დაზღვევა

.                          

        2011 წლის დასაწყისისათვის, საქართველოში მოქმედებდა 16 სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელთა მიერ გაიწევა სხვადასხვა სახის მომსახურება, მათ შორის  სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და კომერციული საქმიანობის დაზღვევაზე.

ყველაზე მრავალრიცხოვანია სამედიცინო (ჯანრთელობის) დაზღვევა, რომლითაც, ოფიციალური მონაცემებით, მოცულია ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 2/5 (1611.4 ათასი კაცი).

მასზე მოდის მოზიდული სადაზღვევო პრემიის თითქმის ¾ (73.2%). მას, მეორე ადგილზე მყოფი დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან, რაოდენობრივად საგრძნობლად ჩამორჩება  (258.6 ათასი);

შემდეგ  ადგილზეა სიცოცხლის დაზღვევა (167.7 ათასი).

ჯანმრთელობის დაზღვევის მახინჯ და კორუფციულ სისტემაზე მსჯელობა ქვემოთ იქნება მოყვანილი.

ქვეყანაში უკიდურესად დაბალია სამეწარმეო საქმიანობის რისკების დაზღვევა.  მაგალითად, ტვირთების დაზღვევის შემთხვევათა რაოდენობა არ აღემატება 3.0 ათასს, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა –  4.6 ათას  და საფინანსო დანაკარგების დაზღვევა – 13.5 ათასს, ეს მაშინ როდესაც ქვეყანაში რეგისტრირებული სამეურნეო სუბიექტების რაოდენობა  რამდენიმე ასეული ათასია, ხოლო მარტო ინდმეწარმეთა რაოდენობა –  20 ათასს აღემატება.

ფაქტობრივად, ბიზნეს–საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დიდი ნაწილი, ჯერაც არ ახორციელებს საკუთარი ბიზნესის დაზღვევას კომერციული რისკებისაგან და აქცენტს, უფრო უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევაზე აკეთებს, რომელთა სიხშირეც,  თითქმის 20–ჯერ აღემატება ფინანსურ დაზღვევათა რაოდენობას.

2010 წლის 1 ივლისისათვის სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ მოზიდული პრემია შეადგენდა 222.7 მლნ ლარს, ხოლო ანაზღაურებული ზარალი – 91.8 მლნ. ლარს (41%).  იმავე პერიოდის წმინდა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა, დაახლოებით 61 მლნ. ლარი, რაც მოზიდული პრემიის 28.4 პროცენტია.

აღნიშნული თანაფარდობა, როგორც საქმიანობის კომერციული ეფექტურობის მაჩვენებელი, საარაკაოდ მაღალი მაჩვენებელია თანამედროვე მსოფლიოში და ზემოგების რანგში გადის.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *