კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!
მოხსენება წაკითხულ იქნა 2001 წლის 19 ივლისს პრეზიდენტი შევარდნაძისა და მთავრობის სრული შემადგენლობის მონაწილეობით ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე.კონფერენციის ტრანსლაცია მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში. ბატონო პრეზიდენტო, მთავრობის ბოლო სხდომაზე ჩემი გამოსვლა შოთა რუსთაველის ერთი ბრძნული შეგონებით დავიწყე: – “ზოგჯერ თქმა სჯობს უთქმელობას, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”.
დიდი ხელოვნებაა თქვა ის რაც სათქმელია და არ თქვა რაც სათქმელი არ არის. როგორც ჩანს, ეს პრობლემა კაცობრიობასთან ერთად დაიბადა. დრომ, ეპოქამ არისტოტელეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათქმევინა: “ნუ მიიღებ მონაწილეობას საჯარო გამოსვლებში – სიმართლის თქმა ხალხს დაგიპირისპირებს, ტყუილისათვის ღმერთი დაგწყევლის”. სოკრატე კიდევ უფრო უიმედობაში იყო : “არ მეგულება კაცი, რომელიც გადარჩება, ვინც უსამართლობას წინ აღუდგება”. ერთიც და მეორეც უსამართლობასთან შეგუების ქადაგებაა. უფრო სწორად უსამართლობის უძლეველობის ქადაგებაა. თუმც მინდა ვთქვა, არც არისტოტელეს, არც პლატონს, მით უფრო რუსთაველს შეგუების პრინციპით არ უცხოვრიათ. იმედს რუსთაველი იძლევა – “ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია”.
ეს ტრიბუნა დიდი პასუხისმგებლობის ტრიბუნაა.
ამას გრძნობს იმერეთი, ეს ურწმუნო თომამაც უნდა ირწმუნოს. კარგად ვაცნობიერებთ ამას, ბატონო პრეზიდენტო, როცა მდგომარეობა აფხაზეთში ძალიან დაძაბულია.
ამერიკაში უაღრესად წარმატებული ვიზიტის შემდგომ, დედაქალაქიდან ეს თქვენი პირველი გასვლაა. მეც, ჩემი კოლეგებიც ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას მთავრობის გუშინწინდელ სხდომაზე, თქვენს მიერ გაკეთებული განცხადების გამო. თქვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ვიზიტს და თვლით, რომ იგი როგორც ქვეყნის ეკონომიკაში, ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრ რამეს შეცვლის. ღმერთმა გისმინოთ! ამას შემთხვევით არ ვამბობ!
ხალხს იმედი ბევრჯერ გაუცრუვდა, ბევრჯერ დავპირდით, დაპირება კი ვერ შევისრულეთ. ბევრჯერ დავიწყეთ ახალი ეტაპი ეკონომიკაში, კორუფციის წინააღმდეგაც და ვამთავრებთ გაჩერებული საწარმოებით, სეკვესტრირებული ბიუჯეტით. გულწრფელად ვამბობ, დარწმუნებული ვარ, სწორად გამიგებთ ბატონო პრეზიდენტო, როცა ბოლო წლების პოლიტიკურ ცხოვრებას ვაანალიზებ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს, უპირველესად ხელისუფლებაში, ვისაც სიმართლის თქმის უფლება და შესაძლებლობა აქვს, სიმართლის თქმის არანაირი სურვილი არა აქვს. მართლაც საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება ერთ მუშტად შეკრული; ქვეყნის სამარცხვინოდ, გონებაზე კუჭია გამარჯვებული. ერთ მუშტად შეკრული, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის, თუ უკვე ჯგუფების მხარდამჭერი, სხვადასხვა ქვეყნის გრანტებით შეიარაღებული პიროვნებები, მედიის გარკვეული წარმომადენლები, ისე ესხმიან ხალხს, რომ პრინციპული პოზიციის მქონეს და სიმართლის მთქმელსაც კი ურჩევნია წყნარად იყოს.
მეც ვდგავარ ამ ტრიბუნასთან არჩევანის წინაშე – ვის ვასიამოვნო, – ხალხს და ოპოზიციას ხელისუფლების კრიტიკით, თუ ხელისუფლებას დითირამბებით.ავადმყოფობაა, როცა მუდმივად სძულთ და ყველაფრისათვის აკრიტიკებენ, ავადმყოფობაა ისიც, როცა მართვის ამორჩეულ პოლიტიკოსს, თუ სახელმწიფო მოღვაწეს მუდმივად აქებენ. არც ისაა სწორი, როცა ამბობენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის და არც ის, როცა ამბობენ, რომ კარგი ქვეყანაში არაფერი ხდება. პირველი – ცინიზმია, მეორე _ უიმედობის დამკვიდრება. საქართველოსთვის ორთავე მიუღებელია. მე ამ ტრიბუნასთან არც იმისთვის ვდგავარ, რომ ხელისუფლება ვაქო და არც იმისთვის, რომ ის ვისაუბრო, რაც ხალხს მოეწონება.
მე უნდა ვთქვა ისე, როგორც ვხედავ , როგორც მწამს. მაგრამ ვთქვა არა სიძულვილით, ბოღმით,ნიშნისმოგებით, არამედ თანაგრძნობით, პატივისცემით, კეთილი განწყობით. ჩემი პრინციპი იყო და რჩება – “უმჯობესია რამდენიმე პროგრესული კაცი გიჭერდეს მხარს, ვიდრე ათასები ტაშს ბრმად გიკრავდნენ”. პოგრესული ხალხშიც ბევრია და ხელისუფლებაშიც. ბრმად ტაშის დამკვრელი ხელისუფლებაშიც ბევრია და ხალხშიც. _ “კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!” თამარის ეპოქაში _ საქართველოს “ოქროს ხანაში” ათქმევინა ყოფამ დიდ რუსთაველს. ცუდი ოქროს ხანაშიც კი არ იყო საკვირველი, გაკვირვებას კარგი იწვევდა. მე თქვენთვის ჩემი მოსაზრებებით არაერთხელ მომიმართავს, ბატონო პრეზიდენტო ბორჯომის თქვენთან შეხვედრას განსაკუთრებით ვაფასებ.
გული მწყდება, რომ ჩემს მიერ დასმულ ბევრ მწვავე პრობლემას რეაგირება არ მოაყოლეთ. გული იმაზეც მწყდება, რომ პარლამენტმა ჩემი გამოსვლების მაღალი შეფასების იქით ნაბიჯი არ გადადგა. ჩემი გამოსვლები გამოქვეყნებულია. ხალხმა შეაფასოს, ბატონო პრეზიდენტო!
ხშირად, როცა შექმნილ მდომარეობას ვაანალიზებ, ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვფიქრობ ერთი უბედურება ხომ არ დაგვემართა? – მწარე სიმართლეს ტკბილი ტყუილი ხომ არ ვამჯობინეთ; ის, რაც ტკბილი ტყუილია ხელისუფლებისათვის,ხალხისათვის მწარე სიმართლეა ტკბილი ტყუილია:
საქართველოში ყველაფერი კარგად არის, ქვეყანა აშენდა! ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, – ეს მწარე სიმართლეა! როცა ხელისუფლებისა და ხალხისათვის მწარე სიმართლე სხვადასხვაა, ტკბილი ტყუილი სხვადასხვაა, იქ ჩნდება კორუფციაც, გასაკუთრებით პოლიტიკური. იგი ყოველგვარ კორუფციაზე საშინელია. ჩნდება ინტრიგაც, დაპირისპირებაც, პოლიტიკური თავხედობაც და პოლიტიკური ავანტურიზმიც. სულთამხუთავი პოლიტიკური გარემო მუშაობას შეუძლებელს ხდის. რაც დრო გადის, მიმტკიცდება აზრი, რომ ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთს სწორედ ამან დაუპირისპირა. ამ დაპირისპირებას თავისი იდეოლოგები – ინტრიგული წყობის პოპულისტები ჰყავს. ქვეყანაზე, ხალხზე და არა არჩევნებზე ორიენტირებული ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწეების ჩამოსათვლელად ერთი ხელის 5 თითიც საკმარისია, ინტრიგული წყობის პოპულისტთა ჩამოთვლასა და დათვლას, ამ დარბაზში მყოფთა ორთავე ხელის თითებიც არ ეყოფა. ხელისუფლების ყველა შტო ამ ადამიანებით გაივსო.
სახელმწიფო მოღვაწე ნამდვილი სახელმწიფო კაცი გადათელილია _ დროშა მედროვეს უჭირავს _ ხალხის სათავეში ის მოექცა. ინგრევა ქვეყანა, ხალხის ყოფა გაუსაძლისია, ხელისუფლებაში განსაკუთრებით, არჩევით ორგანოებში, იმდენ კავს რო უნდოდეს საქმე კარგად იყოს, რამდენსაც ეს დღეს არ უნდა _ ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზით ივლიდა. ვისი ბრალია, ხალხი ტაშს მისსავე გაუბედურებას რომ უკრავს და მისსავე გამაუბედურებელს რომ ეთამაშება, სათავეში იყენებს? ერთმნიშვნელოვნად ვთვლი _ ხელისუფლების!
არ გეწყინოთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი და ყველა იმ პიროვნების ვინც პრეზიდენტის გუნდს წარმოადგენს, თუ სურვილი აქვს, რომ წარმოადგენდეს. საკუთარ თავსაც ვგულისხმობ და საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. ბატონო პრეზიდენტო, ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოში რომელიმე პრეზიდენტს ისეთი ეკლექტური, ჩვენებუად რომ ვთქვათ ჭრელი გუნდი ჰყავდეს, როგორც თქვენ. საკუთარ თავსაც ისჯით და ჩვენც გვსჯით. ქვეყანა მშიერი და დაუძლურებული რომ არ იყოს, არც ამდენი ინტრიგნული წყობის თვითმარქვია პოლიტიკოსი ეყოლებოდა. ჩვენ გაჭირვებულთა რაოდენობითაც და ყოველ 1000 გაჭირვებულზე პოლიტიკოსთა რაოდენობითაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ამდენი მეწარმე და საქმის გამკეთებელი რომ ჰყავდეს, მაშინ რა უჭირდა ხალხს და ქვეყანას. ერთ მეწარმეზე 20 – 30 პოლიტიკოსი მოდის.
კორუფცია გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება ასეთ ქვეყნებში, სადაც ერთი მეწარმე 20-30 პოლიტიკოსს არჩევს, სადაც ერთ მეწარმეს 20-30 პოლიტიკოსი ებრძვის და ამ პოლიტიკოსთა საყრდენს მშიერი და დაუძლურებული ხალხი წარმოადგენს, ხალხი რომელმაც ხელისუფლების გამო შეიძულა და მწარე ტყუილისათვის ხელისუფლების მოწინააღმდეგენი შეიყვარა. ასეთი სიყვარული ბოროტების ტოლფასია.
დიდმა მიქელანჯელომ უპასუხოდ დასვა კითხვა “რომელი სჯობს – სიკეთე, რომელსაც ბოროტება მოაქვს, თუ ბოროტება რომელსაც სიკეთე მოქვს?!” მე ვფიქრობ, ბოროტებას სიკეთე არავისთვის მოაქვს – ეს მიამიტმა ან მხოლოდ გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფმა შეიძლება დაიჯეროს, როგორც ეს დღევანდელ საქართველოში ხდება. ვთქვი და ხასგასმით ვადასტურებ: ქვეყანაში არც ერთი სახის კორუბცია ისე არ მძვინვარებს როგორც პოლიტიკური, როცა გამოსვლა ხალხთან შეხვედრა და საუბარი ქვეყანას კი არა ხალხის ხმების მოპოვებას ემსახურება. როგორც ჩანს, საქართველოში მუდმივი საარჩევნო კამპანიაა, არჩევნებიც ყოველ წელს გვაქვს.
მრავალდიპლმიან უცოდინართა, ბელადომანიით შებყრობილ რევოლუციონერთა რაოდენობაც უსაზღვროა და ხალხის გაჭივრების ფონზე, ყველაზე დიდი გასავალი პოლიტიკურ კორუფციას აქვს:
თქვი რაც შეიძლება მეტი ტყუილი, ცოტა მაინც დაგრჩება (გებელსის თეორია),
ფულიანი ჯერ შენი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენე მერე მოისროლე;
შენი პოლიტიკური მხარდამჭერი ჯერ გაამდიდრე და მერე ებრძოლე და ამით ავტორიტეტი მოიპოვე;
ჯერ აქე, შენს ლიდერს მამა მარჩენალი უწოდე, მერე როცა საქმე არ გამოვა, მასვე დააბრალე და შეუდექი მის წინააღდეგ ბრძოლას
რაც მთავარია, ყველას და ყოველი ძალის გამოყენებით უფრო მაღალი თანამდებობისკენ იცოცე.
ეს ჩვენი უბედურებაა ბატონო პრეზიდენტო! ქვეყანაში პოლიტიკური კორუფციაა და იგი სხვა ქვეყნების გრანტებითაა გარანტირებული, ზოგჯერ, სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლების, რომლებიც კორუბციასთან ბრძოლას თითის ქნევით მოგვიწოდებენ. ეს მწარე სიმართლეა – ოდნავაც არ ვეჭვობ, რომ ეს ასეა.
მდგომარეობა უსერიოზულესია, ამას დღეს ყველა აღიარებს, ეს არავისთვის საკამათო არ არის. თუ რამე გარღვევაზე ფიქრობთ ბატონო პრეზიდენტო, ეს უპირველესად პოლიტიკური კორუფციის დაძლევის თვალსაზრისით უნდა მოხდეს. თქვენ რკალში ხართ, ეს არის რკალი შანტაჟისტების, კორუმპირებულების, ადამიანების ვისიც არ სჯერა ხალხს. მათ ხელში დიდი ფულია, გეშინოდეთ ამ ხალხის ბატონო პრზიდენტო, ფულს პრივიკატორების, შანტაჟიტების, ინტრიგნული წყობის პიროვნებების ხელში მხოლოდ ბოროტების გაკეთება შეუძლია. ვიდრე თქვენ ამ რკალს არ გაარღვევთ ხალხი არც თქვენ გენდობათ. თქვენს ირგვლივ ბევრი წესიერი ადამიანია, მაგრამ ეს ხალხი ერთ ძალად ვერ აქციეთ. არავის სჯერა, რომ თქვენ არ იცით მთავრობაში, მის გარეთ, გუბერნატორებში, მერებში, გამგებლებში, დეპუტატებში თუ სხვა მაღალჩინოსნებში ვინ ვინ არის, ხალხი ფიქრობს, რომ თქვენ იცით მაღალსახელისუფლებო ეშელონებში ვინ არის კორუმპირებული, ვინ ჩაიგდო სახელისუფლებო ქონება ხელში, ვინ სად არის აქციათა პაკეტის მფლობელი. მაგრამ პასუხს არ გთხოვთ – ეს ხალხი კვლავ სახელმწიფო სამსახურებშია.
ამას ხალხი არ გპატიობთ, ბატონო ედუარდ, იმიტომ, რომ მაინც თქვენი იმედი აქვს, მაინც თქვენი უფრო სწამთ და, თქვენ ამ მწვავე ნაბიჯებს არ დგამთ – მთელს რისხვას თქვენკენ მომართავს. ხალხის ამაში გამტყუნება არ შეიძლება. ისევე, როგორც ბევრგან ხალხმაც უღალატა ქვეყანას, წესიერებას და პარლამენტში აირჩია თუ მაღალ თანამდებობაზე; თქვენს მიერ მოხსნილი უკვე კორუფციაში მხილებულის და ზოგჯერ გაუგებარი ბიოგრაფიის ადამიანის დასაწინაურებლად მოაწერა ხელი. მწარეა ჩემი საუბარი, მაგრამ სინამდვილე უფრო მწარეა და იგი პასუხს, რისკიან და გაბედულ მოქმედებას ითხოვს. არის, თუ არა პოლიტიკური კორუფცია დაბალი ბიუჯეტი, ხელფასების, სეკვესტრის ბიუჯეტი საერთოდ პოლიტიზირებული ბიუჯეტი?! სწორედ რომ არის, მე სხვა პასუხი არა მაქვს!
არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია დღეს არსებული მაკონტროლებელი სისტემა?! მაკონტროლებლების უმრავლესობა გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ემსახურება, სახელმწიფო შედეგი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითია კანონი მაკონტროლებლების შესახებ – მხოლოდ სასამართლოს ნებართვის უფლების თაობაზე ამ კანონმა ბევრი მოსამართლე და მაკონტროლებელი კიდევ უფრო ააშენა, მეწარმეს ცხოვრება გაუძვირა, სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმედ დაარტყა, აუდიტი – უმთავრესი დემოკრატიული ინსტიტუტე, კვდომის რეჟიმში გადაიყვანა.
დღეს არსებული საკადრო პოლიტიკა პოლიტიკური კორუფციის კლასიკური ნიმუშია. ვერ გეტყვით, როდის ყოფილა საკადრო პოილტიკაში კორუფცია, ქრთამი, პროტექციონიზმი უფრო დიდი მასშტაბით. ყურს არ ვუჯერებ, ზოგჯერ ისეთი პიროვნებების რეკომენდაციები მესმის საგადასახადო, საბაჟო, მაკონტროლებელ ორგანოებში, საფინანსო და ეკონომიკურ დარგებში ზოგჯერ პიროვნება შედის ხელმძღვანელთან და ეუბნება, რომ დანიშნულია მის სამსახურში, რომ არა ბატონი თემურ ხევსურიანის მხარდაჭერა, საგანგებო ლეგიონის ხელმძღვანელობა არა ერთ გაუგებარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღეს სახელმწიფო ხაზინაში ფქვილისა და კვების პროდუქტების კონტროლის სამსახურში. ვინც მოვხსენით ან ვისი განთავისუფლების საკითხიც დავაყენეთ, ან თბილისში დააწინაურეს, ან პარტიის ხაზით. ეძებენ ჩემს წინააღმდეგ მიმართულ ადამიანებს – მათთვის მთავარია არა საქმე, არამედ ამ ხალხის პოლიტიკური, უფრო სწორად მათი პოლიტიკის პარტიული მიმართულების ფინანსური მხარდაჭერა. ქუთაისში ანეგდოტად იქცა: თუ თბილისში დაწინაურება გინდა, შაშიაშვილმა ქუთაისში უნდა მოგხსნასო! – ამაზე დიდი პოლიტიკური კორუფცია შეიძლება, ბატონო პრეზიდენტო?! როგორც ჩანს, ჩემს წინააღმდეგ მიმართულ ადამიანებს ეძებენ. ამ დღეებში გახმაურდა ვინმე კლდიაშვილის მიერ 2 მილიონ დოლარამდე ბიუჯეტის თანხის მითვისება ენერგოსისტემიდან. ძნელია უფრო დიდი პროტექტორები მოეძებნოს კაცს, ვიდრე მას ჰყავდა თერჯოლის რაიონის გამგებლად დასანიშნად. ეს ის ხალხია, ბატონო პრეზიდენტო, ვინც ყველაზე მეტად გვიქნევდა ხელს თბილისიდან. მათთან არც სატელევიზიო დებატები დამკლებია, ისინი ყოველთვის თქვენს ავტორიტეტს ეფარებოდნენ და დღემდე ეფარებიან. ვფიქრობ, გამოძიება მივა მათთან.
პოლიტიკური კორუფციისა და მე ვიტყოდი პოლიტიკური პროსტიტუციის, მართლაც უგამოჩენილესი ნიმუშია ჭიათურის მანგანუმისა და ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასთან დაკავშირებული საკითხები, გულდასაწყვეტია, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ამ საქმეებს ბოლომდე შესწავლა ჯერაც ვერ შეძლეს. ეს არ არის მხოლოდ ორი წარმოების ბედზე საუბარი – ჩვენს წინაშეა კლასიკური ნიმუში, თუ ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა როგორ მოახერხა ხელსი ჩაეგდო ორი უდიდესი ობიექტი თბილისში, რუსთავში, რამდენიმე სხვა ქალაქსა და რაიონში. თავიდან ხელში ჩაიგდეს გაზი, შემდეგ ენერგეტიკის, შემდეგ სამშენებლო, ქიმიური და ფერადი ლითონების საწარმოები და ჭიათურასა და ზესტაფონს მიადგნენ. როგორ შეძლეს ეს, ბატონო პრეზიდენტო, ამდენი რამის ხელსი ჩაგდება მარშალის კუნძულებზე რეგიტრირებულმა ქართველმა, ქართული გვარის მქონე პიროვნებებმა. მათ შორის არის დეპუტატიც, საბაჟოს ყოფილი მაღალი რანგის ხელმძღვანელიც, მათ ზურგს უმაგრებენ მაღალი რანგის ხელმძღვანელები, მინისტრები, ყოფილი მინისტრები, ნახეთ, როგორ მოისყიდეს პრესაც, ტელევიზიაც, როგორ ინტრიგებს მიწყობენ -გამოდიან ტელევიზიით, მაშინებენ სასამართლოებით, რატომ არ ჩივიან? მე ვუჩივლე – დღევანდელ ,,იმერეთის მოამბეში~ შეიძლება წაიკითხოთ სასამართლოს განჩინება, ასეთი ბედი ეწევა ყველას, განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც დგას სტატიის უკან, ,,რკინიგზაზე დაწოლილ შაშიაშვილს შევარდნაძე გადაუვლის”. თუ არა ბანდას, ვის შეუძლია ქვეყანაში ასეთი საქმეების გაკეთება?!
ხომ არ გრჩებათ ბატონო პრეზიდენტო შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხმა მაკონტროლებელი და ადმინისტრაციული ორგანოების უმეტესობა მოისყიდა და ამიტომ ნებივრობს? მე მხოლოდ ეს აზრი მრჩება. ვინც არ უნდა იდგეს ასეთი ადამიანების უკან – პრეზიდენტის, გუბერნატორის, პარლამენტის თავჯდომარის, მინისტრის თუ სხვა ხელმძღვანელის ნათესავი, ყველა უნდა მოიკვეთოს! ისიც ცხადია, რომ ბევრი მაღალი რანგის ნაცნობი, მეგობარი და ახლობელი, კლასელის ჩათვლით, მართლაც გათამამებულია! ცოტას ნიშნავს, რომ ვთქვა – უღირს საქციელს სჩადის, უფრო გათავხედებულის. სინდის-ნამუსი რომ არ გააჩნია ეს ერთი, მაგრამ ასეთი ტიპის ადამიანებს უპირველესად სახელმწიფო სამართლდამცავი ორგანოები რომ არ იცავდნენ, ამდენს ისინი არ გაბედავდბნენ, არ არსებობს ძლიერი ნათესავი – არსებობს სუსტი ხელისუფლება, სუსტი ადმინისტრაციული ორგანოები. მე ვფიქრობ, ეს უფრო საწყენია დღევანდელი საქართველოსათვის. ვეჭვობ, ბატონო პრეზიდენტო, ორგანოებმა ამ ბანდის, შეიძლება უკვე ბანდების მხილება შეძლონ, უფრო სწორად, მოინდომონ.
ეს გულდასაწყვეტია და სწორედ ეს არის კორუფციაც და პოლიტიკური კორუფციაც, ღალატიც, მაგრამ მე მინც შევძლებ ვამხილო ამ სიბინძურის შემსრულებელნიც და მონაწილეებიც. საერთოდ, ქვეყანა ასე უგულოდ ექცეოდეს თავის სიმდიდრეს – უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებს, ძირითად ფონდებს, ტექნოლოგიებს და რაც მთავარია, მადანს – ეს მართლაც ნონსენსია! კორუფციის ბუდედ ქცეული ეს წიდა – სახელმწიფო საკუთრებაა და თუ იგი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას გადაეცემა, სახელმწიფოს კაპიტალი აქციათა საერთო პაკეტში რამდენითაც გაიზრდება იმდენითვე გადაეცემა ქარხნის მოსამსახურეებს და საერთოდ, ზესტაფონსა და ჭიათურაში ამ ბანდების თარეში უნდა აღიკვეთოს – ეს არ არის მარტივი, იმიტომ, რომ ეს ბანდები აერთიანებენ სახელმწიფო მოხელეებსაც, პარლამენტარებსაც, კრიმინალებსაც, პოლიციასაც, უშიშროებასაც, ყველა ეს ძალა ნაცვლად იმისა, რომ დაიცვას, სიმართლეს და სიმართლის მთქმელს ებრძვიან ცალკე საუბრის საგანია ის აჟიოტაჟი, რაც ტყიბულში, ნახშირის ბაზაზე თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან არის დაკავშირებული. მხოლოდ ბოროტს, ავანტურისტს შეუძლია ამ ენაზე ისაუბროს, როგორც ამას ზოგიერთი ყოფილი მინისტრი, მისი მოადგილე, თუ პარლამენტარი აკეთებს.
მთელს მსოფლიოში, უპირატესად ელექტროენერგიას ნახშირის ხარჯზე იღებენ, გამონაკლისია საქართველო? რატომ არ აწყობს ზოგიერთს, უპირველესად საქართველოს უმნიშვნელოვანესი ობიექტის მშენებლობა? ვინმე კითხულობს რა მდგომარეობაა ტყიბულში? რა ყოფაში არიან მეშახტეები? რაიონში უმძიმესი სოციალური ფონია, ცხოვრება გაუსაძლისია. ეს ცოტას აწუხებს, და ცოტას ტკივა. შემიძლია ვთქვა ხელისუფლების საკმაოდ დიდ ნაწილში პოზიტიურისადმი, კარგისადმი კეთილგანწყობა არ არის, ებრძვიან ამუშავებულს, ჯართად აქციეს გაჩერებული. გარკვეული პოლიტიკოსებისათვის გაჩერებული უფრო მიმზიდველია, ვიდრე ამუშავებული; იბრძვიან გაჩერებისათვის. გაჩერებული – ეს არის უმუშევრობა, სოციალური დაძაბულობა, არასტაბილურობა. გარკვეულ პოლიტიკურ ძალებსა და პოლიტიკოსებს ეს სწორედ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისათვის აწყობთ. ვკითხულობ: თუ არა პოლიტიკური კორუფცია, რა უნდა ეწოდოს ფეროშენადნობთა ქარხნისათვის სახელმწიფოსაგან კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის დაუბუნებლობას? ეს ხომ ფეროშენადნობთა ქარხნის ფული არ არის – იგი ჭიათურმანგანუმს, ტყიბულნახშირს, ზესტაფონის, ჭიატურისა და ტყიბულის ბიუჯეტებს იმერეთის ბიუჯეტის კონტინგენტს ეკუთვნის..
დიდი მოთმინების უნარი გაქვთ, ბატონო პრეზიდენტო, ამ საკითხებზე არც თქვენი ბრძანებულებები, არც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ სრულდება. ვინც ამას აკეთებს და აკეთებს შეგნებულად, პოლიტიკური მიზნებით, თანამდებობაზეა, ჭკუას გვასწავლის და ზოგჯერ თქვენს შექებასაც იმსახურებს, როდემდე უნდა ვითმინოთ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანები?! ის რაც ფოთიდან წიდით დატვირთული გემის გასვლით მოხდა, არ იყო საკმარისი იმისათვის, 4-5 მინისტრი თანამდებობიდან წასულიყო და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობაც შეცვლილიყო. თუ ეს მათი მიზეზით მოხდა? პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკური ავანტურა არ იყო, როცა ნულოვან აუქციონზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი საწარმოები გაიყიდა? მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ჯართადაა ქცეული. პოლიტიკური კორუფცია- აბა რა შეიძლება ვუწოდოთ იმას, რომ ნულოვანი აუქციონის შემდეგ მიღებული წინა კანონი, გადაწყვეტილება, ქვეყნიდან ჯართის გატანის შესახებ თაობაზე?
დღეს მინდა მადლობა მოგახსენოთ რომ მხარი დაუჭირეთ ჩემს წინადადებას ქუთაისის საავტომობილი, ელექტრომექანიკური, სატრაქტორო, ლითოფონის ქარხნების, შალეულის წარმოების ფაბრიკის, ფეროშენადნობის, ჭიათურმანგანუმის ნულოვანი აუქციონის სიიდან ამოღების თაობაზე.
მარტივი გაანგარიშებით, ამ საწარმოებში 300 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების რკინა და ლითონია და ეს ყველაფერი, შესაძლოა 100-200 ათას დოლარად ეყიდა. ეს არ იყო უდიდესი ანტიკორუფციული ღონისძიება? იყო, მაგრამ მადლობის ნაცვლად, ინტრიგა, ლანძღვა-გინება მივიღეთ.
დრო ჩვენზე მუშაობს! ამას გაძლება უნდა, მაგრამ შეფასების გარეშე ხომ არ უნდა დავტოვოთ ის, რომ ჭიათურის სასამართლომ და ,,ჭიათურმანგანუმის” ძველმა ხელმძღვანელებმა პირველად გაყიდეს წარმოების უდიდესი ნაწილი კაპიკებად.
1997 წლიდან ვწერთ, განგაშს ვტეხთ, შედეგი?! გაიყიდა, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა, ,,საქგაზის” …უფრო სწორად, ,,საქგაზის” ერთ-ერთი დამფუძნებელი – მარშალის კუნძულზე რეგისტრირებული ფირმის რუსთავის ჯგუფმა აიღო ხელში ,,ჭიათურმანგანუმის~ მართვა და რომ არა თქვენი ბრძანებულება, ძნელი იქნებოდა იმის პროგნოზირებაც კი, რას მოიმოქმედებდნენ, მაგრამ ის ფაქტია, რომ წარმოების გაკოტრების საქმის დაწყება შეძლეს. ხომ არ შეიძლება შეფასების გარეშე დავტოვოთ ის ფაქტი, რომ ვალის სანაცვლოდ ქუთაისის შალეული წარმოების გადატანა თურქმენეთში უნდოდათ, და რომ არა თქვენი მხარდაჭერა, შეიძლება მძიმედ დასრულებულიყო ყველაფერი. ვინ იყო ამის ინიციატორი? საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს; ასევე ისიც ხელი რომ არ შეეშალათ, ამ უნიკალური წარმოების ამოქმედება 3-4 წლის წინ შეიძლებოდა.
არ მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, ვინც რეზინის ტექნიკური ნაკეთობების ქარხანა – უნიკალური წარმოება, მთლიანი საწესდებო კაპიტალით, 18 ათას ლარად გაყიდა? ჩვენი პრინციპული პოზიციით, მართლაც უნიკალური რამმოხდა – წარმოება დავიბრუნეთ, მაგრამ ორი წელი ვერ შევძელით ზოგიერთი მინისტრის დარწმუნება, რომ მეცნიერთა ჯგუფს იგი დიდი პროგრამით გადავცეთ. ამით რამდეიმე ასეული კაცი დასაქმდებოდა. ბიუჯეტიც სოლიდურ თანხებს მიიღებდა. წარმოება დღეს გაიძარცვა და გაპარტახდა. მეცნიერებს აღარ სჯერათ, რომ ქვეყნის ხელისუფლებას მისი ამოქმედება უნდა.
იმაზე დიდი კორუფცია რა შეიძლება იყოს, რაც თერჯოლის შამპანურის წარმოების ქარხანასთან დაკავშირებით მოხდა, ჯერ ერთი, ჩვენთან შეთანხმების გარეშე, იგი თურქმენეთს ვალში გადასცეს, თერჯოლის რაიონმა, რომელიც ძირითადად, ამ ქარხნიდან იღებდა უდიდეს შემოსავლებს, პრივატიზაციის შედეგად ვერც ერთი ლარი ვერ მიიღო. შემდეგ მოხდა სრული აფიორა და წარმოება პრაქტიკულად თანხის გარეშე საჩუქრად გადაეცა. მე ვიტყოდი – გაუგებრობას, ზესტაფონში მიწის საკუთრების გადაცემის დაწყების ცერემონიალის დღეს 1999 წლის ივნისში. ამის თაობაზე მოგმართეთ, თქვენ დაავალეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქონების მართვისა და შემოსავლების სამინისტროებს. შედეგი?! – ყველაფერი სახელმწიფოს საზიანოდ. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ქონების მართვისა და შემოსავლების სამინისტროების დაუდევრობით მოხდა.
მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს – დაისაჯოს დამნაშავე, სხვანაირად ხალხი არ დაგვიჯერებს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ინფორმირებული ბრძანდებით ფირმა ,,ოქროს საწმისის~ შესახებ. ხალხი გაანადგურეს – სახელმწიფო არ უნდა გაერკვეს ვინ გააკეთა ეს? გაურკვევლობა აწყობთ პოლიტიკურ ინტრიგნებს. გაჭირვებული ხალხის პოლიტზირება ადვილია და ეს,მართლაც,პოლიტიკური კორუფცია და ავანტურაა.
ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ, დაავალოთ ანტიკორუფციულ საბჭოს, პროკურატურას, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს და პოლიტიკური ავანტურისტებისც ამხილონ. რომ არა ისინი, დღეს ამ გაჭირვებულ ადამიანების საქმე უკეთ იქნებოდა. ვიმეორებ, ამ საქმეს პოლიტიკური ინტრიგნები მიეტმასნენ – მათ ამ საკითხში არც გარკვეულობა და არც მეანაბრეთა დაკმაყოფილება არ აწყობთ. მათი მიზანი ერთია – ეს ხალხი და გაურკვევლობა ცალკეული პოლიტიკოსების, უფრო სწორად ჩემს წინააღმდეგ გამოიყენონ. გაურკვევლობის შემთხვევაში, ჩემს წინააღმდეგ, ამ გაჭირვებული ხალხის მართვა ადვილია. დრო ჩემზე მუშაობს, მაგრამ მეანაბრეები ცოდონი არიან, არ შეიძლება, სახელმწიფომ ისინი ავანტურისტებს ასე საჯიჯგნად მიუგდოს.
იმერეთში, ენერგეტიკასთან დაკავშირებით, პოლიტიკური კორუფციისა და ავანტურის დიდი ნიშნებია. დაწყებული ჰესების – იმერეთის უმთავრესი სიმდიდრის მართვაში უცხოელებისათვის გადაცემიდან, დამთავრებული მოსახლეობიდან სრული კორუფციით ფულის ამოღებაში.
თქვნი მხარდაჭერის შედეგად მივაღწიეთ, რომ თანხა მხოლოდ სალაროებში უნდა იქნეს შეტანილი და სამინისტროსთან ერთად, ჩვენი წამება ინკასატორთა ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ დაიწყო, რომ იმერეთში ყოველთვიურად 500,0 ათას ლარზე მეტი მიდიოდა გარკვეული პიროვნებების ჯიბეში. ფაქტია, ამას პატარა ადამიანები ვერ შეძლებდნენ. ეს თანხა დიდებთან მიდის. ივლისში, მოსახლეობიდან ამოღებული იქნა 600,0 ათასი ლარი, 3-ჯერ მეტი, ვიდრე წლების საუკეთესო მაჩვენებლები იყო, ამან მოწონება კი არა, განრისხება და ინტრიგები გამოიწვია.
თუ საქმე სწორად დარეგულირდა, ბატონო პრეზიდენტო, ამ პროცესების შესახებ პირადად გაცნობებთ. სწორად დარეგულირება კი ნიშნავს ორიენტაციას იმ ადამიანებზე, რომლებიც შეძლებენ, თანხა ხელზე კი არ აიკრიფოს, არამედ სალაროში შევიდეს.ენერგფია მხოლოდ გადამხდელს მიეწოდოს, ეს არის უდიდესი ანტიკორუფციული პროცესი, რომლის წარმატებით დასრულება მხარისა და ენერგეტიკის სამსახურის, ენერგოსაბითუმო ბაზრისა და მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ჯოჯოხეთური პრობლემების მოგვარებას ენერგეტიკიდან ხელისუფლების ყველა შტოში არნახული ფესვგამდგარი კორუფციული სისტემის დამარცხებას შევძლებთ. იმერეთისადმი თითქმის ყველაზე მეტი დავალიანება ცენტრალური ბიუჯეტიდან სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს, რომ ეს პოლიტიკური კორუფციაა.
შიძლება სხვა დასკვნა გააკეთო, როცა ხედავ, რომ წინა წლებში, ზოგიერთ რეგიონში,ქალაქსა და რაიონში საპენსიო თანხები თითქმის სრულიად არის გადმორიცხული მაშინ, როცა იმერეთის ვალი 35 მილიონს აჭარბებს? უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შემიძლია, ხომ არ ვიფიქროთ რომ ეს ყველაფერი სწორედ იმის შედეგია, რომ ჩვენ გარიგებაზე არავისთან წავედით? ეს ასეა, ბატონო პრეზიდენტო! ვინც ეჭვობს, ვთხოვ გაერკვეს, ისიც იგივე დასკვნას გააკეთებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვთანდილ ჯორბენაძეს, რომ ეს მოსაზრება პირველმა გამოთქვა.
დიდი ანალიზი არ არის საჭირო, დაინახო კორუფცია ტრანსპორტში, ბაზრებსა და ბაზრობებში, საერთოდ ვაჭრობის სისტემაში, კვების მრეწველობაში. თუ დიდი გარღვევა არ მოხდა საფინანსო რეფორმები, ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრებით, ამპრობლემების მოგვარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი – უპირველესად, ინტელექტუალური ინტელექტუალური, ეკონომიკური, ბუნებრივი რესურსების, თუნდაც გეოგრაფიული მდგომარეობის. ამ პოტენციალის ქვეყანაში უიმედობა კი არა, სახვალიო განწყობა უნდა იყოს. შეიძლება განხორციელდეს სისტემური ცვლილებები.
როცა ვამბობთ – სისტემაა კორუმპირებული, ეს ლამაზი გამოთქმა კი არა, რეალობაა! კორუმპირებულია ის სისტემა, სადაც სისხლის სამართლის კანონმდებლობა იმდენად ლიბერელიზირებულია, რომ კრიმინალის დაჭერა შეუძლებელი ხდება, ხოლო, საფინანსო-ეკონომიკური, საგადასახადო სისტემა იმდენად დრაკონულია, რომ შეუძლებელია წესიერად მეწარმეობა. გამოდის, რომ სისტემა ხელს უწყობს გარღვევათა ტირაჟირებას, დამრღვევს ამდიდრებს, ახალისებს, წესიერ ბიზნესმენს კი უპერსპექტივოს ხდის.
თუ ვინმეს შეუძლია პოზოტიურზე ილაპარაკოს, ბატონო პრეზიდენტო, იმერეთი ერთ-ერთი პირველია, წარმოების 10%-იანი ზრდა 9 თვეში. 27%-იანი – სექტემბერში. ზრდა სამეწარმეო სფეროს ყველა მიმართულებით: 12% – ვაჭრობაში, 4% – ტრანსპორტში, 13% – მრეწველობაში, 30% – კავშირგაბმულობაში, 8% – მშენებლობაში, გამოშვებული პროდუქციის 40% საზღვარგარეთ გადის. უნიკალურია საგადასახადო მაჩვენებელი, წელს, 9 თვის შესრულების მიხედვით ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა – ზრდის ტემპი 7%-მდე, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1,2 მლნ. ლარით მეტია. 1994 წელთნ შედარები, 12-ჯერაა გაზრდილი საგადასახადომაჩვენებლები. 7-ჯერ ფონდებშიმობილიზირებული თანხები.1996 წელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი საბაჟოს მიერ მობილიზირებული თანხები.
უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესომაჩვენებელია ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით _ 25 მილიონამდე. სულ ბიუჯეტში, ფონდებში და საბაჟოს ხაზით, 50,0 მილინამდე ლარია მობილიზირებული. აქედან 35 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში. 5 მილიონზე მეტი ლარითაა გაზრდილი. განათლებაში თითქმის 2 მილიონით.
ერთი სიტყვით, ფორმალურად ყველაფერი კარგად არის, რეალურად კი _ ყველაფერი ცუდად. სამწუხაროდ, ბატონო ედუარდ, თქვენ მთავრობის სხდომაზე და სხვადასხვა გამოსვლებში ლამაზ ციფრებს მოგცემენ, დღეს კი მე თქვენ მინდა გითხრათ უმძიმესი ციფრები – იმერეთის, იმ მხარის მასშტაბით, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აქვს. თქვენ დაინახავთ ჩვენი სფინანსო და საგადასახადო სისტემის უბედურებასა და კორუფციის მასშტაბსაც. მე ვთვლი, რომ მოგების მაჩვენებელი, ეს არის კორუფციის დონის მაჩვენებელი. ვფიქრობ, ამაში არ ვცდები.
იმ რეგიონში, რომელშიც აღრიცხვა ერთ-ერთი კი არა საუკეთესოა რესპუბლიკაში, 9 თვეში – მოგების გადასახადი 1,8 მილიონს შეადგენს ე.ი. იმ რეგიონში, სადაც გამოშვებულია 90,0 მილიონი ლარის პროდუქცია. ვაჭრობის მაჩვენებელი 250,0 მილიონ ლარს აჭარბებს, ტრანსპორტის – 16 მლნ. მშენებლობა – 12,0 მლნ, კავშირგაბმულობა – 5,0 მლნ, 4,0 მლნ ჯანმრთელობა; სულ 9 თვეში, მიღებულია 9,0 მილიონი ლარის მოგება, მეშინია იმის თქმის, რომ აქედან 5 მილიონამდე რკინიგზას ეკუთვნის, რომ ქუთაისში ორჯერ ნაკლები მოგებაა დარიცხული, ვიდრე სამტრედიაში, და ამ რაიონში იგი, თითქმის მთლიანად რკინიგზაზე მოდის. 9 თვეში მთელ საჩხერეში მოგება – მხოლოდ 25 ათასი, ტყიბულშიც იგივე, ბაღდათში – 40 000, ხონში -45 000, ხარაგაულში – 50 000, თერჯოლაში – 55000, ვანში – 65 000. არ გვეშინია ამ ციფრების? თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, რადგან შედეგები უარესია.
ვხედავ, როგორ სიღრმეში წავიდა კორუფცია, აღურიცხაობა,ხოლო რა მასშტაბში _ ფალსიფიკაცია. შეიძლება ნორმალური საფინანსო სისტემის პიროებში, ერთ-ერთი საუკეთესო საფინანსო მაჩვენებლის რეგიონში, განათლება და ჯანმრთელობა ბიუჯეტს იმავეს აძლევდეს, რასაც ვაჭრობა, ან საწვავის რეალიზაცია? იგივე დარგები 20%-ით მეტს აძლევდნენ ბიჯეტს, ვიდრე ტრანსპორტი? კომუნალური დარგი იმდენს _ რამდენსაც ბაზრები, ბაზრობები და საზკვება ერთად აღებული? შეიძლება ნორმალური საფინანსო სისტემის პირობებში რეგიონში მმართველობაზე გაცემული თანხები, ანუ სახელმწიფო მოხელეების ხელფასები, იმავე იმავე რეგიონში კულტურაზე დახარჯულ თანხებს 30%-ით აღემატებოდეს? მაშინ, როცა კულტურაზე დახარჯული თანხები ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მაღალია? სრული კრახი ხომ არის, როცა ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლის რეგიონში მოხელეებზე გაცემული ხელფასები ტოლი იყოს იმავე რეგიონის ქალაქებისა და და რაიონების მოვლაზე, პლიუს სპორტზე, თავდაცვაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე დახარჯული თანხებისა?
სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას – ქვეყნის საგადასახადო კოდექსმა, აღურიცხაობას კონტრაბანდას, ფალსიფიკაციას, მართლაც გაუგონარი მასშტაბები მისცა. დამადასტურებელი ციფრები: ცხრა თვეში იმერეთის 360-მა საწარმომ და ფირმამ: ბაზრებმა,ბაზრობებმა, რესტორნებმა, ბენზოგასამართმა სადგურებმა, აფთიაქებმა, სურსათისა და შერეული საქონლით მოვაჭრე საწარმოებმა, დეკლარირებული მონაცემებით, ამ სფეროში დასაქმებულ 2400 კაცზე 720,0 ათასი ლარი ხელფასი გასცა.”ფერომ” რომელმაც წლეულს 9 თვეში, ელექტროენერგიის უქონლობის გამო მხოლოდ 5 თვე იმუშავა და სადაც 600 კაცით ნაკლებია დასაქმებული, ვიდრე ზემოთაღნიშნულ ფირმებში, ორ თვეში ხელფასის სახით გასცა 1754,5 ათასი ლარი.პრაქტიკულად ერთიმილიონი ლარით, 2,4-ჯერ ნეტი, ვიდრე ერთად ღებულმამხარის ვაჭრობის ყველა საწარმომ. იმერეტის ვაჭრობის მოცულობა, თბილისის გარდა, საქართველოს თითქმის 45%-ს შეადგენს, ე.ი საუკეთესოა.
რა პასუხი გავცე ფეროელებს” გაცილებით მეტ, 3,4-ჯერ მეტ ხელფასს რომ იღებენ ვიდრე ბენზოგასამართი სადგურის მუშები და ამდენჯერვე (თუ მეტჯერ არა) ცუდად რომ ცხოვრობენ, ვიდრე “მებენზინეები”. ავიღოთ “ჭიათურმანგანუმი” _ მუშაობს პრაქტიკულად, მაისიდან დწყებული და 5 თვეში გასცა 881,3 ათასი ლარი ხელფასი, სულ _ 285,8ათასი ლარით აღემატება მთელს ხარაგაულში 9 თვეში გაცემულ ხელფასებს, ხოლო 328, 7 ლარით იმერეთის ხორბლის გადამამუშავებელ, პურის ცხობის, ხორცკომბინატების, ღვინის, ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, საკონდიტრო და სხვადასხვა კვების პროდუქტების მწარმოებელ, ერთად აღებულ 114 საწარმოში გაცემულ ხელფასს..
სულ “ჭიათურმანგანუმსა” და “ფეროში” წლეულს, 4-5 თვის მუშაობის პირობებში გაიცა 2,6 მილიონი ლარის ხელფასი, რაც 369,1 ათასი ლარით აღემატება ვანის, ბაღდათის, ხარაგაულისა და საჩხერის 667 საწარმოსა და ორგანიზაციაში გაცემულ ხელფასებს. დავაკვირდეთ ციფრებს – ‘ფეროსა” და “ჭიათურმანგანუმში” 4-5 თვის მუშაობით ფაქტიურად გაცემული ხელფასების ხვედრითი წილი იმერეთის სამეურნეო და საბიუჯეტო სფეროს 2476 საწარმოს მიერ გაცემულ მთლიან ხელფასებში თითქმის 12%. ორივე საწარმოში, ხელფასის მქონე 5000 მუშაკია. დარიცხული საშუალო თვიური ხელფასი 104,7 და ფაქტობრივად, გაცემულ 58,4 ლარს შეადგენს. ეს ხომ პარადოქსია, – ჩვენი სახელფასო სისტემა იქ, სადაც აღრიცხვაა, ადამიანს დარიცხული ხელფასის ნახევარს აძლევს, სადაც აღრიცხვა არ არის, იქ ხელფასი დარიცხულზე 405-ჯერ (თუ მეტად არა) მეტია.
ბატონო პრეზიდენტო, იმ ციფრებით, რომლითაც მე ვისაუბრე, ქვეყანაში არ საუბრობენ. თუ გუბერნატორი არ ვარგა და ეს ციფრები მოსაწონი არ არის, იგი შესაცვლელია, მაგრამ ანალიზით ხომ დავრწმუნდებით, რომ ეს მონაცემები საუკეთესოა ქვეყნის მასშტაბით, არ დავფიქრდეთ სისტემის უვარგისობაზე, ქვეყნის მოწყობის პრინციპებზე, მაკონტროლებელი ორგანოების სრულ უმოქმედობაზე და რეალურად არ დავაკვირდეთ სისტემის კორუმპირებულობას?! მე ვფიქრობ, ასე უნდა მოვიქცეთ – მაშინ შევძლებთ ჩვენ დიდი გარღვევის მოხდენას.
სწორედ ამ განწყობით ვემზადებოდით ჩვენ არაერთ სამინისტროსა და უწყებასთან ერთად ამ შეხვედრას, დღევანედელ დოკუმენტებზე მუშაობდნენ რესპუბლიკური ორგანოები, მთავრობის წევრები, პარლამენტის კომიტეტების თავჯდომარეები, უმაღლესი სასწავლებლები, სამეცნიერო ინსტიტუტები. სწორედ ამ განწყობით გთხოვეთ, ბატონო პრეზიდენტო ერთი თვის წინ შეხვედრა, ამ შეხვედრის წინ სწორედ ამ განწყობით და ტკივილით ვწერდი. ძალიან ბევრი გაღიზიანდა, თითიც კი გვიჩვენა, შიშით არ ვცხოვრობ, ჩემს პოზიციას კვლავ ვადასტურებ და იმის მიუხედავად, რომ გამოქვეყნებულია, დღეს ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე წარმოვადგენ.
ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეკონომიკაში კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ამის უპირველესი დასტურია, რომ წლების განმავლობაში, საქართველში შექმნილი პროდუქციის მოცულობა და ქვეყნის ბიუჯეტის თანხები, თითქმის ერთმანეთის ტოლია. ამის დასტურია პრივატიზაცია და მისი შედეგები, პრივატიზაცია, რომელიც ძირითადად ნულოვანი აუქციონით და ვაუჩერებით განხორციელდა, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, რომ ძირითადი ქონება სახელმწიფო მოხელეების, პარლამენტარების, ყოფილი დირექტორების სხვათა გაღარიბებით გამდიდრებულთა ხელში აღმოჩნდა. ყოველივე ამის გამო, მეორე და მესამე პრივატიზაციის ნაცვლად, საწარმოთა უდიდესი ნაწილი ჯართად იქცა. მცირე ტერიტორიისათვის მთავარი საექსპორტო პროდუქცია – ჯართია. ყოველივე ამას, შედეგად , ტოტალური უმუშევრობა მოჰყვა.
დიდი ანალიზი არ სჭირდება იმის დადგენას, რომ 1997 წლის 13 ივნისს მიღებული მთავარი საფინანსო-ეკონომიკური კანონი, საგადასახადო კოდექსი, სწორედ წინა წლების საფინანსო-ეკონომიკური ნგრევის სტიმული გახდა. იმ დღეს ზუსტად იმ დღეს, პარლამენტში, საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ, ჩემი გამოსვლისას გამოთქმული მოსაზრება, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ეს კანონი ქვეყანას ფინანსურ კრიზისს შეუქმნიდა, გამართლდა. იმ დღიდან მოყოლებული, ქვეყნის მეწარმეების, მეცნიერ-სპეციალისტების, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს, მაგრამ ყველაგერი უშედეგოდ მთავრდება. მოთხოვნა მარტივია: ლიბელარული საგადასახადო სისტემა – აღურიცხაობის, კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციისათვის საწარმოს გაკოტრებამდე საჯარიმო სანქციებით სახელმწიფომ შეასრულოს უმთავრესი ფუნქცია – ქვეყანაში შექმნას კონკურენტული გარემო, ერთიანი სამართალებრივი, ეკონომიკური, საფინანსო-საგადასადო და ეკონომიკური სივრცე. ეკონომიკაზე, ანუ ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრის ნაცვლად, სახელმწიფო ინტრიგებმა მოიცვა. პოლიტიკური დაპირისპირება აპოგეას აღწევს. პასუხიემგებლობა მკვდარია, კორუფციამ გონებისათვის მიუწვდომელი მასშტაბებს მიაღწია – აღურიცხაობა, კონტრაბანდა, ფალსიფიკაცია ცხოვრების წესად იქცა, ქვეყანა კონტროლირებად, ნაკლებ კონტროლირებად და უკონტროლო რეგიონებად, ბიზნესის ზონებად დაიყო; მართვის სისტემა კორუმპირებული გახდა; თვით ბიუჯეტი და კანონია კორუმპირებული ე.წ სამართლებრივმა რეფორმებმა კორუფცია გააძლიერა და უხელფასო სახელმწიფო მოხელეებს, სამართალდამცავებს, უამრავ და უაზროდ შექმნილ მაკონტროლებლებს მიმართულება კორუფციისკენ მისცა (ამისგან თავის დაცვა მხოლოდ ძლიერებმა სესძლეს) სამწუხაროდ, ამ სისტემის შექმნილმა პოლიტიკურმა ძალებმა ბრძოლა ცალკეული მოვლენებისა და პიროვნებების წინააღმდეგ დაიწყეს. პოპულიზმმა ქვეყანა გადათელა, იგი დიდ პოლიტიკურ თეატრად იქცა. შეიქმნა სიტუაცია, როცა ყველა ერთმანეთს, ანუ ყველა ყველას ებრძვის დაიკარგა სახელმწიფო ინტერესი, სახელმწიფო აზროვნებაც და სახელმწიფო კაციც. შეურაცხოფილია პატიოსნება, სძულთ წესიერი კაცი – მით უფრო, თუ იგი ხელისუფლეაშია. მშიერი და დაუძლურებული ხალხი უყურებს ამ უაზრობას, სამწუხაროდ, შვებასაც ამაში პოულობს. მშიერმა და დაუძლურებულმა ხალხმა კერპად პოლიტიკური აქციები, მან ყალბი გმირი შექმნა. ეს არის პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქა.როცა ღირსეული შეურაცხოფილია.
დღეს ყოველგვარი ეჭვის გარეშე დამაჯერებლად შეიძლება ვთქვა: კაბალური საგადასახადო სისტემა – ანუ ,,თუ არ იქურდე – ვერ მუშაობ! – გარკვეული პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების ინტერესი იყო და დღესაც არის. უნდა გაძლიერებულიყო პოლიტიკური გავლენა მეწარმეებზე, სამწუხაროდ მეწარმეთა არნახული პოლიტიზირება მოხდა.
მეწარმე ან მმართველ პარტიას შეუერთდა, ან ოპოზიციას, ან პარლამენტის წევრი გახდა, ან სახელმწიფო მოხელე, ან კიდევ მფარველი გაიჩინა ხელისუფალის ან ხელისუფლების სახით. გარეთ დარჩენილთა უმეტესობამ ქვეყნის უბადრუკი საფინანო – ეკონომიკური პოლიტიკით მდგომარეობის გამართლება კარგად ისწავლა – წარმოება დაქცევამდე მიიყვანა და ჯართის გაყიდვას და ფართობის გაქირავების, იჯარით გაცემის პოლიტიკას შეუერთდა. მეწარმეთა აბსოლუტურ უმრავლესობას, დღეს მოსწონს ის ხელისუფალი და პოლიტიკოსი, რომელთანაც თანხით, ქრთამით, აღებ-მიცემობით არის დაკავშირებული. დამღუპველი საფინანსო პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს მთავარ ბიუჯეტის მთავარ შემოსავლებს არა სამრეწველო საწარმოები არამედ მომსახურე დარგები_ ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, და გაზით მომარაგება წარმოადგენს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიუჯეტისათვის მსხვილ გადამხდელად ითვლება – ბიუჯეტს იგი დიდ საწარმოებსა და ცნობილ ფირმებზე გაცილებით მეტს აძლევს. ქვეყანაში რეალურად მოგება აქვს მხოლოდ მომსახურე დარგებს. ქვეყანაში მეწარმეთა და ფიზიკურ პირთა დიდი ნაწილი _ 95% დოკუმენტაციის მიხედვით, წამგებიანია, დამღუპველი საფინანსო პოლიტიკის შედეგია დანგრეული ეკონომიკა, უფულო ბანკები და ფულიანი მდიდარი ბანკირები. დამღუპველი საფინანსო პოლიტიკის შედეგია არა კორუფციით მიღებული, არამედ, ხელოვნურად გაზრდილი ფასები ელექტროენერგიაზე, გაზზე, წყალზე, პრაქტიკულად, საქართველოს ბიუჯეტის დიდი ნაწილი არის არა პროდუქციის შექმნით, არამედ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული, კრიზისში მყოფი ეკონომიკიდან წაგლეჯილი თანხები,. ხელისუფლების ნაწილს ეს არ ესმის, მათ ქვეყანა საკუთარ ბიზნესად აქციეს, მათ არ აქვთ გაცნობიერებული ზემოთაღნიშნული პრობლემებით გამოწვეული ტოტალური საფრთხე. ბოლო წლებში, საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, საბიუჯეტო ტერორი, მაფიოზური დაჯგუფებების დიქტატი და საბიუჯეტო ტერორი, რომელიც გადამწყვეტ ფაზაში შედის, გააზრებული, ღონიერი ნაბიჯების გადადგმას, პოლიტიკურ-ეკონომიკრი პროცესების სწორად წარმართვის აუცილებლობას წარმოშობს. ვეჭვობ, რომ მდგომარეობა ერთ ან ორ დღეში გამოსწორდეს, თუმცა, ზოგიერთი საკითხის შესახებ კამათი, მსჯელობა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება დღესვეა საჭირო.
ასე ცხოვრება, მართლაც, აღარ შეიძლება. საჭიროა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება მეცნიერთა, მეცნიერ-ეკონომისტთა და პრაქტიკოსთა მიერ შემუშავებული რეკონმენდაციებით და არა მსოფლიო სავალუტო ფონდის ყურმოჭრილ მონად ყოფნა. საჭიროა სისტემა, სადაც მეწარმეს არ აწყობს აღურიცხაობა, როცა იგი პოლიტიკური საქმიანობით მდიდრდება და არა თაღლითობით. სისტემა, როცა მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ აღურიცხაობით, კონტრაბანდითა და ფალსიფიკაციით მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი, ხოლო ღარიბი კიდევ უფრო მდიდარი,ხოლო ღარიბი კიდევვ უფრო ღარიბი ხდება,ქვეყანა მუდმივ კრიზისშია.
საჭიროა ქვეყნის საფინანსო პოლიტიკის რადიკალური ცვლილება მეცნიერთა და პოლიტიკოსთა მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით და არა მსოფლიოს სავალუტო ფონდის ყურმოჭრილ მონად ყოფნა საჭიროა სისტემა, სადაც მეწარმეს არ აწყობს აღურიცხაობა, როცა იგი ეკონომიკური საქმიანობით მდიდრდება და არა თაღლითობით. სისტემა, როცა მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ აღურიცხაობით, კონტრაბანდითა და ფალსიფიკაციით მიღებული დბალი ფასები ხალხისთვისაც უბედურებაა დაქვეყანასაც ანგრევს, რომ აღურიცხაობით კონტრაბანდით და ფალსიფიკაციით მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება, ხოლო ღარიბი უფრო ღარიბი ხდება, ქვეყნანა მუდმივ კრიზისშია.
საჭიროა სისტემა, როცა მხარდაჭერილია ძლიერი, როცა ქვეყანა დგას არა სუსტთა იდეოლოგიაზე, როგორც ეს დღესაა საქართველოში, არამედ ძლიერზე, მოაზროვნეზე, ზნეობრივზე, სახელმწიფო კაცზე, მშენებელზე და აღმაშენებელ პოლიტიკოსზე. ქვეყნის გადარჩენის ხაზი ეკონომიკის, მეწარმეობის, ბიზნესის განვითარებზე გადის. ჩვენ დავიწყეთ ამ გზით სიარული, მაგრამ შედეგი არ ჩანს – არ არის მხარდაჭერა და ამ გზით სიარულს აუცლებლობა ვერც ჩვენს სამსახურებში, მაკონტროლებელ და საგადასახადო ორგანოებში, ვერც მეწარმეებში გაცნობიერდა. ჩვენ პოზიციას არ ვცვლით – ქვეყნის გადარჩენა, სულიერების დამკვიდრება მხოლოდ მეცნიერებისა და მეცნიერთაგან მხარდაჭერილ მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარება შეუძლია.
19 ოქტომბერს, იმერეთში, დიდ ეკონომიკურ შეხვედრას ვაწყობთ. ვიწვევთ ყველას – ეკონომისტებს, მეცნიერებს, მეწარმეებს,ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენი მიზანია ძალადობის პოლიტიკა შეიცვალიოს ახალი ეკონომიკური პოლიტიკით. ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ჩემთვის დავით აღმაშენებლის, ჩვენი დიდი წინაპრების, ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკაა. მთელს მსოფლიოში ეკონომიკას მეწარმეობას საფუძვლად უდევს დავით აღმაშენებლის, ჩვენი მეფეების იდეოლოგია. 3-4-ჯერ ნაკლებ გადასახადს ახდევინებდნენ იმას, ვინც მიწას ამუშავებდა, მხარს უჭერდნენ საქმის კაცს და არა უსაქმურს. ეს პინციპი უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში – მხარი მოაზროვნეს, ძლიერს, პროფესიონალს და საქმის კაცს უნდა დავუჭიროთ და არა სუსტს, გაუნათლებელს, არაპროფესიონალს, უსაქმურს.
დღეს ხომ პირიქითაა! ასე ცხოვრება მართლაც, აღარ შეიძლება! ასეთი განცხადება გავაკეთე, ბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე თვის წინათ, მასში გამოთქმულ ყველა წინადადებას, ყოველ სიტყვას ვადასტურებ დღესაც. ქვეყანაში ეკონომიკურმა, მე ვიტყოდი, საერთო კრიზისმა, მართლაც კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, და ასე ცხოვრება მართლაც აღარ შეიძლება. ეს დასკვნა დიდი ანალიზის, ფიქრის, განსჯის, მეცნიერებთან კონსულტაციებისა და დათათბირების შედეგია. კარგად მესმის, როცა ასეთი მძიმე ანალიზს წარმოადგენს პიროვნება, როცა ამას აკეთებს უდიდეს, 1000-კაციან შეკრებაზე პრეზიდენტთან, ან პრეზიდენტის ოპოზიცია უნდა იყოს, ოპოზიციურ ძალას უნდა წარმოადგენდეს, ან მას მდგომარეობის შეცვლის რწმენაც უნდა ჰქონდეს. ორთავე შემთხვევაში, ამ პიროვნებას ასეთი გამოსვლის უფლება უნდა ჰქონდეს და მდგომარეობის გამოსწორების პროგრამაც. ოპოზიციონერობა დღეს ყველაზე ადვილია და მოდური, განსაკუთრებით ადვილია პრეზიდენტის ოპოზიციაში ყოფნა, რაც ადვილია, მას სუსტნი ეტანებიან. .
არაერთგზის მითქვამს და დღესაც ვადასტურებ, ბატონო პრეზიდენტო, იმის მიუხედავად, რომ ბევრმა თქვენმა გადაწყვეტილებამ გული მატკინა, მე თქვენი ოპოზიცია არასოდეს ვიქნები, თქვენი კრიტიკით, ლანძღვა-გინებით, ავტორიტეტის მოპოვების ყალბ გზას არასოდეს დავადგები, მიუხედავად იმისა, რომ ხალხში პატივით სწორედ თქვენდამი ოპოზიციურად განწყობილნი უფრო სარგებლობენ და ქვეყნის, ხალხისავე სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი პატივით – თქვენდამი მტრულად განწყობილნი. ვიცი ეს გზა მდაბიოთა, სულმოკლე პოლიტიკოსთა, ქვეყნის ნგრევის გზაა და მომწონს თუ არა, მე პრეზიდენტი, ამ გზას არასოდეს არ დავადგები, რადგან პირველ რიგში, ქვეყანა მიყვარს და ჩემში მდაბიო სულმოკლე პოლიტიკოსი ყოველთვის ზიზღს იწვევს.
მე მწამს, ბატონო პრეზიდენტო, რომ მდგომარეობის შეცვლა რეალურად შეიძლება. ყველაზე მეტად ეს თქვენ შეგიძლიათ. საჭიროა რისკიანი და გაბედული რეფორმები, რომელთაც დასაწყისში ხალხის მხარდაჭერა არ ექნება, მაგრამ გარკვეული ეტაპების შემდგომ, ხალხში გაცნობიერდება მათი გარდაუვალობა და მხარდაჭერა განსაკუთრებული იქნება. მე მწამს და მჯერა, თქვენ ეს შეგიძლიათ. დღევანდელი ეს საუბარიც ამის დასტურია. დასტურია იმის, რომმე პირადად მწამს თქვენი და ხმამაღლა ვაცხადებ ათასგზის ნათქვამს: მე თქვენ არ გაქებთ, მაგრამ მხარს გიჭერთ. ვინც გაქებთ, ისინი გითხრიან ძირს და გღალატობენ. ვინც არ გაქებთ და მხარს გიჭერ, თქვენ, სამწუხაროდ, მათ ნაკლებად უსმენთ, ვხედავ, ვგრძნობ ამას, მაგრამ პოზიციას არ ვიცვლი. ჩემთვის მთავარი თანამდებობა კი არაა, არამედ ის, რომ კაცი იყო, კაცის სახელი გერქვას, არ მინდა დავიჯერო, რომ თქვენს მაქებრებს უფრო აფასებთ, ვიდრე თქვენდამი კრიტიკულად განწყობილ მხარდამჭერთ, პრეზიდენტს ხალხი უნდა აქებდეს და არა ხელისუფალი. ხალხში თქვენი მაქებართა რაოდენობა კატასტროფულად მცირდება – ხელისუფლებაში, განსაკუთრებით, აღმასრულებელში კი მათი რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ეს მართლაც კატასტროფაა. კარგ შედეგს არ მოიტანს. მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, მლიქვნელებისა და დამსმენებისაგან განთავისუფლება, ხელისუფლებაში სუფთა, ნიჭიერი, პროფესიონალი და კარგი ორგანიზატორების მოწვევა, მათთვის კორუმპირებული სისტემის რეფორმირებაა საჭირო და თქვენ ხალხის არნახული მხარდაჭერა გექნებათ. .ვიდრე ეს შანსი იქნება, ვიდრე თქვენ ამ მიმართულებით იმოძრავებთ – თქვენ ძალიან ბევრის, მათ შორის ჩემი მხარდაჭერა გექნებათ. ამისათვის მე არაფერს არ ვითხოვ, პირიქით, ბორჯომში თქვენთან ჩემი განთავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადება ძალაშია. ვიმეორებ, თქვენი ოპოზიცია მე არასოდეს ვიქნები, დაწინაურებას რომ არ ვითხოვ, ეს, ბატონო ედუარდ, თქვენ კარგად იცით, ბევრ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და ჩემი ეს პოზიცია, განსაკუთრებულად, 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დავადასტურე. მხარს გიჭერდით განსაკუთრებულად არჩევნების წინა დღეს, 8 აპრილს, დიდი სატელევიზიო მიმართვა გავაკეთე ამომრჩევლებისადმი, ხოლო თქვენი პრეზიდენტად არჩევიდან ორი დღის შემდგომ, ჟურნალისტების წინაშე გავაკეთე განცხადება, რომელსაც დღესაც ვადასტურებ: ,,ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე იქნება, უფრო მაღალ თანამდებობას, ვიდრე მიჭირავს, არავინ შემომთავაზებს, არც მინდა, რადგან მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალშიც ისე, როგორც 1992 წელს- თანამდებობაზე მხოლოდ არჩევნებით მოვედი, ვიცი, ამ თანამდებობაზეც დამჯიჯგნიან, მე ედუარდ შევარდნაძეს მხარს ვუჭერდი არა იმიტომ, რომ დამაწინაუროს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე, მასზე მეტის გაკეთება ქვეყნისათვის სხვას არავის შეუძლია.~ ვადასტურებ ჩემს პოზიციას კიდევ ერთხელ, დღეს 2001 წლის 19 სექტემბერს, პრეზიდენტის თანდასწრებით ასე სახალხოდ და საჯაროდ. რატომ მწამს, რომ თქვენ შეძლებთ სიტუაციის შეცვლას – თუ ეს გამოუსწორებელი ოპტიმისტობაა, ან რეალურ ანალიზს ეყრდნობა – ეს ჩემი მოხსენების ბოლო აბზაცი იქნება.
მანამდე კი რამდენიმე სიტყვით იმის თაობაზე, მაქვს თუ არა მე ასეთი საუბრის უფლება. უფლების შესახებ – ეს დღევანდელი საქართველოსთვის მძიმეზე მძიმე საკითხია.
მე ვფიქრობ, პოლიტიკოსებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ სხვისი კრიტიკის უფლება უნდა მოიპოვო. ამ უფლებას შენი ცხოვრების წესი და შენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავგანწირვისათვის მზადყოფნა უნდა გაძლევდეს. ღმერთმა ასე ინება, რომ პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთში 19 სექტემბერს დაემთხვა, სამი წლის წინათ, იმერეთმა სიცოცხლის ფასად, დიდი სისხლისღვრა ააცილა მთელს ქვეყანას, სიმშვიდე მისცა საქართველოს, დედა-თბილისს. ასეთი თავგანწირვის ბევრი მაგალითი იმერეთს, ქუთაისს, მის ცალკეულ ხელმძღვანელს, უკნასკნელი 10 წლის განმავლობაში არაერთხელ უჩვენებია. სხვისი კრიტიკის უფლება შენი კაცური და მართალი ცხოვრების წესია. ხალხს ნაკლებად სწამს, რომ ხელისუფლებაში ასეთი ადამიანები არიან, მაგრამ საბედნიეროდ, რომ არიან, ამას დრო დაადასტურებს. ამ საკითხზე მეტს არაფერს ვიტყვი – დრო გაცილებით მეტს იტყვის.
მთავარზე მთავარი, ბატონო პრეზიდენტო, ის არის, რას გთავაზობთ იმერეთი. როგორია ჩვენი წინადადებები, რაში ვხედავთ გამოსავალს, იმერეთთან დაკავშირებული ბევრი საკითხის შესახებ, განსაკუთერებულად სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში. დღეს საავტომობილი ქარხანაში დიდი თათბირი შედგა.
თქვენი, თითქმის მთელი მთავრობის შემადგენლობით განვიხილეთ უმნიშვნელოვანესი საკითხები, დაწყებული ქვეყნის დიდი ეკონომიკური ღერძის, ჭიათურა-ზესტაფონი – ტყიბულის უმწვავესი პრობლემით, მხარის სამრეწველო პოტენციალის მოქმედებაში მოყვანის, ნულოვანი აუქციონების ნაცვლად, მეცნიერთა მონაწილეობით პროგრამების პრივატიზებით, საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო გზების დიდი პროგრამითა და ამვლელი გზის შესაძლო მშენებლობით – ქუთაისში, მდინარე რიონზე, ევროგაერთიანების მხარდაჭერით დიდი ხიდის აგებით დამთავრებული. უმნიშვნელოვანესად ვთვლი ტყიბულში, თბელექტროსადგურის მშენებლობასთან,”ჭიათურმანგანიუმსა” და “ფეროს”. საავტომობილო, ელექტროტექნიკური, სატრაქტორო,ლოთოფონის საწარმოებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.მართალია, წლის ბოლომდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, მაგრამ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა ეფექტურობა ამპერიოდმაც უნდა დაადასტუროს.
ეკონომიკური აზროვნების კუთხითაც კი, უდიდეს გარღვევად ვთვლი, საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე, მაღალი ტექნოლოგიების პარკის, ბიზნესის ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე გამართულ მსჯელობას. უკვე მომავალ წელს უნდა ვიგრძნოთ იმერეთის ენერგოპოტენციალის – უპირველესად, ჰიდროელექტროსადგურების ამოქმედებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები. დღევანდელი ,,იმერეთის მოამბე” – არის იმერეთის პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ გამოცემული ნომერი. არ მეეჭვება, თქვენს ვიზიტს, ბატონო პრეზიდენტო, მოყვება თქვენი სპეციალური განკარგულება, რომელშიც აისახება ყველა მთავარი პრობლემა – ეკონომიკური, ფინანსური თუ სოციალური ხასიათის. ეს იმერეთს, მთელს საქართველოს სჭირდება.
დარწმუნებული ვარ, თქვენს განკარგულებაში მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენი წინადადება 2002 წლის მაისში, იმერეთში, ქუთაისში ბიზნესის საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის შესახებ. ჩვენ გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ და, პრაქტიკულად ახალ ფორმას – იმერეთის ბიზნეს – შესაძლებლობათა პრეზენტაციის მოწყობას, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში, ჩვენ გვჭირდება თქვენი პირადი დიდი მხრდაჭერა, ქვეყნის ყველა სამინისტროსა და უწყების პრაქტიკული მონაწილეობა მის ორგანიზაციასა და ჩატარებაში.
ჩვენ დაჟინებით მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენს განკარგულებაში შევიდეს იმ წინადადებების შესწავლა, რომლითაც ჩვენ, წლების განმავლობაში ვითხოვდით. დრო ადასტურებს, რომ სწორადაც, მაგრამ მთელი რიგი სახელისუფლებო რგოლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო, მხოლოდ კეთილ სურვილებად დარჩა. არ მინდა გადაჭარბებულად ჩათვალოთ, მაგრამ ვთვლი, რომ დანაშაულია, როცა იწონებენ წინადადებას, შემგომ თითს თითზე არ ადებენ მისი შესწავლისა და რეალიზებისათვის. ამ განწყობამ წალეკა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, ბატონო პრეზიდენტო. 1997 წლის 13 ივლისს გამოვედი პარლამენტში – არნახული შეფასებები, მხარდაჭერა – მოქმედება არავითარი.
ათამდე რეფორმატორული წინადადებით მოგმართეთ პირადად თქვენ, 1995-2000 წლებში _ რეზოლუციები ბრწყინვალე _მოქმედება არავითარი. 2000 წელს, 11 თებერვალს გამოვედი პარლამენტში წარვადგინე წინადადებათა პაკეტი საფინანსო საბიუჯეტო მოწყობის თაობაზე. წარმოუდგენლად მაღალი შეფასება, შედეგები – ნული..
თქვენი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მთავარი ეტაპი 2000 წლის 8 თებერვალს გელათში დაიწყო – დიდი სიტყვა წარმოითქვა დავით აღმაშენებლის საფლავთან და საარჩევნო კომპანია დაამთავრეთ იმერეთში ქუთაისში – 7 აპრილს, ამ დარბაზში დიდი შეხვედრით, რომლის ტრანსლაცია მთელ საქართველოში მიმდინარეობდა. იმ დღეს, ამ დარბაზში ისტორიული რამ მოხდა – ხელი მოეწერა შეთანხმებას თქვენი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატსა და იმერეთის ინტელიგენციას შორის. ეს იყო მთელი პროგრამა – იმერეთის მძლავრ ეკონომიკურ ცენტრად, ქუთაისის, იმერეთის დიდ სამეცნიერო და სუნივერსიტეტო ქალაქად, მხარედ ჩამოყალიბების, კულტურის, ხელოვნების, განათლების, სპორტის მხარდაჭერის, რეფორმების საბიუჯეტო-საფინანსო სისტემის, სოციალური სფეროს პროგრამა. ეს იყო და არის დიდი დოკუმენტი, თქვენ მას წინასწარ გაეცანით, ყველას თანდასწრებით ხელი მოაწერეთ, იმერეთმა ამის გამო მხარი დაგიჭირათ არჩევნებში. თქვენ ამ დოკუმენტს რეზოლუცია გაუკეთეთ. შედეგი – პრაქტიკულად ნულის ტოლი.
ამ საკითხებისათვის ხაზი შემთხვევით არ გამისვამს, ბატონო ედუარდ. ეს შაშიაშვილის პროგრამები კი არ არის – მათ მომზადებაში მეცნიერები, სპეციალისტები, ექსპერტები, მონაწილეობდნენ, მხარდაჭერილია სამხარეო სათათბიროს მიერ. ამ ადამიანებში ეს განწყობა გულგატეხილობას და ხელისუფლებისადმი ცუდ განწყობას იწვევს. მძიმე რამ მინდა ვთქვა, მაგრამ მთელი გულწრფელობით: კორუფცია არ არის მხოლოდ ქრთამი, კორუფცია თანამდებობრივი დანასაულია. არის თუ არა კორუფცია და თანამდებობრივი დანაშაული კარგიწინადადების, კარგი პროგრამის უყურადღებოდ დატოვება? მე მხოლოდ ერთი შეფასება მაქვს – არის! ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამები და წინადადებები კარგი რომ იყო, ამას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება აღიარებს. უყურადღებოდ რომ ტოვებს – ეს რეალობაა. ეს არის, სწორედ პოლიტიკური კორუფცია, კორუმპირებული სისტემა, რაც ანგრევს ამ ქვეყანას და ხალხს გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს.
დიდი სურვილი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, თქვენმა ვიზიტმა სხვა კვალი დატოვოს და არა მარტო იმერეთში, არამედ მთელი ქვეყნის ცხოვრებაში, რადგან ჩვენი პროგრამები და წინადადებები, მხოლოდ იმერეთს არ ეხება და დასაფასებელია, რომ იმერეთში კუთხური კი არა, საქვეყნო განწყობაა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ მთავრობის წევრთა მონაწილეობით, მალე ჩამოყალიბდება პროექტი თქვენი ხელმოწერის შემდგომ იქცევა პროგრამად, რომლის შესრულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დაწესდება და თქვენ, პირადად მოგხსენდებათ ყველა რგოლისაგან მისი შედეგების მიმდინარეობა.
სასურველია, 2002 წლის ექვსი თვის შედეგების მიხედვით შესრულების მიმდინარეობა მოისმინოს მთავრობის სხდომამ. სასურველი იქნება წლის შედეგების განხილვაც ჩატარდეს სახელმწიფო მიისტრის ხელმძღვანელობით.
ჩვენ დღეს, ბატონო პრეზიდენტო, გადმოგეცით წინადადება მთავრობის სხდომაზე ჩემი ანგარიშის მოსმენის თაობაზე კორუფციის წინააღმდეგ გაწეული მუშაობის თვალსაზრისით. პირადად მე ამ საკითხის განხილვას პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ არ მინდა იგი ისევე იყოს, როგორც ხშირად მთავრობის სხდომას ამ საკითხზე მინისტრებისა და გუბერნატორებისაგან წარედგინება ინფორმაციები, საერთოდ, მე მთავრობის სხდომაზე სახელისუფლებო რგოლებში ინფორმაციების მოსმენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ასეთ დროს, ავტორები გაკეთებულზე საუბრობენ. ტყუილ-მართალს, გაკეთებულ-გაუკეთებელს ერთმანეთში ურევენ და ძნელი ხდება დასკვნის გაკეთება. თუ ყველა ასე ებრძვის კორუფციას, როგორც მთავრობის სხდომებზე თქვენ გარწმუნებენ, მაშინ რატომ იზრდება ასე მისი მასშტაბები?
მე მინდა მთავრობის სხდომას ინფორმაცია კი არ წარვუდგინო, არამედ ანგარიში ჩავაბარო, როცა თანამომხსენებლები იქნებიან ქვეყნის პროკურორი, ანტიკორუფციული საბჭოს თავჯდომარე, შინაგან საქმეთა მინისტრი, კონტროლის პალატის თავჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სტატისტიკის დეპარტამენტის თავჯდომარე, ანგარიშის მოსმენას წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ყველა სახელისუფლებო რგოლის, ყველა სამინისტროსა და უწყების, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის მიერ იმერეთში რეგიონულ რგოლებში მდგომარობის შესწავლა. ეს შეხვედრა არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის. ცნობილი უნდა იყოს ყველა სახელისუფლებო რგოლის, სამინისტროს, უწყების, არასამთავრობო სექტორის კომისიის შემადგენლობაც, ადგილსამყოფელიც შესწავლის პერიოდში, თითოეული წევრის ტელეფონის ნომერი. ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს მათთან შეხვედრის თავისუფლება – იმის თავისფლება, რომ ყველა თანამდებობის პირი – დაწყებული რწმუნებულებით, ყველა სახელისუფლებო რგოლზე – დაწყებული სამხარეო ადმინისტრაციით – კომისიის წევრებს წარედგინოთ მამხილბელი დოკუმენტები. მთავრობის სხდომამ ანგარიში , სწორედ ასეთი დიდი შესწავლის შემდგომ უნდა მოისმინოს. ძალიან მინდა, ბატონო პრეზიდენტო მხარი დაუჭიროთ ამ წინადადებას. ეჭვი არ მეპარება, თქვენსგანკარგულებაში ეს მომენტიც ჰპოვებს ასახვას.
ბატონო პრეზიდენტო, ბატონებო, ნება მომეცით, ჩვენი პროგრამის პრაგმატული ნაწილიდან, ზოგადი ხასიათის მოსაზრებაზე გადავიდე და გამოვხატო ჩემი პრინციპული პოზიცია ფართო პლანის მე ვიტყოდი, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზოგიერთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთა გარეშეც კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის მოქმედებაში მოყვანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება შეუძლებელია. პირველი: მიუღებელია ქვეყნის მოწყობის და ხალისუფლების დანაწილების დღეს არსებული სისტემა. ჩვენ ვცხოვრობთ ზეცენტრალიზებულ ქვეყანაში. მთელი უფლებები ცენტრის ხელშია, მოვალეობები ვერტიკალურად ნაწილდება და უფლებები რაც უფრო მცირდება, მით უფრო იზრდება მოვალეობები. ესაა მახინჯი სისტემა. ამ სისტემის პირობებში ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება დემოკრატიული იყოს, ამ სისტემის პერიოდში ჩატარებული არჩევნები ამწვავებს კრზისს, აძლიერებს კორუფციას.
ქვეყნის მართვა – ეს არ არის ხელისუფლებისა და ძალაუფლების კონცენტრაცია, ესაა ხელისუფლებისა და ძალაუფლების დანაწილება. განუსაზღვრელი უფლებების სამინისტრო, მაკონტროლებელი რესპუბლიკური ორგანო და ყოვლად უუფლებო მერია, გამგეობა, საკრებულო, როგორც დღეს საქართველოში გვაქვს – ქვეყანას არაფერს კარგს არ უქადის. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სწრაფვა არის არა მარტო დიდი უფლებების რგოლებისაკენ, არამედ უუფლებო სახელისუფლებო რგოლებისა და თანამდებობებისაკენ, კიდევ უფრო დიდი პარადოქსი – პრაქტიკულად, უხელფასო თანამდებობებისაკენ. რატომ? ქვეყანაში შემორჩა ძველი სტერეოტიპი – შიში თანამდებობის პირისადმი. ამ შიშის უკან კორუფცია, საკუთარი ბიზნესის დაცვა დგას. აი რატომ მიდის დღეს ძალიან ბევრი, თუნდაც უუფლებო და უხელფასო თანამდბობაზე. სწორედ ეს არის კორუფციული სისტემა.
პირველი საჭიროა ქვეყნის მართვის სისტემის სრული რეფორმა, ხელისუფლებისა და ძალაუფლების დანაწილება იმ პრინციპით, რომ ქვედა რგოლების უფლებები გაიზარდოს, ყველა დონეზე უფლება – მოავლეობების საკითხი გადანაწილდეს და სინქრონიზებული იყოს. სერიოზულადაა გადასაწყვეტი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპი.
დღეს არსებული ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის პრინციპია – ყველას ყველაფერი ეხება, პასუხს ყველა ყველაფერზე აგებს და ყველა ყველას უფროსია. დემოკრატია კოლექტივიზმი არ არის. დემოკრატია პერსონიფიცირებაა. კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული პიროვნების პასუხისმგებლობა. იმაზე მეტი სიმახინჯე რა უნდა იყოს, როცა ქვეყანაში ყველა დონის ხელისუფლება ფიქრობს, რომ კარგად მუშაობს, და ამ დროს ქვეყანა თავზე გვენგრევა, თუ კარგად ვმუშაობთ, საქმე რატომ მიდის ცუდად?
მეორე: გასატარებელია ფართომასშტაბიანი საფინანსო, საერთოდ ფულად-საკრედიტო რეფორმა. დღეს არსებული, გამომდინარეობს სახელმწიფოს მოწყობიდან, ზეცენტრალიზებული სახელმწიფო მოწყობა ზეცენტრალიზებულ ფულად-საკრედიტო სისტემითაა გამაგრებული. არ მეშინია ვთქვა, ქვეყანა ცხოვრობს დანაშაულებრივი საგადასახადო კოდექსით, რომელმაც მოკლა ეკონომიკა, მოგვიტანა სრული უმუშევრობა, სხვა ქვეყნის მონად გვაქცია, გონებისათვის მიუწვდომელი მასშტაბი მიეცა კორუფციას, გააძლიერა დაპირისპირება,, ინტრიგა. დრო არ ითმენს, საჭიროა ქვეყნის საგადასახადო სისტემის სრული ლიბერალიზაცია, პარალელურად, აღურიცხაობისათვის ჯარიმების დრაკონული, გაკოტრებამდე მისული სისტემით – ისე, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია. ცხადზე უცხადესია, რომ ქვეყნის საბაჟომ სოფლის მეურნეობა, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, საქართველოს ტრადიციული დარგები გაანადგურა და რამოდენიმე ათეული ხელისუფალი და ქვეყნის ერთი-ორი რეგიონი გაამდიდრა. ამას საქართველოსათვის საუკუნის დანაშაული შეიძლება ეწოდოს. ქვეყანას სჭირდება ისეთი საბაჟო რეჟიმი, რომლის დროსაც მაღალი საბაჟო განაკვეთი იქნება იმ პროდუქტზე, რომელიც საქართველოში იწრმოება, ხოლო ნულოვანი განაკვეთი იმ პროდუქტზე, რომელიც ქვეყანაში არ იწარმოება, ასევე ქვეყნიდან პროდუქციის გატანის დროს ნულოვანი განაკვეთი ექნება იმ პროდუქციაზე, რომლის სიჭარბეა ქვეყანაში. ხოლო მაღალი განაკვეთი იმ პროდუქტზე, რომლის დეფიციტია. ეს ასე რომ ყოფილიყო – მეფრინველეობის ტრადიციული ქვეყანა უცხოეთიდან შერმოტანილი ფრინველის ხორცით, საერთოდ კვების პროდუქტებით არ აივსებოდა და უნიკალური ჯიშის ხე-ტყით, ჯართით არ დაიცლებოდა. რომ არ ვიღებთ ქყეყნისთვის საჭირო საბაჟო სისტემას, – სწორედ ეს არის კორუფცია, სწორედ ეს აწყობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ კანონებს ლობირებენ ქვეყანაში.
მესამე: თუ გვინდა კორუფციასთან ბრძოლა, ამას საუბარი კი არ უნდა, არამედ სისტემა, თუნდაც მარტივიქვეყანაში, სახელისუფლებო რგოლებში ხელფასი არ უნდა იყოს 200 ლარზე ნაკლები და ასიგნებანი ხელიუფლების შენახვაზე 5-7% -ით მაინც უნდა შემცირდეს. გავაკეთოთ ეს მომავალ წელს და ქვეყნის ბიუჯეტი მინიმუმ 3- ჯერ გაიზრდება. პენსიებიც და ხელფასებიც ამდენჯერვე, შეიზლება მეტად გაიზარდოს.
მეოთხე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის აღრიცხვა. დღეს აღრიცხვის მოწესრიგება, პრაქტიკულად არავის ინტერესში არ შედის, საჭიროა მარტივი სისტემა, როცა მოსახლეობა იქნება დაინტერესებული აღრიცხვით. დავაკავშიროთ ხელფასებისა და პენსიების ზრდა ბიუჯეტის შესრულებასთან, აღრიცხვის მოწესრიგებასთან ავამოქმედოთ სალარო-აპარატები, ჩვენ ეს თქვენი მხარდაჭერით ქუთაისში უკვე განვახორციელეთ და ერთ წელიწადში შედეგები გავაორმაგეთ. ქვეყნის მასშტაბით ამას განსაკუთრებული ეფექტი ექნება. ამის გაკეთება ძნელი არ არის ელემენტარული წესიერება და მონდომება სჭირდება
მეხუთე: მოგების მაჩვენებლის ანალიზი სერიოზულ გააზრებას საჭიროებს. პაპუასების ქვეყანაშიც კი არ არის რომ მეწარმეთა 90% -ზე მეტს მოგება არ ჰქონდეს. ეს მხოლოდ საქართველოშია, ეს ხომ სრული კორუფციაა. ჩვენი წინადადებაა, განსაკუთრებით გავზარდოთ ქონების გადასახადი. სამარცხვინოა, კაპიკებად ყიდულობენ ვეებერთელა შენობებს, მიწას, არაფერს არ აწარმოებენ – კარგ დროს ელოდებიან. რომ გაყიდონ. შენობას მაშინ აქვს აზრი, როცა იგი მეწარმეობითაა დატვირთული, ხოლო მიწას მაშინ – როცა მას ამუშავებენ. მაღალი ქონების გადასახადი – ეს არის ეფექტური. ეს უკანასკნელი რომ განსაკუთრებულად ძლიერი იყოს, მოგება არ იმალებოდეს, ჩვენ გთავაზობთ – გადიდებული ქონების გადასახადი 3-4-ჯერ შეუმცირდეს სამეწარმეო სუბიექტს მოგების გადასახადის მიხედვით – თუნდაც ქონების გადასახადის განულება მოხდეს. ნუ გვაშინებს ეს – ქვეყანაში გაძლიერდება მეწარმეობის პროცესი, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესი. რამდენჯერმე გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვი მოსახლეობის გადამხდელუნარიანობა, ბიუჯეტის თანხები კი არ მცირდება, ასევე რამდენჯერვე გაიზრდება. ეს სერიოზული რეფორმაა უდიდესი შედეგებით.
მეექვსე: ქვეყანამ გამოკვეთოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები და შედგეს შესაბამისი პროგრამები. უპირველესი პრიორიტეტი, ჩვენის აზრით, ბუნებრივი ენერგორესურსების გამოყენების პარალელურად სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელ, მსუბუქ მრეწველობას უნდა მიენიჭოს. ჩვენი წინადადებაა, ქვეყნიდან ნედლეული (ხე-ტყე, ჯართი და ა.შ) არ გაიტანონ. ქვეყნიდან გავიდეს გადამუშავებული პროდუქცია. შეიქმნას ექსპორტის ხელშემწყობი გარემო. ქვეყანაში შეიქმნას საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელშემწყობი პირობები.
სირცხვილია, როცა ელემენტარული საგნები (ავეჯი, საპონი, ხელსახოცი, პირსახოცი, თუნდაც ტუალეტის ქაღალდი) უცხოეთიდან შემოდის. ჯერ ერთი რომ კორუფციის დიდი საფუძველია, მეორეც, ამ საქონელს გარანტირებული ბაზარი გააჩნია, და მისი გარედან შემოტანა, საქართველოში ასიათასამდე კაცის უმუშევრობას ნიშნავს. მესამეც, ჩვენი ანალიზით, ყოველწლირად ქვეყნის ბიუჯეტი 100 მლნ-ზე მეტს კარგავს. ბატონო პრეზიდენტო, ხშირად საუბრობენ ეკონომიკისათვის თანხების გამოყოფის შესახებდა ზოგჯერ უტიმატუმითაც, ქვეყნის ბიუჯეტი უნდა იყოს არა სოციალური, არამედ განვითარების.
ჩვენ გთავაზობთ წინადადებას, ბიუჯეტში 100 მილიონი სესხის გათვალისწინებას, ამ ფარგლებში, სოფლიდან პროდუქციის წინასწარ შესყიდვას შემდგომი გადამუშავების მიზნით, კონკურსის წესით, იმ ფირმების შესარჩევად, რომლებიც პროდუქციის ძირითად ნაწილს უცხოეთში გაიტანენ ორ წელიწადში ქვეყანა უძლიერეს, განვითარებული სოფლის მეურნეობის ქვეყნად გადაიქცევა. სახელმწიფო ამ ხალხზე ფულს მაინც ხარჯავს, შედეგით კი უკმაყოფილოა. ერთეულები მდიდრდებიან, თვეში დარიგებული 6-7 ლარი არაფერს წყვეტს – კორუფციას კი აძლიერებს. ამ სისტემის დანერგვის პირობებში, საბავშვო ბაღის სახელმწიფო დაფინანსებით კვებაზე გადაყვანა შესაძლებელი გახდება. ეს სოციალიზმი კი არა დიდი ეკონომიკური ეფექტის ღონისძიება იქნება. 100 მილიონი ლარით, ჩვენს ქვეყანაში 100 ათასი ფერმერული მეურნეობიდან, სოფლად მცხოვრები ოჯახისაგან წინასწარ შევისყიდოთ სოფლის პროდუქტები. თითოეულ ოჯახზე გაღებულ 1000 ლარს კი, ამ ოჯახებისათვის სასწაულის მოხდენა შეუძლია. თანხა მიეცემა მხოლოდ იმ ოჯახს, სადაც პროდუქტისმიღების რეალური გარანტია არსებობს.
ჩვენ მზად ვართ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, წარმოვადგინოთ დასაბუთებული ეკონომიკური პროგრამა. ეს შეიძლება დავიწყოთ შედარებით მცირე თანხებით – 10-20 მილიონით. ვფიქრობ, საქართველოში ამ თანხის მოძებნა ძნელი არ არის, არც დამატებითი თანხების მოძებნა არ უნდა იყოს ძნელი, რადგან რასაც ამ მიზნით გამოვყოფთ, ერთი ამდენი ბიუჯეტში დაბრუნდება და ქვეყნის მოსახლეობისათვის ამ პროგრამის რეალიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ჩვენ ამ საკითხს მთელი საქართველოსათვის ვაყენებდით. თანხის მომსახურება უნდა გააკეთოს ფინანსთა სამინსტრომ – წინასწარ გამოქვეყნებული წესებითა და ტენდერით, ჩვენ მხოლოდ წინადადებებს ვაყენებთ – სხვა ყველა საკითხი პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს.
მეშვიდე: გადასაწყვეტია განათლების დარგის პრიორიტეტულობის საკითხი და ეს უპირველესად სწორ საფინანსო პოლიტიკაში უნდა გამოიხატოს. ჯერ ერთი, ჩვენ ღარიბი ქვეყანა, ვაფინანსებთ შენობებს და უმაღლეს სასწავლებლებს და არა სტუდენტებს; მეორეც, დახარჯულ თანხას არ აქვს უკუგება და რაც მთავარია, სტუდენტი მის განათლებაზე დახარჯული თანხისათვის პასუხისმგებლობას არ გრძნობს. მისაღები გამოცდების გაუქმება, პრინციპი – მიღება ადვილია, სწავლა კი ურთულესი – დამკვიდრება, იმის დამკვიდრება, რომ სტუდენტს სწავლის თანხა უნდა ეძლეოდეს სესხად, რომელიც მისი მაღალხელფასიანი სამუშაოთი გარანტირებული დასაქმების შემთხვევაში სახელმწიფოს, განათლების სისტემას ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს; იმის დამკვიდრება, რომ ლექციას მხოლოდ პრფესორი და დოქტორი უნდა კითხულობდეს (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) და მას ყველაზე მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს ქვეყანაში. გამოცდა წერითი უნდა იყოს და მას სხვა უნდა იღებდეს, რომ ლექტორი მხოლოდ ერთ უმაღლს სასწავლებელში უნდა კითხულობდეს, მას ლექციის სხვაგან წაკითხვის განსაკუთრებული ნებართვა, ხოლო ანაზღაურება ორჯერ მეტი უნდა ჰქონდეს, ვიდრე ძირითად სასწავლებელში – პარალელური კათედრების, პარალელური ლექციების დამკვიდრება – ეს უმაღლესი სასწავლებლის უდიდესი რეფორმა იქნებოდა, რომლის გადადებაც არ შეიძლება, რადგან მოკლე ხანში სხვა ქვეყნები ძალიან გაგვისწრებენ და დაგვიანებით შეიძლება დიდი გარჯით მოპოვებული ტრადიციები დავკარგოთ. სტუდენტის, მასწავლებლის დაფინანსების პრინციპის დამკვიდრებით შევძლებთ ძლიერ პროფესორ – მასწავლებლებზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნას. თქვენი მხარდაჭერით ქუთაისში გადადგმული პირველი ნაბიჯები ამის დასტურია. არ გვეეჭვება ამ მოძრაობის შემდგომ გაძლიერებაში, თქვენს პრაქტიკულ მხარდაჭერაში, ქუთაისი, იმერეთი გახდეს ძლიერი საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ცენტრი.
ჩვენ გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, ხელმძღვანელთა შეფასების კრიტერიუმების შეცვლას. წარსულს უნდა ჩაბარდეს ის დრო, რაიონის გამგებელს, რწმუნებულს მერს, თუნდაც მინისტრს იმით ვაფასებდით, რომ მასწავლებელმა ხელფასი მიიღო, პენსია დარიგდა. თუ ქალაქში, რაიონში, კულტურა, განათლება, ბიზნესი არ ვითარდება, გზა არ კეთდება, წყლის პრობლემა არ წყდება, კომუნალური სისტემა არ წესრიგდება, კეთილმოწყობა არ მიმდინარეობს, მშენებლობის პროცესი არ ძლიერდება, თუ მოსახლეობა გადახდისუუნარო ხდება, რად გვინდა ასეთი მერია, გამგეობა, საკრებულო, ასეთ იმერი, გამგებელი, საკრებულოს თავჯდომარე, ან რად გვინდა ასეთი რწმუნებული, რომელიც ასეთ განწყობას არ აყალიბებს და საერთოდ რად გვინდა თანამდებობის კაცი, თუ ის სულით მშენებელი არ არის და მის გაკეთებულ რეალურ საქმეებს ხალხი ვერ ხედავხ.
მითქვამს და ვიმეორებ, ხალხი უფრო სამართლიანია, ვიდრე ხელისუფლება და ხალხმა იცის, რომ ყველაფერი ერთად ვერ გაკეთდება, მაგრამ იმას გრძნობს და ხედავს, რომ როგორც მინიმუმ 2-ჯერ, 3-ჯერ უკეთესი შედეგები შეიძლება იყოს, ხალხის გაუსაძლისი ყოფა გაცილებით შემსუბუქდეს. ხელისუფალი, ხელისუფლება, რომელიც ხალხის ამ განწყობას ვერ ხედავს, უკვე უსამართლოა ასეთებისაგან დაუყოვნებლივ უნდა განვთავისუფლდეთ.
ჩვენ გთავაზობთ, ბატონო პრეზიდენტო, მერებთან, გამგებლებთან ხელშეკრულების გაფორმებას. იგი უაღრესად კონკრეტული და რაც მთავარია, დაძაბული უნდა იყოს. ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს არა ის, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვიკარნახებენ, არამედ ის, რასაც ექსპერტები თვლიან , რომ შეიძლება გაკეთდეს. სხვა განწყობით მუშაობა მე ვერც კი წარმომიდგენია. ხალხის მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ხელისუფალთა რაოდენობა იზრდება, კატასტროფულად იზრდება მაკონტროლებლების რაოდენობა, თითქმის ყველგან მიზერული ხელფასებია, მთხოვნელთა რაოდენობა განუსაზღვრელია და პროტექციამაც, ასევე განუსაზღვრელი მასშტაბები მიიღო ეს მაშინ, როცა ხალხის ყოოფა არ უმჯობესდება. ხელშეკრულება ისე უნდა მომზადდეს, მასში ქალაქის მერის გამგებლის პასუხისმგებლობა ისე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ მათ წესიერი, ნიჭიერი, პროფესიონალი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კაცის გარდა, სხვა არ უნდა აწყობდეთ. ჩვენ ამ პრინციპით შევძლებთ, რომ სახელისუფლებო ორგანოები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობდნენ.
ასევე ვთვლით, ბატონო პრეზიდენტო, რომ ქვეყანაში მაკონტროლებელ ორგანოთა რაოდენობა რამდენჯერმე უნდა შემცირდეს, ჯერ ერთი სირცხვილია, რომ ამ ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილები მხოლოდ სახელმწიფო და მაკონტროლებელ ორგანოებში იქმნება, მეორეც, რომელი სახელმწიფო მისცემს მაკონტროლებლის მანდატს პრაქტიკულად უხელფასო კაცს – აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სისტემის კორუმპირებულობა კიდევ ერთი დიდი საფუძველია. მწამს და მჯერა, სახელისუფლო ორგანოებში ხელშეკრულების პრინციპებზე გადასვლა, მაკონტროლებელთა რამდენიმეჯერ შემცირება და 300-ლარიან ხელფასს ქვემოთ მქონე პირთათვის კონტროლზე შესვლის უფლების აკრძალვა (მათ ხელფასი კი არ უნდა ენიშნებოდეთ, არამედ, ისინი ხელფასს უნდა გამოიმუშავებდნენ) – ქვეყნის ბიუჯეტს რამდენიმეჯერ გაზრდის, კორუფციის მასშტაბებსაც მკვეთრად შეამცირებს.
და კიდევ ერთი – მართალია, პირველად 1997 წელს დასმული, მაგრამ დღემდე განუხილველი და განუხორციელებელი საკითხი, მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი კომისიის თაობაზე.
პრესაში, ტელევიზიაში გახშირდა სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩატარებული შემოწმებების ეჭვის ქვეშ დაყენების ფაქტები, ამასთან, ყველა ხელისუფალი თავის სიმართლეს ამტკიცებს. არ არსებობს ორი სიმართლე და მით უფრო გაუგებარია, როცა ყველას თავის სიმართლე აქვს, ყველა თავისი ანალიზით და ციფრებით საუბრობს. ჩვენ შევთავაზებთ პრესას, ტელევიზიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მათ მიერ, საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში მოსახლეობასთან დათათბირებით შეირჩეს თითო-თითო სპეციალისტი (იურისტი, ეკონომისტი, ფინანსისტი), ქვეყნის მასშტაბით 80-მდე კაცი მაინც გამოვა, არ ვეჭვობ, რომ ეს ძლიერი და, მართლაც, მოუსყიდავი ხალხი იქნება. ასეთი შერჩევით შექმნილმა კომისიამ შეამოწმოს საქართველოს ყველა რეგიონში, მხარეებში, აჭარაში, თბილისში, საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯვის კანონიერება; იგივე კომისიამ ნახოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური წყაროები, ქვეყანაში შექმნილი ყველა ფონდის საქმიანობა, ქვეყანაში შექმნილი ფონდების, ინვესტიციების, ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილებისა და ხარჯვის კანონიერება და ყველა ეს მასალა გამოქვეყნდეს პრესაში.
პრეზიდენტისაგნ მხოლოდ ერთი -მხარდაჭერაა საჭირო – იყოს გარანტი, რომ ამ კომისიას ყველა შესაბამისი ორგანოს შემოწმების უფლება მიეცეს. ეს იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლს დიდი აქცია და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა გაიგებს – ვინ ვინ არის. დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ ჩატარებული შემოწმების და ამ მასალების გამოქვეყნების შემდგომ, არჩევნების ჩატარების, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც ამ იდეას იზიარებს, ასევე, შევხვდეთ და ვეკამათოთ მათ, ვინც ჩვენს წინადადებას არ ეთანხმება.
ბატონო პრეზიდენტო, ვასრულებ რა მოხსენებას, უნდა ვთქვა, დღეს რომ ჩვენ უაღრესად დაძაბული პროგრამა შემოგთავაზებთ. მოხსენებაც მძიმე და მწვავე გამოვიდა, მაგრამ ვიმეორებ, რეალობა, ხალხის ყოფა უფრო მწვავე და გაუსაძლისია, ვიდრე ამის გამოთქმა მე შევძელი. ასეა ეს მთელ ქვეყანაში, ასეა იმერეთშიც, დიდი დაფიქრების, გადაუდებელი რეფორმების რისკიანი ნაბიჯების დროა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ თქვენს რთულ მდგომარეობას.
ძნელია, როცა ქვეყანაში რამოდენიმე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს: ერთი ფორმაციის – სოციალისტურის, მეორე ფორმაციით – საბაზრო ეკონომიკით, ანუ კაპიტალისტურით შეცვლის, ეს ერთი, მეორე – ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობა დარღვეული აქვს და მისი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, მესამე – ქვეყანამ მძიმე შინა ომი, მისი თანამდევი ბანდფორმირებების თარეში გადაიტანა და ამის ლიკვიდაცია მიმდინარეობს, მეოთხე -ბევრმა შინაგანმა თუ გარეგანმა ფაქტორმა, ქვეყანა კორუფციაში ჩაძირა, მისგან ქვეყნის დახსნა ძნელი ხდება და ქვეყანაში ეს პროცესები მიმდინარეობს. მეხუთე – ქვეყანაში რეფორმების გარეშე არაფერი გამოვა. ქვეყანაში ეს პროცესიც მიმდინარეობს რეფორმა კი ყველა ქვეყნისა დაწყობისათვის უმწვავესი და მტკივნეული პროცესია. მეექვსე – ქვეყანა მშიერი და დაუძლურებულია, ხალხს უკეთესი ცხოვრება ახსოვს და მის მიმართ ნოსტალგია აქვს, ძნელად იჯერებს, რომ რამდენიმე წელია საჭირო და ქვეყანს ცხოვრების იმაზე მაღალ დონეს მიაღწევს, ვიდრე ოდესმე ჰქონია. მშიერ და დაუძლურებულ ქვეყანაში სიკეთე გათითოკაცებულია, ბოროტება კი ერთ მუშტად შეკრული. ეს გასარღვევია, ქვეყანაში ეს პროცესიც მიმდინარეობს, მაგრამ ძნელად, რადგან ამ დროს, სიმაღლეს პოპულიზმი იღებს და ხალხის გამოყენება, ყოველგვარი პროგრესულის, რეფორმატორულის წინააღმდეგ, ადვილია. ქვეყანა ინტრიგებისა და პოლიტიკური დაპირისპირებებში ეხვევა.. მეშვიდე – მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების პროცესი. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ასეთი მძიმე პროცესების ერთობლიობას, უჭირს საქართველოსაც, მაგრამ ქართული სიბრძნის, ინტელექტის, ჩვენი ისტორიული ფესვების და გენეტიკური კოდის გამარჯვების იმედი უნდა ვიქონიოთ.
მწამს და მჯერა, თქვენ შეძლებთ ამ პროცესის და პერიოდის გავლას, ამ მარწუხებისაგან ქვეყნის დახსნას, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ.
თქვენს წინაშე ისტორიული მომენტია, ბატონო ედუარდ! ან თქვენ რჩებით დიდი განზომილების პიროვნებად საქართველოს ისტორიაში, ან თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდი შეიძლება არარაობად იქცეს. თქვენ ორივე შანსი გაქვთ, მოხსენების შუა ნაწილში ვთქვი, რომ ბოლოს ვიტყოდი, რატომ მწამს თქვენი და მხარს რატომ გიჭერთ. დიახ, სწორედ ამას ვამბობ ახლა: თქვენ ნატურით არ ხართ ის პიროვნება, რომელიც ხელიდან გაუშვებს შანსს, რომ დარჩეთ საქართველოს ისტორიაში დიდი განზომილების პიროვნებად, ჩვენი ქვეყნისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ბორჯომში შეხვედრისას, თქვენ მითხარით, ბატონო პრეზიდენტო, რომ დამთავრდეს ეს არჩევნები და თქვენ ნახავთ ისეთ შევარდნაძეს, რომელიც სჭირდება საქართველოს შიდა პრობლემების მოგვარებას, ნახავთ ისეთ შევარდნაძეს, რომლითაც იამაყებთო, არჩევნები დამთავრდა, ბატონო ედუარდ, ჩვენ გვინდა ვიხილოთ ასეთი შევარდნაძე, ასეთი პრეზიდენტი, თქვენ ეს შეგიძლიათ. გადადგით ეს ნაბიჯები და თქვენ გექნებათ ხალხის არნახული მხარდაჭერა ხელისუფლებაში მყოფთა კი – ნაკლები, ხალხის მხარდაჭერა სჯობს, ამ მოძრაობაში იმერეთი თქვენთან იქნება. ვიმეორებ, პრეზიდენტისათვის ხელისუფალთა მხარდაჭერას, ხალხის მხარდაჭერა ჯობს. დიდი მადლობა!
თემურ შაშიაშვილი
2001 წლის 19 ოქტომბერი