ომნიციდი

.

      ონმიციდი არის  ადამიანთა მსაობრივი მოსპობა ბირთვული ან ეკოლოგიური კატასტროფების, ეპიდემიების, ნარკომანიის და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შეუძლებლობიდან გამომდინარე.

თუ, საქართველოში ბირთვული (თუ არ გავითვალისწინებთ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურთან სახიფათო გეოგრაფიულ სიახლოვეს) და ეკოლოგიური (ამაზე ქვემოთ, გენოციდის ყველაზე საშიში ფორმის–ეკოციდის განხილვისას ვისაუბრებთ), კატასტროფების თემას არ შევეხებით, ომნიციდისათვის დამახასიათებელი დანარჩენი თავისებურებები საქართველოში სახეზეა.

ამჟამად მზად არ ვართ (ეს  უახლოესი მომავლის თემაა) ეპიდემიების  თაობაზე ანალიტიკური მასალა მოგაწოდოთ, ხოლო ნარკომანიის თემას თავისთავად, და განსაკუთრებით, მისი ხელშემწყობი ფაქტორების–ნარკოტიკული ნივთიერებების საქართველოში და საქართველოს გავლით სხვა ქვეყნებში გავრცელებას  ქვემოთ განვიხილავთ.

ომნიციდის ისეთ მახასიათებელზე მსჯელიბისას, როგორიცაა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შეუძლებლობა, მარტო ჩვენ კი არა, ან, თუნდაც, ჯანმრთელობის დაცვის პროფესიონალ წარმომადგენლებს, არცერთ ოჯახს არ გაუჭირდება საკმარისზე მეტი მაგალითის მოყვანა იმის დასასაბუთებლად, რომ ომნიციდს საქართველოში განსაკუთრებით საშიში მაშტაბი გააჩნია.

(ისე, ტერმინი „ჯანმრთელობაზე ზრუნვა“ გაცილებით უფრო ტევადია და ზუსტი, ვიდრე ტრადიციული, საბჭოთა პერიოდიდან გადმოსული ტერმინი „ჯანმრთელობის დაცვა“).

როგორ შეუძლია საქართველოს რიგით მოქალაქეს, პრაქტიკულად განახორციელოს საკუთარ და მის ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა?

ტიპიური სქემა, დაახლოებით ასეთია:

–        ავადმყოფობის სიმპტომების გაჩენისთანავე მიაკითხოს ექიმს საკონსულტაციოდ ( 20–30 ლარი –მხოლოდ რეგისტრაცია, კონსულტაცია 30–40 ლ ).

–        გარკვევა იმისა, რომ,  შესაძლოა,სხვა სპეციალისტი ესაჭიროება.

–        მისვლა სხვა სპეციალისტთან                                                                        (რეგისტრაცია – 30 ლარი, კონსულტაცია – 40 ლარი).

–        გამოკვლევების ჩატარება დიაგნოზის დაზუსტებისათვის

–         (100–400 ლარი).

–        დიაგნოზის დასმა                                                                                                              (50–100 ლარი).

–        მედიკამენტების შეძენა                                                                                                      (20–100 ლარი).

      ყოველივე  ამის შედეგად,  ჯანმრთელობა შეიძლება აღდგეს, შეიძლება აღდგეს ნაწილობრივ, შეიძლება არ აღდგეს  და  შეიძლება, გაუარესდეს.

           ანუ, ჯამში, დაახლოებით ერთი კვირისა და 250–700 ლარის დახარჯვა, რაც         საქართველოთა მოქალაქეთა 70–80 პროცენტს თავისუფალი ან დარეზერვებული სახით არ გააჩნია,

                         შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

          ძირითადი მიზეზი ამ მდგომარეობისა არის ის, რომ ხელისუფლებამ არ გადაწყვიტა მოსახლეობის საყოველთაო–სამედიცინო დაზღვევის საკითხი.

        ხოლო  ის  დანაშაულებრივ –  კორუფციული   სუროგატი,  რასაც დღეს  სადაზღვევო    კომპანიებია ხორციელებენ    ე.წ.საყოველთაო „სამედიცინო დაზღვევის“ სახელწოდებით,  სრულიად საწინააღმდეგოა იმ მოქმედებებისა,   რითაც შესაძლებელი გახდებოდა  ომნიციდის–ანუ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შეუძლებლობის, თავიდან აცილება.

          საქართველოს  მოსახლეობის, განსაკუთრებითქართველი ახალგაზრდობის  პირდაპირ გენოციდს წარმოადგენს  ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ნარკოტიკების  მოხმარების ხელშეწყობა.

         შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური (2010) დასკვნის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ნარკობიზნესის ერთ-ერთ უმთავრეს დერეფნად არის წარმოჩენილი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად აღიარებს, რომ საქართველო,  ავღანური ჰეროინის ევროპაში ტრანზიტის უმნიშვნელოვანესი დერეფანია.

ეს  არისძალიან სერიოზული დასკვნა, რომელშიც პირდაპირ არის მინიშნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ნარკობიზნესშია ჩართული.

სახელისუფლებო მედია გულმოდგინედ უმალავს ხალხს, სინამდვილეში რა წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში.

დასკვნაში კი პირდაპირწერია, რომსაქართველოსპარლამენტმა 2008-2009 წლებშიდაბლოკასაერთაშორისოთანამეგობრობისმიერშემუშავებულირეკომენდაციები, რომლითაცუნდაგაძლიერებულიყოჩვენშისაერთაშორისონარკობიზნესთანბრძოლა.

თუ გაერო-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, საქართველოდან ევროპაში ყოველწლიურად 7 ტონა ავღანური ჰეროინი გადიოდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნით, ეს მაჩვენებელი უკვე 8-9 ტონაა.

ანუ, საქართველოზენარკოტიკებისტრანზიტიგაიზარდა.

 

გარდაამისაამდასკვნაშიპირდაპირარისმითითებულიავღანურიჰეროინისმოძრაობისმარშრუტი: ავღანეთიირანიაზერბაიჯანისაქართველოევროკავშირი.

ამერიკული დასკვნა იმითაც არის, საგულისხმო, რომ აქ გამომზეურებულ ფაქტებს საქართველოში ვერსად მოიძიებთ.

ამერიკელებსპირდაპირუწერიათ, რასასაცილორაოდენობისნარკოტიკებიაამოღებულიჩვენიშინაგანსაქმეთასამინისტროსმიერ: 2007 წელს 9.8 კგჰეროინი; 2008 წელს8.3 კგ; 2009 წელს 20 კგ; 2010-შიკი 10 კილოგრამი.

2009 წელს ამოღებულია სულ 46 გრამი მარიხუანა, 2010-ში _ 10 კგ.

2008 წელს ამოღებულია 0.78 გ კოკაინი, 2010-ში _ 0.09 გ.

სუბოტექსი, 2009 წელსამოღებულიასულ 40(!) ., 2010-ში _ 100 გრამი.

აი,ასეებრძვისსაქართველოს ხელისუფლება ნარკომანიასა და საერთაშორისო ნარკობიზნესს.

 გაეროდასკვნით, ამიერკავკასიაში სულ 11 ტონამდე ნარკოტიკი შემოდის და ჩვენი ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობაზე გადაანგარიშებით, აქ სულ ცოტა 2 ტონამდე რჩება.

თავი რომ დავანებოთ ტრანზიტიდან მიღებულ თანხებს, ეს ხელისუფლება მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობით ყოველწლიურად დაახლოებით 700-800 მლნ დოლარს შოულობს.

 

ამერიკულ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 133,555 ნარკომომხმარებელია დაფიქსირებული.

აქვე ისიც წერია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს საქართველოში ჯერ 500 ლარით აჯარიმებენ, მეორედ კი –  2000 ლარით.

თუ გადავიანგარიშებთ, ამ ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია ამ, თავის მიერვე რეგისტრირებული ნარკომანებიდან, 200-300 მლნ ლარის ამოღება.

ერთია, რომ ნარკოტიკებისმომხმარებლებისგანფულსიღებენდამეორეა მათისაარჩევნოდგამოყენება.

მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ  2007 წლის ნოემბერ-დეკემბერში ციხეებიდან გაათავისუფლეს 984 პატიმარი.

შედარებისთვის, მთელი 2006 წლის განმავლობაში ციხიდან სულ 116 კაცი გამოუშვეს.

ახლა გავიხსენოთ, რამდენი ხმა მიიწერა სააკაშვილმა 2008 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე _ მილიონ 60 ათასი! დაახლოებით ამდენი ხმა მიიღო “ნაცმოძრაობამ” 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ხმების დაახლოებით ნახევარი, ნარკომანებისა და პატიმრების ოჯახების დახმარებით მიითვალეს, რადგან  ციხიდანგამოშვებულითითოეულიპატიმრისოჯახს 500 ხმისმობილიზაციისპირობაჩამოართვეს.

ესკიდაახლოებით 500 ათასიხმაა.

ასერომ, სააკაშვილისხელისუფლება,არამხოლოდუზარმაზარფულსაკეთებსნარკოტიკებითვაჭრობით, არამედპოლიტიკურიმიზნებისთვის ხელისუფლებისშენარჩუნებისთვის საკმაოდ ეფექტურად  იყენებს ამ კონტიგენტს თავისდანაშაულებრივსაქმიანობაში.

ეს რეჟიმი ნარკოტიკებით ვაჭრობაში რომ არის ჩართული, იქიდანაც ჩანს, როგორი აწყობილი სისტემით ხდება საქართველოში ნარკოტიკების გავრცელება.

2 ტონა ჰეროინის დაფასოება და ქსელში გაშვება  წარმოუდგენელია სპეციალიზებული ლაბორატორიებისა და საწარმოების  გარეშე. ნებისმიერმა ნარკომომხმარებელმა იცის, სად იყიდოს წამალი და ბუნებრივია, რომ ეს კარგად იციან შინაგან საქმეთა ორგანოებშიც.

ამერიკულდასკვნაშიისიცწერია, რომსააკაშვილისხელისუფლებისმიერირანთანგაფორმებულიუვიზომიმოსვლისხელშეკრულება,კიდევუფროზრდისსაქართველოსნარკოტრასადგადაქცევისსაფრთხეს.

ამერიკულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს ხელშეკრულება შეიძლება, ახალი სატრანზიტო მარშრუტის საფუძველი გახდეს.

მსოფლიო ბაზარზე სწორედ ირანიდან ხდება ავღანური ჰეროინის 40%-ის ტრანსპორტირება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რამდენად მომგებიანი იქნება, თუ უკვე არსებული მარშრუტიდან ამოვარდება აზერბაიჯანი და ირანიდანპირდაპირსაქართველოში შემოვა ევროპაში გასატანი ნარკოტიკი.

ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც გვარწმუნებენ, რომ ირანიდან ახალი ნარკოტრასა არ გაიხსნება, რადგან შესაბამისი კონტროლის მექანიზმები არსებობს.

„ხალხის რჩეულები“ იმასაც ამტკიცებენ, რომ რადგან აფხაზეთსა და ცხინვალს ვერ ვაკონტროლებთ, სწორედ იქ ბუდობს საერთაშორისო ნარკომაფია.

მაგარამავღანურინარკოტიკიევროპაშიფოთისპორტიდანგადის.

მართალია, ამერიკულ დასკვნაშიც არის მოხსენიებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მაგრამ იქ ისიც წერია, რომ ამ სეპარატისტული რეგიონების ნარკოტრანზიტში ჩართულობის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს.

აფხაზეთისა დაცხინვალისრეგიონისკენთითისგაშვერას,ამხელისუფლებისაგალიცენზირებულოპოზიციასერჩივნა, იმაზეგაემახვილებინაყურადღება, რაშემაძრწუნებელისტატისტიკააქვთ მოყვანილი  ამერიკელებსთავიდასკვნაში.

ლაპარაკია ჩვენი მოზარდების ნარკომანობის სტატისტიკაზე, რომელიც განსაკუთრებულად დამალეს  “ჯიბის ტელევიზიებმა” და “ჯიბის ოპოზიციამ”.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ გამოკითხული მოზარდების 17% მოიხმარს მარიხუანას, “ექსტაზის” მომხმარებელია 8%, 2% კი ამფიტამინებს ანიჭებს უპირატესობას.

ჰეროინს, ოპიუმსა და სხვამძიმე ნარკოტიკებსუფრო ნაკლები მოიხმარს, მაგრამ რომ შევაჯამოთ, ჩვენი მოზარდებისს 30%  ნარკოტიკების მომხმარებელია.

ეს არის სააკაშვილის განაჩენი.

არსებობს სრული საფუძველი იმის განცხადებისათვის, რომ ხელისუფლება არის საერთაშორისო ნარკოკარტელის სისხლხორცეული ნაწილი.

            როგორც კი სათანადო ნება იქნება,ჰააგის სასამართლო სააკაშვილს არა მხოლოდ ტალიავინის დასკვნის საფუძველზე გაასამართლებს, მას საერთაშორისო ნარკობიზნესში მონაწილეობისათვისაც სამუდამო პატიმრობა ელის.

 

პანამელი დიქტატორი გენერალი ნორიეგაც ამერიკელების მოკავშირე იყო, შმაგრამ საერთაშორისო ნარკობიზნესში მონაწილეობისათვის ის სწორედ ამერიკელებმა გაასამართლეს.

ასე რომ, შეიძლება, სააკაშვილს  ნორიეგას ბედი სანატრელი გაუხდეს.

ომნიციდის  ბუნებრივი შემადგენელი  ნაწილიებია  გერონტოციდი და ინფანტიციდი.

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *