განწყობა ძირითადში მისაღებია, თუმცა საკამათოც ბევრია…ტონი მიუღებელია.

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ზაურ ნაჭყებიას წერილს  როგორ მოისყიდა და როგორ „დაიმონა“ ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ინტელიგენცია?! ეხმიანება:

“განწყობა ძირითადში მისაღებია,თუმცა საკამათოც ბევრია…ტონი მიუღებელია. ოთხი მაგალითი:

პირველი-მერაბ ბერძენიშვილი…ფულზეც უარი თქვა,თუმცა ძალიან უჭირდა…უმძიმესი ღია წერილებით მიმართა ხელისუფლებას…ყველაფერი ამის გამო დაისაჯა და ვერც საზოგადოების და ვერც ჟურნალისტების მხარდაჭერა ვერ მიიღო…

მეორე-რომან რურუა,რომელმაც უმძიმესი წერილი გამოაქვეყნა გასული წლის 12 აგვისტოს,დიდგორობას…სამწუხაროდ ვერც მან მიიღო მხარდაჭერა საინფორმაციო საშუალებებში…

მესამე- დიდი მოღვაწეების მიერ ხელმოწერილი და გამოქვეყნებული “მოქმედების მანიფესტი”,რომელიც უმწვავესი და ამავე დროს კონსტრუქციულია,მაგრამ ვერც ჟურნალისტებმა ვერ “შეამჩნიეს”

მეოთხე- მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის “ეროვნული თანხმობისათვის” და მის მიერ,გასული წლის 12 აგვისტოდან, დიდგორობიდან მოყოლებული,ყოველ პარასკევს გამოქვეყნებული უსერიოზულესი ანალიზი:“ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება”,სადაც შექმნილი მდგომარეობის მიზეზად დასახელებულია 4 მიზეზი:ხელისუფლების თვითკმაყოფილება,ოპოზიციის გაბოროტება,ხალხის დუმილი და “მერე რათი”ცხოვრება და ის,რომ ინტელიგენცია გაიყიდა…

ქვეყნის მომავალზე დიდი დისკუსიაა საჭირო.ქვეყანაც და საკუთარი თავიც უნდა დავიცვათ კატეგორიული მსჯელობისაგან და”ბიძინიზმისაგან”,ანუ იმისაგან,რომ მე ყველაფერი ვიცი,თქვენ ვინ ხართ,აკეთეთ ის,რასაც მე ვამბობ,რადგან მე შეუცდომელი ვარ,თქვენ კი უმეცრები”,  – ნათქვამია “თეთრების: ლიდერის გამოხმაურებაში

 

“მოქმედების მანიფესტი”,

ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება

მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში!

“საქართველოს რესპუბლიკა” 23 სექტემბრის ნომერი

“საქართველოს რესპუბლიკა” 16 სექტემბრის ნომერი

“საქართველოს რესპუბლიკა”9 სექტემბრის ნომერი

“საქართველოს რესპუბლიკა” 26 აგვისტოს ნომერი

“საქართველოს რესპუბლიკა” 12 აგვისტოს ნომერი
(საქართველოს რესპუბლიკა) ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება

ახალი ეპოქა დაიწყო და დაიწყო იგი არა თავად ტრამპმა, არამედ ამერიკელმა ხალხმა მისი არჩევით.  ჩვენ ვაგვიანებთ… მოქმედების დროა!
რეალური ერთობის ნაცვლად – ეკლექტური გაერთიანებები
დარჩეს ამ წელში ნათქვამად ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *