ახალი ეპოქა დაიწყო არა თავად ტრამპმა, არამედ ამერიკელმა ხალხმა მისი არჩევით.. ჩვენ ვაგვიანებთ! (სტენოგრამა)

ჩემი ვიზიტი პრესკლუბში არის დაკავშირებული იმასთან, რაზეც ყველა საუბრობს, რომ ტრამპის არჩევით დაიწყო ახალი ეტაპი. მე განსხვავებულად ვხედავ ამას: ახალი ეპოქა დაიწყო არა თავად ტრამპმა, არამედ ამერიკელმა ხალხმა მისი არჩევით. მან აირჩია პირპოვნება, რომელსაც ჰქონდა განსხვავებული ხედვა. რომ არა ამერიკელი ხალხი, ეს შეუძლებელი იქნებოდა, ამას ვამბობ იმიტომ , რომ საქართველოში ხალხს ხელი აქვს ჩამოშვებული და მიაჩნია, რომ არ შეიძლება სიტუაციის შეცვლა. ფიქრობენ, რომ მზერა და იმედები უნდა მიაპყრონ არსებულ ხელისუფლებას

„მე გიბრუნებთ თქვენ ხელისუფლებას“, ნათქვამია ტრამპის მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი.

საერთოდ უნიკალური იყო ტრამპის გამოსვლა. ჩვენი განცხადების სათაურში გამოვიტანეთ, რომ ჩვენ ვაგვიანებთ. რატომ? ქვეყანაში უაზრო პოლიტიკური ხმაურია.  მაშინ როცა   კონსტიტუციის მიღების პროცესი დაიწყო, ჩვენ გვაინტერესებს ამა თუ იმ პოლიტიკის თუ პარტიის ირგვლივ რა ხდება და არ მიდის სერიოზული საუბარი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. კონსტიტუცია არის უპირველესი, რითაც უნდა დაკავდეს საზოგადოება.

ამას წინათ ჩვენ გვქონდა პრესკონფერენცია სწორედ „რეპირტიორის“ პრესკლუბში, როცა ხელისუფლებას  მივმართეთ წინადადებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დიდი დისკუსია დაგვეწყო საზოგადოებაში მეცნიერების მონაწილეობით. როგორც ხდება ხოლმე პასუხი არ მიგვიღია  და ეს არა მარტო ამ ხელისუფლების ბრალია, დამოუკიდებლობის მოიღების შემდეგ ყველა ხელისუფლება ფიქრობს რომ ის არის საქართველოში მმართველი და უფროსი და ხალხს უნდა ეუფროსოს  და ხალხთან შეხვედრები და საუბარი მხოლოდ არჩევნების დროს  სჭირდებათ.

ქვეყნის კონსტიტუცია არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ამერიკის კონსტიტუციის მამებმა განაცხადეს,  ხელისუფლებაში  მისვლის შემდეგ რომ მიგვეღო კონსტიტუცია, ამერიკის კონსტიტუცია ასეთი დემოკრატიული ვერ იქნებოდაო.  კონსტიტუცია  მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლებაში არ იყვნენ.  მსოფლიო გამოცდილება ამტკიცებს,რომ ყველაზე სრულყოფილ კონსტიტუციას იღებენ ის ადამიანები, რომლებიც ან ხელისუფლებაში არ არიან, ან ხელისუფლებისთვის არ იბრძვიან. ეს არიან მოაზროვნე ადამიანები და არა პოლიტიკოსები.

მართალია პარტიის ლიდერი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს პოლიტიკოსების კი არა, სახელმწიფო კაცების და მოაზროვნე ადამიანების დროა. საინფორმაციო სივრცე ძირითადად სწორედ ამ ადამიანემა უნდა დაიკავონ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პარტიაში ძირითადად მეცნიერები და კულტურასთან დაკავშირებული ადანიანები არიან, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდით ქართული ერთობის დარბაზს, სადაც სახელმწიფო კაცები არიან და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს. საინტერესოდ  მიგვაჩნია ზვიად გამსახურდიას პარლამენტ ის  წევრთა ჯგუფის ინიციატივა. ეს სამი რამ ძალიან მნიშვნელოვანია.  ვიმეორებ, დღეს პოლიტიკოსების  დრო არაა. დღეს მეცნიერების, მოაზროვნე ადამიანების დროა, ვისაც შეუძლია საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ცნობიერება ჩადოს და პლანეტარული ანუ ზოგადკაცობრიული სუნთქვაც იყოს.

„ქართული ერთობის დარბაზმა“ მიიღო „მოქმედების მანიფესტი“ სამი წლის წინ. ეს დოკუმენტი დაკავშირებულია დიდ მოღვაწეებთან:რეზო ჩხეიძესთან, გიგა ბათიაშვილთან,ნზორ ერქომაიშვილთან, ტარიელ ხარხელაურთან,რომან რურუასთან ,ომარ მხეიძესთან,,გივი თოიძესთან, , თემურ გუგუშვილთან, რამაზ ყურაშვილთან, არნოლდ გეგეჭკორთან… მათ არ აინტერესებთ ხელისუფლებაში მისვლა. ისინი დიდი მოღვაწეები არიან და დაწერეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეროვნული დოკუმენტი.

„მოქმედების მა ნიფესტი“   მთავრდება სიტყვებით „მოქმედების დროა!“ იგივე სიტყვებით დაამთავრა ტრამპმა თავისი გამოსვლა. ამ დოკუმენტში წერია საქართველო უპირველეს ყოვლისა, ტრამპის მიმართვაში კი ამერიკა უპირველეს ყოვლისა, ამ დოკუმენტში წერია, რომ  ქვეყნის ბატონ პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება. ყველა მნიშვნელოვანი თეზისი რაც იყო ტრამპის გამოსვლაში, მოცემულია ამ დოკუმენტშიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა  – მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მოაზროვნე ადამიანები აკეთებენ მოვლენების ერთსა და იმავე შეფასებას  და ერთსა და იმავე დასკვნებს. ამერიკაში  ვინც იფიქრა იმაზე, როგორი იყოს ამერიკის მომავალი.

ზუსტად იგივე გააკეთა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა დოკუმენტით, რომელსაც აწერია „ქართული მხოლოდ ქართული გზა“. დოკუმენტი მიიღეს  მეფეთ მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 12 აგვისტოს. ეს დოკუმენტიც ეხმიანება აშშ პრეზიდენტის საინაგურაციო გამოსვლის პათოსს.  მარტის თვეში იქნება კონგრესი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის, რომელიც შეაფასებს ახალარჩეული მთავრობის მუშაობას.

კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი  დოკუმენტი მზადდება. ნახეთ საინფორმაციო სივრცე, რით არიან დაკავებული, რომელი პარტია გაიხლიჩა, ინტრიგა, პოპულიზმი, სოციალური დემაგოგია, თვითკმაყოფილი ხელისუფლება, გაბოროტებული ოპოზიცია, დუმს ინტელიგენცია. აი პროცესი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში.

დღეს, როგორც არასდროს ისეთია ქვეყანაში მეცნიერების და ინტელიგენციის როლი.  საქართველოს ისტორიაში, მოღვაწეები უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ხალხმა უნდა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართემული ქვეყანა. მაგრამ ეს უნდა მოხდეს სწორედ მოღვაწეების , მეცნიერების მიერ. იმ ადამიანების მეშვეობით, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა სკამზე. ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში ვითარება უნდა შეიცვალოს და არაა მტავარი ხელისუფლებაში მისვლა.

ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც გვინდოდა ამ განცხადების გაკეთება ისაა, რომ ჩვენ ვიგვიანებთ, სერიოზულად ვიგვიანებთ. ყველა ქვეყანაში ხელისუფლებას ღუპავენ არა ოპონენტები, ვინც სერიოზული კრიტიკით არის დაკავებული, არამედ ტაშისდამკვრელები. ყველა ხელისუფლება დაღუპა  საქართველოში ტაშისდამკვრელებმა. ეს ხელისუფლება კი ამ ხიბლით ყველაზე მეტადაა შეპყრობილი. ხალხის განწყობა და ხელისუფლების განწყობა სრულიად სხვადასხვაა. არსებული მდგომარეობის ხალის და ხელისუგლების შეფასება აბსოლურუად განსხვავდება  და თუ ეს შეფასებები არ დაუახლოვდა, ვერც კონსტიტუციას მივიღებთ და ქვეყანა ვერ წავა წინ.

ხაზი უნდა გავუსვა. ეს არაა ჩასაფრება. ჩვენ ჩასაფრების წინააღმდეგი ვართ.  მივმართავთ ხელისუფლებას: დაიწყეთ მეცნიერებთან დიდი დიალოგი. მეცნიერებათა აკადემია ჩაუდგეს ამ დიალოგს სათავეში. პოლიტიკოსებთან და არასამთავრობოებთან კი ნუ გექნებათ დიალოგი, არამედ მეცნიერებთან და მოღვაწეებთან. იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავისი ბეჭებით მოიტანეს ეს ქვეყანა. ასეთი ადამიანები ყველგან არიან, შეიძლება სოფლადაც ცხოვრობდნენ.

დარწმუნებული ვარ, ამერიკის ახალი პრეზიდენტი ძალიან რადიკალურ  გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა ქვეყნებში არასამთავრობოების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რადგან უამრავი თანხები იხარჯება ამ არასამთავრობოების დაფინანსებაში და ეს იმას ნიშნავს, რომ დაიმონეს ეს ქვეყნები.

ოპოზიცია იმას კი არ ნიშნავს, რომ გიხაროდეს მთავრობის წარუმატებლობა. ძალიან განვიცდი იმ მდგომარეობას, რომელიც ხალხშია და ვეუბნები ხელისუფლებას,  დამღუპველია თქვენი თვითკმაყოფილება, ისევე, როგორც დამღუპველია ოპოზიციის გაბოროტება. ბობოქარი ოპოზიციონერები უკვე გაზაფხულიდან იყურებიან ქუჩისკენ. ქუჩა არის დამღუპველი. ქუჩა ვერ იკრებს პოლიტიკურ პროცესს იმ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება დიალოგის რეჟიმშია მოაზროვნე ადამიანებთან. ეს იყო ჩვენი რჩევა ხელისუფლებისადმი, მაგრამ მათ ეს არ გაიზიარეს.

ჩვენ ხელისუფლებას მივმართეთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქვეყნის გარეთაა გასული და ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი იქ უნდა შედგეს, სადაც ისტორიულად, თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობს ქართველობა  და დასკვნითი სესია შედგეს თბილისში. ეს უნდა იყოს დიდი პროცესი. ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, რომ ამაზე ემუშავა ეკლესიას, ხალხს და ხელისუფლებას. ეკლესიამ პირველად დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას, ხალხში იგივე განწყობაა, არ ჩანს ხელისუფლების პოზიცია.

ჩვენ მივმართეთ პრემიერ მინისტრს, რომ შექმნილიყო პირადად მასთან დიასპორის დიასპორის საბჭო და ყველა ქვეყნიდან ერთი კაცი მაინც იყოს ამ საბჭოში და ეს შეხვედრები მიდიოდეს პერიოდულად პირდაპირ სატელევიზიო ეთერში.

ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას შექმნილიყო მეცნიერთა მონაწილეობით ჯგუფი, რომელიც გააკეთებდა ანალიზს, რა პოტენციალი   აქვს ქვეყანას, რისი გაკეთება შეგვიძლია. გაკეთდეს არსებული მდგომარეობის ობიექტური ანალიზი, არა ხელისუფლების არამედ ნეიტრალური მეცნიერების მიერ და ამის საფუძველზე  გავაანალიზოთ, ეს პოტენციალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, როგორ მოვიყვანოთ მოქმედებაში. ქართული ერთობის დარბაზმა და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა ამ წინადადებით მთავრობას,   მაგრამ ყურადღება არ მოყოლია.

როცა ჩევნ შევთავაზეთ, რომ კონგრესთან ერთად რუსთაველის 850 წლის იუბილე მსოფლიო მასშტაბით ღირსეულად აღგვენიშნა. საბჭოთა კავშირის დროს აღინიშნა რუსთაველის 800 წლის იუბილე, ქუხდა მაშინ  მთელს მსოფლიოში. დღეს კი ხელისუფლება თავს იმართლებს, ვერ შევძელით არჩევნების გამოო. პირიქით იყო საჭირო არჩევნების პროცესში მთელი მსოფლიოსათვის გვეჩვენებინა, ვინ ვართ.

წავიდა მერაბ ბერძენიშვილი. გიგანტი.  იმ ტკივილით წავიდა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი გაიტანეს მოედნიდან თბილისიდან. ორი დიდი ავტორის,   მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი იდგა  თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის – ქუთაისში. ორივე ძეგლი გაიტანეს. ეს არ იყო მარტო ძეგლის  გადაადგილება. ეს  იყო ქართულის გატანა, ქართულის შეურაცხყოფა, მეფეთმეფის შეურაცხყოფა. რომელი ქართველი იქნებოდა წინააღმდეგი, იმის, რომ ძეგლი იქ იდგეს სადაც ის პატრიარქმა აკურთხა?! ქალაქის მერი დაპირდა ბატონ მერაბ ბერძენიშვილს, რომ ძეგლს დააბრუნებდნენ პირვანდელ ადგილას. ერთი წელი გავიდა. ბატონი მერაბი აღარაა ცოცხალი,  მაგრამ პირობა არ შესრულებულა.

უარესიც ხდება. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, სადაც იდგა მისი ძეგლი, სადაც უნდა აშენებულიყო და ეს გადაწყვეტილება 2001 წლის 8 თებერვალს, მეფეთმეფის დღეს, საქართველოს პატრიაქრის ლოცვა კურთხევით იქნა მიღებული, რომ აშენდეს იქ დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი. დავითის სახელობის ტაძარი არის თბილისის უნივერსიტეტის ეზოში და სამტრედიაში. სხვაგან საქართველოში  დავითის სახელობის ტაძარი არ არის. ქუთაისში არ არის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი!  გადაწყვეტილება, რომ იქ ტაძარი აშენებულიყო,  იქნა  მიღებული მაშინ და იმ ადგილზე აშენებენ მაკდონალდს.. ეს არის ეროვნულობა?   საქართველოსადმი დამოკიდებულება? ეს არის ქართული განწყობა? ასე შეიძლება?!

ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას. ქუთაისის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერებასა და კულტურასთან. დავით აღმაშენებელმა დააწესა თავის დროზე, რომ დედაქალაქი იქნება თბილისში, მაგრამ აკადემია შექმნა ქუთაისში,გელათში. ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას ქუთაისი გამოგვეცხადებინა საუნივერსიტეტო ქალაქად. ხელისუფლებამ მიიღო ნაუცბათევი გადაწყვეტილება, ქუთაისში 60 ათას სტუდენტზე გათვლილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შექმნას. რატომ 60 ათასზე? რატომ ნაკლებზე ან მეტზე არა? ამდენი სტუდენტი თუ ჩაირიცხება იქ, საქართველოში ყველა სხვა უნივერსიტეტი დაიხურება. ეს ხომ კატასტროფა იქნება?! ახლის აშენება თუ გვინდა, დედაუნივერსიტეტი გვაქვს და გავაძლიეროთ. შენობების მეტი  რა გაგვაჩნია. როგორც ამბობენ, ამ 60 ათასიდან 80-90 პროცენტი ქვეყნის გარედან უნდა ჩამოვიდეს. ვინ ჩამოვა  საქართველოში აქ სასწავლებლად? ამერიკიდან და ევროპიდან აქ არ ჩამოვლენ,. ანუ აფრიკიდან, აზიიდან ჩამოვლენ . მე პატივს ვცემ აფრიაკსაც აზიასაც , მაგრამ 40-50 აასი სტუდენტი რომ ჩამოგვიყვანონ აზია-აფრიკიდან ეს ხომ ნიშნავს, რომ წავშალეთ ქუთაისი?! ეს არის ქუთაისის, როგორც ეროვნული ქალაქის განადგურება! დავფიქრდეთ!

თავის დროზე, ქუთაისის მტავარ მოედანზე, სადაც დავით აღმაშენებლის ტაძრის აშენება გადავწყვიტეთ, გვთხოვეს ნება დაგვერთო კათოლიკური ტაძრის აშენების და ამაში იხდიდნენ 2 მილიონ დოლარს. სოროსული მიმართულების ჯგუფები და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები მაშინ, როცა ჩვენ იქ ვიყავით, დადიოდნენ და გვთხოვდნენ მიგვეღო გადაწყვეტილება. მაშინ ქუთაისის, საქართველოს ინტელიგენციასთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, იქ  აშენებულიყო დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი. დღეს კი გვეუბნებიან, იმ ადგილას  მაკდონალდს ვაშენებთო! ესეთი სამარცხვინო მდგომარეობაა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ.  გვჭირდება დისკუსია ქვეყანაში. უნდა აშენდეს ახალი უნივერსიტეტი თუ ძველი უნდა გაძლიერდეს. ქუთაისი მართლაც უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი.   ამას ხმამაღლა და გამოკვეთილად ვამბობ. ქუთაისი უნდა იყოს ბიზნესის და უნივერსიტეტის ქალაქი. როცა საუბარია, უნდა იყოს თუ არა ქუთაისში პარლამენტი, ვამბობ, პარლამენტი არ უნდა იყოს ქუთაისში, იქ პარლამენტის ყოფნამ არაფერი არ შეცვალა. დღეს ყველას ეშინია ამის ხმამაღლა თქმა.  ხმამაღლა ვამბობ, ქუთაისი უნდა იყოს ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი და საუნივერსიტეტო ქალაქი და არა  საპარლამენტო ქალაქი» ეს პრინციპული საკითხებია. ჩვენ არ გვჭირდება დიალოგი? მეცნიერებათა აკადემიას არავინ ეთათბირება  ახალი უნივერსიტეტის ქალასის აშენების მიზანშეწონილობაზე.

ჩვენ კეთილიგანწყობით მივმართავთ ხელისუფლებას. დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, შეხვდით ქუთაისის ინტელიგენციას. სულაც არ ვთვლი აუცილებლად ჩემთან შეხვედრას. ის, რომ ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსი არ უნდა აშენდეს, რა გახდა ეს ჭყონია, რომელმაც რუსთაველის ძეგლთან ააშენა მაკდონალდსი, და რა გახდა ეხლა ვის დავალებას ასრულებს ის, რომ იგივეს აკეთებს ქუთაისში?თურქეთის ფული აჩუქა მას შევარდნაძემ და ამ გზით გახდა ის მილიარდერი, ეხლა კი თავის სურვილებს გვახვევს  თავზე. ყველა ხელისუფლებასთან მოძებნა ამ ადამიანმა საერთო ენა: შევარდნაძის დროს ყვაოდა, სააკაშვილის დროს ყვაოდა, ივანიშვილის დროს ყვავის… რომ გითხრან, აღმაშენებლის ძეგლის ადგილას ააშენე მაკდონალდსიო, თუ ეროვნული კაცი ხარ, თუ ქართველი ხარ,  ქართული წარმომავლობის ხარ, არ უნდა გააკეთო ეს. ის კი პირიქით , ითხოვს, იქ უნდა ავაშენოო. ეს პრინციპული საკითხებია ყველა, რაზეც ვისაუბრე.

და ვასრულებ. „მოქმედების მანიფესტში“, დიდმა მოღვაწეებმა, გამოკვეთილად ჩაწერეს: საქართველოს დემოკრატიული მომავალი არის თავისუფალი  ადამიანი ყოველ ადამიანს გვაქვს ღვთისაგან ბოძებული ბუნებითი უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება… ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს. ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისათვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი,  ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. ეს პირდაპირ წერია ამერიკის კონსტიტუციაში და ვაშინგტონი ამაყობს რომ ასეთი სიტყვები ჩაწერა კონსტიტუციაში. და ამ ყველაფრის გარანტი უნდა იყოს ხელისუფლება, ეს არის მისი კონსტიტუციური მოვალეობა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი…. ეს უნდა ეწეროს კონსტიტუციაში.

ჩვენ ასევე ვთვლით, რომ კონსტიტუციაში, ქართული ენის დაცვასთან  ერთად ხაზგასმული უნდა იყოს, რომ ჩვენთან პრიორიტეტია   განათლება. ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის მემკვიდრეები. დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემია შექმნა. მაშინ, როცა ძალიან ბევრი ქვეყანა ჯერ არ არსებობდა  და ბევრი ტყეში დარბოდა… ზეცას აკვირდებოდა ობსერვატორიაში. ასეთი მეფე გვყავდა. თუ ჩვენ გვინდა მისი გზა გავაგრძელოთ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ქვეყანაში განათლება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მით უფრო  რომ ვაკვირდები ბოლო ქმედებებს, არ შეიძლება ამ მინისტრის და სამინისტროს დონეზე განათლების დატოვება. მიტოვებულია ახალგაზრდობის   პრობლემები სწავლის პრობლემები და ყველა ფიქრობს უცხოეთში წავიდეს განათლების მმისაღებად. როცა დიდ მამოღვაწეებმა დააფუძნეს  დედაუნიერსიტეტი, ყველანი უცხოეთიდან დაბრუნდნენ საქართველოში  და ქართველ ახალგაზრდებს უთხრეს , რომ აქ უფრო დიდ განათლებას მიიღებდნენ. ეს არის სახელმწიფო პოზიცია, ქვეყნის სამომავლო პოზიცია.

სწორედ ამ განწყობით მოვედი აქ თქვენს წინაშე. ძალიან მინდა ეს პრესკონფერენცია ნახონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩვენ განწყობილი ვართ არა ხელისუფლებისადმი დაპირისპირებისკენ, არამედ ძალიან გვსურს, დაიწყოს დიდი დისკუსია ქვეყანაში საქართველოს მომავალზე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *