ქვეყანაში დანაშაული კი არ იყო სისტემური, არამედ მართვის სისტემა იყო დანაშაულებრივი

თემურ შაშიაშვილის პრეს-კონფერენცია

 20130617140948shashiashviliდღეს პრაიმთაიმის პრესკლუბში “თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა კონკრეტულ ანალიზზე, ზესტაფონის, ჭიათურის, მადნეულის, ფოთის, რუსთავის და სხვა კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით წარმოადგინა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობა. იგი  შეეხო  დამოუკიდებელი საქართველოს მემკვიდრეობით უმწვავეს ეკონომიკურ პრობლემებს, ვრცლად ისაუბრა ზესტაფონელთა წამოწყებაზე  – „ბრძოლა ზესტაფონისათვის“ და ამ მიზნით „ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის თაობაზე.

საუბრის მთავარი თემა  იყო  ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში ყვარყვარეების დასრულება.

განსაკუთრებული ხაზგასმა გაკეთდა იმაზე, რომ ქვეყანაში დანაშაული კი არ იყო სისტემური, არამედ მართვის სისტემა იყო დანაშაულებრივი. რომ ქვეყნის ხელისუფლებამ  ორგანიზებული დანაშაული მოუწყო საკუთარ ხალხს.

არაქართული, არადემოკრატიული და ქვეყნის ერთიანობისათვის წინააღმდეგ მიმართული უწოდა პრეზიდენტის ბრძანებულებას საპრეზიდენტო არჩევნების სამუშაო დღეს, 31 ოქტომბერს, ხუთშაბათს დანიშვნის თაობაზე. ეს პრაქტიკულად  ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის გარეთ მცხოვრებმა მილიონნახევარზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ვერ შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა.

თემურ შაშიაშვილის გამოსვლა გადაცემული იქნება მეორე არხის რუბრიკაში „ბრიფინგის დრო“ ხვალ განთავსდება „თეთრების“ საიტზე.

აქვე გთავაზობთ იმ სამ დოკუმენტს, რომლებიც დღეს „თეთრების“ სახელით დაურიგდათ ჟურნალისტებს.

ვიდეო თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენცია (02.07.2013)

“თეთრების” პრეს-ცენტრი

02.07.2013წ

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *