წერილი პოლიტიკურ პარტიებს

gerbi1პატივისცემით გადმოგცემთ ქართველ ექსპერტთა მონაწილეობით შედგენილ და სტრასბურგში ევროპის ცნობილ კონსტიტუციონალისტებთან კონსულტაციების შემდგომ გადამუშავებულ დოკუმენტს რეფერენდუმით პრეზიდენტის იმპიჩმენტის ორგანიზაციის თაობაზე.

ევროპელ ექსპერტთა აზრით, ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი დასაბუთება ხალხის ლეგიტიმური უფლებისა, უნდობლობა გამოუცხადოს უმაღლეს ხელისუფალს და იგი თანამდებობიდან გადააყენოს. ისინი თვლიან, ხალხის მიერ პრეზიდენტის გადაყენების უფლებამოსილების თავის თავზე აღება, ერთადეერთი სწორი და მშვიდობიანი გამოსავალია შექმნილ ვითარებაში, როსედაც ამის მწვავე საჭიროების მიუხედავად (ხალხის დაჟინებითი მოთხოვნის მიუხედავად) ხელისუფლება უარზეა თვითონ გადადგეს.

ევროპელი ექსპერტები თვლიან, რომ ამ დოკუმენტის დანიშნულებაა, ერთი მხრივ, ნათელი გახადოს, რომ ხელისუფლების შეცვლა ხალხის, და მით უმეტეს, ცალკეული პოლიტიკური ძალების უპასუხისმგებლო ახირება კი არ არის, არამედ, ობიექტურად არსებული უკიდურესი აუცილებლობა და ამასთანავე სავსებით გამართლებული, როგორც პოლიტიკურად, ასევე ზნეობრივად და სამართლებრივად. მეორე მხრივ, ეს არის ხალხის მიერ ცივილიზებული ფორმით საქვეყნო გამოხატვა და დადასტურება თავისი შეუვალი ნებისა, რომელიც ყველას – გარეშესა თუ შინაურს – „აიძულებს“, სათანადო პატივი მიაგონ და ანგარიში გაუწიონ ქართველ ხალხსხ, როგორც კულტუროსან ერს.

ევროპელი ექსპერტები ღრმად არიან დარწმუნებული, რომ მიტინგებთან, მანიფესტაციებთან და სხვა საპროტესტო აქციებთან ერთად, ამგვარი დოკუმენტის არსებობა, რომელშიც ორგანიზაციულად არის თავმოყრილი და სათანადოდ გაფორმებული ხელისუფლების შეცვლის საფუძვლები, ხალხის ნება და შესაბამისი გადაწყვეტილება, უთუოდ აუცილებელია; იგი საზოგადოებრივ პროტესტს შეჰმატებს შინაგან ძალას, სოლიდურობასა და ღირსებას.

ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშველობას იძენს იმ დიდი საერთაშორისო სიახლის ფონზე, რასაც „ხალხის სასამართლო“, ანუ „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ – წარმოადგენს და რომ მას სათავეში უდგას ევროპაში ცნობილი სამართლის სპეციალისტი, ბატონი მინდია უგრეხელიძე, მით უფრო, რომ ხელისუფლების ინიციატივით ხდება ახალი კონსტიტუციის მიღება, ხოლო საქვეყნოდ ცნობილმა ადამიანებმა დაიწყეს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ორგანიზაცია, რომელსაც შეუერთდა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა სახელისუფლებოსი და მასთან დაახლობულისა.

უცხოელმა ექსპერტებმა მოგვცეს იმის რჩევაც, რომ საქართველოს ჰყავს საერთაშორისო მასშტაბის კონსტიტუციონალისტი, იმპიჩმენტის უდიდესი მცოდნე – სამართლის დოქტორი ევა გოცირიძე, რომელიც მოღვაწეობს სტრასბურგში და სასურველი იქნება კონსულტაციები მასთან.

ჩვენ, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ „ თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“), საჭიროდ ჩავთვალეთ, ქართველ და ევროპელ ექსპერტთა მონაწილეობით ჩამოყალიბებული მთავარი დოკუმენტი ევროპელ ექსპერტთა პოზიციასთან ერთად გადმოგცეთ განსახილველად. მასში შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები.

ჩვენ ვთვლით, რომ საერთო მხარდაჭერის შემთხვევაში, 10-13 ივნისს მოეწყოს რამდენიმე რაუნდიანი საკონსულტაციო შეხვედრები, შედგეს შეთანხმება დოკუმენტთან და მოქმედების პრინციპებთან დაკავშირებით. თუ გაზიარებული იქნება მოქმედების ასეთი გზა, ჩვენი წინადადებაა, გამოვაქვეყნოთ ეს დოკუმენტი გადამწყვეტ დროს, როგორც ხალხის მიერ თავისი სამართლიანი ზრახვების საქვეყნო განცხადება.

დაე, აღსრულდეს ხალხის ნება!

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)
თემურ შაშიაშვილი
26 მაისი, 2010 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *