მერაბ ჯიბლაძე განათლების კონცეფცია
განათლება ეკონომიკის მძევალია, ეკონომიკას კი მხოლოდ განათლება გადაარჩენს
“ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით,
რომ მცოდნე, გონება-გახსნილი, გულ-ანთებული კაცები არა ჰყავს”.
ილია ჭავჭავაძე
ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის გარეშე განათლების სისტემა ვერ გადარჩება, მაგრამ განათლების გარეშე ეკონომიკის აღმავლობა შეუძლებელია. მეციერებისა და განათლების გარეშე ქართული ეკონომიკა აფრიკულს დაემსგავსება და მთელს ქვეყანას უბადრუკი მომავალი ელის, მომავალი ბოგანოთა სამყოფელისა, რომელთა ერთადერთი საქმიანობა სხვათა მომსახურება ან მათხოვრობა იქნება. და შეიკრა ჯადოსნური წრე. როგორ გავარღვიოთ? რა არის პირველადი ამ წრეში, განათლება თუ ეკონომიკა? როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია მიწასთან იყო გასწორებული და ქვეყანაში ისეთი შიმშილი იყო, რომ გარდაცვლილების ხორცით იკვებებოდნენ, იაპონიის ხელისუფლებამ ბიუჯეტის 60 % ხალხის განათლებისკენ მიმართა.
დაიწყეს უცხოური პატენტების შეძენა, შესწავლა და ტექნოლოგიების დამუშავება, განავითარეს მეცნიერება და მის ხარჯზე შეიქმნა იაპონიის თანამედროვე ეკონომიკა. სწორედ განათლების აღორძინებამ მიიყვანა იაპონიის ეკონომიკა იმ წარმატებებამდე, რასაც დღეს ვხედავთ. იაპონია იმისი ნათელი მაგალითია, რომ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ამ საშინელი კრიზისიდან განათლებისა და მეცნიერების გარეშე, თავს ვერ დავაღწევთ. თუმცა, შესძლებს კი ქართველი იაპონელობას? ძალზე საეჭვოა.
მახსენდება, 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვის ტელევიზიით რუსი წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლეონტიევის ინტერვიუ. კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რა ეკონომიურ პოლიტიკას ურჩევდა რუსეთს, ამერიკულს, ევროპულს თუ იაპონურს, უპასუხა: “მე რუსეთს იაპონურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვურჩევდი, მაგრამ მან რომ იმუშაოს, რუსეთში მხოლოდ იაპონელები უნდა ცხოვრობდნენ”… ქართული ეკონომიკური პოლიტიკა ჯერ კიდევ მოსაძებნია.
60-იან წლებში საფრანგეთში პრეზიდენტ დეგოლის წინააღმდეგ სტუდენტების დიდი გამოსვლები იყო. ერთ ფრანგ ასპირანტს ვკითხე, თუ რამ გამოიწვია სტუდენტთა მღელვარება. მან მიპასუხა, რომ სტუდენტებს ამერიკულად ცხოვრება სურთ, რაზეც დეგოლმა უპასუხა: “ჩემო საყვარელო ახალგაზრდობავ, მე კარგად მესმის თქვენი, მაგრამ თუ ამერიკულად ცხოვრება გსურთ, ამერიკელებივით უნდა იმუშაოთ. თქვენ კი გსურთ ამერიკულად იცხოვროთ და ფრანგულად იმუშაოთ. ასე კი არ გამოვა”.
ჩვენც ამერიკულად ცხოვრებაც გვინდა და ქართულად მუშაობაც, მაგრამ ამერიკულად მუშაობა რომ შევძლოთ, ამერიკელები უნდა გავხდეთ და ქართველობა უნდა დავივიწყოთ. თუ რამე მომეწონა ამერიკაში, პირველ რიგში ეს შრომის ორგანიზაციაა. სწორედ შრომის ორგანიზაციის ამერიკულმა წესმა განაპირობა ამ ქვეყნის სიძლიერე, მაგრამ მისი გადმოტანა ვერც ევროპაში მოხერხდა და ვერც ჩვენთან მოხერხდება, სანამ ქართველები ვართ, თუ ქართველთა ბუნება არ შეიცვალა.
მართლაც, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენად გაოცდება ამერიკული ფირმის ხელმძღვანელი როცა გაიგებს, რომ ფირმის რომელიმე მოსამსახურეს სიდედრი გარდაეცვალა, ფირმის თანამშრომლები მის გასვენებაში წავიდნენ და სამსახური გააცდინეს. ჩვენი, ქართული ცხოვრების წესი სულ სხვაა და ის ქართველის ბუნებიდან გამომდინარეობს. ამ წესის ერთ-ერთი გამოვლენაა ჩვენი დამოკიდებულება შვილების, ახლობლებისა და მეგობრების მიმართ, და ის სტუმარ-მასპინძლობაც, რომელიც ამერიკელებისთვის სრულიად გაუგებარია. მაგრამ განა ქართველისთვის გასაგებია ჩემი ამერიკელი მეგობრის მეუღლესთან ერთად თვენახევრით თბილისში ჩამოსვლა იმ დროს, როდესაც მისი შვილი ჰარვარდის უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს აბარებდა და სახლში მარტო დარჩენილი, საგამოცდო ტესტებს ავსებდა? მართალია, ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ვერ შევიდა, მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა საკმაოდ წარმატებული ბოიფიზიკოსია იტალიაში. ამ დროს, ერთმა ქართველმა აკადემიკოსმა თავისი პირმშო თბილისიდან ბაღდადის სკოლაში გადაიყვანა, რადგან ნაცნობი დირექტორი ოქროს მედალს დაჰპირდა.
ჩვენ ამერიკელობა არ გამოგვივა, და თუ გამოგვივიდა, ქართველები აღარ ვიქნებით. 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩენილმა რუსმა ეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ლეონტიევმა რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რუსეთისთვის რომელ ეკონომიურ პოლიტიკას დაუჭერდა მხარს _ ამერიკულს, ევროპულს თუ იაპონურს, უპასუხა: ”მე იაპონურ ეკონომიკურ პოლიტიკას დავუჭერდი მხარს, მაგრამ ამისთვის რუსეთში მხოლოდ იაპონელები უნდა ცხოვრობდნენ!”. ამაზე ჭკვიანური ეკონომისტისაგან არაფერი გამიგია.
1991 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს ისრაელის განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ოთხკაციანი დელეგაცია ესტუმრა და მე მათი მიღება დამევალა. ერთხლ ვკითხე: ”როცა თქვენ ახალ ქვეყანას აშენებდით, რომელი ქვეყნის განათლების სისტემა აირჩიეთ _ ევროპული, ამერიკული, იაპონური თუ რაიმე სხვა?” დელეგაციის მეთაურმა მიპასუხა: ”ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნების განათლების სისტემები, მათ შორის რუსეთისაც და მივხვდით, რომ არც ერთი სხვა ქვეყნის განათლების სისტემა ჩვენ არ გამოგვადგებოდა, რადგან ჩვენ ებრაელები ვართ”.
ჩვენ არა მარტო ქართული განათლების სისტემა ვერ შევქმენით, არამედ ის, რაც კარგი გვქონდა, დავანგრიეთ და დასავლეთის სამყაროში ინტეგრირებას გამოდევნებულებმა, ისეთი განათლების კანონები მივიღეთ, რომ განათლებას ვანადგურებთ. დღეს ვანადგურებთ განათლებას, ვსპობთ მეცნიერებას და სწორედ ესაა ხელისუფლების მიზანი. ხვალ ვაჭართა და კრიმინალთა, სხვათა მოჯამაგირეთა ხვედრი გველის. გზა, რომელსაც კარგა ხანია დავადექით, სრულ ინტელექტუალურ განადგურებას გვიქადის, რათა მართლაც განვითარებადი ქვეყანა გავხდეთ. მაშინ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება სრულიად შეუძლებელი გახდება.
ცხადია, განათლების ჩავარდნა ჩვენს ეკონომიურ სიდუხჭირესთანაა დაკავშირებული. ჩვენმა მომჭირნეობითმა ეკონომიკამ დიდი ზიანი მიაყენა არა მარტო განათლების სისტემას, არამედ თვით ეკონომიკასაც. დაუოკებელი სურვილი, რათა შემცირებულიყო ერთი სპეცილისტის მომზადებაზე დახარჯული თანხა, დამღუპველი აღმოჩნდა მთელი განათლების სისტემისთვის, დასწია სპეციალისტების მომზადების დონე, რამაც დიდი ზიანი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას და მეცნიერებას. ამრიგად, თუ განათლების და მეცნიერების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ შევძელით, არც ეკონომიკას ეშველება და არც ქვეყანას. გამოსავალი მხოლოდ განათლებისა და მეცნიერებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომის მკვეთრ ცვლილებაშია. ეს კი არ ჩანს. უფრო მეტიც, ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მეცნიერება და განათლება ჩაკვდეს.
ამისი ნათელი მაგალითია ის სამეცნიერო პროექტების კონკურსები, რომელსაც სამინისტრო ატარებს. წელს 616 წარდგენილი პროექტიდან მხოლოდ 161-ს გამოეყო დაფინანსება წელიწადში არა უმეტეს 50 000 ლარის ოდენობით. გამოდის, რომ მთელი საქართველოს სამეცნიერო მუშაობისათვის გრანტების სახით დაახლოებით 8 მილიონი ლარია გამოყოფილი (ეს იმდენივეა, რაც 8 კილომეტრი გზის გაყვანას ხმარდება). წარდეგენილი 616 სამუშაოდან კი ”კარგი” შეფასება, უცხოელი რეცენზენტების აზრით, 418 პროექტმა დაიმსახურა, რაც წარდგენილი პროექტების 68 %-ს აღწევს. ეს კი დამაიმედებელი და იმისი მაჩვენებელია, რომ საქართველოში ჯერ არ მომკვდარა მეცნიერება, თუმცა ხელისუფლებას გაუჭირდა მათი დაფინანსებისთვის დაახლოებით 28 მილიონი ლარის გამოყოფა. სხვაგან რა თანხაც იხარჯება, ყველამ იცის, თუნდაც ამ გაუნათლებელი ხელისუფლების შესანახად, მაგრამ მეცნიერების სტიმულირება ხომ ერთადერთი გზაა სასკოლო და უმაღლესი განათლების ასაღორძინებლად?
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 20 მილიონი დოლარი გამოყო უნივერსიტეტის კორპუსების გასარემონტებლად. ეს სწორედ ის რაოდენობაა, რაც მთელ მეცნიერებას სჭირდება, მაგრამ რა დროს რემონტებია? სწორედ ეს რემონტი გახდა მიზეზი, რომ სამეცნიერო ლაბორატორიებიდან გამოყარეს და ჯართად გადააქციეს უნიკალური ხელსაწყოები, გაუქმდა კაბინეტები, ნადგურდება სამუზეუმო ექსპონატები… ეტყობა კორპუსებს გასაყიდად ამზადებენ! ეს ქვეყანა მაინც ჩვენი გადასარჩენია. თუ ჩვენ თვითონ არ გამოვზარდეთ კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი, იურისტი, ექიმი, ინჟინერი, ბუნებისმეტყველი, ფილოლოგი თუ ხელოვანი, ვერავითარი უცხოური დახმარება ვერ გვიშველის. რა პასუხს ვაძლევთ შთამომავლობას, თუ ერი და სახელმწიფო გავწირეთ? ბოლოს ისევ ჩვენ ვაგებთ პასუხს ერის წინაშე. ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს ვუტოვებთ გადასახდელად ვალს და შეუბრალებლად ვსპობთ კულტურას, მეცნიერებას და განათლებას. ამას შთამომავლობა არ გვაპატიებს!
მანამ, სანამ მეცნიერის, განათლებული ადამიანის შრომა არ დაფასდება და არ შეიქმნება მაღალი დონის განათლების მიღების მოტივაცია, მოსწავლის სწავლა ფორმალური იქნება და ჩვენ ვერც მეცნიერს გავზრდით, ვერც ხელოვანს, ექიმს, ინჟინერს ან ეკონომისტს. ან რა განათლების მიღების მოტივაციაზეა საუბარი ქვეყანაში, სადაც კაპრალს 700 ლარი აქვს ხელფასი, ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელს კი 200 ლარი? რომელ მოსწავლეს დააინტერესებს ასეთი პერსპექტივა? ამიტომაც, მოსწავლეთა დიდ უმრავლესობას ან ბანკირობა სურს, ან პოლიციელობა და პროკურორობა.
დღეს არც განათლება დაგვრჩება, არც მეცნიერება ან ეკონომიკა, თუ სასწრაფოდ სკოლას არ მივხედეთ. სკოლა უკეთეს შემთხვევაში მოსწავლეებს მხოლოდ ადრინდელი მეშვიდე კლასის განათლებას აძლევს. სამწუხაროდ, სკოლის სახელმძღვანელოები გონებასუსტი ბავშვებისთვისაა დაწერილი, სასწავლო პროგრამები კი ისეთია, რომ ჩვენს ბავშვებს მაღალი დონის განათლების მიღების უფლება აეკრძალა! ფულის მოხვეჭის დაუოკებელი სურვილი!
სწორე ესაა დღევანდელი მსოფლიო კრიზისის მთავარი მიზეზი და ქართველთა გადაგვარების მიზეზიც ეს გახდება. სწორედ ამ გადაგვარებული ქართველების მოქმედების შედეგია აკადემიის ინსტიტუტის შენობებიდან მეცნიერთა გამოსახლება. ამ რამდენიმე თვის წინ მართვის სისტემების ინსტიტუტის მეცნიერებს დააცლევინეს ლაბორატორიული ოთახები და სადღაც, სარემონტო შენობაში შეუყარეს ხელსაწყოები და სამუშაო მაგიდები. რა ვუყოთ, რომ მაგიდებს აწვიმთ, ხოლო მეცნიერები უმუშევრად დატოვეს? სამაგიეროდ მეცნიერებებისგან შენობები გამოვანთავისუფლეს და გაყიდეს. ახლა გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლებს გამოუცხადეს: ”ათ დღეში შენობა გაანთავისუფლეთო!”. შემდეგ ალბათ გეოფიზიკისა და გეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს გამოყრიან შენობებიდან, რადგან ეს შენობებიც ალბათ ვიღაცეებს უყიდიათ და არც ხელისუფლებას ადარდებს ის, რომ დაპირებული სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, არსებულ სამუშაო ადგილებს ანადგურებს.
საინტერესოა, რა ეკონომიუკურ საფუძველს ემყარება სამეცნიერო ინსტიტუტების შენობების დაცლა, რაც მეცნიერებაზე გამანადგურებელი დარტყმის ტოლფასია. საქართველოს განათლების კონცეფცია განათლების სისტემა ემყარება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. განათლებისა და მეცნიერების დონე მჭიდროდაა დაკავშირებული ერის სულიერ სიძლიერესთან, განსაზღვრავს ქვეყნის კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მომავალს და ამდენად მის სასიცოცხლო ინტერესებში შედის.
ქვეყნის ჩამორჩენილობის ლიკვიდაცია და მითუმეტეს მისი განვითარება შეუძლებელია განათლებისა და მეცნიერების მყარ მატერიალურ და საკანონმდებლო ბაზაზე დაყენების გარეშე. განათლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს არსებობა და, საერთოდ, აღადგინოს საზოგადოებრივ შეგნებაში საქმის ცოდნის ფასი და წარმატებული შრომის ღირსება. ამიტომ, საქართველოში პრიორიტეტულად უნდა გამოცხადდეს განათლების სფერო და ხელისუფლების ყველა ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემის მოქმედებასა და განვითარებას. უმაღლესი განათლება განათლების სისტემის ის უმთავრესი რგოლია, რომელმაც სასწავლებლები უნდა უზრუნველყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლებით და მაღალი დონის სახელმძღვანელოებით. მისი ვალია ხელი შეუწყოს მთელი განათლების სისტემის, მეცნიერებისა და ეკონომიკის აღმავლობას.
განათლების კონცეფციის მთავარი მიზანი იმ გზების გამონახვაა, რომელიც სპეციალისტთა პროფესიული დონის ამაღლებას განაპირობებს. სწორი პოლიტიკური კურსის არჩევა, ეკონომიკის აღორძინება და განვითარება შეუძლებელია შესაბამისი დარგის მაღალი დონის სპეციალისტების გარეშე. ამისათვის კი აუცილებელია, რომ დიპლომები და ატესტატები მხოლოდ ღირსეულმა ახალგაზრდებმა მიიღონ.
ამასთანავე, მნიშვნელოვად უნდა ამაღლდეს მეცნიერთა, კულტურის მოღვაწეთა, პროფესორ-მასწავლებელთა პრესტიჟი და ცხოვრების დონე. მხოლოდ ამ გზით მოვიზიდავთ ახალგაზრდებს მაღალი დონის განათლების მისაღებად და შევაჩერებთ საქართველოდან ნიჭიერი ახალგაზრდების საზღვრგარეთ გადინების პროცესს. უნდა შევინარჩუნოთ კულტურული და სამეცნიერო-ტექნიკური ინტელიგენცია, სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრები. უკანასკნელ წლებში განხორციელებულმა რეფორმამ განათლების სისტემას უდიდესი ზიანი მიაყენა.
ქვეყნის ეკონომიურმა სიდუხჭირემ უკიდურესად მძიმე სასიცოცხლო და სამუშაო პირობები შეუქმნა მასწავლებელს და მოსწავლეს. გაუფასურდა ცოდნა და დაეცა სწავლების ხარისხი, რასაც ხელი შეუწყო გაუაზრებელმა უმაღლესი და ზოგადი განათლების კანონებმა. უმაღლესი სასწავლებლებიდან მეცნიერული კვლევა პრაქტიკულად განიდევნა და უმაღლესი განათლების დონე საშუალო სპეციალური სასწავლებლის დონემდე დაეცა. საქართველოს განათლების სისტემა არ უნდა იმეორებდეს ნებისმიერი სხვა ქვეყნის განათლების სისტემას, რადგან ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ქართველი ხალხის ტრადიციებს, ზნე-ჩვულებებს, მისწრაფებებსა და უნარს.
სტუდენტებს და მოსწავლეებს უნდა შეექმნათ ნორმალური პირობები სწავლისა და დასვენებისათვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კრიმინალური სამყაროს დასუსტებისთვის. ამ მიზნით უნდა აღსდგეს კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა. ერს მხოლოდ მაღალი დონის განათლება, დიდი სულიერება და მათალი პროფესიონალიზმი გადაარჩენს. სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს უმაღლესი და ზოგადი განათლების კანონები.
განათლების ჩავარდნა, ცხადია, ჩვენს ეკონომიურ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ჩვენმა მომჭირნეობითმა ეკონომიკამ დიდი ზიანი მიაყენა არა მარტო განათლების სისტემას, არამედ თვით ეკონომიკასაც. დაუოკებელი სურვილი, რათა შემცირებულიყო ერთი სპეციალისტის მომზადებაზე დახარჯული თანხა, დამღუპველი აღმოჩნდა მთელი განათლების სისტემისთვის, დასწია სპეციალისტების მომზადების დონე და ამან უკვე დიდი ზიანი მოუტანა ქვეყნის ეკონომიკას.
თუ განათლების და მეცნიერების კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ შევძელით, არც ეკონომიკას ეშველება. ამიტომ, თუ უცხოეთის ქვეყნების დახმარება ჭეშმარიტად ჰუმანურია, უპირველესად ის განათლებისა და მეცნიერების გადარჩენისკენ უნდა იყოს მიმართული. მხოლოდ მეცნიერებისა და განათლების აღორძინება გადაარჩენს ქვეყნის ეკონომიკას.
განათლების სისტემას ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აქვს. პირველია ერის ინტელექტუალური დონის ამაღება, განათლებული და კულტურული საზოგადოების შექმნა; მეორე -მკაცრი და ობიექტური ატესტაციის ჩატარება მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, რათა დიპლომისა და ატესტაციის ხარისხი სწორად განსაზღვრავდეს საზოგადოების ყოველი წევრის ადგილს მხოლოდ მისი ნიჭისა და ცოდნის მიხედვით.
მეორე ამოცანა ჩვენს განათლების სისტემა არასოდეს აღელვებდა. სკოლის მოსწავლეს აუცილებლად ატესტატი უნდა მიეღო და ყოველი არადამაკმაყოფილებელი ნიშანი მასწავლებლის ცუდ მუშაობას ნიშნავდა. უნივერსიტეტის თითქმის ყველა სტუდენტი დიპლომს ადვილად ეუფლება და დღეს ფასიანი უმაღლსი სასწავლებლების წყალობით ყველას დიპლომები ურიგდებათ. თანაც ყველა დიპლომი და ატესტატი ერთნაირია და არაა დამოკიდებული არც სტუდენტის (მოსწავლის) მიერ მიღებულ ცოდნაზე და არც სასწავლებლის ხარისხზე. გარკვეული სელექცია სამეცნიერო დისერტაციების დაცვის დროს იყო. ახლა სელექციის ეს ეტაპიც გაუქმდა.
განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ახალგაზრდობის ობიექტური გამორჩევაა მისი ნიჭისა და უნარის მიხედვით. მაქსიმალური ობიექტურობით უნდა დადგინდეს, თუ ”ვინ არის ვინ?”, რა ნიჭისა და უნარის მქონეა ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე. ამასთანავე, ამისი დადგენა უნდა ხდებოდეს არა მარტო მისაღები გამოცდების დროს, არამედ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სკოლაში, მაგრამ ამ დროს უნდა ვერიდოთ მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლებლიდან გარიცხვას. გარიცხვა დიდ ზიანს აყენებს ახალგაზრდის ფსიქიკას და შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მოსწავლემ და სტუდენტმა შესაძლოა მხოლოდ თავისი სურვილით დასტოვოს სასწავლებელი და სხვა საქმიანობას მოკიდოს ხელი.
ჩვენმა ეკონომიკამ განათლების სისტემას თავს დამღუპველი წესი მოახვია: საშუალო და უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებელთა კონტიგენტი მოსწავლეთა და სტუდენტთა კონტიგენტის სიდიდით განისაზღვრება. ამან გამოიწვია ის, რომ სასწავლებლები იბრძვიან მისაღები კონტიგენტის გაზრდისთვის და, ცხადია, სტუდენტების გარიცხვასაც ერიდებიან. სწორედ ამან მიგვიყვანა სასწავლო პროცესის გაუმართლებელ ლიბერალიზაციამდე, რამაც სპრციალისტების მომზადების დონის მნიშვნელოვანი დაცემა გამოიწვია. მართლაც, თუ რომელიმე სპეციალობის მომზადებაზე მოთხოვნილება გამკაცრდა, მას სტუდენტი აღარ აირჩევს და შედარებით იოლ გზას დაადგება დიპლომის მისაღებად. ამიტომ, კათედრები იძულებული ხდება შეასუსტოს მომთხოვნელობა, რათა გაუქმებას გადაურჩეს. აუცილებელია, რომ სასწავლებლების ფინანსირება სასწავლო პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე რეალური დატვირთვებით ხდებოდეს და არა სტუდენტთა და მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
მეორე მხრივ, სასწავლებლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ვერ აკმაყოფილებს დღევანდელი მოთხოვნილებების დონეს. დღეს, როდესაც საკითხი დგება ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომების მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნოსტრიფიკაციის შესახებ, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ ევროპის რიგი სახელმწიფოების სამართლიანი მოთხოვნა: იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნებმა ჩვენს მიერ გაცემული დიპლომები აღიარონ, აუცილებელია, რომ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა რაოდენობამ შესულთა რაოდენობის 20 %-ს არ გადააჭარბოს.. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომელიც სასწავლო პროცესის დონეს და მოთხოვნის დონეს განაპირობებს.
ის, რომ სკოლას და უმაღლეს სასწავლებელს პრაქიკულად ყველა ამთავრებს, ჩვენი ატესტატებისა და დიპლომების გაუფასურებას იწვევს. მითუმეტეს, ფასიანი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს არ შეიძლება რაიმე წონა ჰქონდეს, მიუხედავად მათი ლიცენზირებისა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ფასიანი სასწავლებლები პრაქტიკულად ნულოვან ბაზაზე აღმოცენდნენ (იმ მცირე გამონაკლისის გარდა, როდესაც ეს სასწავლებლები სამეცნიერო დაწასებულებების ბზაზე დაფუძნდნენ), ხოლო მოსწავლეებისა და სტუდენტების კონტიგენტის დაკარგვის შიში პროფესორ-მასწავლებლებს აიძულოებს მნიშვნელოვნად შეასუსტონ მომთხოვნელობა სასწავლო პროცესის მიმართ.
სკოლის დღავანდელი მდგომარეობა მხოლოდ უარეს მომავალს გვპირდება. საშუალო სკოლა გაუქმდა და მის ნაცვლად “საჯარო სკოლა” დაარსდა უაღრესად დაბალი დონის სასწავლო პროგრამებით და უვარგისი სახელმძღვანელოებით. უნივერსიტეტები კი უკეთეს შემთხვევაში საშუალო სკოლის დონეზე დავიდა.
აუცილებელია ახალგაზრდების ობიექტური რანჟირება ატესტატებისა და დიპლომების ხარისხის მიხედვით. ამისათვის საჭიროა, რომ ახალგაზრდის მოსწრება მთელი სასწავლო წლების განმავლობაში ობიექტურად აისახოს ატესტატისა და დიპლომის დანართში არ შეიძლება დიპლომების უნიფიცირება. ყველა უმაღლეს სასწავლებელს თავისი რეიტინგი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო აკრედიტაციის შედეგებიდან გამომდინარე. თვით სახელმწიფო ატესტაცია უნდა დაეყრდნოს არა მხოლოს სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა ატესტაციის შედეგებს და არსებულ სასწავლო და სამეცნიერო ბაზას, არამედ კურსდამთავრებულთა წარმატებებსაც მათი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე.
დღეს ჩვენი განათლების სისტემა განიცდის მაღალი დონის მასწავლებლებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობას. მართალია, მაღალი დონის მასწავლებელთა ნაკლებობას ევროპისა და ამერიკის მრავალი ქვეყანა განიცდის, მაგრამ ისინი ამ ნაკლს ნაწილობრივ მაღალი დონის სახელმძღვანელოებით ავსებენ. ჩვენთან კი არა მარტო უმაღლესი სკოლა, არამედ საჯარო სკოლაც კი არაა უზრუნველყოფილი მაღალი დონის სახელმძღვანელოებით. ამიტომ, სტუდენტობა ძირითადად კონსპექტის ამარა რჩება. სამწუხაროდ, დღეს სტუდენტთა მისაღები კონტიგენტი ფორმირდება არა აბიტურიენტის ცოდნის დონის, არამედ სასწავლებელში მისაღები სტუდენტების რაოდენობის მიხედვით. სასწავლებელში მისაღები კონტიგენტის რაოდენობა აბიტურიენტის ცოდნის დონეზე უნდა გადიოდეს. თუმცა, საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობის დონე იმდენად დაბალია, რომ საქართველოში უნივერსიტეტების არსებობა კითხვის ქვეშ დგება.
ამრიგად, დღეს სკოლის უპირველესი ამოცანაა სასწავლო პროცესის დახვეწა და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი დონის სახელმძღვანელოების შექმნას და გამოცემას. საჭიროა მკაცრი კონტროლი და კონკურსები მაღალი დონის სახელმძღვანელოების შესარჩევად და გამოსაცემად. სატელევიზიო გადაცემების გამოყენება სასწავლო პროცესში კიდევ ერთი უაღრსად მნიშვნელოვანი საქმეა. აუცილებელია სპეციალური სასწავლო-სატელევიზიო არხის შექმნა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება მიიღონ უფასო სკოლამდელი, დაწყებითი და საშუალო განათლება, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში სახელმწიფო სასწავლებლებში ნებისმიერ შემდგომ ეტაპზე სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის უფლების განსახორციელებლად. მოზარდების აღზრდა-განათლებაზე გაწეული დანახარჯები გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე იმ კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლას სჭირდება, რასაც ერის გაუნათლებლობის შედგად მივიღებთ.
განათლების რეფორმის შედეგები საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის შედეგია: განათლება მნიშვნელოვნად გაუარესდა, სამაგიეროდ, მთლიანად ფასიანი გახდება. მომავალში სახელმწიფო მხოლოდ დაწყებით განათლებას უზრუნველყოფს. განათლების სამინისტროს ძირითადი მიზანია: წაართვან მომავალი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს! განათლების რეფორმამ ჩვენს ახალგაზრდებს წაართვა მაღალი დონის განათლების მიღების უფლება! ეს კონსტიტუციის ხელყოფაა!!! ამერიკის სასწავლებლებში არის 3 დონის პროგრამა: “A”, “B” და “C”. “A” პროგრამა გამკუთვნილია ლათინური ქვეყნების გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისა და აფრიკელი ზანგებისთვის. “B” პროგრამა შედარებით უფრო გონებრივად მაღალგანვითარებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, პროგრამა “C” კი, მაღალგანვითარებულიბისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკელთა მითითებით, რადგან ჩვენ განვითარებადი ქვეყნების რიცხვში მოვხვდით, ჩვენთან განათლების რეფორმა ჩატარდა “A” დონის პროგრამით, რომელიც “ცოდნის მიღებას” ითვალისწინებს “უნარ-ჩვევების” და არა აზროვნების განვითარებით. ამის დასტურია განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული “პილოტური” სახელმძღვანელოების შინაარსი და დონე. ამ ცოდნის დონით, რომელიც ძველი საშუალო სკოლის მეშვიდე კლასის დონეს არ აღემატება, ქართველი ახალგაზრდა ევროპის ან ამერიკის ვერც ერთ ნორმალურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვერ შესძლებს! რეფორმა მიზნად ისახავს საზოგადოების ზნეობრიობის საბოლოოდ დანგრევას პროფესორ-მასწავლებლების წარმოუდგენელი დამცირების გზით.
ასევე სავალალო დღეში არიან ჩვენთვის ერთ დროს საამაყო მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი. შედეგად, ახალგაზრდებს წაართვეს მაღალი დონის ცოდნის მიღების მოტივაცია. ებრძვიან წიგნს და სურთ მისი კომპიუტერებით შეცვლა. დღეს ახალგაზრდისთვის კომპიუტერი “თამაშების სკივრია” და არა ცოდნის მიღების საშუალება. ბავშვები წიგნის კითხვას გადაეჩვიენ, გადაეჩვიენ აზროვნებას და გაუჩნდათ უამრავი თავისუფალი დრო, რის გამოც ბევრი მათგანი კრიმინალური საზოგადოების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, გაითელა მორალი და პატიოსნება, ხდება დასმენებისკენ წაქეზება, ეროვნული ფასეულობების ნიველირება!
ჩატარებული რეფორმის მთავარი ლოგიკაა: დროა უარვყოთ და ყოველმხრივ გავანადგუროთ “ცოდნის სკოლა” და მის ნაცვლად დავამკვიდროთ “უნარ-ჩვევების სკოლა”. სწორედ ამიტომ დაინგრა საშუალო სკოლა და ის დაწყებით “საჯარო სკოლად” გადაიქცა. დღეს უნივერსიტეტები კოლეჯის ფუნქციას დიდი გაჭირვებით ასრულებს. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს უახლოეს მომავალში არ ეყოლება ექიმი, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელი, ინჟინერი, მასწავლებელი! საქართველო არა მარტო ეკონომიური მაჩვენებლებით, განათლების დონითაც დაეცემა აფრიკის განვითარებადი ქვეყნების დონეზე!
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სულიერების გადარჩენა ყველა ქართველის უწმინდესი ვალია. ეს უდიდესი ეროვნული მოძრაობა მთელმა ერმა უნდა აიტაცოს და გამარჯვებამდე მიიყვანოს. მომავალი თაობის ბედი დღეს წყდება! დრო არ ითმენს! ხვალ გვიანი იქნება! სასწრაფო ზომებია მისაღები! გადავარჩინოთ სკოლა და უნივერსიტეტი! დავუბრუნოთ ჩვენს შვილებს მაღალი დონის ცოდნის მიღების უფლება!!! განათლების რეფორმა განათლების კრახით დასრულდა. მოგეხსენებათ, რომ რეფორმა ფორმის და არა არსის ცვლილებას ნიშნავს. განათლების სისტემა ყოველთვის ითხოვს განვითარებას და ამდენად, რეფორმები აუცილებელია, ოღონდ არსის ცვლილების გარეშე. თუმცა, რეფორმის ჩატარებისას დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობაა საჭირო, რომ განათლების სისტემა დაიხვეწოს ისე, რომ მან სასწავლო პროცესი გააუმჯობესოს და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების დონე გაზარდოს. განათლების სისტემა და მეცნიერების დონე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობასთან, ხოლო განათლებისა და მეცნიერების კრიზისი დამღუპველად მოქმედებს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ვითარებაზე.
დღეს აუცილებელია სასწრაფო, გადამჭრელი ზომების მიღება, რათა შევძლოთ მეცნიერებისა და განათლების გადარჩენა და არა განადგურება. მეცნიერება და განათლება ერის მომავალს განსაზღვრავს და ამდენად მის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. განათლების რეფორმის შედეგად მიღებული კანონები უგულვებელყოფს ქართველთა ტრადიციებს, ეროვნულ თვითმყოფადობას და ამდენად სრულიად მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩატარებულმა რეფორმამ განათლებისა და მეცნიერების სრული დეგრადაცია გამოიწვია. რაც მთავარია, რეფორმამ დაანგრია განათლების სისტემა და ჩვენს ახალგაზრდობას მაღალი დონის განათლების მიღების კონსტიტუციური უფლება წაართვა!
თუ ქვეყანას და ერს განათლების სისტემის განადგურება არ აწყობს, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა? ნუთუ მხოლოდ ამერიკელთა რეკომენდაციებია დამნაშავე? ხელისუფლებას რაში აწყობდა მეცნიერებისა და განათლების განადგურება? ეტყობა სწორედ ხელისუფლებას არ აწყობს განათლებული ხალხის არსებობა ქვეყანაში და გამეტებით ებრძვის ინტელიგენციას. ხელისუფლებას აწყობს გაუნათლებელი მასების არსებობა მათი ადვილად მართვის მიზნით. ამიტომაც მათ საღი აზრის, გონიერი ხალხის ეშინიათ! განათლებული და ნიჭიერი ხალხი იძულებული ხდება საზღვარგარეთს შეაფაროს თავი. ცხადია, ნებისმიერი კანონი, რომელიც ეროვნულ განათლების სისტემას ანგრევს, ანტიეროვნულია. ის, რომ განათლების “ამბიციურმა რეფორმამ” ამ კანონის დახმარებით განათლების სისტემა დაანგრია, ერის სიამაყე _ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაასამარა, ხოლო საშუალო სკოლები საერთოდ მოსპო და “საჯარო სკოლებად” გადააკეთა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის დღეს ცხადი გახდა.
ნახეთ, რას სწავლობენ სკოლაში თქვენი შვილები და შვილიშვილები, და ადვილად დაადგენთ სკოლის დეგრადაციას. უნივერსიტეტისა და სკოლის სიკვდილი ჯერ კიდევ 1992 წელს გადაწყდა, როდესაც ამერიკის საელჩოს ატაშემ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგში ბატონმა ჰაჩისინმა განმიმარტა: “თქვენ განვითარებადი ქვეყანა ხართ და სახელმწიფომ მხოლოდ დაწყებითი განათლება უნდა დააფინანსოს!” ეს კი ნიშნავდა, რომ არა მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტები უნდა დახურულიყო, არამედ საშუალო სკოლებიც. რატომ უნდა მოვქცეულიყავით ასე? მათი ლოგიკა მარტივია და ის სულაც არ ითვალისწინებს ქვეყნის მოსახლეობის არსებულ განათლების მაღალ დონეს. აქ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებია! თუ თქვენ იმდენად დანგრევთ ეკონომიკას, რომ სამათხოვროდ გაწვდილი ხელით მსოფლიოს სხვადასახვა მდიდარ ქვეყნებს მიაკითხავთ, ცხადია, ისინი თქვენ, სრულიად სამართლიანად მათხოვრად მიგიჩნევენ. მათხოვარს კი განათლება კი არა, გამოკვება და გაშიშვლებული სხეულის ძონძებით დაფარვა სჭირდება. ასე ექცევიან მათხოვარ სახელმწიფოებს, და ფულის სესხება ან, მითუმეტეს გრანტები, ამ მათხოვრებმა დამშეული ხალხის გამოსაკვებად უნდა გამოიყენოს და არა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ გაავრცელეს იმდრიონდელმა მმართველებმა, რომ “მეცნიერება საქართველოსთვის ფუფუნებაა!!!” ამას ამბობდა იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრიც და სახელმწიფო მინისტრიც, პარლამენტარიც და სრულიად გაუნათლებელი ჩინოვნიკიც. უფრო მეტიც: სამეცნიერო ბიბლიოთეკების განადგურებაც კი დაიწყეს. “ტექნიკური ლიტერატურის ბიბლიოთეკის”წიგნები და ჟურნალები მაკულატურაში ჩააბარეს ტუალეტის ქაღალდების დასამზადებლად. ალბთ ეს ყველა ბიბლიოთეკას ელის. და თუ მეცნიერება არ გვინდა, პრაქტიკულად მაღალი დონის განათლებაც ზედმეტია, რადგან განათლების მიღების მოტივაცია იკარგება! მთავარია: ღატაკმა სახელმწიფომ ფული არ უნდა გაიმეტოს არც განათლებისთვის, არც მეცნიერებისთვის და არც კულტურისთვის!!!
უნივერსიტეტი სამეცნიერო და სასწავლო პროცესების ერთიანობაა (ამას ბოლონიის ქარტიაც აღიარებს). მაგრამ როდესაც უნივერსიტეტის სამეცნიერო სექტორი თავისი ინსტიტუტებით და სამეცნიერო ლაბორატორიებით გააუქმეს, უნივერსიტეტმა არსებობა შეწყვიტა და კოლეჯად გადაიქცა. სამაგიეროდ, ორი ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი გააერთიანეს და ერთი “ამბიციური უნივერსიტეტი” შექმნეს. ის კი დაავიწყდათ, რომ ორი ნუცას სკოლის შეერთებით ერთი უნივერსიტეტი არ მიიღება! უნივერსიტეტის არსებობისთვის იქ აუცილებლად სასწავლო პროცესთან შერეწყმული ფუნდამენტური კვლევები უნდა მიმდინარეობდეს! თუმცა, ეტყობა რეფორმა ბოლომდე არაა მისული, რადგან ჯერ კიდევ არაა მიღწეული მთავარი მიზანი: “სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს მხოლოდ დაწყებითი განათლება!” ამ მიზნის მისაღწევად რეფორმას, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლებამ დაიწყო, 16 წელი დასჭირდა, თუმცა, იმედია, უკვე ჩქარა დასრულდება. მითუმეტეს, რომ საფრანგეთის ყოფილმა ელჩმა ბატონმა ფასიემ ჩემი თანდასწრებით განაცხადა: “რად გინდათ განათლების სფეროში დახმარება? თქვენ ხომ თეთრკანიანი ზანგები ხართ!” თუ ამას დავუმატებთ ბატონ გიგი თევზაძის მიერ განათლების სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას, რომ რეფორმის მიზანია: “საქართველოში სახელმწიფო ენა ინგლისური უნდა გახდეს”, ცხადი გახდება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ეს რეფორმა-სასწაული, რითაც ხელისუფლება ამაყობს და პარლამენტართა უმრავლესობა ხარობს…
ამ მიზნის მისაღწევად ყოფილმა მინისტრმა ლომაიამ ორიოდე წლის წინ განაცხადა: “სახელმწიფო დააფინანსებს მხოლოდ მოსწავლეს და სტუდენტს, და არა სასწავლებელს”. რადგან ნებისმიერი კლასის მოსწავლე ერთი და იგივე თანხით ფინანსდება, ადვილი მისახვედრია, რომ საჯარო სკოლებში რენტაბელური მხოლოდ დაწყებითი განათლების კლასები იქნება. ვინ შეიმუშავა ეს რეფორმა და რა ძირითად პრინციპებს ეყრდნობა აგრერიგად წარმატებული გარდაქმნები? ელექტრონულ მისამართზე www.rti.org. გაჩნდა ინფორმაცია: “ამბიციური საგანმანათლებლო რეფორმა საქართველოში”, რომლის თანახმად განათლების რეფორმის წარმართვაში საქართველოს ეხმარება RTI (Research Triangle Institute), ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1958 წელს აშშ-ს სამი უნივერსიტეტების ბაზაზე. ამ ინსტიტუტის პროგრამაა “საქართველოში საშუალო განათლების გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა” (GEDA), რომელსაც მხარს უჭერს “აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო” UUSAID-ი. თურმე RTI საქართველოს ეხმარება: განათლების გაუმჯობესებაში, ხარისხის შეფასების დამკვიდრებაში არსებული სტანდარტების მიხედვით და განათლების მართვის უნარის ჩამოყალიბებაში ადგილობრივ დაინტერესებულ პირთათვის. საქართველოში RTI მუშაობს ე/.წ. “საგანმანათლებლო რესურსების ცენტრების” (ERC) ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც დახმარებას გაუწევენ ქვეყანაში ყველა სკოლის დაქცევაში.
როგორც ამ ინფორმაციაშია აღნიშნული, “საქართველოს ზოგადი განათლების ახალი კანონის შემუშავება მოხდა სწორედ RTI -ს დახმარებით და ითვალისწინებს იმ უკიდურეს საჭიროებას, რომ საზოგადოებამ აქტიური როლი ითამაშოს განათლების დაფინანსების პრობლემების გადაჭრასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. კანონი განსაზღვრავს თითო სულზე ცენტრალური მთავრობის მიერ გაღებული წილის ოდენობას, რასაც ემატება ადგილობრივი რესურსები; კანონი აგრეთვე მოითხოვს სისტემებისა და პროცედურების ანგარიშების გამჭვირვალობას.” ისე, სულ ტყუილად ჰგონიათ ამერიკელებს, რომ ჩვენი ხელისუფლება მათ მოთხოვნებზე მეტ თანხას გაიმეტებს განათლებისთვის. აქ საკუთარი მილიარდერთა ქველმოქმედებაც კი არ ეკარება განათლების სისტემას და მხოლოდ გასართობი ატრაქციონებითა და შადრევნების ჩხრიალით შემოიფარგლება. ინტერნეტის ამ ინფორმაციის თანახმად, RTI-ს ანალოგიური პროგრამები აქვს ლათინურ ამერიკაში (პერუ), აზიაში (კამბოჯა, ინდონეზია პაკისტანი), აფრიკაში (გვინეა, ნიგერია, სენეგალი და სამხრეთ აფრიკა), ხოლო ევროპიდან ეს “ბედნიერება” მხოლოდ საქართველოს ერგო!!! მთავარი კი ისაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროგრამა იმ პროგრამების ზუსტი ანალოგია, რომლებიც კამბოჯასა და პაკისტანში მიმდინარეობს. აი, ამ რეფორმის გამარჯვებას ზეიმობს გრიგალაშვილი-ლომაიას ტანდემი. უფრო სწორად ამერიკული ინსტიტუტის RTI -ს გამარჯვებას და იმ მიზნის, მიღწევას, რომელიც ჯერ კიდევ 16 წლის წინ ბატონმა ჰაჩისონმა დაგვისახა.
ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ რეფორმის გასატარებლად ამერიკის ხელისუფლებამ 60 მილიონიანი გრანტო გამოყო. სწორედ ეს მილიონები მოხმარდა განათლების განადგურებას საქართველოში. ამერიკული საშუალო სკოლის დონე არასდროს ყოფილა ევროპული ან საბჭოური სკოლის დონზე მაღალი. ამას თვით ამერიკელებიც აღიარებენ და უნივერსიტეტების შევსებას (განსაკუთრებით ტექნიკურ სპეციალობებზე) ძირითადად ჩინელების, ინდოელების და ევროპელების ხარჯზე ახერხებენ. თვით ამერიკელი ახალგაზრდა იურისპრუდენციას, ელონომიკურ სპეციალობებს და მედიცინის დარგებს ირჩევს. ამერიკის სასწავლებლებში არის 3 დონის პროგრამა: “A”, “B” და “C”. “A” პროგრამა გამკუთვნილია ლათინური ქვეყნების გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისა და აფრიკელი ზანგებისთვის. “B” პროგრამა შედარებით უფრო გონებრივად მაღალგანვითარებული ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, პროგრამა “C” კი, მაღალგანვითარებულებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ამერიკელთა მითითებით, რადგან ჩვენ განვითარებადი ქვეყნების რიცხვში მოვხვდით, ჩვენთან განათლების რეფორმა ჩატარდა “A” დონის პროგრამით, რომელიც “ცოდნის მიღებას” ითვალისწინებს “უნარ-ჩვევების” და არა აზროვნების განვითარებით. ამის დასტურია განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებული “პილოტური” სახელმძღვანელოების შინაარსი და მათი დონე.
ამას წინათ ბატონ ზალდასტანიშვილის მიერ თბილისში დაარსებული “ამერიკული სკოლის” ორი კურსდამთავრებული შემხვდა. ვკითხე, რა სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ ფიზიკას, ქიმიას და ბიოლოგიას. მითხრეს, რომ ამ საგნებისთვის თითო წელი იყო დათმობილი. ცხადი გახდა, რომ ეს სკოლა ამერიკული “A” სასწავლო პროგრამით მუშაობს. ამ სკოლაში სწავლა დღეს წელიწადში 10 ათასი ლარი გამხდარა, მაგრამ სკოლის კურსდამთავრებულები განათლების დონით ლათინოსებისა და ზანგების მომზადების დონეს არ აღემატება. ეტყობა მეტი არცაა საჭირო სხვათა მოჯამაგირეობისათვის განწირული ერისთვის.
ამისი მკაფიო მაგალითია ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ათიოდე წლის წინ გამოთქმული მოსაზრება: “რა გვინდა საშუალო სკოლისგან? ასწავლოს ბავშვებს ერთ-ერთი უცხო ენა და კომპიუტერის ხმარება!” სწორედ ამიტომ ებრძვიან წიგნს და სურთ მისი კომპიუტერებით შეცვლა.
დღეს ახალგაზრდისთვის კომპიუტერი მხოლოდ “თამაშების სკივრია” და არა ცოდნის მიღების საშუალება. ბავშვები წიგნის კითხვას გადაეჩვიენ, გადაეჩვიენ აზროვნებას და გაუჩნდათ უამრავი თავისუფალი დრო, რის გამოც ბევრი მათგანი კრიმინალური საზოგადოების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, გაითელა მორალი და პატიოსნება, ხდება დასმენებისკენ წაქეზება, ეროვნული ფასეულობების ნიველირება! ამ ცოდნის დონით, რომელიც ძველი საშუალო სკოლის მეშვიდე კლასის დონეს არ აღემატება, ქართველი ახალგაზრდა ევროპის ან ამერიკის ვერც ერთ ნორმალურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვერ შესძლებს! თურმე არც არის საჭირო, რადგან სამედიცინო ინსტიტუტის მიზანი ექთანების მომზადება ყოფილა, ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ ინჟინრები არ გვჭირდება, რადგან უნჟინრებად თურქებს მოვიწვევთო. რაც შეეხება ივანე ჟავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს, ის აღარ არსებობს და მისი კორპუსები გასაყიდადაა განწირული. ამრიგად, განათლების რეფორმამ ჩვენს ახალგაზრდებს წაართვა მაღალი დონის განათლების მიღების უფლება! ეს კონსტიტუციის ხელყოფაა!!! სამაგიეროდ, ასეთი განათლების დონით მთელი მოსახლეობა ტურისტების მოსამსახურე გახდება, სხვათა მოჯამაგირე ერი გავხდებით…
საქართველოში ჩატარებული განათლების რეფორმის შედეგია: განათლება მნიშვნელოვნად გაუარესდა, სამაგიეროდ, მთლიანად ფასიანი გახდება. მომავალში სახელმწიფო მხოლოდ დაწყებით განათლებას უზრუნველყოფს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძირითადი მიზანია: მთლიანად გაანადგურონ მეცნიერება, განათლება და კულტურა, წაართვან მომავალი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს, გადააქციონ ისინი მომსახურე პერსონალად ან იაფფასიან “საზარბაზნე ხორცად” მსოფლიოში არსებულ ცხელ წერტილებში საბრძოლველად!
რეფორმამ მიზნად დაისახა საზოგადოების ზნეობრიობის საბოლოოდ დანგრევა პროფესორ-მასწავლებლების წარმოუდგენელი დამცირების გზით. ასევე სავალალო დღეში არიან ჩვენთვის ერთ დროს საამაყო მეცნიერები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი. შედეგად, ახალგაზრდებს წაართვეს მაღალი დონის ცოდნის მიღების მოტივაცია. ჩატარებული რეფორმის მთავარი ლოგიკაა: დროა უარვყოთ და ყოველმხრივ გავანადგუროთ “ცოდნის სკოლა” და მის ნაცვლად დავამკვიდროთ “უნარ-ჩვევების სკოლა”. სწორედ ამიტომ დაინგრა საშუალო სკოლა და ის დაწყებით “საჯარო სკოლად”გადაიქცა.
დღეს უნივერსიტეტები დაბალი დონის კოლეჯის ფუნქციას დიდი გაჭირვებით ასრულებს. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს უახლოეს მომავალში არ ეყოლება ექიმი, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელი, ინჟინერი, მასწავლებელი! საქართველო არა მარტო ეკონომიური მაჩვენებლებით, განათლების დონითაც დაეცემა აფრიკის განვითარებადი ქვეყნების დონეზე!
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სულიერების გადარჩენა ყველა ქართველის უწმინდესი ვალია. ეს უდიდესი ეროვნული მოძრაობა მთელმა ერმა უნდა აიტაცოს და გამარჯვებამდე მიიყვანოს. მომავალი თაობის ბედი დღეს წყდება!
დრო არ ითმენს! ხვალ გვიანი იქნება! სასწრაფო ზომებია მისაღები, რათა აღვადგინოთ სკოლა და უნივერსიტეტი!
დავუბრუნოთ ჩვენს შვილებს მაღალი დონის ცოდნის მიღების უფლება, რათა უზრუნველყოთ მათი მომავალი!
დღეს ეროვნული კულტურული რევოლუცია გვჭირდება!
მერაბ ჯიბლაძე
ქართული აკადემია
ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრი