გენოციდის ახალი გამოვლინებები და თავისებურებები საქართველოში

 

საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების რიგი თავისებურებების გამო, ადამიანთა ურთირთობებში თავი იჩინა ახალმა ნიშნებმა, რაც გენოციდის  ახალ ნაირსახეობად შეიძლება მივიჩნიოთ.

      ეს არის, ხელისუფლების მხრიდან  ურთიერთაგრესიის წარმოქნის ხელშეწყობა და სხვადასხვა ფორმით მისი გამოვლენის სტიმულირება  იმ ადამიანთა წრეში, რომლებიც  თავად  განიცდიან გენოციდს. 

შესაძლოა, ეს არის კიდეც ერთ–ერთი მთავარი ამოცანა გენოციდის განმხორციელებელი ძალებისა.

       მათი ძირითადი მიზანია,  არა მხოლოდ ადამიანთა გათიშვა, სოლიდარულობის, ურთიერთმხარდაჭერის შესუსტება, არამედ ერთმანეთზე  თვალთვალის დანერგვა,  ეჭვიანობის ნიადაგზე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული მოქმედებების გააზრებული განხორციელება.

      ანუ, სხვადასხვა მეთოდებით  იმის მიღწევა, რომ  ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ადრე ხასიათდებოდა ერთმანეთის მხარდამჭერი თვისებებით, ჩამოუყალიბდეს ერთმანეთის მიმართ მწვავე, არაჯანსაღი კონკურენცია, ანტაგონიზმი, მოეთმენლობა   და , საბოლოო ჯამში,  ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ინდივიდებისაგან შემდგარი „ახალი ტიპის“ ჯგუფის შექმნა.

ასეთი ჯგუფის მიმართ იმ გეგმის ამოქმედება, რასაც გენოციდის ყველა თვისება ახასიათებს, გაცილებით იოლი და ეფექტური იქნება.

      ამას ემატება უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე მიმდინარე, ადრინდელი მსოფლიოსათვის უცხო მოვლენებისა და პროცესების განვითარება. 

ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის, სულ მცირე, 80 პროცენტისთვის ინფორმაციულადაც და ფაქტობრივადაც უფრო ხელშესახები გახდა, ის მრავალი, ახალი ტიპის საშიშროებები და საფრთხეები, რითაც დღევანდელობა არის აღსავსე :

–        კლიმატის არამდგარდობა და მკაფიოდ გამოხატული ტენდენციები

         მისი    არატრადიციული  და შეუქცევადი ცვლილებებისა,

–      გლობალური და ადგილობრივი ეკონომიკური კრიზისები,

–      სურსათისა და სასმელი წყლის მზარდი დეფიციტი,

–      ეპიდემიები,

–      ტერორიზმი,

–      ადრე მოქმედი საერთაშორისო ურთიერთობების ფორმებისა და

        წესების ხშირი დარღვევები, „მშვიდობისათვის იძულება“ ,

        „დემოკრატიისათვის იძულება“  და ა.შ. 

        ყოველივე ამის ფონზე, ხსენებული  „ახალი ტიპის“ ჯგუფების მართვა და ამ ჯგუფებით მანიპულირება საკუთარი მიზნების განხორციელებისმიზნით,  შეიძლება ჩაითვალოს კიდეც გენოციდის ახალ და, შესაძლოა, ერთ–ერთ ყველაზე სახიფათო ნაირსახეობად. 

           გენოციდის  კიდევ ერთი ფორმა, თუ მიმართულება, რომელსაც ეწევა საქართველოს ხელისუფლება, ეს არის მიზანი,

        ჩაიკლას ქართველ ადამიანებში შემოქმედებითი საწყისის   ბიოლოგიურ–გენეტიკური ბაზისი.

       რა იგულისხმება ამ განცხადებაში?

      ნებისმიერ ერს, ნებისმიერ ეტაპზე მისი ისტორიული განვითარებისა, ჰყავდა და ჰყავს პიროვნებები, გამორჩეული თავისი ნიჭიერებით, აზროვნების ხასიათით და რაც მთავარია, პრაქტიკული საქმიანობით და ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი და ფასეული  შედეგებით.

დიდი ნაწილი ასეთი ადამიანებისა, კაცობრიობისათვის უცნობი რჩება, რადგან განსაკუთრებით, ადრეულ პერიოდებში, შეუძლებელი იყო და დღესაც არ არის ადვილი, ყოველ არატრივიალური აზროვნების ნიჭიერ ადამიანს, შეექმნას ოპტიმალური პირობები  თავისი  ნიჭისა და ცოდნის  პრაქტიკული რეალიზაციისათვის.

      ქართველმა ერმა, თავისი არსებობის სულ ცოტა, 3 000–წლიანი ისტორიის მანძილზე, უამრავი განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის ადამიანი –  ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი, მხედართმთავარი, ხუროთმოძღვარი, ფერმწერი, ბუნებისმეტყველი წარმოაჩინა.

მათი შემოქმედების შედეგები და ნიმუშები, ქართველი ერის ავბედითი წარსულის გამო, დღევანდელობას მცირე რაოდენობით შემორჩა, ხოლო უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ქართული ინტელექტი და ნიჭიერება მაღალი ეფექტურობით იქნა გამოყენებული,  ძირითადად, რუსეთის, ხოლო შემდგომში, საბჭოთა კავშირის მიერ.

     სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ წარმოდგენა თუა შესაძლებელი იმ ვითარებისა,  ცნობილ და მსოფლიო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში უდიდესი წვლილის შემტან ქართველებს მხოლოდ საქართველოზე რომ „ემუშავათ“.

      ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა, ა.ბიწაძე, რ.გამყრელიძე,   ა.ნადირაძე, კ. მარჯანიშვილი, ს.ბერია, ა.გელოვანი,ნ. სიმონია, ბ.სანდუხაძე, ლ.ბოკერია, ი.ფრანგიშვილი და უმარავი სხვა ცნობილი მეცნიერი საქართველოს გარეთ მოღვაწეობდა და  თავად საქართველო, მათი მოღვაწეობის შედეგებს ყველაზე ნაკლებად ან საერთოდაც ვერ იყენებდა.

       დღეს, საერთაშორისო ძალების გავლენით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში არ განვითარდეს მაღალი ინტელექტუალური პოტენციალის მქონე საზოგადოება, რომ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდობაში ჩაკვდეს მრავალმხრივი და თანამედროვე ცოდნის მიღების სურვილი და და აქცენტი გადატანილ იქნას მხოლოდ ე.წ. „გლობალურ ფასეულობებზე“, რომელთა მატარებელი სტრუქტურებისა და პირებისათვის, საქართველო და მისი მოსახლეობა მხოლოდ და მომსახურე ელემენტებად განიხილება.

50–მდე ახალი სასტუმრო და –  არცერთი ახალი სამეცნიერო სტრუქტურა. თუმცა, ახალს ვინ დაეძებს, სულ რაღაც ოციოდე წლის წინ მოქმედი ასამდე, აღიარებული და აქტიურად მომუშავე სამეცნიერო–კვლევითი საპროექტო, ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ორგანიზაცია  ლიკვიდირებულ იქნა და მუშაობა ამ მიმამრთულებით წარმატებით გრძელდება.

        სრულიად საგანგებო განხილვის თემაა ქართული სამხედრო კონტინგენის გაგზავნა ავღანეთსა და ერაყში.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია შემდეგი გარემოება.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა, პირველ რიგში, აშშ–მა  და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, კარგად იციან –  მათი, წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში აგრესიული სამხედრო პოლიტიკიდან, მათ განკარგულებაში არსებული მძლავრი საექსპერტო და ანალიტიკური რესურსებიდან გამომდინარე –  რომ არა თუ, იმ ორი–სამი ათასი ქართველო ჯარისკაცის და ოფიცრის, არამედ ათჯერ და ოცჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურის საქართველოდან, ე.წ. „ცხელ წერტილებში“ გაგზავნით,

იქ არსებული სამხედრო – პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტის ხარისხი, რეალურად, არ შეიცვლება.

ამავე დროს, ისიც კარგად ექნებათ გაცნობიერებული, რომ დაუძლურებული, ღატაკი ქვეყნიდან ასეთი მისიით და ამ რაოდენობით საუკეთესო ახალგაზრდების ქვეყნის ხელმძღვანელების პირადი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად გაგზავნას, არა მხოლოდ ამ ახალგაზრდების ოჯახები, არამედ მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოება გმობს, მიიჩნევს  პოლიტიკურადაც, ზნეობრივადაც და თუნდაც, პრაგმატულადაც, სრულიად გაუმართლებელ ქმედებად.

      ანუ, აშშ და ევროკავშირი ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის კონსოლიდირებული აზრისა და ნების საწინაღმდეგოდ მოქმედებენ.

      მოქმედებენ შეგნებულად, აკეთებენ ცინიზმით და ფარული ირონიით აღსავსე განცხადებებს, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ „უდიდეს წვლილზე“.

აღნიშნული საკითხი სრულად ეხმიანება და ორგანული ნაწილია დასავლეთის და განსაკუთრებით, აშშ–ს მიერ საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკის, რომლის მთავარი ამოცანა არასდროს ყოფილა და, ალბათ, ვერც მომავალში  იქნება,      ჭეშმარიტი, უანგარო  ხელშეწყობა საქართველოსთვის, ზრუნვა მოსახლეობის რეალური განვითარებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობისათის.

ამ პროცესის დასახასიათებლად ტერმინი „გენოციდიც“ არ არის საკმარისად ტევადი.

      ეს არის ჩვენი მოსახლეობის ყველაზე პერსპექტიული (ასაკისა და სხვა მრავალი მახასიათებლის გამო) ნაწილის სასიკვდილოდ გაწირვა, რაც ბუნებრივია, აბსოლუტურად ყოველი  მათგანის ფიზიკური განადგურებით არ დასრულდება, მაგრამ ისიც არის ეჭვგარეშე, რომ საქართველოს ძირეული ინტერესების დაცვისგან  ყოველივე ეს ძალზე შორსაა.

     და ,ალბათ, ყველაზე მთავარი.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობა არა მარტო უწყობს ხელს საქართველოში ამჟამად მცხოვრები ადამიანების მიმართ გენოციდის განხორციელებას, არამედ მომავალი თაობების გენოციდსაც უყრის საფუძველს.

ძალიან ძნელია ამომწურავად წარმოადგინო  ყველა სახის დასაბუთება  ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ, ალბათ შეგვიძლია შევთანმხდეთ შემდეგზე:

ნებისმიერ ბოროტებას, მითუმეტეს, ბოროტებას  ქვეყნის მთელი მოსახლეობის მიმართ ჩადენილს, უნდა დაერქვას თავისი სახელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაუსჯელი დარჩება.

      ბოროტება კი, ყოველთვის უნდა დაისაჯოს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *