საინფორმაციო მასალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ

zarala1. 2005 წლის შემოდგომაზე სახელმწიფოს მიერ სს“ფეროსათვის“ დარიცხული იქნა საბიუჯეტო დავალიანება 63 მლნ ლარის ოდენობით. 2006 წლის თებერვლიდან სს „ფეროს“ მართველობაში შემოვიდა მეტალურგიის დარგში ცნობილი ინგლისური კომპანია „სტემკორი“. ამავე პერიოდში სახელმწიფოს მიერ საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციოდ იქნა გამოტანილი სს „ჭიათურ­მანგანუმისა“ და „ვარციხე ჰესის“ აქტივები;

2. 2006 წლის შემოდგომაზე სს „ფეროს“ ზემოხსენებული დავალიანების დაფარვას და საპრივა­ტი­ზა­ციო ობიექტების შესყიდვას ახორციელებს „სტემკორის“ შვილობილი შპს „ჯორჯიან მან­გა­ნეზე ჰოლდინგს ლიმითედი“ საერთო თანხით 112 მლნ დოლ;

3. დასახელებული სამივე საწარმოო ობიექტისაგან ახალი სამრეწველო გაერთიანების ფორმირება და შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მოქცევა განხორციელდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შედგენილი საპრივატიზაციო შეთანხმებით (2007 წლის 5 იანვარი).

საპრივატიზაციო ვალდებულებების შესრულება:

3.1. ჭიათურაში 2007 წელს უნდა მოიპოვებულიყო არანაკლებ 300 ათასი ტ. მადანი. ფაქტობრივად კი მოპოვებული იქნა 190 ათასი ტ.;

3.2. 2008 წელს მოპოვებული მადნის რაოდენობას უნდა შეედგინა 400 ათასი ტონა. მოპოვებამ შეადგინა 220 ათას ტ.;

3.3. 2008 წელს მოპოვებული ნედლეულიდან არანაკლებ 200 ათასი ტონა მადანი უნდა გადა­მუ­­შა­ვე­ბუ­ლი­ყო საქართველოში, რისთვისაც „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში“ უნდა ამუ­შა­ვებულიყო ახალი ღუმელები. პირობა არ შესრულდა;

3.4. ფეროშენადნობის წარმოება 2007 წელს უნდა გაზრდილიყო 200 ათასი ტონამდე. წარმოებამ შეადგინა 118 ათასი ტ.;

3.5. 2008 წელს ფეროშენადნობის წარმოება უნდა გაზრდილიყო 300 ათას ტონამდე. წარმოებამ კი შეად­გინა 129 ათასი ტ.;

3.6. გრძელვადიან პერსპექტივაში მადნის წლიური მოპოვება უნდა გაზრდილიყო 700 ათას ტო­ნამ­დე, ხოლო ფეროშენადნობის წლიურ წარმოებას უნდა მიეღწია 400 ათასი ტონამდე. პირობა არ შესრულდა;

3.7. ორ წელიწადში, 2009 წლისათვის, იმერეთში დამატებით უნდა შექმნილიყო 1000 ახალი სა­მუ­შაო ადგილი, უნდა გაუმჯობესებულიყო მუშა-მოსამსახურეთა სამუშაო და უსაფრთხოე­ბის პირობები. პირობა არ შესრულებულა;

3.8. 2007-2008 წლების განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო 100 მილიონი აშშ დოლარის ინვეს­­ტი­ცია. შესრულდა ნაწილობრივ, ამორტიზებული და საზღვარგარეთ ჯართად ჩამოწე­რილი მოწყობილობა-დანადგარების შემოტანის ხარჯზე (4 წლის განმავლობაში);

4. სს „ფეროსა “ და შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის აქტივების გადაბარების პროცესში მითვისებული იქნა 3414 სუბიექტის (ფიზიკური პირის) საკუთრებაში არსებული (სახელმწიფოს მიერ დაკანონებული) სს „ფეროს“ აქციების 2,7% შესაბამისი უძრავ-მოძრავი ქონება. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ფიზიკური პირებისათვის კუთვნილი დივიდენდების გადახდაზე უარს ამბობს, მოტივად კი ასახელებს მას, რომ ის ვითომდა არ გახლავს სს „ფეროს“ სამარ­თალ­მემკვიდრე, რაც არამართებულია, რადგანაც შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დამ­ფუძვ­ნებელმა ინგლისურმა კომპანია „სტემკორმა“ თავიდანვე აღიარა სს „ფეროს“ ვალები და აიღო მათი გადახდის ვალდებულება.

5. ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები 2006-2008 წწ:
5.1. განხორციელდა პროდუქციის თვითღირებულების 2-2,5-ჯერადი ზრდა;

5.2. ტონა პროდუქციაზე ელექტროენერგიის ხვედრითი ხარჯი გაიზარდა 30%-ით,

5.3. კოქსის ხარჯმა მოიმატა 50%-ით,

5.4. მანგანუმის დანაკარგები გაიზარდა 6%-დან 24%-მდე,

5.5. განხორციელდა ადგილობრივი ნედლეულის წილის შემცირება აფრიკიდან და ავსტრალიიდან იმპორტირებული მადნების ხვედრითი წილის გაზრდის ხარჯზე;

6. შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტის მიერ 2008-2010 წწ ქარხანა დატოვა 400-მდე ადგილობრივმა სპეციალისტმა. უმეტესობა მათგანი განთავისუფლებული იქნა საპენსიო ასაკის მოტივაციით, ხოლო ახალგაზრდები, მაგრამ მრა­ვალ­წლიანი გამოცდილების მქონე საინჟინრო-ეკონომიური პროფილის ადმინისტრა­ციუ­ლი კადრები 2008-2009 წლებში გათა­ვისუფ­ლებულები იქნენ ახალი მენეჯმენტი­სად­მი წინააღმდეგობის გაწევის გამო;

7. ღუმელების ექსპლოატაციის პირობების დარღვევის გამო გაუარესდა შრომის პირობები და უსაფრთხოება. 2008 წელს ერთ-ერთი ღუმელის აფეთქების გამო დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. სხვადასხვა ტექნიკური დარღვევებისა და ავარიების გამო, ზესტაფონსა და ჭია­თუ­რაში, ბოლო წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა;

8. მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. საღუმელე ფილტრების აღდგენის მოთხოვნით გაიმართა არაერთი გახმაურებული საპროტესტო აქცია და საერთო საქარხნო გაფიცვა 2011-2012 წწ. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად ონკოლოგიურ ავადმყოფთა რაო­დე­ნობა გასამმაგდა;

9. 2012 წელს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ქართველი და უკრაინელი აქციონერები აფუძვნებენ ახალ კომპანიას – შპს“ჯეო-ამერიკან ელლოი მენეჯმენტი“, რომელიც მენეჯმენტში ფიქტიურად ჩაენაცვლა არსებულ კადრებს (რეალურად არაფერი არ შეცვლილა გარეგნული ცვლილების გარდა);

10. მოქმედი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით დაიწყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და ჭიათურმანგანუმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საწარმოო უბნის – „აგლოსაამქროს“ დემონტაჟი, რაც ზესტაფონის ფერო­შენადნობთა ქარხანას მალე იძუ­ლებულს გახდის უარი თქვას ჭიათურის ღარიბ და წვრილ­ფრაქციულ მადნებზე და მთლია­ნად გადავიდეს იმპორტირებულ ნედლეულზე. აღნიშნული გამოიწვევს პირველად ჭიათურ­მან­განუმისა, ხოლო შემდეგ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარ­ხა­ნის გაკოტრებას;

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *