თემურ შაშიაშვილი: „მძიმე პოლიტიკური წელი მოდის…“

 

148949_235853443195158_1336981725_nინც ფიქრობს მომავლის საქართველოზე, მან უნდა დაივიწყოსპოლიტიკოსი სააკაშვილიდა მისი ხროვა“..

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ეხმაურება სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის არ დაესწრება ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას და დასწრების სანაცვლოდ გარკვეულ პირობებს უყენებს ახალ  ხელისუფლებას.

„სააკაშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  20 იანვრის, ანუ მისი კონსტიტუციური ვადის გასვლის შემდგომ მისი პრეზიდენტად დატოვება იყო უდიდესი შეცდომა… უდიდესი შეცდომაა, რომ არ მოვიწვიეთ მსოფლიოს ცნობილი ექსპერტები, რათა გაკეთებულიყო მისი პრეზიდენტობის წლების სრული ანალიზი და სწორედ მათ  შეეფასებინათ, მართლა აყვავდა საქართველო, როგორც ამას „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებს, თუ განადგურდა, როგორც  ხალხის რეალური ყოფა და ანალიზიც ადასტურებს. უდიდესი შეცდომაა, რომ არ დაიწყო სააკაშვილისა და მისი რეჟიმის გასამართლების პროცესი. სწორედ ეს სამი რამ ვურჩიეთ ჩვენ, „თეთრებმა“ ჯერ კიდევ გაპრემიერებამდე ბატონ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.

სააკაშვილისა და მისი სექტის წევრების  განცხადებები ადასტურებს, რომ ინაუგურაციაზე მისი არმისვლა მისი დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი კი არ არის მხოლოდ, არამედ ეს არის განაცხადი,  ბრძოლის დაწყების თაობაზე ხელისუფლებაში მისი დაბრუნებისათვის. ეს უკვე სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობაა მისი ყველაზე რთული შესაძლო შედეგით. მარტო ერთი ფრაზაც კი საკმარისია მისი განცხადებიდან :

„ჩემი მთავარი იმედია ის ახალგაზრდობა, რომელსაც „მიშას თაობას“ უწოდებენ და რომელიც აღარასდროს შეეპუება მისი ქვეყნის მონობას ან, თუნდაც, კლასიკური პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მდგომარეობაში დაბრუნებას…“

„ვაი იმ ახალგაზრდას, ვინც საკუთარ თავს “მიშას თაობას” უცოდებს…ის უკვე ბნელია, მაგრამ მიშას სწორედ ასეთები სჭირდება ახალი რევოლუციისათვის…აცხადებს შაშიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ  სააკაშვილი როგორც ხელისუფლებაში ქუჩიდან მოსული პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ისევ ქუჩაში  ბრუნდება და  უამრავ პრობლემას შეუქმნის ქვეყანას.

„მძიმე პოლიტიკური წელი მოდის… ხალხია ცოდვა, თორემ “ქუჩის პოლიტიკოსების” გრიალი, ხალხის გრძნობებზე თამაში არ მოგვაკლდება… ამ ხალხის სკამებთან მიკარება არ შიძლება….ვინც ფიქრობს მომავლის საქართველოზე, მან უნდა დაივიწყოს “პოლიტიკოსი სააკაშვილი” და მისი ხროვა“.. –  აცხადებს თეთრების ლიდერი.,  – .კიდევ ერთი,დღეს სააკაშვილმა წერტილი დაუსვა ერთ მოარულ აზრს. “მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ძალიან მეყვარება ქართველი ხალხი-ამის ასე თქმა მხოლოდ არაქართველს შეუძლია…”

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *