(ასავალ-დასავალი) ქუთაისის ქარხნის ოქროს ხანა საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დასრულდა

 

როგორც უკვე ცნობილია, ელექტროავტომობილების წარმოებისთვის ქარხანა უნდა აშენდეს ქუთაისში, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქში, სადაც ოდესღაც ნამდვილად ყვაოდა ინდუსტრია. აკი სიმღერაშიც ასეა – “ქუთაისი ქალაქია – ინდუსტრიის მშენებელი” – მაგრამ ოდესღაც გამოშვებული ავტომობილები თუ თვითმფრინავები წარსულს ჩაბარდა. ქუთაისის ავტოქარხნის ფუნქციონირების ისტორიის და მისი უფუნქციოდ დარჩენის მიზეზებზე დაწვრილებით იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თეიმურაზ შაშიაშვილი გვესაუბრება:

  – ბატონო თემურ,  როდის ჩაეყარა საფუძველი ქუთაისის ავტოქარხანას და რა იწარმოებოდა საქართველოში?

– შესაძლოა ვინმემს დაუჯერებლად მიაჩნდეს, მაგრამ ომის შემდეგ სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში ავტოინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით. ამ მრეწველობის ცენტრად იქცა ქუთაისი, სადაც 1950 წელს პირველი ავტომობილი გამოვიდა. არამხოლოდ მანქანები და თვითმფრინავებიც  კი ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის  მაკომპლექტებელი დეტალებიც აქვე მზადდებოდა. ამასთან, ქუთაისის ქარხანაში  იწარმოებოდა  რაკეტის მრავალი შემადგენელი კომპონენტი თუ ნაწილი, საუბარია  დაახლოებით  10 საწარომოზე, რომელიც მოიცავდა ავტო და სატრაქტორო ქარხანას, ელექტრომექანიკურ მრეწვეკობას და ა.შ.  იმდროინდელი ტექნოლოგიით სამუშაოები უმაღლეს დონეზე სრულდებოდა და ქართულ პროდუქციას ძალიან გამოცდილი მუშახელი ქმნიდა.

ქუთაისის ქარხანაში 16 ათასი ადამიანი მუშაობდა და იქ დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანს ერთი თვის ხელფასით მანქანის ყიდვა შეეძლო!

 – რა გახდა ქუთაისის ავტოქარხნის ჩამოშლის მიზეზი?

– ქუთაისის ქარხნის ოქროს ხანა საბჭითა კავშირის  დანგრევასთან ერთად დასრულდა. ამის შემდეგ დაიწყო ხელოვნურად მართული პროცესები, რომელთა მიზანი ქუთაისის  მრეწველობის ჩამოშლა იყო. მის გადასარჩენად დიდი ხანი ვიბრძოდით, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდი. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ინდუსტრიული ფაბრიკის ნულოვან აუქციონზე გატანა და გაყიდვა გადაწყვიტეს, ქარხანაში მილიარდი  დოლარის ღირებულების ჯართი იყო. ვამბობდი და ვამტკიცებდი, რომ ქუთაისის ქარხნის  გაყიდვა უდიდესი  შეცდომა იყო. ამიტომ მივმართე ოფიციალურად ედუარდ შევარდნაძეს, რომ გაყიდვის ნაცვლად, ქარხანა ტექნიკური ინტელიგენციის და უნივერსიტეტებისთვის გადაგვეცა, თუმცა ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ საბოლოოდ განადგურებულიყო  და ჩამოშლილიყო მრეწველობა, რომლის ხარჯზეც ქვეყნის მტრები გამდიდრდებოდნენ.

 – საბოლოოდ რა მოიმოქმედეთ ავტოქარხნის გადასარჩენად?

– წავედი ევროპაში, რამდენიმე ქვეყანა მოვიარე და ვნახე, რომ გამოსავალი ქარხნისთვის მაღალი ტექნოლოგიური პარკის სტატუსის მინიჭებაში იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული ტერიტორია ცხადდება განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმის ადგილად, იქმნება სამეწარმეო ზონები, სადაც მინიმალურია გადასახადები, მტელი მთავრობა სავტომობილი ქარხანაში მოვიწვიეთ და მთავრობის სხდომა ქუთაისში ჩავატარეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ქუთაისის მრეწველობის გადარჩენის გამო შევარდნაძესაც კი ვუჩივლე და საბოლოოდ ცოტა ხნით მოვახერხე ავტოქარხანაში წარმოების აღდგენა.

 – ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში 2000 -იანი წლების დასაწყისში იწარმოებოდა ავტომობილი. რას იტყვით მის შესახებ?

–  სანამ აქამდე მივალთ, აუცილებლად უნდა ითქვას,რ ომ ქარხნის რეკონსტრუქცია საბჭოთა კავშირის  დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. განახლდა ტექნიკა-დანადგარები და ქარხანა იმ დროისთვის სრულიად თანამედროვედ აღიჭურვა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამო, ქარხანაში 4 ათას ადამიანზე მეტი ფიზიკურად აღარ იყო საჭირო. როგორც უკვე ვთქვი, ცოტა ხნით მოვახერხე და დავაბრუნე ქარხანაში წარმოება, მაგრამ აუცილებელი იყო ახალი პროდუქტი. ამიტომ ამერიკულ-ინდური წარმოების ბოლერო” მოვიწვიეთ საქართველოში და 2001-2002 წლიდან  დავიწყეთ მისი წარმოება. ეს მანქანა ამერიკელებმა შექმნეს ინდოეთში, მაშინ როდესაც ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.  პარალელურად ქარხანაში ვამზადებდით 4 და 8 ადგილიან თვითმფრინავებს. წარმოებულ “ჯიპის” ფასი მხოლოდ 6 500 დოლარი  იყო. ამის შემდეგ  შევთავაზე წინა მთავრობას, რომ სამთავრობო ავტოპარკი დაგვეკომპლექტებინა საქართველოში წარმოებული ჯიპებით, თუმცა უარი გამომიცხადეს, სახელწმიფო მანქანაში 5 000 დოლარზე მეტის გადახდის უფლება არ გვაქვსო. საბოლოოდ გავყიდეთ 200-მდე “ბოლერო” და მისი წარმოებაც შეწყდა.

– რა ბედი ეწია საბოლოოდ ქუთაისის ავტოქარხანას?

– საბოლოოდ ქუთაისის ავტოქარხანა ქურდებმა და ავაზაკებმა ჩაიგდეს ხელში.დღეს კი ულამაზესი ბაღი, სადაც თვითმფრინავები ჯდებოდა და უდიდესი საწარმოო პროცესები მიდიოდა, ჩინურ სოფლადაა გადაქცეული. ნსამწუხაროა, მაგრამ დიადი  ქუთაისის ავტოქარხანა უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.

 – დღეს რომ ავტოქარხანა არსებობდეს…

– დღეს რომ ქუთაისის ავტოქარხანა არსებობდეს,  დარწმუნებული ვარ, ეკონომიკურად ბევრად ძლიერი და წელში გამართული სახელმწიფო ვიქნებოდით. გადრა ეკონომიკისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიურად  ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვიდგებოდით და ძალიან მაღალი დონის  ინჟინრები გვეყოლებოდა!

ესაუბრა საბა ჯაბუშანური

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *