(ასავალ-დასავალი) ქართველი ხალხის გენოციდი

aqwsedrfrმოსახლეობის ცხოვრების დონე

ცხოვრების დონის ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელი არის სამომხმარებლო კალათის ღირებულება.

სამომხმარებლო კალათა – არის საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რაც აულილებელია ადამიანის უპირველესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის წლის განმავლობაში.

სახელისუფლებო „პროფესიონალებისა და ექსპერტების“ დასკვნით, დღეს საქართველოში, ზრდასრული ადამიანის საარსებო მინიმუმი შეადგენს 150 ლარს, ხოლო 4–სულიანი ოჯახისა კი – 270 ლარს თვეში. აქ არ არის არავითარი შეცდომა!150 და 270 ლარი ერთი თვის განმავლობაში!

განვიხილოთ ოთხსულიანი ოჯახის ასეთი ვარიანტი:მამა, დედა, ათი წლის ქალიშვილი, 14 წლის ვაჟი. ოჯახი ცხოვრობს 60 კვ.მ. ფართობის ოროთახიან ბინაში.

ჩავთვალოთ, რომ ოჯახს არ გააჩნია და არც აპირებს, რომ შეიძინოს:

ავტომობილი, სარეცხი მანქანა, კომპიუტერი, საკაბელო ტელევიზია, მტვერსასრუტი, სამზარეულოსათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კონდიციონერი, ფოტოაპარატი, ვიდეოტექნიკა.

ოჯახი მოკლებულია: კინოს, თეატრს, მუზეუმს,გამოფენას, დასვენების პარკს,კლუბს,რესტორანსა და კაფეს, სეზონურ დასვენებას,ინტერნეტით სარგებლობას ქალაქგარეთ გასვლას, წიგნებსა და ჟურნალ–გაზეთებს

ოჯახი არ ხარჯავს თანხებს: საჩუქრებზე, ტრადიციულ დახმარებებზე,

სასაფლაოს მოვლაზე.

არ ყიდულობს: ტკბილეულს, დელიკატესებს, ალკოჰოლურ და გამაგრილებელ სასმელებს, წვენებს, სიგარეტს, საგალანტერეო საქონელს.

ამ შემთხვევაშიც კი, იმისათის რომ უზრუნველყოს კომუნალური გადასახადების გადახდა:, ელემენტარული სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიის და პირადი ჰიგიენის პროდუქციის, იაფი ან მეორადი აუცილებელი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენა, ოთხსულიან ოჯახს დასჭირდება თვეში არანაკლებ 350 ლარისა, რაც ხელისუფლების დაანგარიშებულზე 80 ლარით მეტია!asxdcfegr

ეს 350 ლარი გამოთვლილია ექსპერტების მიერ (ცდომილებამ, შეიძლება შეადგინოს 10–15 პროცენტი), ხოლო 270 ლარი საკმარისია ოთხსულაინი ოჯახის არსებობისათვის თვეში მხოლოდ 23 დღეს!

იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ქალაქებში უმუშევრობამ 60 პროცენტს გადააჭარბა, რაც 2011 აპრილის დასაწყისში “ენდიაის” (NDI) მიერ სოციალური კვლევის შედეგებმაც დაადასტურა ( მათი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 73 პროცენტია) და თუ დავუშვებთ, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, რომ ჩვენს მიერ განხილულ ოჯახში დედაც და მამაც უმეშვრები არიან, ანუ არანაირი შემოსავლები არ გააჩნიათ, გამოვა, რომ ხსენებული 270 ლარიც ამ ოჯახს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ოჯახსაც, არ გააჩნია.

ასეთ სიტუაციაში, საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტი, ანუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ანუ საქართველოს მთავრობა აქვეყნებს იმ სამომხმარებლო კალათის ოფიციალურ ნუსხას, რომელიც მისი შეხედულებით, საქართველოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. „კალათაში“ 266 დასახელებაა და მისი შეძენისათვის ოთხსულიანმა ოჯახმა , რეალურად, თვეში უნდა დახარჯოს 1400-დან 1600 ლარამდე (600-700 ევრო) და არა 270 ლარი (120 ევრო)

შედარებისათვის, ესტონეთში ასეთი კალათის ღირებულება 520 ევროა, სლოვენიაში – 830, ნორვეგიაში – 2100, ლიხტენშტეინშიი – 3715

საქართველოში არსებული გენოციდის ფორმები და სახეობანი

grghujdcvbთანამედროვე სამართალში, გენოციდი განიმარტება, როგორც მოქმედება, ჩადენილი ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით, რაც გამოიხატება:

– ამ ჯგუფის წევრთა ფიზიკური განადგურებით.

– მათი ჯანმრთელობისათვის მძიმე ზიანის მიყენებით.

– ამ ჯგუფის წევრთათავის, წინასწარი განზრახვით, ისეთი სასიცოცხლო პირობების შექმნით, რომლებიც მათ ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებას გამოიწვევენ.

სოციალური გენოციდი – სტრატოციდი

ესაა საზოგადოების გარკვეულ შრეებში შემავალ ადამიანთა გენოციდი.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სოციალური გენოციდის განხორციელებამ თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო.

„თითქმის“იმიტომ, რომ საზოგადოების ერთ კონკრეტულ შრეს – სახელისუფლებო და სამართალდამცველ (უფრო სწორად კი, „ხელისუფლების დამცველ“ შრეს) და მის წარმომადგენლებს ის არ შეხებია.

დღეს საქართველოს ყველა სახის და დონის სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავეთა რაოდენობა 150 000 ადამიანია.

2010 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში შეადგენდა 614 ლარს, თუმცა, ქვეყნის მმართველი, სამართალდამცველი და სამხედრო დანიშნულების სტრუქტურებში (150 000 ადამიანი), საშუალო ხელფასი 1000 ლარზე მეტია,

ყველაზე მაღალი ხელფასები – 10 000–15 000 ლარის ფარგლებშია, პრემიალური და სხვადასხვა სახის დანამატებისა და კომპენსაციების ჩაუთვლელად.

ამ 150 000 ადამიანის, რაც მთლიანად ხელფასის მიმღებთა 20 პროცენტია, საშუალო ხელფასია 1 200 ლარი, და ამ ხელფასს იღებს 150 000 –ვე, ხოლო დანარჩენი 80 პროცენტის კი – 420 ლარი, მაგრამ ამ ხელფასს იღებს, მხოლოდ ის, ვისაც გააჩნია სამუშაო, რადგან უმუშევრობა 60 %–ს აღემატება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ 420 ლარის მქონე ხელფასის ადამიანებს სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ!

მასწავლებლების საშუალო ხელფასი 348 ლარია, ხოლო ექიმების – 420 ლარი, ანუ ე.წ. „საშუალო ხელფასზე“ – 614 ლარზე გაცილებით ნაკლები.ასე რომ, საქართველოში ერთიან საშუალო ხელფასზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ აზრს! ამავე დროს, ისიც უნდა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი 70 პროცენტი უხდის მოსახლეობის მაღალშემოსავლიან 30 პროცენტს ხელფასს, საკუთარი სოციალური გენოციდის განხორციელების საფასურად.

ეკონომიკური გენოციდი.

ეკონომიკური გენოციდი განიმარტება, როგორც სოციალურად საშიში მოვლენა, რაც ვლინდება სახალმწიფოს მიერ ისეთი პოლიტიკის გატარებაში, რომელიც იწვევს საკუთარი ხალხის ცხოვრების დონისა და ხარისხის დაქვეითებას და რომლის შედეგია მოსახლეობის დაშინება, გარყვნა, გამოთაყვანება და ფიზიკური მოსპობა.

უამრავი მაგალითია დასტურებს საქართველოში მოსახლეობის მიმართ ეკონომიკური ტერორის განხორციელებას.

ერთ–ერთი მათგანია, ბოლო წლების არჩევნების პრაქტიკა, როდესაც სწორედ დაშინების, მოსყიდვისა და მოტყუების მთელი არსენალის გამოყენებით, ხელისუფლებამ მოახერხა მისთვის საჭირო შედეგებით არჩევნების ჩატარება.

თანაც, იმ ფონზე, როდესაც ამომრჩეველთა მთელი რაოდენობის 70 პროცენტზე მეტი, კონფიდენციალურობისა და დაუსჯელობის გარანტიის შემთხვევაში, „მაციონალებს“ მხარს არ უჭერდა.!

. ომნიციდი

ონმიციდი არის ადამიანთა მსაობრივი მოსპობა ბირთვული ან ეკოლოგიური კატასტროფების, ეპიდემიების, ნარკომანიის და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შეუძლებლობიდან გამომდინარე.

ომნიციდის ისეთ მახასიათებელზე მსჯელობისას, როგორიცაა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შეუძლებლობა, მარტო ჩვენ კი არა, ან, თუნდაც, ჯანმრთელობის დაცვის პროფესიონალ წარმომადგენლებს, არც ერთ ოჯახს არ გაუჭირდება საკმარისზე მეტი მაგალითის მოყვანა იმის დასასაბუთებლად, რომ ომნიციდს საქართველოში განსაკუთრებით საშიში მაშტაბი აქვს!

საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ, ახალგაზრდობის პირდაპირ გენოციდს წარმოადგენს „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობა!

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური (2010) დასკვნის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო ნარკობიზნესის ერთ-ერთ უმთავრეს დერეფნად არის წარმოჩენილი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად აღიარებს, რომ საქართველო, ავღანური ჰეროინის ევროპაში ტრანზიტის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა!

თუკი გაერო-ს ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, საქართველოდან ევროპაში ყოველწლიურად 7 ტონა ავღანური ჰეროინი გადიოდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნით, ეს მაჩვენებელი უკვე 8-9 ტონაა. ანუ, საქართველოზე ნარკოტიკების ტრანზიტი გაიზარდა.

ამერიკელებს პირდაპირ უწერიათ, რა სასაცილო რაოდენობის ნარკოტიკებია ამოღებული ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ: 2007 წელს – 9.8 კგ ჰეროინი; 2008 წელს –8.3 კგ; 2009 წელს – 20 კგ; 2010-ში კი– 10 კილოგრამი.

ამერიკულ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 133,555 ნარკომომხმარებელია დაფიქსირებული.

აქვე ისიც წერია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს საქართველოში ჯერ 500 ლარით აჯარიმებენ, მეორედ კი – 2000 ლარით.

თუ გადავიანგარიშებთ, ამ ხელისუფლებას თავისუფლად შეუძლია ამ, თავის მიერვე რეგისტრირებული ნარკომანებიდან, 200-300 მლნ ლარის ამოღება.

ერთია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებისგან ფულს იღებენ და მეორეა – მათი საარჩევნოდ გამოყენება.

მაგალითად, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 2007 წლის ნოემბერ-დეკემბერში ციხეებიდან გაათავისუფლეს 984 პატიმარი.( შედარებისთვის, მთელი 2006 წლის განმავლობაში ციხიდან სულ 116 კაცი გამოუშვეს).

ციხიდან გამოშვებული თითოეული პატიმრის ოჯახს 500 ხმის მობილიზაციის პირობა ჩამოართვეს. ეს კი დაახლოებით 500 ათასი ხმაა.

ასე რომ, სააკაშვილის ხელისუფლება, არა მხოლოდ უზარმაზარ ფულს „აკეთებს“ ნარკოტიკებით ვაჭრობით, არამედ პოლიტიკური მიზნებისთვის – ხელისუფლების შენარჩუნებისთვის საკმაოდ ეფექტურად იყენებს ამ კონტიგენტს თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში.
.

გერონტოციდი

გერონტოციდი არის გენოციდის ფორმა, რომელიც მდგომარეობს ხანდაზმული ადამიანებისათვის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი საცხოვრებელი პირობების შექმნაში.

დღეს, საქართველოში 60 წელს გადაცილებული ერთ მილიონამდე ადამიანია, მათ შორის პენსიონერია – 800 000.

მინიმალურ პენსიას – 80 ლარს – იღებს ნახევარ მილიონზე მეტი, მაშინ როდესაც ოფიციალურად დადგენილი საარსებო მინიმუმი –152 ლარია.

ინფანტიციდი.

ინფანტიციდი არის ისეთი სოცალური და ეკონომიკური პირობებისა და გარემოს ჩამაყალიბება, რომლის ძირითადი მსხვერპლი ბავშვები, უპირველეს ყოვლისა კი– ახალშობილები ხდებიან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემაშფოთებელი სტატისტიკა გაავრცელა.

კერძოდ, ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველოს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი უჭირავს.

მაშინ, როცა ევროპის რიგ ქვეყნებში ყოველ 1000 დაბადებულზე, დაახლოებით, 3-4 ბავშვი იღუპება, ჩვენთან ეს მაჩვენებელი, საშუალოდ 20-ს აღწევს.

ამ ეტაპზე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა!..

გენოციდის ახალი ნაირსახეობა

საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების რიგი თავისებურებების გამო, ადამიანთა ურთირთობებში თავი იჩინა ახალმა ნიშნებმა, რაც გენოციდის ახალ ნაირსახეობად შეიძლება მივიჩნიოთ.

ეს არის, სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ურთიერთაგრესიის წარმოქნის ხელშეწყობა და სხვადასხვა ფორმით მისი გამოვლენის სტიმულირება იმ ადამიანთა წრეში, რომლებიც თავად განიცდიან გენოციდს.

შესაძლოა, ეს არის კიდეც ერთ–ერთი მთავარი ამოცანა გენოციდის განმხორციელებელი ძალებისა.

მათი ძირითადი მიზანია, არა მხოლოდ ადამიანთა გათიშვა, სოლიდარულობის, ურთიერთმხარდაჭერის შესუსტება, არამედ ერთმანეთზე თვალთვალის დანერგვა, ეჭვიანობის ნიადაგზე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული მოქმედებების გააზრებული განხორციელება!

და ყველაზე მთავარი

სააკაშვილის ხელისუფლების საქმიანობა არა მარტო ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის გენოციდს, არამედ მომავალი თაობების გენოციდსაც უყრის საფუძველს!

ძალიან ძნელია, ამომწურავად წარმოიდგინო ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ შეგვიძლია შემდეგზე შევთანხმდეთ:

ნებისმიერ ბოროტებას, მითუმეტეს, ქვეყნის მთელი მოსახლეობსი მიმართ ჩადენილს, უნდა დაერქვას თავისი სახელი! წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაუსჯელი დარჩება! ბოროტება კი ყოველთვის უნდა დაისაჯოს!!!

მასალები ეფუძნება “თეთრების” კვლევას: “დღეს საქართველოში, საქართველოს მოსახლეობის გენოციდი”

მოამზადა

გიორგი კორძაძემ

“ასავალ-დასავალი” (1012 წლის 9-15 იანვარი)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *