(1tv.ge) თემურ შაშიაშვილი სააკაშვილის მხარდამჭერებს ადანაშაულებს

თემურ შაშიაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ბელგიის ქალაქ ლიეჟში ის შეკრებაზე იმისთვის ჩავიდა, რომ იქ მყოფი ადამიანებისთვის საკუთარი პროგრამა გაეცნო.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც იქ მყოფებმა მისი გეგმების შესახებ შეიტყვეს, შეკრების ფორმატი შეცვალეს და მას დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

შაშიაშვილის თქმით, სააკაშვილის შეკრებაზე მან ვერ დაინახა ვერც გეგმები და ვერც პროექტები, რომლებიც საქართველოს კეთილდღეობისთვის უნდა განხორციელდეს. ამასთან, შაშიაშვილმა განაცხადა, რომ ბელგიასა და საფრანგეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ის თავადაც შეხვდა და თავისი პროექტი გააცნო.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *