(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილს დღევანდელი ხელისუფლების სისუსტე აძლიერებს”

საქართველოში საპარლამენტო მმართველობა არის შეცდომა

ვიმ დააფინანსა თემურ შაშიაშვილი ბელგიასა და საფრანგეთში ვიზიტისთვის? რა ჰქონდა სათქმელი ქართველ ემიგრანტთა კრებისთვის? “ახალ თაობას” “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

– ბატონო თემურ, რატომ წახვედით ლიეჟში?
– დამოუკიდებლობის შემდგომ, ხელისუფლებაში ტაშისმკვრელები მოვიდნენ. რაც უბედურებაა, ტაშმა შეიწირა ბევრი ეროვნული ადამიანი და იწირავს დღესაც. იეჟში ტაშის მოყვარულები შეიკრიბნენ. მე იქ რამდენიმე ორგანიზაციას წარმოვადგენდი “ქართული ერთობის დარბაზს” “მეცნიერთა კონგრესს”. “საქართველოს ხალხთა ასამბლეას”, “ქართულ-ოსურ მისიას”.

– რა ჰქონდა სათქმელი ქართველი ემიგრანტებისთვის თემურ შაშიაშვილს?

– უნდა მეთქვა, რომ საქართველოში დამოუკიდებლოის გამოცხადების შემდეგ უნდა შეცვლილიყო მართვის სისტემა. საქართველო მისი ეროვნული ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს და, შესაბამისად, უნდა შექმნილიყო ეროვნული მართვის სისტემა. მართვის სისტემა არ შეიქმნა და ემოცია, ამბიცია და ბოროტება ბატონობს. ქუჩამ დაიპყრო პოლიტიკა , აკადემიური ყველაფერი დაიკარგა.
ქვეყანაში მართვის სისტემაა ავადმყოფი და მართვის სისტემა ეძებს ავადმყოფ ადამიანებს, ძლიერებს ებრძვის. ძლიერებს სჭირდებათ თავის დამკვიდრება. სუსტი კი წინ მიდის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში სუსტთა ხელისუფლებებია.
ავადმყოფური სისტემის ერთ-ერთი მახასიათებელია ერთი პარტიის წარმომადგენლები იკრიბებიან და ვერ იტანენ სხვა კაცის შესვლას. შეიკრიბება “ოცნება” და ვერ შეხვალ შიგ, იკრიბება “მოქლაქეთა კავშირი” და ვერ შეხვიდოდი შიგ, მე “მოქალაქეთა კავშირის” წევრი არ ვიყავი და მეუბნებოდნენ, ჯერ მოქკავშირში შემოდი (ასე მეუბნებოდნენ რეფორმატორები) და მერე შემოხვალ ჩვენს შეხვედრებზეო. მაშინაც ვეუბნებოდი, რომ ეს არის კატასტროფა.
1996 წელს ვთქვი, სისტემაა ავადმყოფი და ნუ ებრძვით პიროვნებებს-მეთქი. სუსტი მოდის ხელისუფლებაში და მასზე სუსტს ეძებს ქვემოთ, ძლიერების ეშინიათ.

– ამბობთ, ხელისუფლებაშოი სუსტები მოდიანო, ანუ პარტიებია სუსტი?
– დიახ, პარტიული სამთავროები თუ არ დაიმსხვრა, ქვეყანას მომავალი არ ექნება. მთავარია სისტემის შექმნა და სისტემური აზროვნება. ხელისუფლებაში ვერ მოვიდა ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც სისტემურად იაზროვნებდა. საქართველოს პარტიებში დღეს ზნეობრივი დეფიციტია, ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. არც ერთ გონიერ და ზნეობრივ ადამიანს პარტიაში შესვლა არ უნდა. საქართველოს კანონმდებლობით, თუ არ ხარ პარტიის წევრი, ვერ იქნები ხელისუფლებაში, ანუ ხელისუფლება ხელს უწყობს სუსტი ხელისუფლების მოსვლას ხელისუფლებაში.

სისტემის შეცვლა შეუძლიათ მეცნიერებს. ბედნიერია ქვეყნა, რომელიც მეცნიერებს ეყრდნობა. საქართველოში პოლიტიკოსებს გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, ჩვენ მივიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე. მეცნიერებმა და ინტელიგენციამ ასპარეზი დაგვითმეს, გაყუჩებული მეცნიერება და ინტელიგენცია ქვეყნისთვის დამანგრეველია.

– ლიეჟში რა მოხდა?
-ლიეჟში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც არ ველოდი. მაგრამ ლიეჟში მოხდა 26 მაისზე ცოტა უარესი. წარმოიდგინეთ, გვერდით პიროვნება რომ მიდგას, მეუბნება, თუ არ გაჩერდები, შეიძლება უკან შარვალი გაგეჭრასო. ფეხებში მირტყამდნენ ისე, როგორც 26 მაისს გვირტყამდნენ. ორი დღე ფეხზე ვერ ვდგებოდი. პირველად მომინდა ფეხზე დგომს ძალა. ის ადამიანები ამერიკიდან ჩამოიყვანეს და მეუბნებოდნენ, ჩვენ მოვედით ჩვენი ბელადის მოსაფერებლადო.
კაცი ტყიბულიდან წავიდა, 17 წელი ამერიკაში იცხოვრა, ჩამოვიდა ლიეჟში და მეუბნება, ბატონო თემურ, გიცნობთ და ნუ შეგვიშლი ხელს, ჩვენ ჩვენს ბელადს უნდა მოვეფეროთო. ეს ხომ კატასტროფაა. როგორ შეიძლება ასაეთი ადამიანი მოგწონდეს და იყოს შენს გვერდით? ქართველთა მსოფლიო კრება ტარდება და ერთი ფურცელი დაწერილი, ვინმეს არ უნახავს. არავის უთქვამს, რის გაკეთება უნდათ ან რა პროგრამა გააჩნიათ!
მე ჩავედი პროგრამით, რომელიც მეცნიერებმა შეიმუშავეს. ჩავიტანეთ 200 წიგნი, რომელიც იქ დავარიგეთ, მაგრამ დაცვამ ჩამოართვა ადამიანებს. იქ ჩავედი იმის სათქმელად, რომ სისტემაა შესაცვლელი. მე არავის არ ვებრძვი, მე ვიბრძვი საქართველოსთვის. მინდა მორალური და გონიერი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. სააკაშვილს აძლიერებს დღევანდელი ხელისუფლების სისუსტე.

– ამბობენ, ხელისუფლებამ ვიღაცეები გააგზავნა ლიეჟშიო

– ეს არის შეცდომა. ლიეჟში ჩასასვლელად ადამიანებმა ფული გადაუხადეს. იქ მეუბნებოდნენ, მე ამდენი გადამიხადეს, მე იმდენი გადამიხადეს. ვინც გარედან ჩამოვიდა, 700 ევრო გადაუხადეს, ვინც აქედან წავიდა, 1700 ევრო გადაუხადეს. ფაქტობრივად, ორივე ძალა ერთნაირია.

– ლიეჟში გასამგზავრებლად ვინ გაფინანსებდათ?

– კითხულობენ, რა ფულით წავედი ლიეჟში. 5040 ლარი ავიღე სესხი და ბანკს უნდა დავუბრუნო უკან ორჯერ მეტი (ბატონ ბიძინასი და “ლიბერთი ბანკი” ერთმანეთთან გაერთიანებულა), გესმით, რა საბანკო სისტეამა ქვეყანაში? ამას უნდა შევუტიოთ ჩვენ, რომ ხალხი გაყვლიფეს, ის კი არა, ხაზარაძესთან რა არის, თვითონ ბიძინას ბანკში რატომ არის ასეთი მაღალი პროცენტები? შეიძლება 35-40% იყოს წლიური, თანაც ჩემს ფულზე? სესხი ავიღე ჩემს ფულზე. 560 ლარს ვიღებ 9 თვის წინასწარ ავიღე, ჩემგან იღებენ ორჯერ მეტს. ეს საბანკო სისტემა კი არ არის, ხალხის გაყვლეფაა.

– როგორც გახმოვანდა, ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრის ჩატარების თაობაზე, იმთავითვე პიარდებოდა, რომ ამ შეხვედრას სააკაშვილი აწყობდა და ემიგრანტებთან ერთად საქართველოში შემოსვლას გეგმავდა. თქვენ მინც რამ გაფიქრებინათ, რომ იქ თქვენს იდეებს გაიტანდით?

– ნებისმიერ ადგილზე მივალ, სადაც ერთი ადამიანის გადარჩენა მაინც შემეძლება. მე იმ დარბაზში მჯდომი 100 ადამიანი უკვე გადავარჩინე იმ დროს, როცა სიტყვა არ მითქვამს, სიტყვა რომ მეთქვა, სრულიად სხვა სიტუაცია იქნებოდა. საქართველოში არასწორად ებრძვიან, ვთქვათ, რომ სააკაშვილს. აქ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი უნდა მიატოვო და ბელგიაში საქართველოს ხელისუფლება უნდა ლანძღოს, არავითარ შემთხვევაში.

– აბა, რა უნდა ექნათ?

– თბილისში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში რომ დაუთმოთ ბელგიელებს და ლანძღონ ბელგიის ხელისუფლება, ბელგიის საელჩო ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს წამოგვიყენებს, მე ვარ მოქმედი ხელისუფლება და თქვენ ლანძღვას ხელს უწყობთო, სააკაშვილი მსჯავრდადებულია. ადამიანს საქართველოში მისჯილი აქვს ციხე. ამ დროს ბელგიაში ხელისუფლების ლანძღვით არის დაკავებული. თქვენ ეს არ გაფიქრებთ?

– როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლებამ ბელგიის ხელისუფლებისგან სააკაშვილის დაპატიმრება რატომ არ მოითხოვა, მსჯავრდებული რომ არის?

– არ ვიცი,საქართველოს ხელისუფლებამ იცის თუ არა, რას აკეთებს და რა უნდა აკეთოს. საქართველოში სააკაშვილი მოვიდა და ბოღმით ცხოვრობდა. ესენი მოვიდნენ და ბოღმით ცხოვრობენ. ბოღმით ცხოვრება არის უბედურება. ისეთივე რანგის ბელგიელმა პიროვნებამ, როგორიც სააკაშვილია, მსგავსი შეხვედრა რომ ჩაატაროს თბილისში, შეიძლება ბელგიამ საქართველოსთან დიპლომატიული ურიერთობა გაწყვიტოს. ჩვენ კი ამას ვითმენთ. მე თბილისში არ მომისმენია, სადმე, რომელიმე საელჩოსთვის ეთქვათ, რას შვრებით, ბატონებო, შეიძლება დარბაზი დაუთმეთ, რ ა პრობლემაა, მაგრამ როგორი შეიძლება, ბელგიაში პირველი სიტყვიდან მოყოლებული, ხელისუფლებისა და პიროვნებების ლანძღვა-გინება იყოს? ჯერ ერთი, თუ კაცი ხარ, ლანძღვა-გინებაზე, არ უნდა იყო აგებული.

– ანუ დაპირისპირება გადაიტანეს სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევვაში ბელგიაში?
– მე იმასაც კი ვამბობ, მომავალში რომში რომ ატარებს ღონისძიებას, თუ ეს ქართველთა კრებაა, ხალხის წინაშე ორივენი დავდგეთ . სააკაშვილს ეშინია, გვერდით ედგეს პიროვნება, რომელსაც სხვა აზრი აქვს. სააკაშვილი კარგად გრძნობს თავს, როცა წინ ჰყავს მონები და არსებულ ხელისუფლებას ლანძღავს.

– სააკაშვილს არ უნდოდა, რომ იქ თქვენ გესაუბრათ
– სიტყვა არ მომცეს. იქ ემ ვიტყოდი იმას, რო სისტემაა შესაცვლელი. თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელსაც პროგრამა გამოგიგზავნეთ. არაფერი გაკეთეთ, დღეს კი ის ჩვენი გამოგზავნილი პროგრამა გამოგაქვთ, როგორც თქვენი პროგრამა, როდესაც საქართველოში იყავით, რატომ არ გააკეთეთ . თუ პიროვნება ბნელი არ არის, ამას რომ მოისმენს, იტყვის, კი ბატონო, მე წაღებული მქონდა პროგრამა, წიგნები, რომელიც იქ დავარიგე, მაგრამ მათ დაცვამ ჩამოართვა.

– სააკაშვილის დაცვამ ჩამოართვა?
– რა თქმა უნდა, 50 კაცი იყო. თათუხაშვილი იყო მისი დაცვის უფროსი.

– ნაცმოძრაობის წევრებისგან შემდგარი?
– არ ვიცი, ნაცმოძრაობის წევრებისგან თუ არა, მაგრამ დაცვა იყო.

– თათუხაშვილი ნაცმოძრაობასთან ასოცირებული პირია, არჩევნების დროს მათთან იყო
– რა მნიშვნელობა აქვს კაცი დაცვაშია და ფულს უხდიან, თუ ნაცმოძრაობის წევრია. იცავდნენ. ამერიკაში 20 წელი რომ ცხოვრობ კაცი და ბელადზე ლაპარაკობ, იქ ლაპარაკი ზედმეტია. მე მეუბნებოდნენ, ბატონო თემურ, პატივს გცემთ და უხერხულობაში არ ჩავარდეთ, გამოცდილი პოლიტიკოსი ხართ და…მე ვუთხარი, ჩემზე ნუ ფიქრობთ,საქართველოა საფიქრალი, მე რა შუაში ვარ-მეთქი.

– თქვენ სისტემის შეცვლაზე ამახვილებთ ყურადღებას. მოგეხსენებათ, ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა იყო. სააკაშვილმა შეცვალა სისტემა და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადაიყვანა. ივანიშვილის ხელისუფლებამ შესაბამისად მიიღო ახალი კონსტიტუცია და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადააწყო, ანუ ამით სისტემა არ შეიცვალა?
– როდესაც მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, საპარლამენტო რესპუბლიკა გადააკეთა საპრეზიდენტო რესპუბლიკად. ეს იყო სწორი ნაბიჯი. ჩვენი ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში პრეზიდენტებია.

– ისე, ჩვენი მართვის სისტემაში ახლა ისეთი არეულობაა, რომ კაციშვილი ვერ ხვდება, პრეზიდენტს რა უფლებამოსილება აქვს და სხვა შტოების წარმომადგენლებს რა უფლებამოსილებები აქვთ.

– ამიტომ ვამბობთ, რომ საპრეზიდენტო მმართველობა უნდა იყოს. ეროვნული ხელისუფლების გადაწყვეტილება სააკაშვილმა კონსტიტუციურად ისე შეცვალა, რომ ხალხს არც ჰკითხა. მე მაგალითად, საპრეზიდენტო მმართველობის მომხრე ვარ. აბსოლუტურად არასწორად მივიჩნევ საპრეზიდენტო სასახლესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯერ არ უნდა აშენებულიყო სასახლე, რადგან მის აშენებაში ჩაიდო ვეებერთელა ფული და ამაში სააკაშვილმა და მისმა გუნდმა დიდი ფული იშოვა.
ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია 200 წლის შემდეგაც საპრეზიდენტო სასახლე იქნება, რაც უნდა შეიტანონ შიგნით. ამ სასახლისთვის ფუნქციის შეცვლა დიდი შეცდომაა.
მართვის სისტემა სხვა რამ არის. დღევანდელ მართვის სისტემაში ყველაფერი ზეცენტრალიზებულია. ფინანსები თავს ცენტრში იყრის, თუ არ მოსწონხარ, არ მოგცემენ. ეს სისტემა აღარ არის , რარღაც სიმახინჯეა. ეკონომიკური სისტემა აბსოლუტურად მახინჯია, რადგან ყველაფერს ყიდის ცენტრი, არავითარი უფლებები ადგილობრივ ხელისუფელბას არ გააჩნია. საერთოდ წაშალეს სოფლის როლი. საერთოდ წაშალეს ბევრი რამ, რაც ქვეყანას სამომავლოდ სჭირდება. მართვის სისტემაზე რომ ვლაპარაკობ, მეც არ ვარ იმისთვის მზად, რომ გითხრათ, ახლა მე რასაც ვამბობ, ის არის ჭეშმარიტება. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს.

– თქვენ ამბობთ, სააკაშვილმა ისე შეცვალა საპრეზიდენტო მმართველობა, ხალხისთვის არ უკითხავსო, მაგრამ მახსოვს, 2008 წელს სააკაშვილის ოპოზიციამ გამოსავლის ძიებისას თქვეს, ჩვენ თუ მოვალთ, საპარლამენტო მმართველობას შემოვიღებთო. ვგულისხმობ იმ პერიოდს, გაჩეჩილაძე რომ იყრიდა კენჭს პრეზიდენტად.
– მერე გაჩეჩილაძე ხალხმა ხომ არ აირჩია.

– არ აირჩია, მაგრამ საპარლამენტო მმართველობის შემოღების იდეა მოგვიანებით სააკაშვილმა გამოიყენა საპრეზიდენტო მმართველობის შესაცვლელად. უნდოდა ამის საშუალებით კიდევ რამსდენიმე ვადით დარჩენილიყო ხელისუფლებაში.
– ვერ გეტყვით, სააკაშვილმა რა იდეა აიტაცა, მაგრამ საერთოდ,საქართველოში საპარლამენტო მმართველობა არის შეცდომა. ამის გაკეთება არ შეიძლებოდა/ რაც დრო გავა, ამას უფრო მეტად გავაცნობიერებთ. ამიტომ არის, რომ კაცი სტრუქტურებს გარეთაა და ქვეყანას მართავს. საპრეზიდენტო ქვეყანაში ასეთი რამ ნაკლებად არის შესაძლებელი.

– ალბათ ივანიშვილს ვგულისხმობთ, რომელიც ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა.
– კი მაგრამ პარტოის თავმჯდომარე ქვეყანას როგორ უნდა მართავდეს? პრეზიდენტი პრეზიდენტია და პარლამენტის თავმჯდომარე კი პარლამენტის თავმჯდომარეა. ბიძინა ივანიშვილი ჰაერივით საჭიროა ქვეყნისთვის, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსის რანგში. ამით ის საკუთარ თავს ანადგურებს. არ შეიძლება ქვეყანა ივანიშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებას ეწირებოდეს. საქართველოში პოლიტიკოსი ძალიან ცოტაა. მათ ჩამოსათვლელად ერთი ხელის 5 თითი საკმარისია.

– პოლიტიკოსი ვინ არის?
– ამას დიდი ფიქრი უნდა. პოლიტიკოსები რომ მეგონა, ისეთი სისულელეები გააკეთეს, რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს მყარი. პოლიტიკოსია ის, ვინც დღეს თავშეწირვისთვის მზად არის. თქვენ იცნობთ ისეთ პოლიტიკოსს, რომელიც სიცოვხლის ფასად იმოქმედებს? მე პოლიტიკოსების 99% სულელს მეძახოდა. ახლაც, ბელგიაში რომ წავედი, იმის გამო ბევრი მეუბნება, რატომ წახვედი, რომ ჩაექოლეთო? მერე რა? თუ არ ხარ მზად პოლიტიკიდან უნდა წახვიდე!

– 25 წელია, ისმის კითხვა,გვეშველება? გამოსავალს კი ერ ვპოულობთ.
– ვიდრე საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ ან ბელადი გადაგვარჩენს, ან ოლიგარქი, არაფერი გვეშველება.

ესაუბრა გულიკო ბლიაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *