სოციალური დაზღვევა და უზრუნველყოფა

 

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წელთან შედარებით, 2010 წლისთვის საშუალო პენსიის სიდიდე გაზრდილია 6.1-ჯერ, მისი მსყიდველობითი უნარიანობა მხოლოდ 3.0–ჯერ გაიზარდა, რადგან ამავე პერიოდში, მოიმატა ფასებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც.

ბოლო წლებში, სურსათზე  ფასების ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა ფასების საერთო ზრდას.

    2003-დან 2010 წლამდე საქართველოშისურსათზეფასებმამოიმატა120.4პროცენტით.

    იმავეპერიოდში,ბუნებრივიაირისფასიგაიზარდათითქმის 4-ჯერ, ხოლოელექტროენერგიისა – 1.6-ჯერ.

      შესაბამისად, 2010 წლისდეკემბრისპენსიისმსყიდველობითიუნარიანობა 2003 წლისდეკემბრისფასებით,მხოლოდ 40–42ლარისეკვივალენტურია.

ამჟამინდელი პენსია, პროცენტებში საშუალო ნეტო ხელფასთან (საშუალო დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი) 1990 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ და მეტად ჩამორჩება (1990 წ. – 36.7%; 2010 წ. – 16.8%).

მჟამინდელისაშუალოპენსიათავისიმსყიდველობითიუნარიანობითორიათეულიწლისწინანდელიმინიმალურიპენსიისდაახლოებით 45 პროცენტისვივალენტურიადა ფაქტობრივად,მხოლოდსოციალურიდახმარებისფუნქციისმატარებელია.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 2011 წელს პენსიებზე გამოყოფილია 932.3 მილიონი ლარი, თუმცა, საშუალოდ ერთ პენსიონერზე გაანგარიშებით, პენსიის სიდიდე ვერ მიდის საარსებო მინიმუმის დონეზეც.

     უფრო მეტიც, ბოლო დროინდელი ფასების ზრდის გამო, რომელიც 9/10–ზე მეტად სასურსათო საქონლის გაძვირებით იყო განპირობებული, პენსიის თანაფარდობა საარსებო მინიმუმთან, 2009 წლის 67%–დან შემცირდა  56 პროცენტამდე 2010 წლის ბოლოსათვის.

     ეს ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმის დონეზე, საშუალო პენსია საკმარისია თვეში, მხოლოდ 17 დღის მანძილზე.

დანარჩენი დღეების საარსებო მინიმუმის დონეზე პენსიონერების უზრუნველყოფა მთლიანად მათ „მარიფათსა“ და ნათესავებისა და ახლობლების კეთილგანწყობილებასა და შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

შედარებისათვის: რუსეთის ფედერაციაში საშუალო პენსიით იფარება საარსებო მინიმუმის 165 პროცენტი.

დღეს საქართველოში,ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებთან შედარებით,ყველაზედაბალისაშუალო პენსია  და ყველაზე მაღალისაპენსიოასაკობრივიამასა არსებობს.

სომხეთში საშუალო პენსია დაახლოებით 65 დოლარია, აზერბაიჯანში -125, ხოლო რუსეთის ფედერაციაში – 240. ამასთან, საშუალო ხელფასთან (ბრუტო ხელფასთან) საშუალო პენსიის თანაფარდობითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს:

საქართველო – 14.0%,

სომხეთი – 20.1%,

აზერბაიჯანი – 33.2%,

რუსეთის ფედერაცია – 36.6%.

მოყვანილი მონაცემები – ოფიციალური  სახელმციფო სტატისტიკაა, რაც საკმაოდ მძიმე სოციალურ სურათს გვაძლევს, მაგრამ რეალობა საქართველოში მცხოვრები, უფრო სწორედ კი „არსებული“ პენსიონერებისა, რომელთა შორის  ბევრი  მარტოხელაა, ინვალიდი, და პრაქტიკულად ყველა – ავადმყოფი, სინამდვილეში კიდევ უფრო სავალალოა.

ამის მიხედავად, არც ხელისუფლება არც ოპოზიცია,არც არასამთავრობო სექტორი, მოსახლეობის მძიმე სოციალური პირობების გაუმჯობესებას თავის უშუალო ამოცანად არ მიიჩნევენ.

 ყოველ შემთხვევაში, მათი საქმიანობა საპირისპირო დასკვნის საფუძველს არ იძლევა.

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *