ნათელი მის ხსოვნას.

სამწუხარო ინფორმაცია. დღეს დილით, პეტერბურგში დევნილობაში გარდაიცვალა ეროვნული ხელისუფლების ყოფილი ვიცე-პრემიერი , ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატი, ბატონი მურმან ომანიძე.

ათი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა მისი და მისი ოჯახის საქართველოში დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა. შეთხზული ბრალდებებით წინა ხელისუფლებამ იძულებული გახადა დევნილობაში წასულიყო. დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერა და ვერ გადაწყვიტა  სიცოცხლეში მისი დაბრუნების საკითხი. ეხლა მაინც შევძლებთ ყველანი მისი ნატვრის აღსრულებას , რომ თუ სიცოცხლეში ვერ დაბრუნდებოდა, ქართულ მიწაში მაინც ეპოვნა სავანე.

კეთილი კაცი წავიდა. კარგი მეუღლისა და კარგი შვილების მამა. ბატონი მურმანი ყოველი ქართველის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი კაცი იყო, უამრავი ადამიანისთვის გაუმართავს ხელი.

ნათელი მის ხსოვნას.”

თეიმურაზ შაშიაშვილი

20.11.2020

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *