წერილი საქართველოს მთავარ პროკურორს

weriliსაქართველოს მთავარ პროკურორს,
ბატონ არჩილ კბილაშვილს

ბატონო მთავარო პროკურორო,

დოკუმენტების პაკეტი, რომელსაც პატივისცემით გაახლებთ, ოთხი წლის მანძილზე მზადდებოდა მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ. ის გარდა იმისა, რომ შეიცავს არაერთ მამხილებელ საბუთს მიხეილ სააკაშვილის და მმართველი ჯგუფის დანაშაულებრივი ქმედებისა, გენოციდის მოწყობისა საკუთარი ერის მიმართ, გახლავთ მრავალტომიანი მეცნიერული ანალიზის მოკლე ვარიანტი ქვეყანაში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისა

„სამართლიანობის მანიფესტი“, გახლავთ საქართველოს ბედზე მოფიქრალი თხუთმეტი პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველი ხალხისგან პატივდებული არაერთი დიდი მეცნიერის, ხელოვანის, სპორტსმენის, 2 000-ზე მეტი პატიოსანი მოქალაქის ხელმოწერით მხარდაჭერილი 25-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ჩვენი, „თეთრების“ წევრმა და მეგობარმა მეცნიერებმა მოამზადეს ჯერ კიდევ 2009 წელს და წარუდგინეს პრეზიდენტს „ღირსების ულტიმატუმის“ სახით.
მთელი ქვეყნისათვის პატივცემული ადამიანების ხელისმოწერები არად ჩააგდო მაშინ პრეზიდენტმა, დღეს კი თვითმარქვია მიხეილ სააკაშვილმა. მან ამ უყურადღებობით აბუჩად აიგდო ქართველი ხალხის ნება, რამეთუ „მანიფესტს“ ხელს აწერენ ქართული აზროვნებისა და კულტურის კორიფეები.

თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალიცია „ერთსულოვნების“ მიერ შეგროვებული მილიონნახევარი ხელისმოწერის საფუძველი გახდა აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობა, ნათელი გახდება, თუ ქართული საზოგადოების რა რაოდენობრივი და ხარისხობრივი ნაწილი უჭერს მხარს ჩვენს დოკუმენტს.
„სამართლიანობის მანიფესტი“ არ არის მოწყალებისათვის ხელგაწვდილის ღაღადი. ის გახლავთ მოთხოვნა იმ პოლიტიკური უფლებებისა და სოციალური დაცულობისა, რომლის შესრულება კონსტიტუციურად ევალება ყოველ ხელისუფალს, ხოლო შეუსრულებლობისათვის უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი.

„მანიფესტს“ სააკაშვილმა პასუხი ვერ გასცა იმიტომაც, რომ იქ ჩამოთვლილ საკითხთა უკან დგას დიდი სახელწმიფო კორუფცია, რასაც ადასტურებს თქვენთვის წარმოდგენილი მასალა. მათგან გამოვყოფთ მხოლოდ ერთს: სახელწმიფოს ხელმძღვანელების ფუფუნებაში ცხოვრებაზე 10 მილიარდი დაიხარჯა მაშინ, როცა 5 მილიარდად შეიძლებოდა სახელმწიფოში მოს ახლეობის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა.

ამჯერად ჩვენ ვითხოვთ არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, არამედ იმ დანაშაულთა სამართლებრივ შეფასებებს, რომლებიც ლოგიკურად გამომდინარეობს „მანიფესტით“ წაყენებული საკითხებიდან.

თქვენგან, ბატონო მთავარო პროკურორო, მოველით, რომ „ნაცმოძრაობას“, პირადად სააკაშვილს, იძულებულს გახდით უპასუხოს ყველა შეკითხვას, რომელიც გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტიდან. მოველით, რომ სრული და ამომწურავი პასუხები საკმარისი იქნება „ნაცმოძრაობისა“ და მისი ხელმძღვანელების მიმართ საკუთარი ხალხის გენოციდის ბრალდების წასაყენებლად.

მოველით, რომ პროკურატურა, მთლიანად იუსტიციის სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მიმართ სამართლიანი იურიდიული დოკუმენტის მოსამზადებლად, არამედ ისეთი სამართლებრივი გარემოს შესაქმნელად, როცა არც ერთ შემდგომ ხელისუფალს აღარ გაუჩნდება სურვილი და შესაძლებლობა, განახორციელოს საქართველოს ხალხის, საქართველოს სახელმწფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა.

მოველით, რომ ქვეყანაში წარიმართება არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის, არამედ სამართლიანობის დადგენის პროცესები.

სამართლიანობის აღდგენა, განსაკუთრებით, მატერიალურ ღირებულებათა კანონიერი მფლობელებისათვის დაბრუნება უკვე დაწყებულია, რის გამოც არ შეიძლება ჩვენი კმაყოფილება არ გამოვთქვათ.

ახლა საჭიროა სამართლიანობის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა. მხედველობაში მაქვს სამართლიანობის დადგენა, ანუ ადამიანის პოლიტიკური და სოციალური დაცულობისათვის სრულიად ახალი სამართლებრივი სივრცის შექმნა, ამ მიზნით სრულიად ახალი ინსტიტუციონალური მოწყობის განხორციელება.
როდესაც ჩვენ ასეთ გაბედულ, მაგრამ იმედიან განცხადებებს ვაკეთებთ, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მისამართით, მხედველობაში გვაქვს პირველი ხელმძღვანელების, მთლიანად გუნდის მაღალი პროფესიული და პიროვნული თვისებები.

ჩვენ მზად ვართ, თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, გეწვიოთ თქვენ და ამ საკითებზე მომუშავე ჯგუფს, რათა წარმოდგენილი დოკუმენტის ავტორ ჩვენს მეგობარ მეცნიერებთან ერთად ვითანამშრომლოთ, რომ მოხდეს რეჟიმის ჭეშმარიტად სახალხო გასამართლება – როგორც ეს თქვენ არაერთხელ ბრძანეთ. ეს იქნება იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ახალი ტიპის სახალხო სასამართლოს – „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ – ფორმირებით.
აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, ჩვენს მიერ გადმოცემული მასალა ჯეროვნად იქნება შესწავლილი და გამოყენებული სამშობლოს საკეთილდღეოდ

 

ღრმა პატივისცემით,
პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

თეიმურაზ შაშიაშვილი

 

წერილთან ერთად მთავარ პროკურორს გადაეგზავნა შემდეგი დოკუმენტები:

საქართველო “ვარდების რევოლუციის” 9 წლისთავზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *