როგორი საქართველო მინდა და როგორი საქართველო არ მინდა!

 

როგორ არ მინდა, რომ:

  •  ქვეყანა გარედან იმართებოდეს!
  •  ქვეყანაში იყოს ფულის ძალაუფლება!
  •  ქვეყანას მართავდეს შიში და შიმშილი ,როგორც ეს დღეს !
  •  ქვეყანაში უზნეო უმცირესობა მართავდეს ზნეობრივ უმრავლესობას!
  • პარტიებსა და პოლიტიკოსებს შორის იყოს ბიოლოგიური სიძულვილი !
  • ქვეყანა იმართებოდეს, ხელისუფლება იქმნებოდეს ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით, როგირც უკვე 33 წელია !
  • ადანიანები იბრძოდნენ და ცხოვრობდნენ არსებობისთვის!
  • საარჩევნო ხმა იყიდებოდეს, თუნდაც ერთი კაცი გვყავდეს ისეთი უნამოსო,უსირცხვილო, რომ ხმას ყიდულობდეს!

როგორ მინდა, რომ:

  • ქვეყანის ბატონ-პატრონი ხალხი იყოს,ხელისუფლება კი მსახური!
  •  ქვეყანში იყოს ნიჭის ძალაუფლება !
  • ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო !
  • ქვეყანას აღარ მართსვდნენ ქუჩის პოლიტიკოსები;
  •  ხალხი პატივს სცემდეს:ინტელექტს,გაბედულებას, წესიერებას და მხოლოდ ამ საზომით ირჩევდეს ხელისუფლთ!
  •  ხალხი და ქვეყანა პატივს მიაგებდეს ზეობრივ ავტორიტეტებს…მხოლოდ მას ვეძახდეთ ინტელიგენტს, რომელიც ხელისუფალს კი არ იცავს ხალხისგან, არამედ ხალხს იცავს ხელისუფალისა და ხელისუფლებისგან!
  •  ქვეყნის გარეთ მეგობრებს ვეძებდეთ და არა პატრონებს!
  • არ გვაშინებდეს, გვაძლიერებდეს და სიამაყეს გვაძლევდეს გამოთქმა:ქართული, მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს !
  • ქვეყანას მართავდეს ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავდეს საზოგადოება,საზოგადოებას მართავდეს ზნეობა და მორალი!
  • ქვეყანაში იყოს ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ჰარმონიზებული თანამშრომლობა!
  • გვქონდეს ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამონხატველი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა და საქართველო იყოს არა სხვა სახელმწიფოთა დაჯახების, არამედ ქართულ ინტერესზე მათი ინტერესების ზედდების სახელმწიფო!
  • თითოეულს გაცნობიერებული გვქონდეს ბიბლიური სიბძრნე : მთავარში – ერთობა, სადაოში-თავისუფლება, მაგრამყველაფერში – სიყვარული
  •  ქვეყანა ცხოვრობდეს არა პრიმიტიული პოლიტიკური,პილიტიკური აზროვნების ეპოქაში, არამედ მეცნიერების ერაში !

ამის მიღწევა ინტელექტუალურ რევოლუციას შეუძლია !

სწორედ ეს არის მეცნიერთა კონგრესის საქმიანობის და პროგრამების მიზანი !ვოცნებობ ეროვნული იდეით შეკრულ და გაერთიანებულ საქართველოზე, აი, ასეთ საქართველოზე !

ნახეთ ვიდეო-რგოლი….

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *