პოლიტიკური ვითარება საქართველოში

 

 

წინადადებები პოლიტიკური პროცესის ახალი მონაწილის მოქმედებებთან დაკავშირებით

2 ruqa2012 წელმა  პრინციპულად ახალ მოვლენებსა და პროცესებს დაუდო სათავე.

ძირითადი მათ შორის იყო ის,რომ სრულიად ღიად და დაუფარავად,  დემო–ნსტრაციული ცინიზმის  ზღვარზე,  საკუთარი სახელი ეწოდა მრავალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ,  სოციალურ  და   ზნეობრივ   ფენომენს, რომლებიც   წინა   წლებში მაღალპროფესიონალური იდეოლოგიური შეფუთვით მიეწოდებოდა ადამიანებს მთელ მსოფლიოში.

 

სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქვეყანაში მომხდარი, მიმდინარე და პროგნოზირებადი მოვლენების ანალიზი.

საქართველო, რომლის როლი და გავლენები მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებზე მეტად უმნიშვნელოა,  2011 წლის ოქტომბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ,  მსოფლიო პოლიტიკის ინტერესტთა სფეროში,  მართალია მეორე პლანის, მაგრამ მაინც კონკრეტულ მოთამაშედ მოგვევლინა.

ძირითადი მიზეზი მოვლენათა ასეთი განვითარებისა,  გახდა ივანიშვილის, ერთი შეხედვით მოულოდნელი,  მაგრამ სინამდვილეში კარგად მომზადებული გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.

მდგომარეობა 2011 წლის 7 ოქტომბრამდე:

 

1. ნაც. მოძრაობის გავლენამ საქართველოში პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე პიკს მიაღწია. იგი მთლიანად აკონტროლებს ქვეყანაში საფინანსო ნაკადების შემოდინების,  განაწილების და გადინების პროცესებს, საქართველოს რეგიონებს, სამხედრო და ძალოვან სტრუქტურებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

2. ოპოზიციის ნაწილთან მიღწეული შეთანხმებების შედეგად, პარლამენტსა და აღმსრულებელ   ხელისუფლებაში შექმნილია   ნაც.მოძრაობის,   ანუ მმართველი გუნდისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი რეჟიმები.

3.  რეალური ოპოზიციის წარმომადგენლები (პარტიები, არასმთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ინდივიდები) ერთმანეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის არარსებობის, მკაფიო და აქტუალური იდეოლოგიისა  და სახსრების უქონლობის გამო, არ წარმოადგენენ ანგარიშგასაწევ ძალას.

4.  მოსახლეობა, რომლის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მთლიანად არის კონცენტრირებული სასიცოცხლო და აუცილებელი რესურსების მოძიებაზე და სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკური პროცესების სივრცეს, ხოლო მისი პროტესტანტული პოტენციალი მკვეთრად არის  დაქვეითებული.

5.  მედიასაშუალებები   (რამდენიმეს გამოკლებით) მთლიანად კონტროლდებამმართველი გუნდის მიერ.

6. ქვეყნის    ეკონომიკაში   გრძელდება    „ხარჯვითი“   და არა   „მწარმოებლური“ პოლიტიკის გატარება,  რაც   ისედაც   მძიმე   ეკონომიკურ მდგომარეობას, კიდევ უფრო ამძიმებს.

7. საგარეო პოლიტიკა ვითარდება გარეშე ფაქტორებისა   და   ქვეყნის   გარეთ არსებული პოლიტიკური ძალების   გეგმების   შესაბამისად   და არაფერი აქვს საერთო საქართველოს ოპტიმალური განვითარების ობიექტური პირობების აღიარებასა და განხორციელებასთან.

 

2011 წლის 7 ოქტომბრის შემდგომი პერიოდი:

 

2011 წლის 7 ოქტომბერს   ივანიშვილის   მიერ   გაკეთებულმა   მოულოდნელმა და,    როგორც   მოვლენათა    შემდგომმა    განვითარებამ    აჩვენა,   ერთგვარად მოუმზადებელმა განცხადებამ, ქვეყანა და გარე სამყაროს ერთი ნაწილი, ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დააყენა.

გაჩნდა მნიშვნელოვანი, როგორც მატერიალური, ასევე მორალური აზრით ანგარიშგასაწევი ძალა, რომელსაც საქმიანობის სწორი ორგანიზების შემთხვევაში, შეუძლიაკარდინალურად შეცვალოს საქართველოში არსებული ვითარება.

მმართველი    გუნდის    რეაგირება    მომხდარზე,   ყოველ შემთხვევაში, ოქტომბერში,   არავითარ   ეჭვს   არ   იწვევდა   იმ   მხრივ,   რომ ხელისუფლება დაბნეულია,   ანუივანიშვილის მოქმედებები მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვისთვისაც ივანიშვილი არის წლების განმავლობაშ საქართველოსთვის გაწეული მრავალი კეთილი საქმის შემოქმედი, ოპტიმიზმისა   და   სასიკეთო ცვლილებების მოლოდინის ატმოსფეროში აღმოჩნდა, ხოლო      ხელისუფლების    მოქმედებებმა    ივანიშვილის     წინააღმდეგ, საზოგადოების    შეფასებით,   მხოლოდ    ამ   უკანასკნელის პოპულარობის ზრდას შეუწყო ხელი.

ივანიშვილის შემოსვლით ქართულრეალობაში მიღწეულ იქნა მთავარი: საქართველოში გაჩნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოლუსი, რომლის პოტენციალი გონივრული და თანამიმდევრული პოლიტიკის გატარების     შემთხვევაში,    უნდა იყოს     საკმარისი    სამართლებრივი და კონსტიტუციური   ჩარჩოებიდან    გამოსვლის გარეშე, ქვეყანაში არსებული ვითარების შესაცვლელად.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ის შეცდომებიც, რაც ივანიშვილის გუნდის მიერ იყო  დაშვებული    და   რომლებმაც,   მის მიმართ    პოზიტიურად    განწყობილ მოსახლეობაშიპირველადი მხარდაჭერის დონე ერთგვარად დასწია.

ივანიშვილისთის და მის მიერ გაცხადებული პროცესის წარმატებით განვითარებისათვის    გაცილებით  უფრო   მიზანშეწონილი    იქნებოდა პოლიტიკურ პარტნიორებად არა ცალკეული, მათ შორის მოსახლეობაში უკიდურესად   არაპოპულარული   პოლიტიკური პარტიები, არამედ თავად ქართული საზოგადოება, საქართველოს მოსახლეობა, თუნდაც მისი ნაწილი დაესახელებინა და აქცენტი არა საკუთარი პარტიის, არამედ ერთიანი და მძლავრი სახალხო მოძრაობის ფორმირებაზე გადაეტანა.

მოდელი    „საქართველოს მოსახლეობა + ბიძინა ივანიშვილი“ შეიძლება გამხდარიყო საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოებრივი ცხოვრებისა სხვა სტრუქტურების და აქტორების კონცენტრაციის ცენტრი  და ჭეშმარიტი კონსოლიდაციის საფუძველი.

ისეთი კონსოლიდაციისა, რომელიც აპრიორი გამორიცხავდა გინდ ხელისუფლების, გინდ მისი საგარეო მხარდამჭერების მხრიდან რაიმე სახის რეპრესიული ზომების გატარებაზე ფიქრსაც კი.

სამწუხაროდ, 7 ოქტომბრიდან გასული დროის განმავლობაში, ეს არ მომხდარა და როგორც კვალიფიციური და ანგარიშგასაწევი ექსპერტები და ანალიტიკოსები ვარაუდობენ,შესაძოა, არც მომავალში მოხდეს.

საქართველოში, ნებისმიერი წლის 20–25 დეკემბრიდან, შემდგომი წლის 15–20 იანვრამდე, არამარტო პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივი და სოციალური პროცესების   სიმწვავე   მკვეთრად   იკლებს,    ხოლო მომავალი წლის  იანვრის ბოლოდან უკვე ხელშესახებად დაიწყება 2012 არჩევნებამდე დარჩენილი დღეების ათვლა.

ამდენად, სრულიად    მოსალოდნელია   და,   შეიძლება ითქვას,  მიზანშეწონილიც,    რომ      საქართველოში       ჩამოყალიბდეს    ივანიშვილის   მიერ    გაცხადებული    მოქმედებების   გამზიარებელი და მხარდამჭერი, მაგრამ იდეურად უფრო მკაფიო, მოსახლეობისთვის უფრო გაასგები და მისაღები,  ხოლო ორგანიზაციულად გაცილებით უკეთ   ჩამოყალიბებული  და   სტრუქტურირებული   წარმონაქმნი (სახელს ამ ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს),   რომლის ძირითადი მიზანი იქნება:

–       არსებული ხელისუფლების უპირობო კონსტიტუციური შეცვლა.

–       ქვეყნის განვითარების კვალიფიცური და განხორციელებადი პროგრამის ჩამოყალიბება.

–       გარე სამყაროს მხრიდან მხარდაჭერის თუ არა, ხელის არშეშლის უზრუნველყოფა.

ასეთი    წარმონაქმნი   არ უნდა შევიდეს   კონფრონტაციაში    ივანიშვილის მოძრაობასთან.  პირიქით.  მთელი საკუთარი რესურსი უნდა მიმართოს ივანიშვილის მოძრაობასთან ერთობლივი, შეთანხმებული და რაც მთავარია, ერთიანი საბოლოო მიზნით გაერთიანებული, კარგად კოორდინირებული მუშაობის ჩასატარებლად.

აუცილებელია      იმის   გათვალისწინებაც,    რომ    ასეთ     წარმონაქმნს, ვისი შექმნის შესახებ განცხადებისთანავე, მრავალი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეც გაუჩნდება,  რაც სრულიად    ბუნებრივი იქნება,    რადგან   საქართველოს   უახლეს   ისტორიაში არცერთი   პარტია    თუ    მოძრაობა შექმნილა და დაშლილა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სივრცეში ყოველგვარი და, მით უფრო, პოზიტიური კვალის დატოვების გარეშე.

მაგრამ ამ შემთხვევაში საფრთხე სულ სხვაა.

ასეთი წ.–ის შექმნას,   უთუოდ,   დიდი    კმაყოფილებით შეხვდება მმართველი გუნდი,   დაინახავს   რა   მასი სახით  ივანიშვილის მოძრაობის შესაძლო  კონკურენტსა და საპირწონეს, რომლის გამოყენებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეეცდება.    და მიუხედავად იმისა,   რომ ეს მცდელობა, დიდი ალბათობით, შედეგიანი არ იქნება,  ძალიან გაძნელდება საზოგადოების დარწმუნება იმაში,  რომ ახალი წარმონაქმნის     მთავარი   ამოცანაა  არსებული     ხელისუფლების    შეცვლა დემოკრატიული არჩევნების გზით.

ახალი წ–.ის  თანამშრომლობა ივანიშვილთან მოხდება   უშუალო ერთობის გზით თუ პარალელური, სოლიდარული პოლიტიკური კურსებით მოძრაობის შედეგად  –  ეს პოლიტტექნოლოგიური ხასიათის საკითხია, თუმცა    არავითარ   ეჭვს  არ   უნდა   იწვევდეს ის, რომ  ამთავითვე, შეთანხმებული და კოორდინირებული  მოქმედებები    ივანიშვილის მოძრაობასა და ახალ წ.–ს შორის, საბოლოო წარმატებას გაცილებით რეალურს გახდის.

რაც შეეხება იმ საკმაოდ რთული ამოცანის გადაჭრას, რომელიც შეეხება საზოგადოების დარწმუნებას აღწერილი გეგმების განმხორცილებელთა გულწრფელობაში,  ამის     მიღწევა     მხოლოდ    კარგად   გააზრებული, არგუმენტირებული და ასევე  კარგად „შესრულებული“ მეთოდებით არის შესაძლებელი.

ეს კი, თავის მხრივ „საკუთარი“ მედია – საშუალებების შექმნასა და ამოქმედებას გულისხმობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, დაკავშირებული  ახალი წ.–ის ჩამოყალიბებასთან.

არც ივანიშვილის მოძრაობის (ყოველ შემთხვევაში, სადღეისოდ)  და არც არსებული პოლიტიკური სტრუქტურების  მიერ არ გაჟღერებულა ის,  თუ რა გზით, რა სქემებითა და მოდელებით, რა საფინანსო წყაროებზე დაყრდნობით   მოხდება– მათი საპარლამენტო არჩევნებში  გამარჯვების შემთხვევაში– საქართველოს განვითარება.

ნათელია, რომ არანაირი საკუთარი რესურსები, ივანიშვილის შემთხვევაშიც კი, ამისთვის სრულიად არასაკმარისია.

საიდან „შემოვა“ ეს მრავალმილიარდიანი რესურსები და თუ „შემოვა“, რა  ფასად და რა პირობებით?

ამ და საქართველოს საშუალო და გრძელვადიან  განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ამჟამად  კონკრეტული საექსპერტო ჯგუფი  მუშაობს.

 

ახალი პოლიტიკური ძალა “მოძრაობა თეთრები” (თეთრები)

2011 წლის 21 დეკემბერი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *