ბრძოლას დღეს განსაკუთრებულად აქვს აზრი!

ცხოვრებამ დამარწმუნა,ჩვენი ისტორიაც ამას ადასტურებს, გამარჯვება არჩევნებზე მიღებული ხმები კი არ არის,არამედ ქვეყანაში წიგნიერების მაღალი დონე, გადაჭედილი თეატრები,სკოლა,სადაც აზროვნებას აჩვეცენ.

ის ქვეყანაა გამარჯვებული,სადაც ინტელიგენცია ხელისუფლებას კი არ იცავს ხალხისგან,არამედ ხალხს ხელისუფლებისგან...ის ქვეყანა,სადაც ნიჭის ძალაუფლებაა და არა ფულის..ის ქვეყანა,სადაც ადამიანი ვინმეს შიშით,ან ზიზღით კი არა,სიყვარყლით აძლევს ხმას…ის ქვეყანა,სადაც გამარჯვებული არ ამბობს,რომ ქართველ ხალხს ეყო გონება და ჩვენ ამიტომ გავიმარჯვეთო,თითქოს მეორე მხარეს ქართველები არ დგანან,ან ისინი მტრები არიან.

დღევანდელი არჩევნები ეს არის ერთი კაცის მოჩვენებითი გამარჯვება და შეურაცხყოფილი საქართველო.

საქართველო მაშინ იქნება გამარჯვებული, ,როცა ბელადზე და ფულიანზე კი არ იქნება ჩამოკიდებული, არამედ განათლებულ და მორალურ ადამიანებზე იქნება დაყრდნობილი.,როცა ქვეყანაში აღარ იქნება ჩასაფრებული და გაბოროტებული ოპოზიცია და არც თვითკმაყოფილი,მით უფრო გარედან მართული ხელისუფლება…როცა ქვეყანაში აღარ იქნება “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” კონფიგურაციის პოლიტიკური პარტიები,სააკაშვილის მსგავსი შლეგი და ივანიშვილის მსგავსი უსაფუძვლოდ თავდაჯერებული პოლიტიკოსები…როცა ქვეყანას ეყოლება არა გადასახადის ამომღები ხელისუფლება ,არამედ ისეთი ხელისუფლება,რომელიც ხალხს გახდის გადამხდელუნარიანს,როცა ადამიანი იბრძოლებს არა არსებობისათვის,არამედ საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.

ქვეყანას დღეს მორალური ადამიანების დიდი ერთობა და თავგანწირული ბრძოლა სჭირდება იმისთვის, რომ ყოველმა ადამიანმა გააცნობიეროს წმიდა მამების შეგონება:

“საკუთარი სისხლის ფასად თავისუფლებისთვის გაგათავისუფლად იესომ და ნუ იქნებით ადამიანთა მონები”

ბრძოლას დღეს განსაკუთრებულად აქვს აზრი!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *