ლია მაჩიტაშვილი: აი, ასეთი უშიშარი კაცის დაბადების დღე იყო გუშინ… 

 

ადვილი არ არის, ამ წუთისოფელში, ისეთ გზას ადგე, ნახევარს რომ გაივლი და უკან მიხედვის არ შეგეშინდება… თუმცა, შიში რა ბედენაა, რომ არ შეგრცხვება!… აი, ასეთი უშიშარი კაცის დაბადების დღე იყო გუშინ… თეიმურაზ შაშიაშვილი ! მე ღრმად მწამს რომ მას არასოდეს გადაუხვევია კაცის ცხოვრებიდან და მეამაყება რომ ბევრი მოაზროვნე ადამიანი სწორად აფასებს მის მოღვაწეობას!

იმ ცოტას, ვინც არ იცნობს ბატონ თემურს და იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება ბოღმიანი კომენტარები ფბ სივრცეში მათი დაუფიქრებელი აზროვნების გამო, ვურჩევ მოუსმინონ მის გამოსვლებს, პროგრამებს, ხედვას, ანალიზს და მერე გააკეთონ ხოლმე კომენტარი!

დღეს ისეა მოწყობილი სრულიად პლანეტის სისტემური მეზენქიმა, რომ გამონაზარდებით დაავადებული მთავარი ღერძი ამპლიტუდიდან გავიდა და სადაცაა თავზე ჩამოემხობა ეს გაურკვეველი ტემპერატურის მასა კაცობრიობას!… დღეცისმარე ზარალდება უფლის და ადამიანის ერთობლივი ნაღვაწი… ქართველებს გაცილებით მეტი საზრუნავი გაგვიჩნდა ეროვნული ფასეულობების, ისტორიული საზღვრების, ეკონომიკური კოლაფსის და გათითოკაცებული ერის შეკოწიწებისთვის! … ვერ დამისახელებთ სხვა მოძრაობას და პარტიას, რომელსაც უკეთესი ანალიზი და გათვლები ჰქონდეს,ვიდრე ბატონი შაშიაშვილის მოძრაობა თეთრები პარტიას და ვერ შეადარებთ ვერცერთ გუნდს იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს, ვიდრე თეიმურაზ შაშიაშვილის გარშემო შემოკრებილნი არიან!

ვულოცავ ბატონ თეიმურაზს დაბადების დღეს! უაზროდ განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებს და იმ უბრალო ადამიანებს, ვისაც ქვეყნის მომავალი ისეთი წარმოუდგენია, რომ მის პასპორტში უნდა ჩაეტიოს და კონსტიტუციით იქნეს გამყარებული, წაიკითხეთ შაშიაშვილის და მისი თანამოაზრეების გამოსვლები, გაეცანით მათ პროგრამებს და თავად გადაწყვიტეთ არა ის, რომ მხარი დაუჭიროთ შაშიაშვილს, უბრალოდ იფიქრეთ იმაზე, რატომ არ უნდა მისცეთ ხმა ნებისმიერ არჩევნებში!

ერთხელ მაინც იფიქრეთ 200 პარტიის მიერ დაქუცმაცებულ მოსახლეობაზე და გათითოკაცებულ ერზე!
არის ეს ქართული სახელმწიფო?

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *