თემურ შაშიაშვილი: საქართველოში მართვის სისტემაა კორუმპირებული

მოხსენება საქართველოს პარლამენტში

 

11კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საფუძველი კონკურენტუ.ლი გარემოს შექმნაა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს, ხელისუფლების უპირველეს საქმედ, მთავარ ფუნქციად სწორედ კონკურენტული გარემოს შექმნა მიმაჩნია.

თემურ შაშიაშვილი

ბატონო პარლამენტის თავჯდომარევ,

ბატონო პარლამენტარებო

მინდა მადლობის სიტყვით მოგმართოთ, რომ მომეცით უფლება, ვიდგე საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტის ტრიბუნიდან.

ეს დიდი პატივია. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. დამეთანხმებით, გაბედულებაც უნდა თქვენს წინაშე გამოსვლას, მით უფრო მას შემდეგ, რაც იარაღზე და შეიარაღებაზე დაიწყეთ ფიქრი და საუბარი (დღეს სამუდამოდ დაიკანონეთ იარაღის ტარების უფლება). ეს ხუმრობით.

სიმართლე უნდა ვთქვა: გრძელი და ძნელი კი აღმოჩნდა თქვენთან მოსასვლელი გზა, ერთ წელზე მეტი1996 წლის 2 მაისიდან, ,,ქუთაისობის~ დღესასწაულიდან პარლამენტში დიდი კრიტიკის დღიდან (მე ამ დღეს ქუთაისში მოგიწვიეთ დიდ ზეიმზე. თქვენ ორმაისობის~ ქუთაისს კრიტიკა დააყარეთ), – 1997 წლის 13 ივნისამდე. რიცხვი 13 არ მაშინებს. ამ ნომრით საპარლამენტო არჩევნებში 15 კანდიდატს შორის ხმების 92% მივიღე).

მძიმე იყო ეს წელი. დაიწყო პარლამენტში კრიტიკით, გაგრძელდა ტოტალური შემოწმებებით, გარკვეული ძალების სურვილით _ 21986 წლიდან ზუსტად 10 წლის თავზე კვლავ დაესაჯათ ქუთაისი, იმერეთიც. 1986 წელი ტრაგიკული იყო ქუთაისისა და მე ვთვლი მთელი საქართველოსთვის, 1996 წელი კი სავსე იყო შეურაცხოფებით, ადმინისტრაციული ორგანოების გარკვეული ჯგუფების თავხედობით, ხაზს ვუსვამ _ ადმინისტრაციული ორგანოების გარკვეული ჯგუფების თავხედობით. მძიმე იყო ეს წელი, მაგრამ სიტყვა ამის სათქმელად არ მითხოვია, არც იმისთვის, რომ თავი შეგაცოდოთ, დახმარება გთხოვოთ, ან ის გითხრათ, რომ კარგას ვმუშაობთ. არც იმისთვის, რომ თავი ვიმართლო.

ხელგაწვდილი შეშინებული, ატირებული არ ვყოფილვარ, და არც ვიქნები. არ სჭირდება საქართველოს პრეზიდენტს ასეთი წარმომადგენელი იმერეთში და არც იმერეთს ეკადრება ასეთი ხელმძღვანელი.

იმერეთში, ქუთაისში სერიოზული პრობლემებია, მძიმე გაჭირვებაა და არანაკლები სირთულეები.

საქართველოს პარლამენტში მოვედი, ბატონო ედუარდ შევარდნაძის რჩევით. მოვედი იმიტომ, რომ მწამს, იმედი მაქვს.

მოვედი გაჭირვების გამო. მოვედი პიროვნება, რომელიც უკვე ვიყავი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, სახელმწიფო აპარატში მუშაობის გარკვეული გამოცდილება გამაჩნია, საკანონმდებლო, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც მეტ-ნაკლებად ვიცნობ და წარმოვადგენ იმ ხელისუფლებას, რომელიც ყველაზე მეტად გრძნობს ქვეყანაში მიღებული კანონების შესრულების სიმძიმეს.

რა გაჭირვებაზეა საუბარი?

რასაც ყველანი ვხედავთ, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე იგი აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის არის: – ქვეყანა სტაბილური გახდა, ბანდების თარეში აღიკვეთა, ქვეყანა ქვეყანას ემსგავსება, გამოკვეთილია პროგრესის კონტურები. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხალხის გაჭირვებას საზღვარი არ აქვს. გაუჭირდა ფსიქოლოგიურადაც. როცა ქუჩაში ტანკები და შეიარაღებული მოქალაქეები დადიოდნენ და უჭირდა, ამას შედარებით ნორმალურად აღიქვამდა. მაგრამ, სიწყნარის ფონზე მისი ცხოვრების დონე რომ არ უმჯობესდება, ეს ტანჯავს, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აგდებს, აუძლურებს, – მოდის შენთან, აღმასრულებელთან და შველას გთხოვს, არც თქვენ გაკლიათ მთხოვნელები.

ფაქტია, და არც არავინ უნდა ფიქრობდეს, რომ მდგომარეობიდან ერთ ან ორ დღეში გამოვალთ. ამასთან არის საკითხები, რომლებზეც დღესვეა საჭირო კამათიც და დაფიქრებაც. იქნებ, კიდევ ერთხელ, ყველა დონეზე, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში (და არამარტო), დავბრუნდეთ პრეზიდენტის პროგრამას.

ვინმე იკითხავს, ანალოგიურ მდგომარეობაშია ყველა და მაინცდამაინც თქვენ რატომ ამწვავებთ ამ საკითხებს, ითხოვთ სიტყვას.

მთლად ლოგიკურად არ მეჩვენება ეს კითხვა, მაგრამ გაზეთების პუბლიკაციებით ვგრძნობ, რომ პასუხი მაინც საჭიროა.

ჯერ ერთი სიტყვა მოვითხოვე გასული წლის მაისში პარლამენტში გამოთქმული ჩემთვის მიუღებელ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მეორე, ზუსტად ერთი თვის წინ, 13 მაისს პროგრამა “ალიონში” ჩემს გამოსვლას დიდი დებატები მოყვა პარლამენტში და თვითონ გადაწყვიტეთ ჩემი მოწვევა. მესამეც, ჩვენ პრეზიდენტის დიდი მხარდაჭერით რესპუბლიკის ეკონომიკურ და საფინანსო უწყებებთან ერთად, ამავე პროფილის სამეცნიერო ინსტიტუტების აქტიური მონაწილეობით, ცალკეულ მიმართულებათა მიხედვით გადავდგით რეფორმისტური ნაბიჯები, ე.ი. ვიკისრეთ გარკვეული ვალდებულებები, როგორც პრეზიდენტის, ისე მოსახლეობის წინაშე. მათ შესრულება უნდა. ჩემთვის უზენაესია მიცემული სიტყვის შესრულება. თანამდებობა საერთოდ სიტყვის კაცს უნდა ეკავოს.

ლოგიკურია კითხვა _ რა მოგვცა ამ რეფორმებმა. ვუპასუხებ მოკლედ, ძირითადად ციფრებით.

ქუთაისის მერად დავინიშნე 1993 წელის დასაწყისში. 1992 წლის შედეგების მიხედვით ქუთაისის წილი იმერეთის ტერიტორიული ერთეულების საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებში 27% იყო. ეს ციფრი 1990 წელს 39% შეადენდა, 1993 _ ა995 წლებში შესაბამისად _P 43, 58, 63 %. დაახლოებით ასეთივე დონე იქნა შენარჩუნებული 1996 წელსაც, რესპუბლიკურ ჭრილში კი 1990 _ 1996 წლებში შესაბამისად _ 4.7; 4.2; 4.3; 5.5 %, 1995 წელს _ 9.3, 1996 წელს კი _ 7.3%. პარადოქსია _ რაც უფრო მაღალი პროცენტი გვქონდა რესპუბლიკურ ბიუჯეტში , მით უფრო გვაკრიტიკებდნენ გეგმის შეუსრულებლობის გამო.

პრეზიდენტის რწმუნებულად იმერეთის მხარეში დავინიშნე 1995 წლის დასაწყისში. მაშინ იმერეთის წილი რესპუბლიკის ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტის საერთო ჯამურ შემოსავლებში 11.5 %, 1995 წელს უკვე _ 5.8 % (3.3 პუნქტით მეტს) შეადგენდა, ხოლო შარშან, მიუხედავად იმისა, რომ ფეროშენადნობთა ქარხანას და ჭიათურმანგანუმს საერთოდ არ უმუშავიათ, 1995 წელთან შედარებით იგი 0.6 პუნქტით მაღალი იყო. და კიდევ, ერთი განმაზოგადდებელი მაჩვენებელი : იმერეთის მხარეში საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებმა 1996 წელს 1990 წლის 10.4 % შეადგინა (1994 წელს _ 2.2 პროცენტი), ხოლო ქუთაისში _ 15.7 % (1992 წელს_ 2.3). ყველა ეს მაჩვენებელი საუკეთესოა ქვეყნის მაშტაბით. იგი ცენტრალურს 5.3 , ხოლო ამ ჩამონათვალში ქუთაისის მომდევნო რეგიონს 2 პუნქტით აღემატება.

ანალოგიური ტენდეციაა ეკონომიკაშიც.

ზოგიერთი მონაცემი ანალიზისათვის: მარტო ქუთაისის საავტომობილო ქარხანა იძლევა დარგის 94.7 %. ( დარგში 6 საწარმოა, მათ შორის საკმაოდ დიდები წინათ 10 _ 15 პროცენტს იძლეოდა). ამავე ქარხანამ მარტო წლეულს ბიუჯეტში 1 მილიონამდე ლარი შეიტანა, ხოლო ენერგეტიკას 300 ათასამდე ლარი გადაუხადა. ქარხანაში მუშაობს 2000 კაცამდე. მინიმალური ხელფასი _ 50, მაქსიმალური 200 ლარამდეა. სახელმწიფოს დღესაც მისი 500000 ლარი ვალი აქვს.

ქუთაისის სს “ელექტრომექანიკოსი” _ ელექტროტექნიკური მრეწველობის 41 პროცენტს, ზესტაფონის “საქკაბელი” _ 12.2 %. ე.ი. ჯამში 53.2% იძლევიან (ადრე 10 პროცვენტამდე შეადგენდა. დარგში 18 საწარმოა, გაცილებით დიდებიც, ვიდრე დასახელებული). სს “ელექტრომექანიკოსში” 700 მდე კაცი მუშაობს, ხეფასი 60 _ 200 ლარია.

ქუთაისის სს “კოლხური აბრეშუმი” დარგის 79% იძლევა. (დარგში 7 მსხვილი საწარმოა).

ქუთაისის სამკერვალო საწარმოები “იმერეთი” და “გელათი” დარგის 58.4 % იძლევიან ( დარგში 19 საწარმოა, უმეტესობა დასახელებულზე დიდი). სს ,,იმერეთი~ მეორე ცვლაშიც მუშაობს. სულ 400 –მდე კაცი. ხელფასი 60_200 ლარია.

ამ საწარმოებს ურთულესი პრობლემები აქვთ, მაგრამ არ ვჩერდებით, არ ვტირით, ვმუშაობთ შესაძლებლის მაქსიმალურ ზღვარზე და პროდუქციის უმეტეს ნაწილშს უცხოეთში ვტვირთავთ.

მიუხედავად ამისა შედეგებს არადამაკმაყოფილებლად ვაფასებთ.

დავუბრუნდეთ ისევ იმ ციფრს, რომ 1196 წელს ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლებმა 1990 წლის 15.7 პროცენტი შეადგინა.

პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ტრაგიკული ციფრიებია, კატასტროფაა, მაგრამ ციფრი, რომელსაც ქუთაისისათვის კატასტროფულს ვუწოდებთ, ქვეყანაში საუკეთესოა.

დიახ, კატასტროფულია იგი ქუთაისისათვის. შესაძლებლად 40 პროცენტთან მიახლოება მიმაჩნია.

რა შევძელით იმ შემოსავლებით.

გეგმას ვერ ვასრულებდით, მაგრამ ხელფასის დაგვიანებაზე ლაპარაკი არ გვქონდა. ამასთან აბსოლუტურად ყველაფერს ჩვენ ვაფინანსებდით. არ ვიცოდით რა იყო ტრანსვერი. ცენტრალური ბიუჯეტი არ დაგვხმარებია. 1996 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში, ძირითადად, მასწავლებლის მინიმალური ხელფასი 80 ლარის ფარგლებში იყო. საშუალო ხელფასი კი 120 ლარამდე. 100-ზე მეტი ხელფასს 500 ლარის ფარგლებში იღებდა.

დიახ, ბატონო პრეზიდენტო, 1994-96 წლებში განათლებაში მასწავლებლების ხელფასების მხრივ რამდენჯერმე უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, ვიდრე დღეს არის საქართველოს იმ ქალაქებში, რაიონებში, რეგიონებსი, რომლებიც დადებითად მოიხსენიებიან.

უნივერსიტეტებს 600 ათას ლარამდე გამოვუყავით. 1994-96 წლებში სახელმწიფო უნივერსიტეტში მინიმალური ხელფასი 100 ლარი იყო. და რჩება. კათედრის გამგეები ხელფასებს 140-200 ლარის ფარგლებში იღებენ. საბავშვო ბაღებში 8 ათასამდე ბავშვი უფასო კვებაზე გვყავდა და გვყავს დღესაც. ვახერხებდით I-V კლასებში და გახანგრძლივებული კლასების სასწავლებლებში კვების თანხების გადახდას. ლიცეუმებში გახანგრძლივებული სწავლის გამო სადილს ვაძლევდით. ბავშვებისათვის თოჯინების თეატრში _ დღეში 3 სპექტაკლს ქალაქის ბიუჯეტი აფინანსებდა. ამ თეატრის თითქმის 5,5-ჯერ მეტი თანხა ჩავურიცხეტ (85 ათასი ნაცვლად 15 ათასი ლარისა, საშუალო ხელფასმა 120 ლარს მიაღწია). ლ.მესხიშვილის სახელობის თეატრს თითქმის 2-ჯერ, ოპერას თეატრს 30 პროცენტით მეტი მივეცით. ორი წელია დამუშAვებაში ვეხმარებით გაზაფხულ-შემოდგომაზე შაბათ_კვირას 50-მდე სოფელში უფასოდ ვამგზავრებდით. გაჭირვებულ ადამიანებს ფულად კომპენსაციას და დახმარებას ვუწევდით. მედიკამენტები, მკურნალობა, მუნიცეპალური საავადმყოფო, სწავლება _ უფასო იყო.

გაგაცნობთ ზოგიერთ ციფრს ანალიზისა და მე ვიტყოდი, დაფიქრებისათვის.

საფინანსო-სამსახურის ცნობით თუ განათლების 1993 წელს 58,5 ათასი ლარი გამოვუყავით, 1996 წელს მან 3572,6 ათასი ლარი შეადგინა, ე.ი. 61-ჯერ მეტი; საბავშვო ბაღების დაფინანსებამ 1992 წლის 18,1 ათასი ლარიდან 1996 წელს 45-ჯერ მეტს, 784,5 ათას ლარს მიაღწია, სახელმწიფო უნივერსიტეტში – 4,4 ათასი ლარიდან 157,8 ათას ლარამდე (59-ჯერ მეტი), ხოლო ტექნიკურ უნივერსიტეტში – 6,2 ათასი ლარიდან 279,6 ათას ლარამდე (47-ჯერ მეტი), ლიცეუმსა და გიმნაზიებში – 0-დან 645,5 ათას ლარამდე გაიზარდა; სამუსიკო სასწავლებლებში – 500,0 ლარიდან 63,5 ათას ლარამდე, ე.ი.127-ჯერ მეტი, სამუსიკო სკოლებში – 1,8 ათასი ლარიდან 84,2 ათასი ლარი (47-ჯერ მეტი), ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 500 ლარიდან 73,6 ათას I ლარი (147- ჯერ მეტი), საოპერო თეატრში 1,2 ათასი ლარიდან 94,4 ათასი ლარი (79-ჯერ მეტი), თოჯინების თეატრში – 400 ლარიდან 83,6 ათასი ლარი (209-ჯერ მეტი) შეადგინა. დამერწმუნებით, შთამბეჭდავი და მართლაც დამაფიქრებელია.

ჩვენ მეტის გაკეთების, ქალაქისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისადმი მეტი თანადგომის სურვილი გვქონდა და გვაქვს. ხაზს ვუსვამ, ამას გავაკეთებდით, როცა ბიუჯეტს ვერ ვასრულებდით. წლეულს ადგილობრივი ბუჯეტის გეგმას ვასრულებთ. დახმარება და კომპენსაცია კი არა, – ბევრგან ხელფასიც კი ვერ დავარიგეთ.

ეს მაშინ, როცა ყველანი ვგრძნობთ, რომ ქვეყანაში უდიდესი რეზერვებია.

ჩემეული ანალიზი: ქუთაისში 1996 წელს არსებობდა 40-მილიონიანი საბიუჯეტო ბაზა. ქუთაისი ცენტრალურის 5 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს ე.ი. ქვეყნის ტერიტორიული ერთეულებს ბიუჯეტში 800 მილიონი ლარი მაინც უნდა შეეტანათ. დანაკარგი ნახევარ მილიარდამდეა. ჩემი პროგნოზით წლეულს საქართველოს ბიუჯეტის ფაქტობრივი შემოსავლები ერთ მილიარდ ლარამდე უნდა ასულიყო. დაგეგმილი კი 400 მილიონი ლარის ფარგლებშია.

აი, რა რესურსი იკარგება, რა ფულს იჯიბავს 7-10პროცენტი. არადა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსახლეობის 70 პროცენტი შიმშილის ზღვარზეა. რა ვქნათ, დამნაშავე ვეძებოთ, თუ მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზა?

ჩემი აზრით, მეორე _ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის გზა, რადგან დამნაშავეა დაპირისპირებულობა და გათიშულობის სისტემა, რომელიც, სამწუხაროდ, მყარად მკვიდრდება, და არა კონკრეტული პიროვნება. შეიძლება ვცდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენთან კორუფციის შექმნის სისტემა უფრო გვაქვს, ვიდრე, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ დროს, პიროვნებებს ვებრძვით. მოკლედ რომ ვთქვათ, სისტემა იძლევა კორუმპირებულთა ტირაჟირებას და გვგონია, რომ ერთეულების მოხსნით და დაჭერით, ხმაურიანი ფაქტებით, მდგომარეობას გამოვასწორებთ.

მძიმე შეფასება გავაკეთე. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ჩემეული ანალიზია და გამომდინარეობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე პრეზიდენტის საპროგრამო მოხსენებიდან.

ბევრს ახსოვს, როდესაც საქართველოს 1996 წლის ბიუჯეტს კორუმპირებული ვუწოდე, როგორი რეაქცია მოჰყვა ამას ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში. სწორედ რომ კორუმპირებულია ბიუჯეტი, რომლის შემოსავლები გზაში იკარგება და, როცა ხარჯვით ნაწილში ერთი ლარი არათუ ნომინალის, ზოგჯერ 30-40 თეთრის საქმესაც კი ვერ აკეთებს.

პრეზიდენტი სვამს საკითხს ანტიკორუფციული ბიუჯეტის შედგენის თაობაზე, უდიდესი საქმეა, ძალიან ძნელი, მაგრამ შესრულებადი. ჩემის აზრით, იგი შესაძლებელია მხოლოდ სისტემური აზროვნების პირობებში. ეს უკვე მეცნიერებაა. მართვა ინტელექტუალური სფეროა და შეუძლებელია მეცნიერების გარეშე. ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ვეჭვობ გამოყენებული გვქონდეს ჩვენი მეცნიერების მთელი პოტენციალი, ან კიდევ საკმარისი იყოს ის ყურადღება, რასაც ჩვენ მეცნიერებისადმი ვიჩენთ.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უპირველესი საფუძველი კორუფციის გარემოს შექმნაა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახეკლმწიფოს, ხელისუფლების უპირველეს საქმედ, მთავარ ფუნქციად, სწორედ კონკურენტული გარემოს შექმნა მიმაჩნია. ეს უკანასკნელი ძალას კარგავს იდეალური აღიცხვის პირობების გარეშე. ასეთი კი საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს.

დღეს ფაქტია, რომ საქართველოში ეკონომიკა სულს ღაფავს, უზნეო ვაჭრობა კი აყვავდა. საქართველო ვაჭრობის დიდ ჩარჩულ მოედნად იქცა.

არის კი ამის ხელშემწყობი პირობები ქვეყანაში, როგორც საგადასახადო, ისე საფინანსო-საბანკო, თუნდაც სააღრიცხვო?

სამწუხაროდ არის.

ჯერ ერთი, ქვრყანაში აღურიცხაობა აპოგეას აღწევს, ჩემი ანალიზით, შემოსული ბენზინის 40-50 პროცენტი თუ იქნება საბაჟოზე აღრიცხული. უფრო მეტიც, რეგისტრირებული 2-ჯერ მეტი იქნება, ვიდრე რეალიზებულად ნაჩვენები ბენზინის ჯამური მოცულობა. ანალოგიური მდგომარეობაა სიგარეტზე, სასმელებზე. რაც ხდება ჯართზე, ხე-ტყეზე, წამალზე, კვების პროდუქტებზე, სპირტზე – ენით აუწერელია. პირდაპირ ვთქვათ – გარკვეული საგადასახადო პროტექციონიზმის მომხრე პოლიტიკა არის სწორედ ამ სფეროებში, მაშინ, როცა მრეწველობა მივატოვეთ უმძიმეს საგადასახადო რეჟიმთან, მონოპოლისტურ სტრუქტურებთან (ენერგეტიკა, რკინიგზა, ტრანსპორტი, პორტები), კაბალურ საკრედიტო სისტემასა და საბჭოთა შრომით კანონმდებლობასთან პირისპირ, დავაკარგვინეთ საკუთარი ქვეყნის ბაზარი და ჩავაყენეთ მსოფლიოს მაგნატებთან კონკურენციაში. ყველა გაკოტრების პირზეა, ხალხი უმუშევარი დარჩა, იკარგება ტექნოლოგიაც, სპეციალისტებიც.

შარშან არ იქნა გათვალისწინებული წინადადება _ პრეზიდენტს ჰქონოდა უფლება დაემტკიცებინა ცალკეული დარგების, საწარმოების მდგომარეობიდან გამოყვანის პროგრამა _ გამოეყენებინა პროტექციონიზმის მომხრე პოლიტიკა, თუნდაც საგადასახადო და გადაწყვეტილებაზე ანგარიშვალდებული ყოფილიყო პარლამენტის წინაშე.

ვფიქრობ, სასწრაფოდ არის შესამუშავებელი ცალკეული დარგების (მანქანათმშენებლობა, ელექტრო, მსუბუქი, ქიმიური მრეწველობა…) კრიზისიდან გამოყვანის პროგრამები.

მრეწველობასთან ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები იმერეთისათვის განსაკუთრებულია. დღეს არავისთვის საკამათო აღარაა მხარის ცალკეული რეგიონების ეკონომიკაში მონოსაწარმოებით გამოწვეული სირთულეები. ზესტაფონი მიბმულია ფეროშენადნობ ქარხანაზე, ჭიათურა _ მანგანუმზე, ტყიბული _ ქვანახშირზე, სამტრედია _ რკინიგზაზე, თერჯოლა _ შამპანურსა ად ღვინის მრეწველობაზე, ხონი _ პოლიმერკონტეინერზე, წყალტუბო _ კურორტზე, ბაღდათი _ საირმეზე, ქუთაისი _ რამდენიმე გიგანტზე. დიდი სამრეწველო საწარმოები აშენდა თავის დროზე საჩხერეშიც. ერთი სიტყვით, იმერეთი თითქოს სასოფლო-სამეურნეო უნდა იყოს, მისი კლასიკური გაგებით, მაგრამ, იგი სამრეწველო უფროა.

თავსატეხი პრობლემები გვაქვს, მაგრამ არა უიმედო მდგომარეობა. საერთოდ, სწორი იქნება ჩავატაროთ დიდი თათბირი ქვეყნის საწარმოთა ხელმძღვანელებთან. მათივე მონაწილეობით შევიმუშავოთ საგადასახადო სისტემა და რეანიმაციის პროგრამა, უპერსპექტივოები კი დავხუროთ.

კვლავ მინდა დავუბრუნდე კორუფციის სისტემას. მგონია, რომ დღევანდელ პირობებში შეუძლებელია კანონის ყველა მოთხოვნა დაიცვა და მომგებიანი სამეწარმეო საქმიანობა წარმართო.

რა გამოდის? თუ წესიერად მუშაობს მეწარმე, კოტრდება, რაც უფრო მალავს შემოსავლებს, მით უფრო ძლიერდება. (თუ ამას მეწარმე და მეწარმეობა ჰქვია).

ვფიქრობ, ეს არა მარტო ეკონომიკური, ფინანსური, არამედ პოლიტიკური და მე ვიტყოდი, სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებული საკითხია. ყველა ქვეყანაში თავისუფალი მეწარმე არის ქვეყნის სიძლიერე, დემოკრატიის დასაყრდენი. თავისუფალი მეწარმეა ის, ვისაც სამეწარმეო საქმიანობა შეუძლია წარმართოს დარღვევების გარეშე. სხვა შემთხვევაში იგი თავისუფალი კი არა, მაკონტროლებლების, ან ზემდგომის მონაა, რადგან ყოველთვის შეიძლება მისი დაჭერა დარღვევებისათვის..

უზენაეს საქმედ ვთვლი მეწარმის გამოყვანას ამ მარწუხებიდან.

თავიდანვე აღვნიშნავდი და ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ შემოსავლების ლეგალიზებას განსაკუთრებით უშლის ხელსსაგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადების გაუმართლებლად მაღლი ნორმატივები. დღევანდელ პირობებში, როდესაც საწარმოთა სიმძლავრეების დატვირთვის დონე 15 პროცენტსაც არ აღემატება, აღნიშნული გადასახადების გაფეტიშება კორუფციის საფუძველია. მომავალი წლისათვის მაინც, მათი დიფერენცირებულად შემცირების პირობებში, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მიწისა და ქონების გადასახადებს. ყველაფერი უნდა მოხდეს პროგნოზირებული შემოსავლების მოცულობის შეუმცირებლად, დამერწმუნეთ, ეს შედარებით მყარს გახდის კორუფციასთან ბრძოლას. ვიმეორებთ, ქონების გადასახადმა ბიუჯეტის საერთო კონტინგენტში ერთ-ერთი საერთო ადგილი უნდა დაიკავოს. ეს საქართველოს წინანდელი და ცივილიზებული მსოფლიოს თანამედროვე პრაქტიკაა. _ ჯერ ერთი, კიდევ 1911 წელს ქუთაისში ამოღებული ქონების გადასახადის 90 პროცენტი ცენტრში იგზავნებოდა, მათ შორის მეფის რუსეთში, დანარჩენი 10 პროცენტი ქუთაისის შემოსავლების თითქმის 90 პროცენტს შეადგენდა.

პირდაპირ მინდა ვთქვა, იმ რეზერვების ფონზე, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, წლევანდელი ბიუჯეტის შესრულება დაძაბულად მიმდინარეობს.

ზოგიერთი მოსაზრება მიზეზებთან დაკავშირებით.

პირველი: არარეალურია მარეგულირებელი, განსაკუთრებით დღგ-სა და მოგების მაჩვენებლები. მეეჭვება, რომ პირველი 80 პროცენტით, მეორე 50-60 პროცენტით მაინც შესრულდეს. ხარჯები კი გაწერილია. შეიქმნა დეფიციტი, ძლიერდება კორუფცია. არ ვიცი, ვის სჭირდებოდა როგორც ამ გადასახადების გაფეტიშება, ასეთი ზომით დაბეგვრა, ამდროს კი დღგ-ი ცენტრალური ბიუჯეტის მთავარი შემავსებელია.

მეორე: ერთი წელია მიზანდასახული ბრძოლა მიმდინარეობს ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლის წინააღმდეგ, ჩვენთან იგი ადგილობრივ ბიუჯეტის წყაროდ იყო მიჩნეული. ე.ი. ადგილობრივ ბიუჯეტშიც შეგვექმნა დეფიციტ. ახლახან მიღებული კანონი სიტუაციას არა თუ ვერ შეცვლის, არამედ საერთოდ შეამცირებს შემოსავლებს, რადგან მოიმატებს აღურიცხაობა. ამის ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს: პირველ რიგში, ესაა ელექტროენერგიის დეფიციტ. ამით სალარო აპარატების მუშაობის პრობლემა დგას. ეჭვი არ მეპარება, თუ განსაკუთრებული ზომები არ მივიღეთ, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროდან შემცირდება დღგ-სა და მოგების გადასახადი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

მესამე: პრაქტიკულად შეჩერებულია პრივატიზაცია. კანონი სულ ახლახანს იქნა მიღებული. ჯერჯერობით არ არის კანონქვემდებარე აქტები. სპეციალისტები ეჭვს გამოთქვამენ, რომ კანონი პიზიტიურ ზეგავლენას მოახდენს.

მეოთხე: შესაბამისი ნორმატიული აქტების უქონლობის გამო შეჩერებულია მიწის გადასახადის გაწერაც და მოქმედებაც. თუ ძალაში დარჩა ვადა, 31 დეკემბერი, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას;

მეხუთე: სრული ანარქიაა აღრიცხვიანობაში. საქართველოში ვაჭრობასა და მომსახურების რეალური შემოსავლების 10 პროცენტი თუა აღრიცხული. პარადოქსია, სახელმწიფო მხოლოდ პურით ვაჭრობიდან იღებს თითქმის იმდენს, რამდენსაც მთელი ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებიდან ეს მაშინ, როცა საქართველოში რეალიზებული პურის მხოლოდ 50 პროცენტი თუა აღრიცხული. აღურიცხაობის ბუდეა ბაზრობები. ჩემი გაანალიზებით ქუთაისის ცენტრალურ ბაზაარს ბიუჯეტში სულ მცირე 25 ათასი ლარი უნდა შეჰქონდეს, შეაქვს 12 ათას ლარამდე, ე.ი. ნახევარი, მაშინ, როცა, როგორც ეს ბატონმა ბადრი შოშიტაიშვილმა აღნიშნა, თბილისის ანალოგიურ, ოღონდ 3-4-ჯერ დიდ ბაზაარს 2,5 ათასი ლარი შეაქვს.

ბაზრებთან და ბაზრობებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ცნობილია. იგი არაერთხელ გამომიხატავს ყოველგვარი კანონიერი საშუალებით. მითუმეტეს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის თაობაზე შესანიშნავი კანონი მისდამი უპატივცემულობის უფლებას არ გვაძლევს. ამ კანონის მიხედვით მომხმარებელთა უფლებების დაცვის ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას შეუძლია ნებისმიერი ბაზრის და ბაზრობის ნებისმიერ დროს, არა მარტო დახურვა, არამედ ამ ფაქტზე უმწვავესი რეაგირება. ეს მედლია ერთი მხარე; მეორე, რომლის შესახებაც არაერთხელ მითქვამს და დამიწერია: დღეს ქვეყანაშო ორნაირი ლარია: ერთი იმპორტით, რაც ქვეყნის სიძლიერეა, მისი სიმტკიცეა. ვიცოდით _ დღეს გარედან შემოტანილ პროდუქტს ორჯერ ვყიდულობთ: ერთხელ ჩვენ, როცა პროდუქტს ვიძენთ, მეორედ ჩვენი შვილები გადაიხდიან იმავე პროდუქტის ფასს, ვალის სახით. სწორედ ასეა, მოზღვავებული უცხოური პროდუქციის გამო ლარის კურსი რომ არ დავარდეს და კუპონს არ დაემსგავსოს, გვაძლევენ სესხს, რომელიც შემდგომმა თაობებმა უნდა გადაიხადონ.

არა, ჩვენ არც ბაზრისა და არც ბაზრობების წინააღმდეგი არა ვართ, ოღონდ მოწესრიგებული აღრიცხვისა და სწორი ფუნქციური დატვირთვის პირობებში _ ეს ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ხალხური და საშინაო რეწვის საკუთარი წარმოების ნივთების და პროდუქციის, ძველმანების ბაზრობებია. ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, რომ დღევანდელ ბაზრობებს თავგადადებული დამცველები ჰყავდეს ყველა დონეზე, ხოლო ეკონომიკა ღვთის ანაბარა იყოს მიტოვებული.

ღირს დაფიქრებად. ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და ასეთად უნდა დავრჩეთ, ეს არის ქვეყნის კურსი, პრეზიდენტის კურსი და იგი გამდიდრების მანიით შეპყრობილი ერთეულთა ამბიციებს არ უნდა შეეწიროს. ყოველივე ამის შემდეგ გეკითხებით, მეგობრებო, კოლეგებო, რა გაქვს ისეთის არსებობას, რომელიც კორუფციის ბუდეა; თავდაყირა აყენებს ქვეყანაში აღრიცხვის საქმეს; საკუთარ ქვეყანაში იწვევს უმუშევრობას და სამუშაო ადგილებს ქმნის სხვა ქვეყანაში; საერთო ჯამში, 10-15-ჯერ ამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს; აჩერებს შენი ქვეყნის ეკონომიკას, ანგრევს მას, კლავს სპეციალისტს, უხარისხოა, გაავადმყოფებს; ნაძარცვისა და ნაქურდალის გასაღების არენა; ქვეყნის საგარეო ვალს ზრდის;

საერთოდ, კარგი იქნება, თუ გამოქვეყნდება ერთი ტიპის ფირმების (ბაზრები, ბაზრობები, სუპერმარკეტები, რესტორნები, ჩაისა და საკონდიტრო ფაბრიკები, ღვინის ქარხნები და ა.შ.) ბიუჯეტში შენატანები.

კიდევ ერთი, და ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესი შემოსავლების შემცირებას დიდად უწყოვბე ხელს მაკონტროლებელი ორგანოების სიმრავლე და იაფი სახელმწიფო მოხელე. ეს პირდაპირი გზაა კორუფციისაკენ.

უნდა გვაფიქრებდეს, რომ ხელისუფლების თითქმის ყველა შტოს არმომადგენლის სიმბოლური ხეფასი აქვს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ცხოვრობს, და რაც დრო გადის, იზრდება ლტოლვა თანამდებობისკენ მაკონტროლებელ, აღმასრულებელ ორგანოებში.

სერიოზული დისონანსი შეიტანა საგადასახადო სისტემაში ფიზიკური პირების მიმართ ლიბერალურმა პოლიტიკამ. თავად განსაჯეთ: ერთ სახეობისა და მოცულობის სამეწარმეო საქმიანობის პირობებში იურიდიულ პირთა გადასახადები რამდენიმეჯერ აღემატება ფიზიკური პირისას. ეს იწვევს იურიდიული პირის ფიზიკურ პირად მასობრივ რეორგანიზაციას და სამეწარმეო საქმიანობის ყველა სფეროში ფიზიკური პირი უკვე უმრავლესობის პოზიციაზე დომინირებს. ამ სემთხვევაში შეფასებიდან თავს შევიკავებ, მაგრამ შინაგანად მაინც მაწუხებს კითხვა: არ შეიძლებოდა პროექტის დონეზე პრობლემის ექსპერტიზა და პროგნოზირება, აქამდე რომ არ მივსულიყავით? ამის შესახებ ვწერდი პრეზიდენტისადმი წერილშიო. შედეგი დადგა. ეს ბიჯეტისათვის დაკარგული მილიონებია. ყველაზე მომგებანი სფეროები ფიზიკური პირების ხელში ხვდება. გადაბრუნებული ურემი მაინც წამოვაყენოთ_ გავათანაბროთ დაბეგვრა, ხოლო პრივილეგიები გადახდაში დავაწესოთ სამუშაოების (მომსახურებით) მოცულობებისა და სახეობათა მიხედვით. დახმარება და თანადგომა სჭირდება მცირეს, ახალბედას, ქვეყნისთვის დეფიციტური, სასიცოცხლო, არაპრესტიჟული სამუშაოთი (მომსახურებით) დაკავებულს და არა იმ ფიზიკურ პირს, რომელიც მხოლოდ პრივილეგირებული სამართლებრივი ფორმით განსხვავდება იურიდიული პირისაგან და უმეტეს შემთხვევაში ჩრდილში მდგომი ტოლფასოვანი პარტნიორები უმაგრებენ ზურგს.

პირადად ჩემთვის ძნელად გასაგებია, დღევანდელი საშემსრულებლო მენტალიტეტის პირობებში, საგადასახადო დანაშაულზე პროტექციონიზმის სინდრომი, რომელიც დამალული გადასახადის საპასუხისმგებლო ზღვრული ოდენობის გაზრდას გულისხმობს. კონკრეტულად, გადასახადების დიდი ოდენობით დამალვის დაწესებული ზღვარი 750-დან 25000-მდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობისა 1500-დან 50000 ლარამდე გავზარდეთ. ეს უზნეო მეწარმეობის მხარდაჭერაა. მე მეჩვენება, რომ შეცდომის გასწორებაა. რომლის? მოგებისა და დღგ-ს ,,აჭიმვის~ შედეგად შემოსავლების დამალვას მსხვილი მეწარმეები რომ არ გადაყვნენ. მოდით, დავასახელოთ (სახელობით) რამდენი საწარმოა საქართველოში, რომელსაც პოტენცურად 25-50 ათასი ლარი შემოსავლის დამალვა შეუძლია. თუნდაც ამის რამდენიმე პროცენტი. რამ გამოიწვია ასეთი გულჩვილობა? ეს ცვლილებები დღევანდელ დღეს მაინც არ უწყობს კოუფციას ხელს? ვფიქრობ კი. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

შემოსავლებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს საურავის თაობაზე პარლამენტის მიერ საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება, რომელიც არგადახდის მასტიმულირებელია. თუ მოკლევადიანი სესხის თვიური სარგებელი სულ ცოტა ოთხი ხუთი პროცენტია, გადაუხდელობაზე საურავი მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენს. ეს რომ არგადამხდელის მიერ ყოველგვარი დასაბუთებისა და გარანტიების გარეშე აღებული საბიუჯეტო სესხია. ძნელია ასეთ ცდუნებას გაუძლოს დღევანდელმა მეწარმემ. ჩვენი პოზიციაა _ მაქსიმალურად რეალურ დონემდე შემცირდეს საგადასახადო განაკვეთები და დროულად გადაუხდელობისათვის 3-4-ჯერ გაიზარდოს საურავები. ეს გადამხდელის პასუხისმგებლობასაც აამაღლებს და ლოგიკურად, ბიუჯეტსაც რეალურად შეავსებს.

რა შემოსავლები დააკლდა ბიუჯეტს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის თაობაზე მიღებული კანონით, ეს დღეს უკვე არავისათვის არის საიდუმლო. გამოსწორება შეიძლებოდა 6-7 თვის წინათ. იყო ამის დაპირებაც.

ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ რამდენიმე წინადადებიანი გადაწყვეტილებით _ კანონმდებლობაში მოცემული ფინანსური ჯარიმების ოდენობის (რომელიც რუსულ მანეთებშია აღებული და დღეს ერთ ლარსაც კი არ შეადგენს) ინდექსაციით _ სახელმწიფო ბიუჯეტს შარშან მარტო ქუთაისში სულ მცირე 500000 ლარი დაემატებოდა, რესპუბლიკის მაშტაბით ალბათ, 15-20 ჯერ მეტი, ე.ი. 8-10 მილიონი ლარი.

ვინ აგებს პასუხს იმ ელემენტარული გადაწყვეტილების მიუღებლობაზე, რომლის გამოც ბანკიდან გამოტანილი რუსული მანეთის დაბრუნება კუპონებში ინდექსაციით არ მოხდა. ასიათასობით მეანაბრე შიმშილის ზღვარზე მივიყვანეთ, რამდენიმე ასეული კი გავამდიდრეთ. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი გამოვედი მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე. დღეს დამნაშავეებს ვეძებთ. თითქოს მაშინ არ იყო ცნობილი. გააკეთეთ ანალიზი და დაინახავთ ვინ წაიღო ეს თანხები, ვინ გამდიდრდა სხვათა გაღარიბების ხარჯზე. უფრო მეტიც, მთავრობის სხდომამ 1999 წლს 8 დადგენილება მიიღო ქუთაისის საავტომობილო, ელექტრომექანიკური და სატრაქტორო ქარხნების, აბრეშუმის გაერთიანების, ტყავ-ფეხსაცმლის კომბინატის, შალის ქსოვილების წარმოებისათვის სახელმწიფო კრედიტების გამოყოფის თაობაზე, მაგრამ ერთი ლარიც კი არ მიგვიღია. მთავრობის დადგენილებები არ შესრულდა და სხვა სესხის გამო ბანკი დაცარიელდა. სულ სხვა შემოსავლები იქნებოდა დღეს ბიუჯეტში, ეს თანხა მაშინ საწარმოებისათვის რომ მიგვეცა, სოფლად დაგვებანდებინა. გლეხი გაგვემართა წელში, სოფელიც ფეხზე დადგებოდა.

ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით.

რა მიზნებს ემსახურება ექსპორტ-იმპორტის ეროვნული დაბეგვრის სისტემა. პასუხი ცალსაახაა _ ჩვენს ბაზრებზე უცხოური საეჭვო წარმოშობისა და რეპუტაციის საქონლის დამკვიდრებას, ეროვნული ეკონომიკის დახეიბრებას. პირიქით კი უნდა ხდებოდეს _ იგი ეროვნული წარმოების ისეთი მდგენელი უნდა იყოს, რომელიც შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას, დაასაქმებს მუშახელს და მოიზიდავს უცხოურ ვალუტას. ვის აძლევს ხელს, რომ რისი წარმოებაც წარმატებით შეუძლია ქვეყანას, კაბალური საბაჟო გადასახადებისა და სხვა სიმახინჯეების გამო უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე ქვეყნის გარედან “მარჯვენა” თუ “მარცხენა” გზით შემოტანილი იგივე ნაწარმი. ამიტომაც უამრავი დიდი და მცირე საწარმო გაჩერებულია, ან სულს ღაფავს და არც თუ ურიგოდ არჩენს რამდენიმე კაცს. ხედავთ, შორს გამიზნული ორგანიზებული კორუბციის არათუ ნიშნებს, არამედ თაიგულს ამაში? ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვინც ვერ ამჩნევს. ვხედავ მეც და უმუშევარი სამი მეოთხედი საქართველოც, საარსებო კალათას უსაშველოდ დაცარიელებული მოსახლეობის აბსოლუტური ნაწილი.

მიმაჩნია, რომ ამ მოსაზრებებში ერთსულოვანი უნდა ვიყოთ, ექსპორტ-იმპორტის, და საერთოდ საგადასახადო პოლიტიკა მიზნად უნდა ისახავდეს ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას დარგობრივ-სფეროებრივად გათვლილი პერსპექტივების გათვალისწინებით და არალოკალური წლის, ან დროის უფრო მოკლე მონაკვეთის ბიუჯეტის როგორმე შესრულება-შევსებას და ამით ეკონომიკის რღვევას ემსახურებოდეს ჩვენ ვიცით, რომ გვატყუებენ, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენი, უფრო სწორად, ჩვენს მიერ შემოღებული საგადასახადო ნორმატივების, ე.ი. საგადასახადო პოლიტიკის ბრალია.

ვიმსჯელოთ ლოგიკურად “მარცხენა~ საქონლის შემომტანი უხდის არა ვიღაცას, არამედ ვიღაცეებს და ამ გზით საქონელი მყიდველამდე შედარებით იაფად მიაქვს, ვიდრე კანონიერად შემომტანს, რომელსაც ფაქტობრივად, ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ, არაფერი რჩება. არადა, სისტემა ვიცით, როგორ შემოდის იმპორტით საქონლის ოთხი მეხუთედი, ასე ვთქვათ ,,მარცხენა~ ხოლო აღრიცხული ერთი მეხუთედით ყველაფრის ანაზღაურება გვინდა. ხომ არ აჯობებდა, ისეთი სისტემა შეგვემუშავებინა, რომ ეს თანაფარდიობა შეგვებრუნებინა მაინც, თუნდაც გადასახადის იგივე, ან უფრო ნაკლები ნიხრით, რასაც უკანონო იმპორტზე იხდიან. მჯერა, იმ ერთ მეხუთედს, ეს ოთხი მეხუთედი აჯობებდა ქვეყნის, მყიდველისა და გამყიდველისათვისაც. ეს შეეხება იმპორტულიმ საქონელს, რომელიც ქვეყანაში არ იწარმოება და საჭიროა. იმ სახეობებზე კი, რომლებიც ჩვენთან იწარმოება, გავუზარდოთ გადასახადები და როდესაც ბაზარზე ადგილობრივ პროდუქციაზე უფრო იაფად გამოჩნდება, მგონი მივხვდებით, რომ ,,მარცხენაა~.

შევიხედოთ ქვეყნის ღვინო-კონიაკი-არაყის მაღაზიებში, გადავხედოთ ალკოჰოლიანი სასმელების რიგს. ვიცით, რომ ოთხი მეხუთედი თუ არა, სამიმეხუთედი ,,მარცხენაა~. რაც ქვეყნის საბაჟოებზე სასმელებია აღრიცხული, ალბათ, იმაზე მეტი ქვეყანაში სასმელებით მოვაჭრე მაღაზიებია. დამღირებაზე, აქციზის გასამმაგება გაოთხმაგებაზე, აქაც ხომარ ტრიალებს კორუფციის სული! გულში ჩემი ჩათვლით ყველას გვეცინება, ამერიკა აღმოაჩინაო. რატომ, ღვინო არ გვივარგა, კონიაკი, თუ არაყი საკუთარი და ზოგიერთი უახლოესი ბაზრისათვის? რა პოლიტიკა არ გვივარგა, – საკუთარი ბაზრის დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა, და სულ ესაა, არ გვაპატიებს არც ღმერთი და არც შთამომავლობა.

ნეტავ საერთოდ აიკრძალებოდეს, მაგრამ დღესდღეისობით ფაქტია, რომ ზუსტად ანალოგიური მდგომარეობაა სიგარეტით ვაჭრობის მხრივაც. ადგილობრივი მეთამბაქეობა კი უკვე ფაქტობრივად დავღუპეთ.

ე.ი. საფუძვლიანად უნდა გადამუშავდეს ექსპორტ-იმპორტის დაბეგვრის სისტემა.

სერიოზული ,,მარცხენაა~ ადგილობრივ პროდუქციაშიც, განსაკუთრებით კვების მრეწველობაში. მოდით, ვთქვათ პურზე. ყველას გახსოვთ ორი-სამი წლის წინანდელი პერიოდი, 300-400 გრამიანი ულუფები. უჭირდა ქვეყანას, იმ პერიოდში ქუთაისში დღიურად 80-85 ტრონა პური იყიდებოდა, ამ მხრივ ნამდვილად დაგვილხინდა. ჰოი, საკვირველებავ, ექვსი თვის წინათ ,,აღმოვაჩინეთ~, რომ პურის ცხობა და რეალიზაცია ქალაქში 25-30 ტონამდე შემცირდა. ვითომ მენიუ გაამრავალფეროვნა პურის მასობრივმა მომხმარებელმა?! პირიქით, ფაქტობრივმა ხარჯმა მოიმატა, პურ-ფუნთუშეულის მწარმპოებლები ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლდნენ. ვიფიქროთ, საიდან ცვივა ამდენი ,,მარცხენა~ პროდუქტი, იქაც ხო მარ ტრიალებს კორუფციის სული, და ჩვენ, ხელისუფლება, ხომ არა ვართ კატალიზატორები, თავად ხომ არ ვუბიძგებთ სიგლახისაკენ?

რამდენი ხანია ვლაპარაკობ ,,მარცხენა~ ფქვილის წარმოშობასა და ქვეყნის ფარგლებში აღურიცხველად შემოტანაზე. პურის საცხობებში იმ ელექტროენერგიის ფაქტობრიბ ხარჯზე, რომელიც აჭარბებს აღრიცხული პურ-ფუნთუშეულის ღირებულებას, იმავე პურის საცხობებში მომუშავეებზე უწყებით გამოწერილი 10-15 ლარის მიღმა ფაქტობრივად გაცემული 100-150 და მეტი ლარის შესაბამისი სოცანარიცხები, საშემოსავლო რომ იმალება და ა.შ. არის თუ არა ეს ჩვენგან, ე.ი. ხელისუფლებისაგან ხელდასმული კორუფცია? არა?! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა ნებისმიერი დარგის სფეროს მეწარმეს აიძულებს ამოვარდეს სისტემიდან, დამალოს შემოსავლები. ეს ყველა ქვეყნის და ყველა დოროის მეწარმის თვისებაა, მაგრამ დასავლეთში დამალული შემოსავლები ერთეული პროცენტებით აღირიცხება, ჩვენთან კი შებრუნებითაა _ აღურიცხავი ბევრად სჭარბობს აღრიცხულს, სრულიად უბრალო მიზეზის გამო: მეწარმე, რომელიც ასრულებს ყველა საგადასახადო საკანონმდებლო მოთხოვნას, არ მალავს შემოსავლებს, იხდის ყველა გადასახადს, ვერ უძლებს არაჯანსაღ კონკურენციას და განწირულია გაკოტრებისათვის, ე.ი. მეწარმე იღუპება. იქ სადაც შესაბამისი ტერიტორიული ორგანო უკომპრომისოდ მოითხოვს კანონის დაცვას. ამიტომ, დღევანდელ მეწარმეთა დიდი ნაწილი ტოვებს იმ ქალაქსა და რეგიონს, სადაც შესაძლებლობა მიეცემა აღურიცხველი ნედლეულით წარმოებული პროდუქციით ნედლეულით წარმოებული პროდუქციით და აღურიცხველი საქონლის რეალიზაციით მიიღოს დაუბეგრავი შემოსავალი, რომელსაც, ბიუჯეტის მიღმა, სოლიდარულად უნაწილებს სახელმწიფო სტრუქტურების, ადმინისტრაციული ორგანოების, შავი სამყაროს ნათლიმამებს.

ამ მიზნებს წარმატებით ემსახურებიან ,,ფილიალებიც~, რომლებიც ,,მეწარმეთა შესახებ~ კანონის თანახმად იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ. ამიტომ რეგიონშო მიღებული შემოსავლებიდან გადასახადებზე გაანგარიშებების წარდგენა წარმოებს ძირითAდი საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით _ არსებულ საგადასახახო ინსპექციებში, ე.ი. სხვა მხარეში, სხვა სხვა რეგიონში. შემოსავლის ადგილობრივი ინსპექციები ვერ ამოწმებენ მათ საქმიანობას გადასახდებისა და მათ გამოსაანგარიშებლად საჭირო დოკუმენტების წარმოუდგენლობის გამო. ეს შემოსავლების შემცირების ან, საერთოდ, დამალვის, ბიუჯეტში შენატანებზე თავის არიდების წინაპირობაა, რაც, დარწმუნებული ვარ, წარმატებით გამოიყენება. ალბათ, აუცილებელია, შეიქმნას და შესაბამისი ნორმატიული აქტებით ძალაში შევიდეს ,,ფილიალების~ სფეროში აღურიცხველობის დაგადასახადების დამალვის გამომრიცხავი სისტემა, რომელიც ადგილობრივი საგადასახადო სამსახურების, ადგილობრივი ბიუჯეტების მასტიმულირებელი იქნება.

ვაღიაროთ, ქვეყანაში არ გვაქვს სისტემა, რომელიც სტიმულს მისცემდა მეწარმეობას, განსაკუთრებით _ მწარმოებლური სფეროს განვითარებას.

მოგების, დამატებითი ღირებულების და საბაჟო გადასახადებზე მოგახსენეთ. რაც შეეხება დამწყებ მეწარმეებს, საგადასახადო კანონმდებლობაში შარშან შეტანილი ცვლილებებით, მცირე შეღავათებიც კი შევუკვეცეთ, ფაქტობრივად მოვკალით, ან ჩრდილოვან ეკონომიკას გადავულოცეთ.

სასაუბრო ბევრია, პრობლემათა ნუსხა – დაუსრულებელი. მე არ განმიხილავს არც ერთი საკითხი, რომელთA შესრულებაზე თქვენ ასუბარი არ გქონიათ. საკამათო ბევრია, მაგრამ არის პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად საჭიროაგადაწყვეტილების მიღება. გთავაზობთ ზოგიერთ საკითხს, რომელთA ირგვლივაც სასურველი იქნება სერიოზული დისკუსიის, თათბირების გამართვა , მეცნიერების, სპეციალისტების მონაწილეობით. სისტემის გასააზრებლად საჭიროა არა მარტო დარგის სპეციალისტების, არამედ, ჩემი აზრით, ფილოსოფოსების, ფსიქოლოგების, პოლიტოლოგების, იურისტების, ფინანსისტების, ეკონპმისტების მონაწილეობა.

1. უმთავრეს საქმედ ვთვლი კარგად გავიაზროთ, საქართველოს პირობებში რას ნიშნავს კონკურენტული გარემოს შექმნა, მონპოლიური სისტემის მოშლა. მონოპოლიებში ვგულისხმობ არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ კლანებს, დაჯგუფებებს და ა.შ.

2. განისაზღვროს როგორც დარგების, ისე დარგშიდა პრიორიტეტები. ვიცოდეთ, რა გვინდა რის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი და შევიმუშავოთ პროგრამები, ჩამოვაყალიბოთ რესპუბლიკისათვის საჭირო დარგების დარგების მიმართულებ ის, საწარმოების მიმართ პროტექციონისტული პოლიტიკა, განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმით (მე ვერ დავასახელებ სახელმწიფოს, რომელსაც არ ჰქონდეს გამოკვეთილი პრიორიტეტები და შესაბამისი პრიორიტეტული პოლიტიკაც.)

3. შევადგინოთ აღრიცხვის მოწესრიგების მობილორი პროგრამა. იქნებ, საჭირო კანონიც მივიღოთ. იგი უმკაცრესი უნდა იყოს _ ნებისმიერი მეწარმისათვის აღურიცხველობა გაკოტრებას უნდა ნიშნავდეს.

4. უმჯობესი იქნებოდა საგადასახადო კოდექსის მიღებამდე გვეთათბირა და გადაგვეწყვიტა, როგორ ეტაპებით მივსულიყავით მაღალგანვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემამდე, ღირს მაინც მსჯელობად, _ მთავარი გადასახადი, დღგ, თუ აამ ეტაპზე ქონებისა და მიწის გადასახადებისათვის პრიორიტეტის მიკუთვნება.

5. ჩემი აზრით, სერიოზულ გაანალიზებას საჭიროებდა საგადასახადო კოდექსში ადგიობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადგილი, როლი და მნიშვნელობა. აქ დიდი უფლება სწორედ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს უნდა ჰქონდეთ.

გადასახედი და შესაცვლელია ბიუჯეტის ცენტრალიზაციის პრინციპი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა შეიცვალოს დაფინანსების სისტემა, იგი არა ცენტრალური, არამედ ადგილობრივი და სამხარეო ბიუჯეტებიდან უნდა ხორციელდებოდეს (სამხარეო მოწყობა იქნება თუ არა, უნდა არსებობდეს რეგიონალური ფონდები, რეგიონის მონაწილეობით ობიექტების დასაფინანსებლად, ვთქვათ, ქუთაისის უნივერსიტეტები, კონსერვატორია, მუსიკალური სასწავლებლები, საავადმყოფო, და ა.შ.) მკვეთრად უნდა იყოს გამოკვეთილი ბიუჯეტისა და ფონდების შევსების წყაროები. ჩემის აზრით, ბიუჯეტის შემოსავლების 60-70 პროცენტი ადგილზე _ ადგილობრივ და სამხარეო ბიუჯეტებში უნდა რჩებოდეს.

გულწრფელად მივესალმები პრეზიდენტის მოსაზრებას ცენტრალური და ტერიტორიულ ერთეულებს შორის საგადასახადო შემოსავლების განაწილების მექანიზმების სრულყოფის თAობაზე და მიმაჩნია, რომ იგი უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს:

_ ცენტრალური და ადგილობრივი საგადასახადო ორგანოები სისხლხორცეულად, ერთნაირად უნდა იყვნენ დაინტერესებულნი ყველა სახის გადასახადების ამოღებით;

_ ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის ერთი და იმავე პრინციპით უნდა განაწილდეს როგორც ძირითადი გადასახადი, ისე ცენტრალურ ბიუჯეტზე;

_ ადგილობრივი მოთხოვნები ძირითადად უნდა დაკმაყოფილდეს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებით, რათა იშვიათად წარმოიშვას ტანსფერის საჭიროება. ეს აღმოფხვრავს მასიური ხელგაწვდის პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ კორუფციას.

7. ჩემი აზრი, სრულიად სხვაგვარად არის გასააზრებელი ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებული საკითხები. ბიუჯეტი უნდა აფინანსებდეს არა შენობას, სტრუქტურას, ან ორგანიზაცია-დაწესებულებებს, არამედ პროცესს, შედეგს, პროგრამას, პროფესიონალიზმს და პროფესიონალებს, ნიჭიერს, მოაზროვნეს.

8. საქართველოში რეალურად (არა მხოლოდ სიტყვით), უნდა გამოცხადდეს განათლება ნომერ პირველ პრიორიტეტად. შეიცვალოს დარგის დაფინანსების სისტემა. იაფი მასწავლებელი ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. ქვეყანა განსაკუთრებული სისტემით უნდა ამზადებდეს, არჩევდეს მასწავლებელს, უვლიიდეს, ეფერებოდეს და საპატიო ადგილს მიუჩენდეს მას.

განსაკუთრებულ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმედ უნდა იქცეს განათლების კანოის მიღება. სკოლა არის მოსწავლისათვის, უმაღლსი სასწავლებელი ) სტუდენტებისათვის და ყველაფერი მათ უნდა ემსახურებოდეს.

ვფიქრობ, ცივილიზებული ქვეყნების გამცდილებითა და ღრმა ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით მოსაწესრიგებელია უმაღლეს სასწავლებლებში მიღების პრაქტიკა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ადამიანთა წვალების, ტანჯვისა და კორუფციის წყაროდ რჩება.

მიღება კი არა სწავლა უნდა იყოს ძნელი და განსაკუთრებულად დატვირთული ყველა ეტაპზე, ყველა საფეხურზე.

9. სისტემური გააზრება სჭირდება კონტროლს. იგი არ უნდა ნიშნავდეს მაკონტროლებეი ორგანოების რიცხვის ზრდას. პირიქით, ვფიქრობ,სამოქალაქო საზოგადოება თავისთავად ნიშნავს ურთიერთპასუხისმგებლობათა ისეთ სისტემას, რომელიც ზედმეტ კონტროლს აღარ საჭიროებს. ქვეყანა წესრიგდება სისტემით და არა მუშტით, შეშინებით, სისტემაში მთAვარი როლი ხალხს, მის პოლიტიკურ ნებას ეკუთვნის.

ჩემი აზრით, სამოქალაქო საზოგადოების კურსის გაძლიერება პირდაპირი მეკონტროლებელი ორგანოების რიცხვის შემცირება, კიდევ ვიმეორებ, მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის ფაქტებს და რამდენადმე გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს.

კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ კონტროლის უფლება ჰქონდეს პიროვნებას, რომლელსაც ხელფასი სულ მცირე 300 ლარი არა აქვს.

რადგან კონტროლზე და ხალხის ნებაზე საუბარი, ვიყოთ პირდაპირები: გადასახადს იხდის არა მეწარმე, არამედ მოსახლე, მოქალაქე, მომხმარებელი. სასურველი და ვიტყოდი, აუცილებელიცაა გადასახადის გადამხდელმა იცოდეს სად მიდიდ მისი ფული, რას ხმარდება. ამიტომ, არ იქნებოდა ურიგო, ყოველთვიურად გამოგვექვეყნებინა ბიუჯეტიდან ფაქტობრივი გასავლები, ხარჯები.

ერთხელ და სამუდამოდ უნდადავგეგმოთ საგადასახადო ჩათვლების პრაქტიკა, რომელიც ბიუჯეტში მოჩვენებითი კეთილდღეობის სურათს ქმნის სახელფასო და სხვა უპირველესი დანიშნულების თანხების საჭიროების მწვავე დეფიციტის ფონზე.

10. სამოქალაქო საზოგადოების შექმნის მნიშვნელოვანი გზა პირდაპირი არჩევნებისთ მართვის ორგანოების ფორმირებაა. ჩემი აზრით, უკვე შეცდომაა, რომ არ არის გადაწყვეტილი ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი, არ არის ჩატარებული როგორც ქალაქის მერების, გამგებლების, ასევე წარმომადგენლობითი ორგანოების ადგილობრივი არჩევნები: ვფიქრობ, ტერიტორიული მოწყობის საკითხის გარკვევის შემდეგ მხარის ხელმძღვანელსაც პირდაპირი არჩევნებით უნდა ირჩევდნენ. მაშინ იქნება იგი ძლიერიც და ადვილადაც ვერ დაუქნევენ თითს.

სწორი იქნება, ხალხი ირჩევდეს ადგილობრივ მოსამართლეს, განათლების საბჭოს, შესაძლებლად მიმაჩნია პოლიციის შერჩევის ასეთი წესიც, თუ იარსებებს ცენტრისაგან დამოუკიდებელი მუნიციპალური პოლიციავფიქრობ, ეს რთული საკითხიც გადასაჭრელია. ჩემი აზრით, ქვეყანაში უკეთესი წესრიგი იქნება.

11. ვფიქრობ, ქვეყანაში უმკაცრესად უნდა გაიმიჯნოს ორგანოთა, ხელმძღვანელთა ფუნქციები. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ყველაფერს აკეთებს და კონკრეტულ საქმეს პატრონი არ ჰყავს, ყველას ყველაფერზე ეკისრება პასუხისმგებლობა, კონკრეტულზე კი _ არავის.

დადგა დრო, მკაცრად შემოიფარგლოს ქალაქების, რაიონების და მხარის ხელმძღვანელთა ფუნქციები _ გაძლიერდესA სპეციალური რგოლების როლი.

გადასახადის აკრებაზე პასუხისმგებლობა საგადასახადო სამსახურს უნდა ეკისრებოდეს და სხვას არავის საპენსიო ფონდს _ პენსიონერთა თანხის ამოღებაზე, პრივატიზაციაზე _ შესაბამის სამინისტროს, ბიუჯეტის სახსრების ხარჯვაზე _ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებს, კონტროლის პალატას, სამსახურები და უწყებები არ უნდა ერეოდნენ საწარმოთა ფუნქციებშიი. ისინი პასუხს დარგის პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმისტულული პოლიტიკის გატარებაზე უნდა აგებდნენ. ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეთ განვითარების პროგრამების შემუშავებაზე, დასაქმებაზე, სოციალურ დაცვაზე. თუ რაიონის ხელმძღვანელი ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის, ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას _ ეს თავისთAვად ნიშნავს ბიუიჯეტს,.

ერთი სიტყვით, ჩვენ გვჭირდება სისტემა, როცა ყველა თავის საქმეს აკეთებს.

პრინციპულად მიმაჩნია ქვეყანაში მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი. სამწუხაროა, გვაქვს სამეწარმეო კანონი, მაგრამ არ გვაქვს ლიცენზირების კანონი. ლიცენზია, ან უნდა ერთმეოდეს იმას, ვინც ვერ შეძლებს მინიმალური ხელფასის გადახდას.

მინიმალური ხელფასი, ჩემის აზრით, უპირველესად დასაქმებული კაცის პატივისცემაა. კორუფციის, დამალული შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მექანიზმი, საპენსიო უზრუნველყოფა.

გარწმუნებთ, დავაწესოთ მინიმალური ხელფასი თვეში 60 ლარი, შედეგად მივიღებთ საშემოსავლო და საპენსიო შემოსავლების გასამმაგებას, ზრდას ძირითად გადასახადებში. ჩვენი პროგნოზით 15-20 პროცენტით შემცირდება ფასები სამამულო პროდუქციაზე, იქნება ნამდვილი კონკურენცია და დაფასდება აზროვნება, გონიერება, წიგნიერება.

ბატონო პარლამენტის თავჯდომარევ,

ბატონო პარლამენტარებო!

შევეცადე თქვენამდე მომეტანა ზოგიერთი მოსაზრება, საკამათოდ, სადისკუსიოდ, განსჯა-განხილვისათვის. ამ საკითხების ირგვლივ არაერთგზის ყოფილა საუბარი, როგორც პარლამენტში, მთავრობის სხდომებზე, ისე საქართველოს პრეზიდენტთან, სწორედ ბატონ ედუარდ შევარდნაძის სურვილი იყო დაგვეწყო დიდი დისკუსია ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

კვლავ მინდა გავიმეორო, რომ ამ ტრიბუნასთან დგომას დიდ პატივად მივიჩნებვ. მოვედი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულ პარლამენტში. იმიტომ, რომ მწამს მისი იმიტომ, რომ მისი იმედი მაქვს. ერთი კი ღრმად მწამს: ,,შემიძლია არა მხოლოდ არსებობა, არამედ საქმიანობა სამართლებრივ სივრცეში, სადაც არსებობს საპარლამენტო კონტროლი“ და, ბატონო ზურაბ (ჟვანია), მე დავამატებდი _ ქვეყნის პრეზიდენტს. სხვა ადგილს ჩემს მოღვაწეობისათვის არ ვეძებ.

გმადლობთ მოსმენისათვის.

 

თეიმურაზ შაშიაშვილი

13 ივნისი, 1997 წელი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *