საორგანიზაციო ჯგუფის მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს

გამოვხატავთ რა რეალურ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობის განწყობას პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით, გთავაზობთ საკონსულტაციო შეხვედრას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, ერთმანეთისადმი სიმპათიებისა თუ ანტიპათიებისა, ჩვენ უნდა შევძლოთ შეკრებაც, აზრთა ურთიერთგაცვლაც და, რაც მთავარია, შეთანხმება ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლის ფორმებსა და მეთოდებზე.

ავმაღლდეთ პირად წყენებზე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წინა პერიოდში ერთად შემოვკრათ დიდი ქართული ზარი.

საკონსულტაციო შეხვედრა შედგება 21 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „სიმპათიას“ ღონისძიებათა დარბაზში. (მის. დარასელიას № 4, ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარე ტერიტორია).

ღრმა პატივისცემით,

მამუკა გიორგაძე – ეროვნულ ძალთა ალიანსი
გოგი თოფაძე – მრეწველთა პარტია
გია ცაგარეიშვილი – ალიანსი საქართველოსათვის
თემურ შაშიაშვილი – ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)
ზვიად ძიძიგური – ეროვნული საბჭო

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *