დებატები: მომავალი პრეზიდენტის სამოქმედო პროგრამის გაცნობის მექანიზმი

 

  • პროგრამა – საპრეზიდენტო კანდიდატის სახე
  • დებატები – ჩვენი ეპოქის დუელი
  • მარიონეტი, თუ დამოუკიდებელი პრეზიდენტი

 

ყველა ნორმალურ ქვეყანაში და კულტურულ საზოგადოებაში ნებისმიერი არჩევნების შედეგი მეტწილად დამოკიდებულია არჩევნებში მონაწილე სუბიექტ kreba 1.12ების მიერ წარდგენილ წინასაარჩევნო პროგრამის მეცნიერულ სიღრმეზე, პოლიტიკურ წინჭვრეტაზე, პროგრამის თეორიული მხარის პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობაზე.

მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი პრეზიდენტობის კანდიდატის პროგრამა თვალითაც არავის უნახავს, ერთმა მათგანმა – ნინო ბურჯანაძემ – ამომრჩევლებს, მთელს ქართველ ხალხს წარუდგინა პროგრამა, რომლის თაობაზე განუწყვეტელი გამოხმაურებები ისმის როგორც პროფესიონალი  პოლიტიკოსებისაგან, ისე საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სრულიად რიგითი მოქალაქეებისაგან.

განსაკუთრებით ეს სასიამოვნოა საქმის მცოდნე ექსპერტებისაგან, მეცნიერებისაგან, ქართველი ერის მიერ პატივცემული ადამიანებისაგან.

ამასთან, ამ ურთიერთობებისას იკვეთება პრობლემები. რომელთა შესახებ გვინდა ამომრჩევლებს ვაუწყოთ:

– უპირველესი პრობლემა – ეს გახლავთ სიძნელეები პროგრამის ადამიანებამდე მიტანის საქმეში.

მაშინ, როდესაც საინფორმაციო გადაცემებს, თუ მიმდინარე ქრონიკის ამსახველ სტატიებს ამოფარებული რედაქციათა უმრავლესობა პრაქტიკულად დროში შეუზღუდავად ახდენს ორი კანდიდატის პიარს, ქალბატონ ბურჯანაძის პროგრამაზე საუბარი მიდის მხოლოდ ოფიაციალურ სარეკლამო დროში. ამდენად, მოქალაქეთა ინფორმირებულობის თვალსაზრისით პირწმინდად იგებს ორი კანდიდატი, რომელთა პროგრამა აშკარა დემაგოგიაა, ან კიდევ ასეთი დოკუმენტი საერთოდ არავის უნახავს;

– მეორე პრობლემა ძევს თავად პროგრამის არსსა და დონეში. იგი უმძიმესი განსახორციელებელი იქნება ამჟამინდელი მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმეტესობისათვის. შეიძლება, განუხორციელებელიც. ამიტომ, სუბიექტური მოსაზრებების გამო, ცალკეული დარგების პირველ ხელმძღვანელებს, მათ აპარატებს, თუ ქვემდგომ სტრუქტურებს აგრესიულად განაწყობს როგორც პროგრამის, ისე მისი ავტორის მიმართ;

– მესამე პრობლემა არის თავად პროგრამის რადიკალურობა, რომელიც ითვალისწინებს ბოლო ოცწლეულის მანძილზე დამკვიდრებულ უსამართლობათა რეალურად აღმოფხვრის მექანიზმს. მისი ამოქმედება არაკომფორტულ პირობებში ჩააყენებს საზოგადოების იმ ფენებს, რომლებიც ქვეყნისაგან დაუმსახურებლად იღებდნენ ყოველგვარ სიკეთეს მოქკავშირ – აღორძინება – ნაციონალური ხელისუფლების წლებში და კოაბიტაციის წყალობით დღემდე არა დაკლებიათ რა;

– მეოთხე პრობლემა სუბიექტურია, მაგრამ პრობლემა პრობლემაა.

ორი კანდიდატი  რეალურად  წარმოადგენს  მარიონეტს, მართულს გარეშე და შიდა ძალებისაგან.

ამ პრობლემათა არსებობა უადვილებს სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე ცრუ არასამთავრობო ორგანიზაციას ვითომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მათთვის ჩვეული ტყუილი შედეგებით მანიპულირებით გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, საინფორმაციო საშუალებებზე, უცხოელ მეთვალყურეებზე.

 

●●●

დასავლური სტანდარტებით წარმოუდგენელია საარჩევნო კომპანია დებატების გარეშე. სწორედ დებატების დროს იხსნება როგორც საარჩევნო სუბიექტების (პიორვნებები, თუ  პოლიტიკური ჯგუფები) პოლიტიკური პოზიციები და შინაგანი თვისებები, ისე საარჩევნო პროგრამების რეალობა, სტრატეგიული და ტაქტიკური ნაბიჯების ავკარგიანობა, ცალკეული პოლიტიკოსების და მათი მხარდამჭერი გუნდების პოლიტიკური სიმწიფე, გამოცდილება, თეორიული ცოდნა, პრაქტიკულ ამოცანათა გადაწყვეტის მზაობა.

– დებატები – ეს არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დამკვიდრებული რამდენიმე ეტაპიანი პოლიტიკური ბატალია;

– დებატები – ეს არის ჩვენი ეპოქის დუელი, ანუ ღირსების დაცვა და მოწინააღმდეგეზე დამსახურებული გამარჯვება;

– დებატები – ეს არის პოლიტიკოსთა ცოდნითა და გამოცდილებით, და არა პირადი სიმპათია- ანტიპათიებით გრადაციის შესანიშნავი მექანიზმი;

– დებატები – ეს არის ნაცნობსა და ძლიერზე ორიენტაციის გაკეთებისა და უცნობი, სუსტი პოლიტიკოსის საზოგადოების მიერ  უარყოფის საშუალება;

– დებატები – ეს არის პოლიტიკოსის ავ-კარგის საუკეთესო ინდიკატორი, ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც  ხალხის გონებაში უტყუარად აწითლებს, ალურჯებს, თუ აშავებს, სხვა შემთხვევაში კი თეთრად ტოვებს მასში მონაწილე პიროვნებებს.

ქართული პოლიტიკა, სხვა უცნაურობებთან ერთად, ერთი ფენომენიტაც გამოირჩევა: წესით და რიგით, დებატების უნდა ეშინოდეს პოლიტიკური წარსულის მქონე პიროვნებას, რომელსაც ბევრ უხერხულ საკითხზე მოუწევს პასუხის გაცემაც და პასუხისგებაც. ჩვენში კი დებატებზე უარს ამბობენ პოლიტიკისათვის უცნობი პიროვნებები (?!) . სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა არიდებდეს თავს დებატებს პრემიერისაგან განათლებულად დაუღალავად ნაქებ-ნადიდები კანდიდატი. იმ დასავლეთში, რომელსაც პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ ფარად და მახვილად, არავის აპატიებდნენ დებატებზე უარის თქმას, უკვე ეს ფაქტი გახდებოდა მავანის მშრალად დამარცხების  საბაბი. ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა, ჩვენში ეს სამარცხვინო მოვლენაც ჯერჯერობით ჩაიფარცხა.

●●●

ყველამ იცის, რომ ბატონი მარგველაშვილი ყოველთვის იქნება სხვისი ნების შემსრულებელი.

ყველამ იცის, რომ ბატონი ბაქრაძე არასდროს იქნება დამოუკიდებლად მოაზროვნე პირველი პირი.

… და მაინც, მათი პატრონების ფანები სოციალურ ქსელებში სიმპათიების გამოხატვას არ იშურებენ ასეთი უსახური კანდიადტების მიმართ, რომლებიც :

– არაფერს შეცვლიან ქვეყანაში;

– არასდროს იქნებიან დამოუკიდებელი ხელმძღვანელები;

– კვლავაც იმართებიან არა მხოლოდ უშუალო შეფების,  არამედ უცხოელი ბოსების მიერ;

– უერთგულებენ არა ეროვნულ ინტერესებს, არამედ ტრანსნაციონალურ სექტანტურ იდეებს;

– არასდროს იაზროვნებენ სახელწმიფოებრივად, მათი ყოველი ნაბიჯი იქნება უსაზღვრო ერთგულება მცირე ჯგუფებისადმი, მათი უშუალო ხელმძღვანელების გარემოცვისადმი.

ყველა  ეს პრობლემა, ჩვენი აზრით, ბუნებრივად მოიხსნება ნინო ბურჯანაძისადმი ამომრჩეველთა მხარდაჭერის სწორად დაფიქსირების და აქედან გამომდინარე, გამარჯვების შედეგად.

აი, რატომ უჭერს მხარს „თეთრების“ პარტია  „სახალხო კრების“ მიერ წარდგენილ საპრეზიდენტო კანდიდატს.

აი, რატომ უჭერს მხარს „თეთრების“ პარტია ექსპერტების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების, რიგითი მოქალაქეების ფართო წრეებთან ერთად ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პროგრამას, ანუ, ამ შემთხვევაში – კანდიდატურას.

 

პარტია “თეთრების” გენერალური მდივანი

ზურაბ ხასია

12.10.2013წ.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *