(ჯეომედიატვ)დუმილი ასეთ დროს, ღირსების დაკარგვის ტოლფასია!”

14711277_1197024677030351_6451380393290894121_o„თეთრების“ ლიდერი,  წარსულში იმერეთის გუბერნატორი, თემურ შაშიაშვილი უკიდურეს აღშფოთებას გამოხატავს ქუთაისში მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით  კი    კვების ობიექტის მოსალოდნელი მშენებლობის ადგილთან დაკავშირებით – იქ, სადაც ადრე დავით აღმაშენებლის ძეგლი იყო აღმართული

 თემურ შაშიაშვილი თავის  განცხადებას ჟან-ჟაკ რუსოს სიტყვებით იწყებს:

 “უცქირო უსამართლობას და დუმდე,მასში მონაწილეობას ნიშნავს 

სამწუხაროა, რომ ერთმა არაქართველმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედნიდან მეფის ძეგლი გაიტანა, მეორე არაქართველი’ამავე მოედანზე , მაკდონალდს აშენებს ხალხის უმეტესობა დუმს. ერთ ნაწილს თანამდებობისა და მდგომარეობის დაკარგვის ეშინია, მეორე,დიდი   გაჭირვებამ  ეროვნული დაავიწყა. განმარტებები, რომელსაც ვისმენთ ხელისუფალთაგან და მაკდონალდსის მშენებლობით  დაინტერესებულთაგან, შეურაცხმყოფელია  და ადასტურებს, რომ  ხალხს უმეცრებად თვლიან.  მაკდონალდსის მშენებლობა, არათუ სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს,  პირიქით  ეროვნულ სამზარეულოს კლავს და ეროვნულ სამზარეულოში დასაქმებულთ უმუშევარს ტოვებს.

სამარცხვინო  და ხალხის აბუჩად აგდებაა ისიც, რომ ქალაქის ცენტრში, ერთ პატარა ფართზე მაკდონალდსით ვიწყებთ, მერე თურმე სასტუმრო უნდა აშენდეს და ბოლოს,  ტაძარი. ქართული არქიტექტურის  შეურაცხყოფაა ის პროექტი, რომლითაც აპირებენ მაკდონალდსის აშენებას.   ჯერ დაგვამშიეს და დაგვაუძლურეს და ეხლა უკადრებელს გვაკადრებენ, ეროვნულს გვავიწყებენ.  ეს მაშინ , როცა ცივილური და დემოკრატიული სამყაროს ქვეყნებში საპირისპირო პროცესები მიდის – ხალხი, ეკლესია  და პოლიტიკოსები ერთიანდებიან ეროვნულის დასაცავად. დუმილი ასეთ დროს, როცა ასე ებრვიან ქართულს, ეროვნულს, ეკლესიას,    ღირსების დაკარგვის ,  ღალატის ტოლფასია.

წინ 8 თებერვალია, მეფეთ-მეფის დღე.  იგი დიდ ქართულ მოვლენად და ყოველგვარი ანტიქართულის წალეკვის დაწყების დღედ უნდა ვაქციოთ. ჭკვიანური ქმედებებით ეს შეიძლება და უნდა შევძლოთ!“ – ნათქვამია  „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *