დაუჯერებელი სიმართლე – საქართველოს მოსახლეობის გენოციდი

 

დღეს საქართველოში, ანუ საქართველოს მოსახლეობის გენოციდი მოწყობილი ქვეყნის ხელისუფლების მიერ.

(შესავალი სიტყვა – წარმოთქმული პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების, ექსპერტებისა და საზოგადო მოღვაწეების წინაშე კვლევის წარდგენისას)

18 მაისი, 2011 წელი  

 

   მოგესალმებით,

მადლობას გიხდით მობრძანებისათვის.

დღეს, პოლიტიკური მოძრაობა „თეთრები“ წარმოგიდგენთ ჩვენი მოძრაობისა და ექსპერტ-ანალიტიკოსთა ჯგუფის მიერ შესრულებული კვლევის, „დღეს საქართველოში“ პირველ ნაწილს.

კვლევა „დღეს საქართველოში“ არის მცდელობა, დღევანდელ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების გაანალიზებისა და გარკვეული აზრით, შეფასებისა.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილ მასალებში გამოყენებულია მხოლოდ ოფიციალური მონაცემები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები.

გამოყენებულია ასევე,  ქართველი სპეციალისტებისა და ექსპერტების, ბატონი ლადო პაპავას, პაატა კოღუაშვილის, თენგიზ ურუშაძის, ანზორ თოთაძის, თამაზ დიასამიძის, თამაზ კუნჭულიას, იოსებ არჩვეძი,ზურაბ ბიგვავას, თინათინ ტურძელაძის, ანზორ საკანდელიძის, გივი თალაკვაძის, გივი ბაქრაძის 2010-2011 წლებში  გამოთქმული და გამოქვეყნებული მოსაზრებები და შეხედულებები საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

კვლევის დანართებში აგრეთვე შესულია ქართულ მედიაში გამოქვეყნებული მასალები, აგრეთვე სხვადასხვა სახის ანალიტიკური და სტატისტიკური დოკუმენტები.

ბუნებრივია, კვლევა „დღეს საქართველოში“ ვერ იქნება თავისუფალი გარკვეული ხარვეზებისა და უზუსტობებისაგან, ხოლო მოყვანილი შეფასებებისა და დასკვნების ნაწილი, შესაძლოა, პოლემიკის საგანი გახდეს.

ჩვენ წინასწარ  გვინდა მადლობის სიტყვებით მივმართოთ ყველას, ვინც გაგვიწევს დახმარებას წარმოდგენილი მასალების დახვეწის საქმეში, მითუმეტეს, რომ იგეგმება, წლის მეორე ნახევარში, კვლევის „დღეს საქართველოში“ მეორე ნაწილის გამოცემაც.

განსაკუთრებულად გვინდა მოვიხსენოთ ანალიტიკური ცენტრი – კომპანია „AC group“ (ეი-სი გრუპი), რომლის მიერ შესრულებულმა კვლევებმა არსებითი დახმარება გაგვიწიეს წარმოდგენილი პროექტის შემუშავებაში.

2010-2011 წლებში კომპანია „AC group“ – ის მიერ შემუშავებულ იქნა ანალიტიკური მასალები:

1) „საქართველო – 2009“

2) „საქართველო – 2010“

3) „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“

4) საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებისათვის“

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს გრძელვადიანი მდგრადი განვითარების კონცეფციაზე (2011 – 2030წწ.), რომლის დასრულება ნავარაუდევია 2011 წლის შემოდგომისათვის.

 

 

ბატონებო,

დღევანდელი მსოფლიო აერთიანებს 252 ქვეყანას.

მათ შორის

– 192 – გაეროს წევრი ქვეყნებია.

– 10 – ქვეყნები, გაურკვეველი სტატუსით

– 50 ტერიტორიები მუდმივი მოსახლეობით

ყოველ მათგანს, ამა თუ იმ ფორმით, ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი განვითარების კონცეფციები და პროგრამები, რომელთა განხორციელების ხარისხი დამოკიდებულია მრავალ საშინაო და საგარეო ფაქტორზე, ქვეყნის რესურსებზე, ხელისუფლების კვალიფიკაციასა და უნარზე და ა.შ.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან  განვლილ 20-წლიან პერიოდში, ვერც ერთმა ხელისუფლებამ , არა თუ ვერ შეიმუშავა ქვეყნის განვითარების ამსახველი დოკუმენტი, სათანადო ნების დემონსტრირებაც კი არ მოუხდენია.

შედეგად – სახეზეა ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ინტერესების დაუგეგმავი, ქაოტური განვითარება, რამაც უკვე  გამოიწვია მრავალი ნეგატიური, მათ შორის ზოგიერთი – შეუქცევადი ხასიათის პროცესი, ქვეყნის მეურნეობის და პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

მსოფლიო თანამეგობრობის მიერ საქართველო განიხილება, როგორც  წარუმატებელი, ფაქტიურად არშემდგარი სახელმწიფო, მოწყლვადი ეკონომიკით და გაურკვეველი ორიენტირებით, რომლის ტერიტორიის  20% ოკუპირებულია, რომელსაც ჰყავს 300 ათასი ლტოლვილი,  სიღატაკესა და სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი.

ხელისუფლება, რომლის ყველა რგოლი ჩაფლულია კორუფციაში, აყალბებს ყველა სახის არჩევნებს, ატარებს უპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკას, ტვირთავს ქვეყანას უზარმაზარი საგარეო ვალებით, ეწევა საკუთარი მოსახლეობის გენოციდს.

საქართველოს გადარჩენის ძირითადი პირობაა – არსებული ხელისუფლების შეცვლა და მისი მომავალი განვითარების მკაფიო, დასაბუთებული და რეალიზებადი მოდელებისა და სქემების შემუშავება.

საქართველოს მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების კონცეფციის შესამუშავებლად აუცილებელია განისაზღვროს და საზოგადოებას გაეცნოს ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები და მონაცემები, ქყვენის ყველა სახის რესურსებისა და მათი კუთვნილების მდგომარეობა, აგრეთვე ის ძირითადი გზები და მეთოდები, რომელთა გამოყენებით მოხდება საქართველოს განვითარება და მისი მოსახლეობისათვის ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფა.

მთავარ კითხვაზე – შეუძლია თუ არა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ თვითკმარ  ქვეყანას არსებობა და განვითარება, ცალსახად შეიძლება დადებითი პასუხის გაცემა!

რა თქმა უნდა, შეუძლია.

საქართველოს ბუნებრივი რესურსები, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მოსახლეობის ინტელექტუალური პოტენციალი, მთლიანად და სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც თანამედროვეობა დამოუკიდებელი არსებობისათვის აუცილებელ პირობად უყენებს ნებისმიერ სახელმწიფოს.

უფრო მეტიც:

განვითარების ოპტიმალური, თანამედროვე მოდელებისა და სქემების შემუშავებისა და რეალიზაციის შემთხვევაში, საქართველო შეიძლება გახდეს ეტალონი, შეზღუდული სამეცნიერო, სამხედრო და მატერიალური რესურსების მქონე, მცირე ქვეყნების განვითარებისათვის. უნდა ითქვას, რომ დიდი ნაწილი ასეთი მოდელებისა და სქემების შემუშავებულია და აუცილებელი პოლიტიკური და მატერიალური გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ შესაძლოა მათი ეფექტური ამუშავება.

საქართველოს დღევანდელი პრბლემების რეიტინგი:

1) უმუშევრობა – 70% შესაძლოა 70%-30-32%

2) რეალური შემოსავლები;

3) ჯანმრთელობის დაცვის და დაზღვევის

4) მონოპოლისტების მიერ დადგენილი ფასები (მათ შორისკომუნალურგადასახადებზე,ენერგომატარებლებზე, სურსათზე);

5) პენსიონერები, უმწეოები  და ლტოლვლები 1 მილიონზე მეტი;

6) სოფლის მეურნეობა;

7) საშუალო კლასის არარსებობა;

8) მთავრობის უდაბლესი კვალიფიკაცია;

 

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *