პარტიები თავშესაფრის ძებნაში არიან, ხელისუფლება – გადარჩენის გზების, ხალხი კვლავ წამებაშია.

 

gerbi1ასეთი შეფასებები  ჩნდება 2012 წლის საქართველოს ბიუჯეტზე გაცნობის და პოლიტიკოსთა გამოსვლების ანალიზზე დაყრდნობით.

სერიოზული განხილვის გარეშე რჩება მომდევნო წლის მთავარი კანონი  და ეს უფრო საგანგაშო სიმპტომია, რადგან მომდევნო წელი არჩევნების წელია.

ბიუჯეტის ზედაპირული ანალიზითაც კი ჩანს, რომ  ეს არის არა ქვეყნის და ხალხის, არამედ ბიუროკრატიის ბიუჯეტი, უაზრო ხარჯებით ხალხის განწყობაზე ზემოქმედების ბიუჯეტი, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცების ბიუჯეტი.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მეცხრე წელს საქართველოს სახელმწიფო  ბიუჯეტის შემოსავლები 6 მილიარდი ლარის ფარგლებშია, ეს უკვე სამარცხვინოა. ინფორმაციისათვის: მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალბიუჯეტიანი დედაქალაქის –  მოსკოვის – ბიუჯეტის მხოლოდ განათლებაზე გათვალისწინებული თანხები ორჯერ მეტია, ვიდრე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

გაგიჭირდებათ, მაგრამ უნდა დაიჯეროთ, რომ 2012 წლის ბიუჯეტში 47 მილიონი გათვალისწინებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე (თურმე აქ 3 550 კაცი მუშაობს),მაშინ როცა მეცნიერებასა და სამეცნოერო კვლევების ხელშეწყობაზე 21,7 მილიონი, ხიზნებზე – 30 მილიონი, გარემოს დაცვაზე – 9,4 მილიონი, ახალგაზრდობასა და სპორტზე – 35 მილიონი… მართლა ძნელია დაიჯერო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე (ცნობისათვის, ამ სამსახურის ძირითადი დანიშნულებაა თანამდებობის პირთა პირადი დაცვა).  47 მილიონია დაგეგმილი, კულტურაზე კი – 55 მილიონი, სოფლის მეურნეობაზე – 61 მილიონი.

 

გაგიჭირდებათ, მაგრამ უნდა დაიჯეროთ, რომ საქართველოში განათლებაზე ნაკლები ხარჯებია დაგეგმილი, ვიდრე უშუალოდ პოლიციაზე (თურმე მხოლოდ პოლიციაში 30 ათასამდე კაცი მუშაობს).

ძნელია მსოფლიოში მოიძებნოს მეორე ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე ქვეყნის ბიუჯეტის 25% (ანუ მეოთხედი) იხარჯება… ქვეყანა, სადაც მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და ჯანმრთელობაზე იხარჯება ნაკლები, ვიდრე წესრიგსა და უსაფრთხოებაზე.

 მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია. აშკარაა,რომ ხელისუფლება იღებს ბიუჯეტს არა ხალხისთვის, არამედ „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებისთვის, ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით როგორც ექსპერტებმა, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა შეფასებები უნდა გააკეთონ. 2012 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობითი სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს სპეციალური განხილვის საგანი იქნება  მის უახლოეს შეკრებაზე მომდევნო კვირის დასაწყისიდანვე. 

 

„თეთრების“ პრეს-ცენტრი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *