(ასავალ-დასავალი)თემურ შაშიაშვილი: 2019 წლის 10 თებერვალს, ლიეჟში ჩემთვის 2011 წლის 26 მაისი განმეორდა!

ვესაუბრებით იმერეთის ყოფილ გუბერნატორს, პარტია “თეთრების” ლიდერს და გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრ თემურ შაშიაშვილს, რომელსაც ამა წლის 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სააკაშვილის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება არე მისცეს დ დარბაზიდან ძალის გამოყენებით გააძევეს.

– ბატონო თემურ,ლიეჟში სააკაშვილის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალურად ჩახვედით?

როგორც კი გამოცხადდა, რომ ქართველების საინიციატივო ჯგუფი ბელგიაში “თანამემამულეთა მსოფლიო კრების” გამართვას აპირებდა, ინტერნეტის საშუალებით რეგისტრაცია გავიარე და კრებაზე დასწრების სურვილი აფიციალურად დავაფიქსირე. თუ დამიჯერებთ, არც კი ვიცოდი, რომ შეკრების უკან სააკაშვილი იდგა.

– ამის შესახებ მთელ საქართველოს ჰქონდა ინფორმაცია და თქვენ როგორ არ იცოდით?

– მე მხოლოდ სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლა მქონდა ნანახი, რომელშიც  თქვა – ლიეჟში ქართული მსოფლიო კრება ტარდება და მეც ვუერთდებიო. არსად მომისმენია და წამიკითხავს, რომ შეკრების ორგანიზატორი სააკაშვილი იყო.

ორი დღით ადრე, სანამ ლიეჟში ღონისძიება გაიმართებოდა “თანამემამულეთა მსოფლიო კრების” ორგანიზატორებს წერილი გავუგზავნე. რომელშიც ვწერდი, რომ კრებაში მონაწილეობას ვგეგმავდი და სიტყვით გამოსვლის სურვილიც მქონდა. მინდოდა ქართველი ემიგრანტებისთვის წარმედგინა ქართველ მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ მომზადებული კონცეფცია:გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ”და მისი განხორციელების მასშტაბური პროგრამაახალი განზომილება“, რომელიც 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ  კედლებში “ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა”კონგრესის სესიაზე დავამტკიცეთ.

ლიეჟში ჩასულს რა სიტუაცია დაგხვდათ?

– როგორც კი ჩავედი, მაშინვე დავინახე , რომ”თანამემამულეთა მსოფლიო კრება” სინამდვილეში იყო ფარსი და სიყალბე, რომლითაც სააკაშვილს ქართველი ემიგრანტების გაბრუება სურდა.

აერთოდ, სააკაშვილს დღეს მხოლოდ ხელისუფლების სისუსტე ანავარდებს, თორემ ძლიერი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მოსვლიდან ერთ-ორ თვეში შეძლებდა  ქართველი ხალხისთვის სააკაშვილი დაევიწყებინა.

– როგორც ვნახეთ, სააკაშვილის მომხრე ემიგრანტებმა მის მოწინაამდეგე ემიგრანტები დარბაზში არ შეუშვეს და თქვენ როგორ მოახერხეთ შიგნით შეღწევა.

-როგორც გითხარით, რეგისტრაცია წინასწარ მქონდა გავლილი. დარბაზში შესვლა კი გიორგი სიგუას დახმარებით შევძელი.,რომელიც თურმე შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილა.  სიგუას იმ პერიოდიდან ვიცნობ, როცა სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, რის გამოც იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. მამამისი ჩვენთან ოფისში ხშირად მოდიოდა და გვთხოვდა გვერდით დამიდექით, შვილი გადამირჩინეთ, სააკაშვილმა რამე უბედურება არ დამართოსო.

 – თუმცა,სიგუა დღეს სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერია.

– ამის შესახებაც არაფერი ვიცოდი, მხოლოდ ბელგიაში ჩასვლის შემდეგ გავიგე და გავოგნდი. გაქცეული სიგუა ივანიშვილმა საქართველოში დააბრუნა და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორად დანიშნა, ახლა კი იგი ივანიშვილის წინააღმდეგ სააკაშვილს შეეკრე, რაც კატასტროფად მიმაჩნია.

სიგუა ლიეჟში სიტყვით რომ გამოვიდა და ივანიშვილის ლანძღვა რომ დაიწყო – ბიძინა ახლა ჩემი შიშით ცახცახებსო, გულში გავიფიქრე: “ივანიშვილი,მეტის ღირსი ხარ, რომ ასეთები თანამდებობებზე დანიშნე!”

ნახეთ, ვისაც კი ივანიშვილმა ფული მისცა, თითქმის ყველა  მტრად მოეკიდა. სააკაშვილს. აძლევდა ფულს და დღეს მასზე დიდი მტერი არ ჰყავს, სიგუას დიდი თანამდებობა მისცა და ისიც მისი მტერი გახდა.მკვდარი პარტიები გააცოცხლა და დღეს ყველა მისი წინააღმდეგია. ერთი სიტყვით, ივანიშვილის ფული ივანიშვილისავე წინააღმდეგ მუშაობს.

– რა მოხდა მას შემდეგ, რაც დარბაზში შეხვედით?

– დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო 60-მეტრიანი დროშა ჰქონდათ გაშლილი, რომ ცარიელი სკამები დაეფარათ, მაგრან დარბაზის დანარჩენ ნაწილშიც ხალხი კანტიკუნტად იჯდა.

მიონდოდა შეკრების მონაწილეთათვის თბილისიდან ჩატანილი წიგნები – “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და ახალი განზომილება” დამერიგებინა, მაგრამ სააკაშვილის დაცვამ ამის საშუალება არ მომცა. დარბაზის იმ სექტორში დამსვეს, სადაც არავინ იჯდა. გარშემო კი სააკაშვილის მცველები შემომისხდნენ და მაკონტროლებდნენ, რომ ადგილიდან ფეხი არ მომეცვალა.

ერთმა ტყიბულელმა კაცმა, რომელიც ბელგიაში ამერიკიდან იყო ჩასული,და სააკაშვილის დაცვის ფუნქციას ასრულებდა,მითხრა – აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ჩვენ  ბელადს მიშას მოვეფეროთო. თქვენ წარმოიდგინეთ, სააკაშვილის მხარდამჭერ ემიგრანტებს იმისაც სჯერათ, რომ ბელადს 10 მილიარდი აქვს ნაშოვნი , რომელიც საქართველოს აღორძინებას უნდა მოხმარდეს.

-ეს სააკაშვილის მომხრე ემიგრანტებმა გითხრეს?

-დიახ, მეუბნებოდნენ, ბატონო თემურ, რა გინდათ, მიშამ 10 მილიარდი მოაგროვა საქართველოში უნდა ჩაიტანოს და სამშობლო უნდა ააყვავოსო, რაზეც პირდაპირ ვუპასუხე, რომ ვინც სააკაშვილს 10 მილიარდს ანდობს,ან სულელია, ან  კიდევ საქართველოს ყიდვა აქვს განსაზღვრული. ისიც ვუთხარი, 1997 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილს არასერიოზულს, გაუწონასწირებელს  და ქვეყნისთვის საშიშს ვეძახი.

 -სააკაშვილის მომხრეებს თუ ასე ელაპარაკებოდით, დარბაზიდაბ გაგაძევებდნენ, აბა  რა იქნებოდა?

იმ დღეს, 2019 წლის 10 თებერვაკს, ლიეჟში ჩემთვის 2011 წლის 26 მაისი განმეორდა. დარბაზიდან რომ გავყავდით,სააკაშვილის დაცვა ფეხებში წიხლებს მირტყამდა და უშვერი სიტყვებით მლანძღავდა. ფეხებში იმდენი მირტყეს, ორი-სამი დღის განმავლობაში სიარული მიჭირდა. დარბაზის ადგილობრიცი დაცვა გაოგნებული იყო და მეუბნებოდა, ეს რა ვნახეთ, იმათ მაგივრად ჩვენ გიხდით ბოდიშსო.

 -ისე, სააკაშვილმა შეგამჩნიათ, დარბაზში რომ იჯექით?

– სააკაშვილმა არათუ შემამჩნია, არამედ ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამომართვა – ბატონო თემურ, როგორ ბრძანდებითო? მე ვუპასუხე – მაგრად ვარ და ყველაფერს ჩემს გამოსვლაში ვიტყვი- მეთქი. ამის გაგონებაზე სახე წაეშალა, გატრიალდა და წავიდა.

– მოკლედ,, სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მოგცეს!

– როცა შევატყვე, რომ სააკაშვილი თავის გამოსვლას ამთავრებდა, წამოვდექი, რათა მასთან მივსულიყავი და მეთქვა,, რომ სანამ წავიდოდა, 5 წუთიანი გამოსვლის საშუალება ჩემთვსიაც მოეცა. ვიცოდი, როგორც კი თავის გამოსვლას დაასრულებდა,მაშინვე დარბაზიდაბ გავარდებოდა და არ მინდოდა ამის საშუალება მიმეცა. მაგრამ დაცვამ არ მიმიშვა. ხელი მომკიდეს და წიხლების რტყმით გამათრიეს დარბაზიდან. და მაინც, ჩემთვის განსაკუთრებით დამთრგუნველი ის ოვაციები იყო, რომელიც ემიგრანტებნმა სააკაშვილს მოუწყვეს, ძალიან შემეცოდნენ ეს ადანიანები, რომლებსაც მონური ფსიქოლოგია ან დაბადებიდან დაჰყვათ ან კიდევ ფულს დაემონენ.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ საქართველოსთვის საშიშია არა სააკაშვილი, არამედ ის ძალა, რომელიც სააკაშვილს აფინანსებს და ის ხალხი, რომელიც მას ბრმად უჭერს მხარს!

– სააკაშვილი ქართველ ემიგრანტების შეკრებას 3 მარტსაც გეგმავს, ოღონდ, ამჯერად – იტალიაში. აპირებთ, რომ იქაც მიხვიდეთ?

– თუ ქართველ ემიგრანტებს სიმართლის მოსმენა სურთ და წინასწარ მექნება იმის გარანტია, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალებას მომცემენ,იიტალიაშუც აუცილებლად ჩავალ.

მოკლედ, ვთავაზობ სააკაშვილს, 3 მარტს იტალიაში ჩავალ, ორივენი წარვსდგეთ ემიგრანტების წინაშე სასაუბროდ. თანაბარი დრო გვქონდეს და მერე ვნახოთ ის ხალხი ვის მხარეს დარჩება!

საერთოდ, ჩემი ფორმულა მარტივია: საქართველოს მომავალი ვერც “ქართულ ოცნებაში” ვხედავდა ვერც “ნაციონალურ მოძრაობაში” ჩვენი ქვეყანა მაშინ იქნება ბედნიერი, როცა პოლიტიკაში არც სააკაშვილი იქნება და არც ივანიშვილი!

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ჰაერივით სჭირდება,ოღონდ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ბიზნესმენი, ორმელსაც ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქნის გაკეთება შეუძლია. ასე რომ პოლიტიკას რაც უფრო მალე გაეცლება მისთვისაც და ქვეყნისთვისქაც უკეთესი იქნება.

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *