ასაკში მყოფი მოსახლეობა.

მთელი მოსახლეობა 2002 წელს 1989 წელთან შედარებით შემცირდა 19,1 პროცენტით, მაშინ როდესაც 25-34 წლიანების რაოდენობა შემცირდა 30,8 პროცენტით, ხოლო დანარჩენი მოსახლეობისა კი – მხოლოდ 16,8 პროცენტით.

          ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულთა 85 პროცენტი 20-50 წლისაა, მაშინ როდესაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წილი მთელ მოსახლეობაში 40 პროცენტზე ნაკლებია.

გრაფიკი 7 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ 1970–2009 წლებში[4].

ჩანს, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობა 2009 წელს შეადგენდა საერთო მოსახლეობის მხოლოდ 61% ანუ 2675.1 ათას ადამიანს. ამასთან, საპენსიო ასაკის მოსახლეობა ითვლის 964.8.9 ათას ადამიანს, რაც საერთო მოსახლეობის 22%–ს შეადგენს

grafiki 5

გრაფიკი 5: საქართველოს ეროვნული შედგენილობა 1989 წ. აღწერის მიხედვით, %

 

6 grafiki

გრაფიკი 6: საქართველოს ეროვნული შედგენილობა 2002 წ. აღწერის მიხედვით, %

 

მოსახლეობის ამგვარი ასაკობრივი სტრუქტურა, მეტად არასახარბიელოა სოციალური დაზღვევის სრულყოფილი სისტემის ჩამოსაყალიბებლად.

ამ ხნის განმავლობაში 65 წელს გადაცილებულთა წილი გაიზარდა 8%–დან 22%–მდე, ხოლო 15 წელზე უმცროსი ასაკის მოსახლეობისა, პირიქით, შემცირდა 31%–დან 17%–მდე.

        სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიმდინარეობს საქართველოს მოსახლეობის დაბერება – ბოლო წლების ტენდენციით „სიჩქარით“ ყოველ წელს – 0.36 წლით.

3 grafiki

 

[1] А.Г. Твалчрелидзе. Полезные ископаемые и минеральная ресурсная база Грузии. Москва, Изд-во «Руды и металлы», 2006, 320 с.

[2 ]მოსახლეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 33–35; მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. http://www.worldbank.org; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

{3} სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[4] სოციალური ტენდენციები საქართველოში. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 2003, 68 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

grafiki7grafiki 8-9grafiki 10

 

1.5 დასაქმება და უმუშევრობა

1990 წლამდე უმუშევრობა საქართველოში არ აღემატებოდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 0.5%[1]. ხელფასის მიმღებთა რაოდენობა აღემატებოდა 2230 ათას კაცს. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში შემცირდა 3.9–ჯერ, მაშინ როდესაც მოსახლეობის საერთო რაოდენობა იმავე პერიოდში – მხოლოდ 1/5–ით. დღეისათვის ყოველ 100 შინამეურნეობაზე მხოლოდ 48 დაქირავებით დასაქმებული მოდის.

იმის გათვალისწინებით კი, რომ ზოგიერთ შინამეურნეობაში (განსაკუთრებით, ქალაქებში) რამდენიმე დაქირავებით დასაქმებული მოდის, იმ შინამეურნეობათა რაოდენობა, სადაც ოჯახის არცერთი წევრი არაა დაკავებული ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობით, ქვეყანაში 60 პროცენტს აღემატება.

         შესაბამისად, 1990–იანი წლების დასაწყისში არსებულ „ტოტალური დასაქმების“ პრობლემას ამჟამად ჩაენაცვლა ტოტალური „უმუშევრობის პრობლემა“.

        ცენტრალიზებულად მართული ეკონომიკური სისტემის დაშლამ, სამოქალაქო ომებმა და საერთო სტრუქტურულმა კრიზისმა სწორად რომ ტოტალური უმუშევრობა გამოიწვია, რომელმაც 1992 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 45% მოიცვა[2]. განხორციელებულმა მაკროეკონომიკურმა ღონისძიებებმა 1995 წლისთვის თავისი შედეგები გამოიღო და 1995 წლისთვის უმუშევრობა 25%–მდე შემცირდა.

გრაფიკი 8   აღწერს უმუშევრობას საქართველოში 1995–2008 წლებში[3].

ჩანს, რომ 1995 წლიდან 2001 წლამდე უმუშევრობა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25%–იდან 11.1%–მდე შემცირდა; 2002–2004 წლებში იგი იცვლებოდა 11.5%–იდან 12.6%–მდე, ხოლო 2004–2008 წწ. იგი გაიზარდა საშუალოდ 13.7%–მდე (2009 წ. – 16.3%–მდე).

გრაფიკი 9 აანალიზებს დასაქმების სტრუქტურას საქართველოში 1991–2008 წლებში.

ეკონომიკურმა რეფორმამ და ლარის შემოღებამ 1995 წელს მკვეთრად შეცვალა დასაქმების სტრუქტურა და ზუსტად 1995 წელს თვითდასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა დაქირავებულთა ოდენობას. ამის შემდეგ, თვითდასაქმებულთა რაოდენობა რჩება პრაქტიკულად უცვლელი (მისი სიდიდე ძირითადად მერყეობს  1.0–1.1 მლნ. კაცის ფარგლებში), მაშინ, როდესაც დაქირავებულთა რაოდენობა ლატენტურად, მაგრამ თანმიმდევრულად მცირდება. გრაფიკზე 10 მოცემულია დასაქმებულთა რაოდენობა, როგორც საერთო მოსახლეობის წილი.

ჩანს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა 1991 წლიდან (46.55%) 1993 წლამდე (34.27%). დასაქმებულთა რაოდენობის  ზრდა 1995–1996 და 1998–2001 წლებში გარკვეულწილად დაკავშირებულია ბაქო–სუფსისა (Western Route Energy Corridor) და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობასთან[4].

g8

გრაფიკი 8: უმუშევრობა საქართველოში 1995–2008 წლებში

2009 წელს დასაქმებულთა რაოდენობა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 83.7% და სამუშაო ასაკის მოსახლეობის 64.5% შეადგენს, ხოლო ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა 279.5 ათასი ადამიანის ტოლია[5]!

g9

გრაფიკი 9: დასაქმების სტრუქტურა საქართველოში 1991–2008 წლებში

 grafiki 10

გრაფიკი 10: დასაქმებულთა რაოდენობის შეფარდება საერთო მოსახლეობასთან

დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა 2008 წელს ნაჩვენებია გრაფიკზე 11[6]. აშკარად ჩანს, რომ დასაქმებულთა ლომის წილი სოფლის მეურნეობაზე მოდის (53.4%). ამასთან, მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივად 14.4%–ია დასაქმებული; ჯანდაცვასა და განათლებაში – 10.8%; სახელმწიფო სამსახურში – 4%; კომუნალურ სფეროში – 2.6% და არამწარმოებელ კერძო დარგებში – 14.7%.

g11

გრაფიკი 11: დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა, %

[1] მოსახლეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 33–35.

[2] Human Development Report, Georgia 1999, text by Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Nekeri” Publ., Tbilisi, 1999, 75p.

[3] სტატისტიკური ყოველწლიური – 2000. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 20001, 308 გვ.; ; Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Poligraph Service” Publ., Tbilisi, 2000, 83p.; ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

[4] J. Elkind. Economic implications of Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline. In: The Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline: Oil Window to the West. Vienna, Central Asia – Caucasus Institute, Silk Road Studies Program, 2005, p. 39-60.

[5] მსოფლიო შრომის ორგანიზაციის მკაცრი კრიტერიუმით ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა შეადგენს სოციალურ ჯგუფს, რომელსაც საერთოდ შრომა არ უნდა (იხ.: Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Poligraph Service” Publ., Tbilisi, 2000, 83p.) და რიგი მიზეზების (ასაკობრივ–ფიზიოლოგიური, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ა.შ.) გამო არ შეუძლია.

[6] სტატისტიკური წელიწდეული – 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული – 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.

 

1.6.       ზოგადი სოციო–ეკონომიკური მაჩვენებლები

ცხრილი 3 აღწერს საქართველოს ზოგად სოციო–ეკონომიკურ სურათს მსოფლიო ბანკის მონაცემებით[1].

ამ მაჩვენებლებიდან უფრო დეტალურად შევჩერდეთ რამდენიმეზე.

ცხრილი 3: საქართველოს ზოგადი სოციო–ეკონომიკური მაჩვენებლები

მჩვენებელი

განზომილება

წელი

 

 

1990

1995

2003

2008

ფართობი

კმ2

69700

69700

69700

69700

მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი

ათასი კმ2

69.7

59.4

59.4

56.7
ტყის ფართობი

კმ2

27601

27601

27601

27601

აგრომიწების ფართობი

კმ2

29971

29971

29971

29971

სოციალური მაჩვენებლები

მოსახლეობა, წლის დასაწყისში

კაცი

5460

5032

4564

4382.1

მოსახლეობის ზრდა  წინა წელთან

%

0

–2

–1

–1

ორსულობა

1 ქალზე

2

2

1

1

შობადობის დონე ახალგაზრდებში

ყოველ ათ. 15–19 წ ქალზე

40

40

48

45

შობადობა სტაციონარულ პირობებში

%

100

99

99

98

იმუნიზაცია

% 12–23 თვის ბავშვების

99

61

80

97

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა

წელი

70

70

70

71

5 წლამდე ბავშვთა  მოკვდაობა

ყოველ 1000 ბავშვზე

47

40

39

30

სიღარიბის დონე

%

60

60

54

22.1/42[2]

შრომის ანაზღაურება[3]

მილიონი აშშ დოლარი

8700

<100

435

2580

ინფრასტრუქტურა

ელექტროენერგიის მოხმარება

კვ.სთ 1 სულ მოსახლეზე

2673

1381

1515

1725

ენერგიის მოხმარება

კგ OE 1 სულ მოსახლეზე

2255

741

598

754

ინტერნეტის მოხმარება

100 მოსახლეზე

0

0

3

10

მობილური კავშირის აბონენტები

100 მოსახლეზე

0

0

16

70

მოასფალტებული გზები

%

94

39

70[4]

ეკონომიკური მაჩვენებლები

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

მილიონი აშშ დოლარი

7738

2694

3991

12793

       მათ შორის:
ინდუსტრიული დარგები (მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა)

%

33

16

26

24

სოფლის მეურნეობა

%

32

52

21

10

მომსახურება

%

35

32

54

66

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

აშშ დოლარი

1417

535

874

2934

 მშპ–ის დეფლატორი

%

22

163

3

11

იმპორტი

%–ით მშპ–სთან

46

42

46

59

ექსპორტი

%–ით მშპ–სთან

40

26

32

31

მაღალტექნ. საქონლის ექსპორტი

ექსპორტის %

19

7

კომპანიების  კაპიტალიზაცია

მშპ–ს %

5

3

სამხედრო ხარჯები

მშპ–ს %

X

0.9

1.1

8

 

გრაფიკი 12 ასახავს 1990–2008 წლებში საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებას. ელექტროენერგიის მოხმარების კატასტროფული ვარდნას და 1991–1998 წლების ენერგეტიკულ კრიზისს მოყვა ენერგიის მოხმარების ნელი, მაგრამ მდგრადი ზრდა, თუმცა 2008 წელს ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 1990 წლის მოხმარების მხოლოდ 64.53% შეადგინა. შედარებისათვის: ჯერ კიდევ 1980 წელს ელექტროენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში შეადგენდა 2900 კვტ.საათს, მსოფლიოში – 1573-ს; 2008 წელს, შესაბამისად, 1725 და 2500. როგორც ვხედავთ, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე შემცირდა 1.7–ჯერ[5],  მსოფლიოში კი პირიქით, გაიზარდა 1.6–ჯერ. 1980-2005 წლებში დენის წარმოება საქართველოში ფაქტობრივად განახევრდა (შემცირდა 14,7 მლრდ. კვტ.სთ-დან 7,4 მლრდ. კვტ. სთ-მდე), მსოფლიოში კი, პირიქით, თითქმის გაორმაგდა (გაიზარდა 8205,8 მლრდ.კვტ.–სთ-დან 15346,5 მლრდ.კვტ.–სთ-მდე). აღნიშნულ პერიოდში საგრძნობლად შემცირდა ენერგიის სხვა სახეობების მოხმარებაც.

g12

გრაფიკი 12: ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 1990–2008 წლებში

ეს გარემოება უდავოდ აიხსნება იმით, რომ საქართველოში პრაქტიკულად გაუქმდა ან დიდწილად შემცირდა ენერგოტევადი მრეწველობის დარგები, როგორიცაა, მაგალითად, შავი მეტალურგია[6].

სამაგიეროდ, 1996 წლიდან მოყოლებული თანმიმდევრულად იზრდება მობილური სატელეფონო კავშირის აბონენტთა რიცხვი, რომელმაც 2008 წელს მთლიანი მოსახლეობის 69%–ს მიაღწია).

g13

გრაფიკი 13: მობილური კავშირის აბონენტთა რიცხვი

1979 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა 15852.7 მილიონ მანეთს[7], რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დეფლატორის გამოყენებით[8] შეიძლება 25568.9 მილიონ აშშ დოლარს გავუტოლოთ. 2008 წელს საქართველოს მშპ 12800.5 მილიონ აშშ დოლარს უდრიდა[9], ანუ მან 1979 წლის მშპ–ს მხოლოდ 50.1% შეადგინა[10]. 1979 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4917.09 აშშ დოლარს უტოლდებოდა, ხოლო 2008 წელს – 2921.1 დოლარს. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით[11] 1979 წელს საქართველო შედარებით მაღალი შემოსავლების ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2008 წელს საქართველო გახდა დაბალ–საშუალო შემოსავლიანი ქვეყანა (ადგილი ბოლოსწინა ჯგუფში უღარიბესი ქვეყნების შემდეგ).

საქართველოს, ისევე, როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირის, ეკონომიკური რეგრესია წინა საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 1990 წელს ქვეყნის მშპ–მ მხოლოდ 7738 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, კრიზისის ხანგრძლიობა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იყო[12], ხოლო ვარდნა – ყველაზე მასშტაბური[13].

გრაფიკი 14Error! Reference source not found. აღწერს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს 1990–2008 წლებში.

g14

 

გრაფიკი 14: საქართველოს მშპ 1990–2008 წლებში

 

ჩანს, რომ 1993 წლისთვის მშპ 2.86–ჯერ შემცირდა, ხოლო 2008 წლისთვის 4.74–ჯერ გაიზარდა 1993 წელთან შედარებით, მაგრამ მხოლოდ 1.65–ჯერ 1990 წელთან მიმართებაში[14].

მე-15 გრაფიკზე ასახულია რეალური მშპ–ს ცვალებადობის დინამიკა დროის იგივე პერიოდში.

1990–1995 წლების ეკონომიკურ რეცესიას მოსდევს მშპ–ს ზრდა, მაგრამ ზრდის ტენდენცია აშკარად არასაკმარისია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ აშშ დოლარის წლიური ინფლაციითაა გამოწვეული.

g15

გრაფიკი 15: საქართველოს რეალური მშპ–ის ცვალებადობის დინამიკა 1990–2008 წლებში

ამ თვალსაზრისით, ქვეყნის ადმინისტრაციის განცხადებების მიუხედავად, 1995–2003 და 2004–2009 წლების პერიოდები არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

გრაფიკი 16 ასახავს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკას დროის იგივე მონაკვეთისთვის. ჩანს, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა რეალურად იწყება 2001 წელს და შემდგომ კანონზომიერად მატულობს. 2004–2008 წლებში არავითარ სერიოზულ მაკროეკონომიკურ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.

g16

გრაფიკი 16: საქართველოს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 1990–2008 წლებში

        ცხრილი 4 ასახავს ინფლაციის დონეს საქართველოში 1990–2008 წლებში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით.

      ჩანს, რომ 1992 წელს დაწყებული ჰიპერინფლაცია შეჩერებულ იქნა 1996 წლის ბოლოს. ამის შემდეგ, ინფლაციის დონე საშუალო ევროპულს არ აღემატებოდა, ხოლო 2003 წელს საერთოდ აშშ დოლარის ინფლაციას გაუტოლდა. 

      „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ინფლაცია გაიზარდა და 2007–2008 წწ 10%–ს მიაღწია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და რეცესიის გამო 2009 წელს სამომხმარებლო ფასები ინდექსის საშუალო წლიურმა დონემ მხოლოდ 1.7% შეადგინა.

ცხრილი 4:

საშუალოწლიური ინფლაცია,

 %

წელი

მნიშვნელობა

1990

22

1991

62

1992

1314

1993

15442

1994

6042

1995

162.7

1996

39.4

1997

7.1

1998

3.6

1999

19.2

2000

4.0

2001

4.7

2002

5.6

2003

4.8

2004

5.7

2005

8.2

2006

9.2

2007

9.2

2008

10.1

2009

1.7

დაბოლოს, გრაფიკი 17ცხადყოფს, რომ საქართველოში კაპიტალური ბაზარი რეალურად ჩაისახა მხოლოდ 1999 წელს.

g17

გრაფიკი 17: კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია 1990–2008 წლებში

      მიუხედავად ზრდის სუსტი ტენდენციებისა, 2007 წელს საბაზრო კაპიტალიზაციამ მშპ–ს მხოლოდ 14%–ს მიაღწია, ხოლო 2008 წლისთვის 3%–მდე შემცირდა.

ცხადია ამიტომ, რომ საქართველო ფაქტიურად არ არის ჩართული მსოფლიო კაპიტალურ ბაზრებში და ნებისმიერი განცხადება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე რამდენადმე გაზვიადებულია[15].

 

1.7.    საქართველოს მაკროეკონომიკის ზოგადი შედარებითი ანალიზი

 

მშრალი სოციო–ეკონომიკური მაჩვენებლები, რასაკვირველია, სრულ სურათს ვერ ასახავს. იმისთვის, რომ გავაანალიზოთ საქართველოს სოციო–ეკონომიკური ტენდენციები, აუცილებელია შევადაროთ ჩვენი ქვეყანა უახლოეს მეზობლებს, აგრეთვე, ყოფილი საბჭოთა კავშირის უღარიბეს და შედარებით მდიდარ ქვეყნებს, ისევე, როგორც განვითარებულ, ტრადიციულად მდიდარ ქვეყნებს.

ასეთი შედარებითი ანალიზი მოცემულია მე-5 ცხრილში.

ცხრილი 5: ძირითადი სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ლატვიაში, მოლდოვასა და დანიაში 2008 წელს

მჩვენებელი

განზომილება

ქვეყანა

 

 

საქართველო

აზერბაიჯანი

სომხეთი

ლატვია

მოლდოვა

დანია

სოციალური მაჩვენებლები

მოსახლეობა

კაცი

4366461

8678851

3077087

2266013

3633369

5461438

მოსახლეობის ზრდა

%

–1

1

0

–1

–1

0

ორსულობა

1 ქალზე

1.29

2

2

1

2

2

შობადობის დონე ახალგაზრდებში

ყოველ ათ. 15–19 წ ქალზე

14

34

36

15

34

6

შობადობა სტაციონარულ პირობებში

%

98

80

90

98

97

100

იმუნიზაცია

% 12–23 თვის ბავშვების

97

97

92

97

96

89

სიცოცხლის მოლოდინაობა

წელი

71

67

73

71

68

78

5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა

ყოველ 1000 ბავშვზე

30

39

24

9

18

4

სიღარიბის დონე

%

22.1/42[16]

20

30

60

შრომის ანაზღაურება

მილიონი აშშ დოლარი

2580

+/– 5000

+/– 1500

+/– 8000–10000

1498

+/– 20000

ეკონომიკური მაჩვენებლები

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ)

მილიონი აშშ დოლარი

12800.5

46258

11916

33783

6048

313579

    მათ შორის: წილი  მშპ–ში:
სოფლის მეურნეობა.

%

10

6

18

3

12

1

ინდუსტრიული  დარგები (მრეწველობა, მშენებლობა, ენერგეტიკა)

%

24

71

45

22

15

26

მომსახურება

 %

66

23

37

75

73

73

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

აშშ დოლარი

221.1

5329

3869

14882

1666

57417

ინფლაცია,

%

10

21

4

20

16

2

იმპორტი

მშპ–ს %

49.3

29

39

61

98

51

ექსპორტი

მშპ–ს %

11.7

68

19

42

46

52

მაღალტექნ. საქონლის ექსპორტი

ექსპორტის %

2.3

4

2

7

5

17

კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია

მშპ–ს %

3

0

1

11

0

89

სამხედრო ხარჯები

მშპ–ს %

8

3

3

2

1

1

 

        აგრეთვე, მიუხედავად იმისა, რომ თავის საინაუგურაციო გამოსვლაში 2004 წლის 25 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეკონომიკური განვითარება ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა[17] და ამ გამოსვლას მოყვა ეკონომიკის „ექსპერტების“ დამაიმედებელი პუბლიკაციები[18], 2005 წლიდან მოყოლებული ქვეყნდება სერიოზული ანალიტიკური მასალები არასწორ ეკონომიკურ მართვასა და დაკარგულ შესაძლებლობებზე[19]. 

პირველად ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მაკროეკონომიკური განვითარების შედარებითი ანალიზი გამოქვეყნდა 2009 წელს[20]. აქ ჩვენ ვაზუსტებთ ამ კვლევებს, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზას[21].

ანალიზისთვის, რასაკვირველია, გამოყენებულია მსოფლიო ბანკის მონაცემები სომხეთსა და აზერბაიჯანზე, მაგრამ, აგრეთვე, დსთ–ს უღარიბეს ქვეყანაზე – მოლდოვაზე და შედარებით მდიდარ ქვეყანაზე, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე დღეს კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოზე – ლატვიაზე.

გრაფიკ 18-ზე ნაჩვენებია 1990–2008 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დინამიკა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ლატვიაში.

აშკარად ჩანს, რომ 1990–2004 წლებში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ეკონომიკა დაახლოებით ერთი და იგივე ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ შემდგომ სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხდა მკვეთრი გარღვევა, მაშინ როდესაც საქართველო და მოლდოვა ისევ ეკონომიკური სტაგნაციის ვითარებაში დარჩნენ. ლატვია ევროპული გზით წავიდა.

ამ ინფორმაციის გაანალიზება ბუნებრივ კითხვას ბადებს: რამ განაპირობა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, დე ფაქტო ომის ვითარებაში მყოფი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდა და რატომ ასე ტრაგიკულად ჩამორჩა მათ საქართველო?[22] ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება მივაქციოთ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას (გრაფიკი 20).

ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, რომ თუ აზერბაიჯანში მრეწველობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 71%–ია, ხოლო სომხეთში 45%, საქართველოში ეს  პარამეტრი 24%–ს არ აღემატება.

g18

გრაფიკი 18: მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე  საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 1990–2008 წლებში

 g19

 

გრაფიკი 19: მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე  საქართველოში, მოლდოვასა და ლატვიაში 1990–2008 წლებში

2008 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდეთა თანაფარდობა დასახელებული ოთხი ქვეყნის მიხედვით მოტანილია ქვემოთ:

g20

გრაფიკი 20:  მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 2008 წელს, მშპ–ს %

გრაფიკი 21 გამოხატავს მოსახლეობის ერთ სულზე  მთლიან სამრეწველო პროდუქტს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში.

დასკვნა მარტივია:

განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური წინსვლა მრეწველობის ზრდის გარეშე შეუძლებელია. 

შედარებისთვის შეგვიძლია მოვიხსენიოთ, რომ 1979 წელს მრეწველობისა და მშენებლობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 49.8%–ს შეადგენდა, ხოლო სოფლის მეურნეობის – 32.4%–ს[23].

g21

გრაფიკი 21: მთლიანი სამრეწველო პროდუქტი  მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 1990–2008 წლებში

ამ ფონზე მეტად საგულისხმოა შემდეგი გარემოება:

      22-ე გრაფიკზე ნაჩვენებია მოსახლეობის ერთ სულზე სამხედრო ხარჯები 1990–2008 წლებში. აშკარად შესამჩნევია, რომ საქართველოში ჯარის სწრაფი განვითარება 2004 წლიდან იწყება. ქვეყნის არაადეკვატურმა მილიტარიზაციამ კი რუსეთ–საქართველოს ომამდე მიგვიყვანა. 


[1] მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. http://www.worldbank.org.

[2] მრიცხველში – სიღარიბის დონე მედიანური მოხმარების 60 პროცენტის მიმართ, მნიშვნელში – მეთოდოლოგიით, რომელიც მოქმედებდა 2005 წლის ჩათვლით. – სტატისტიკის სამსახურმა 2006 წლიდან რადიკალურად შეცვალა სიღარიბის დონის გაანგარიშების მეთოდიკა, შეამცირა კვების სადღეღამისო კალორიულობა, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების საარსებო მინიმუმისათვის აუცილებელი რაოდენობა. ამით საარსებო მინიმუმის ღირებულებითი მაჩვენებელი მყისიერად შემსუბუქდა 30 პროცენტით, ხოლო მის მიღმა მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა ასევე ერთბაშად შემცირდა 54–დან 35 პროცენტამდე. და რადგანაც ერთი წლის განმავლობაში ამ ზღვარს მიღმა მყოფი შინამეურნეობების რაოდენობა კვლავ განაგრძობდა ზრდას, სტატისტიკის სამსახურმა საერთოდ შეწყვიტა ამ ზღვარს მიღმა მყოფი შინამეურნეობების წილის გამოქვეყნება და ჩაანაცვლა იგი ამორფული სიღარიბის დონით მედიანური მოხმარების 60/40 პროცენტის მიმართ. ძველი, 2005 წლამდე მოქმედი მეთოდოლოგიით 2008 წლისთვის სიღარიბის დონე (ღარიბი შინამეურნეობების წილი შინამეურნეობათა საერთო რაოდენობაში) დაახლოებით 42 პროცენტია.

[3] დარიცხული (ბრუტო) და არა ხელზე გაცემული (ნეტო ხელფასი). 1990 წელს საქართველოში დაქირავებულთა (მუშა–მოსამსახურეთა) საშუალო თვიური ხელფასი  შეადგენდა 214 მანეთს, დაქირავებით დასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობა – დაახლოებით 2.1 მლნ.–მდე კაცს, საბჭოთა მანეთი ოფიციალური კურსით აშშ დოლართან შეადგენდა 1.613 დოლარს (1 $, შესაბამისად, – 0.62 საბჭოთა მანეთს). 2009 წელს ლარის კურსის დაცემის გამო დაქირავებულთა ხელფასის ფონდი შეადგენს დაახლოებით 2470 მლნ. აშშ დოლარს.

[4] ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფი გზების გარეშე.

[5] მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება გამოწვეული იყო მისი საწარმოო დანიშნულებით მოხმარების მკვეთრი შემცირების გამო (სამრეწველო წარმოების მოცულობა ჯერაც 1988 წლის დონის დაახლოებით 24 პროცენტის დონეზეა). არასაწარმოო, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ელექტროენერგიის მოხმარება განვლილ პერიოდში არა თუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა კიდეც.

[6] ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.

[7] ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა.  საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118–158.

[8] A Benedictow, D. Fjærtoft, O. Løfsnæs. An economic macro model of the Russian economy. Working Paper 2009-002, Statistik Sentralbyrå, Oslo, 2009, 61 p.

[9] მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. http://www.worldbank.org.

[10] აღნიშნული შეფასება გარკვეული პირობითობით ხასიათდება. – 1979 წელს  მანეთის კურსი, საბჭოთა სისტემის ჩაკეტილობისა და არასაბაზრო ხასიათის გამო , რამდენადმე ხელოვნური იყო, ხოლო ფასების დონე პარიტეტთან შედარებით, ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით,  20–40–ჯერ დაბალი  იყო. თუ გაანგარიშებას  ჯაჭვური მეთოდით ექსტრაპოლირებით განვახორციელებთ, მაშინ 2009 წლის მშპ 1979 წლის  დაახლოებით 72%–ის დონეზეა.

[11] Country classification. http://www.worldbank.org.

[12] საქართველოში კრიზისული პერიოდი გაგრძელდა 1989 წლის მეორე კვარტალიდან 1994 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით, ანუ 21 კვარტალის განმავლობაში, მაშინ როდესაც, მაგალითად, პოლონეთში ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული კრიზისის  ხანგრძლივობამ მხოლოდ 8 კვარტალი შეადგინა  (1990წლის მეორე ნახევრიდან 1992 წლის პირველ ნახევრამდე.).

[13] 1994 წელს საქართველოს მშპ 1989 წელთან შედარებით დაეცა 23.4%–მდე (4.3–ჯერ), მაშინ როდესაც ყ.სსრკ–ის რესპუბლიკებში ამ ინდიკატორით ჩვენს შემდეგ ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ მოლდავეთში – მხოლოდ 39.0 პროცენტამდე, ხოლო ტაჯიკეთში –40.9%–მდე; იმავე პერიოდში მშპ აზერბაიჯანში დაეცა 41.9 პროცენტამდე, ხოლო  სომხეთში – 46.7%–მდე.

[14] აღნიშნული ზრდა – აშშ დოლარებში. რეალური ზრდა ეროვნულ ვალუტაში გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურება და  მშპ–ის 2009 წლის მოცულობა 1990 წლის დონეს მხოლოდ უახლოვდება.

[15] მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ძირითადად, მსოფლიო უძრავი ქონების, ნედლეულისა და კაპიტალური ბაზრები მოიცვა. იხ., მაგალითად, P. Artus, J.-P. Betbèse, C. de Boissieu, & G. Capelle-Blanchard. La crise des subprimes. Paris, La Documentation française, 2008, 284 p.; L.Carroué. Dossier crise des subprimes: la fin de l’hégémonie américaine? In: Images économiques du monde. Géopolitique, géoéconomie 2009. Paris, Éditions Arman Colin, 2008, p. 1-18; P. Krugman. How did economists get it so wrong? The New York Times, September 6, 2009, p. MM36.

[16] მრიცხველში – ოფიციალურად დეკლარირებული; მნიშვნელში – 2006 წლამდე მოქმედი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული.

[17] პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაცია, 2004 წლის 25 იანვარი. http://www.president.gov.ge.

[18] იხ., მაგალითად. L. Tchantouridze. The Georgian economy after the Rose Revolution. Analyst, 2005, vol. 6, No 18, p. 10-12.

[19] D. Khechinashvili. Georgia after the Rose revolution: an opportunity lost? Center for International Private Enterprise, October 31, 2005, 5 p; V. Papava. The political economy of Georgia’s Rose Revolution. In: East European Democratization, Elsevier Publ., London – Tokyo – New York, 2006, p. 657-667.

[20] А. Твалчрелидзе. Экономическая ситуация в Грузии после русско-грузинской войны. В кн.: Псевдоконфликты и квазимиротворчество на Кавказе. Грузинский Национальный комитет Хельсинкской Гражданской Ассамблеи и Южно-Кавказский институт региональной безопасности, Тбилиси, 2009, с. 136-142.

[21] [21] მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. http://www.worldbank.org.

[22] 2008 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოსთან შედარებით 1.32–ჯერ უფრო მაღალი იყო სომხეთში, 1.82–ჯერ – აზერბაიჯანში, 5.07–ჯერ – ლატვიაში. ამ პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს მხოლოდ მოლდოვას, რომლის მშპ 1 სულზე შეადგენს საქართველოს მაჩვენებლის 0.57–ს.

[23] ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა.  საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118–158.

 

1.6.    ზოგადი დასკვნები

 

       საქართველოს სოციო–ეკონომიკური განვითარება დამოუკიდებლობის მიღწევის დღიდან მეტად ეკლექტური რჩება.

       ქვეყანაში ვითარდება თანამედროვე საბანკო სისტემა, მომსახურების მაღალტექნოლოგიური დარგები, ოპერაციები უძრავ ქონებასთან მრეწველობის თითქმის სრული დაკნინების ხარჯზე.

       ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა საქართველოში ისეთივეა, როგორც პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში[1], რომელთაც ეკონომიკური განვითარება არ სჭირდებათ. საქართველო კი განვითარებადი, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

ამ ფონზე თანმიმდევრულად ხორციელდება საქართველოს მილიტარიზაცია, რაც ასევე ხელს არ უწყობს სოციო–ეკონომიკურ განვითარებას.

g22

გრაფიკი 22: სამხედრო ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში 1990–2008 წლებში

       ეს გარემოებანი უკარგავენ საქართველოს მდგრადი განვითარების პერსპექტივას და აკნინებინ მის, როგორც რეგიონული ლიდერის, როლს.

       კვლევის შემდეგ ნაწილში გაშუქებულია საქართველოს ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა.


[1] იხ., მაგალითად, L’état du monde – 2008. Paris, Éditions La Découverte, 2007, 432 p.

“საქართველო – 2009” ნაწილი 2

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *