ბიუჯეტის ანალიზი

ბოლო წლებში გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები, ასიგნებები სოციალურ–ეკონომიკური მიზნებისათვის.

მაგრამ რეალური გარდატეხა ჯერ არ მომხდარა განათლებისა და ჯანდაცვის ხაზით, რომლებზეც დაფინასების წილი საბიუჯეტო ასიგნებებში ,ბოლო წლებში, ფაქტობრივად ერთ ადგილს ტკეპნის, ხოლო სოციალური დაცვის ხარჯები შემცირდა კიდეც.

გრაფიკი N5

gr5

ამასთან, ხარჯების მოცულობა, ერთს მხრივ, განათლებასა და ჯანდაცვაზე, მიუხედავად აბსოლუტური ზრდისა, ჯერაც ერთნახევარჯერ დაბალია ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე გაღებულ ხარჯებთან შედარებით.
ამდენად სრულიად ბუნებრივია კითხვა:
ვისი უსაფრთხოებისა და დაცვის განხორციელებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიმართ ისეთი პოლიტიკის გატარების პირობებში, რომელიც თავისი არსით, სოციალური გენოციდის ტოლფასია.

გრაფიკი N 6

gr6

ქვეყანაში ასევე მაღალია საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების წილი საბიუჯეტო ხარჯებში. მის წილად მოდის საბიუჯეტო ასიგნებების მეოთხედზე მეტი – 27.4 პროცენტი და აბსოლუტურ განზომილებაში მისი სიდიდე ბოლო ხუთ წელიწადში, მთელი ბიუჯეტის გააორმაგების პირობებში, 3.2–ჯერ გაიზარდა.
დასკვნა მარტივია:

ხელისუფლება, შესაძლოა შეგნებულადაც, ახორცილებბს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, ისედაც უმძიმესი საცხოვრებელი პირობების, შემდგომ გაუარესებას.

ხოლო ხალხის მიერ შექმნილ დოვლათს და იგივე ხალხის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად უცხოეთიდან მიღებულ კრედიტებსა და გრანტებს, სრული უკონტროლობის პირობებში, საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გასამყარებლად იყენებს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *