(news21.ge)პოლიტიკოსების 99 პროცენტზე მეტი იბრძვის იმისთვის, რაც არ ეკუთვნის

პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილთან საუბარი (მესამე), ბუნებრივიადაიწყო შეკითხვითრომელზეც პასუხს მოთმინებით ელოდება “საქართველო დამსოფლიოს” მკითხველივინ იყო ის პიროვნება ან დაინტერესებული ადამიანების ჯგუფირომელსაც ხელს აძლევდა დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისპროცედურის გაჭიანურებარათა ამით მაქსიმალურად დაეძაბა იმ დროს საქართველოშიარსებული ურთულესი ვითარებავინ დარეკა თბილისიდან ცხინვალში?

ბატონი თემური დაგვპირდა, რომ დააკმაყოფილებდა ჩვენი მკითხველების ინტერესს კორექტულობის ნორმების, უფრო ზუსტად, უდანაშაულობის პრეზუმპციის მოთხოვნების დაცვის შესაბამისად.

_ მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე წარმომედგინა, _ განაცხადა ამჯერად თემურ შაშიაშვილმა, _ დრომ გვაჩვენა, რომ ამის გამკეთებელი ერთი კაცი კი არ არის, არამედ ბევრია, როგორც სახელისუფლო რგოლში, ასევე _ ოპოზიციაში.

თემურ შაშიაშვილი მიიჩნევსრომ ის ერთი სატელეფონო ზარიმართალიაბევრ რამეზე მიანიშნებსმაგრამ მხოლოდ ერთი შტრიხია საქართველოში შექმნილი სოციალურპოლიტიკური ვითარების.

მოუსმინეთ:

_ წლებია, ყველა მეუბნება, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა შეუძლებელია.

ვინ “ყველა”, ბატონო თემურ?

_ ჩვენი მეგობრები ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, ჩვენი მოქალაქეებიც, რომლებსაც შევხვედრივარ და თავიანთი გულისტკივილი ჩემთვის გაუზიარებიათ.

ერთმა ბრძენმა სოფლელმა კაცმა ზესტაფონში მითხრა: მე არც ყოფილი ხელისუფლების მჯეროდა, არც დღევანდელის მჯერა. ხელმძღვანელ კაცს ვაფასებ იმით, თუ ვის ამოიყენებს გვერდით. იმათ, ვინც დღეს თანამდებობებზე არის დანიშნული, საერთოდ არ გავაკარებდი ხელისუფლებას. ჩვენ, მაგალითად, ისეთი გამგებელი გვყავს, წინასწარ ასი კაცი რომ გამოგეკითხათ, არც ერთი არ გეტყოდათ მის გამგებლობას. თვითონაც გაუკვირდებოდა. დეპუტატი გვყავს, რომლის პარლამენტარობა აზრად არ მოუვიდოდა არავისო. და ასე შეაჯამა ამგვარი “საკადრო პოლიტიკა”: “თუ სადმე დედამ შვილი დაწყევლა, ყველა საკრებულოშია”.

სრულიად საქართველოში ასეაო, დაუდასტურეს სხვებმა, აქაც და სხვაგანაც, სადაც კი შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. იგივე მითხრეს გურიაში, აჭარაში. ორი დღის წინათ ისევ ჩავედი ზესტაფონში და გავიგე, რომ ხელმოწერებს აგროვებენ გამგებლის მოხსნის მოთხოვნით.

ბიძინა ივანიშვილს ჰგონიაამ სიმართლეს რომ ვლაპარაკობმას ვებრძვიარაბატონოსისტემაა უბედურირომელმაც მოიყვანა იგი დანაცვლად იმისარომ დაენგრია ეს სისტემათავად გახდა მისი მონა.

ჩვენთან რა არის სისტემა?

ქუჩა მართავს ქვეყანას, რაც შეურაცხყოფაა მთელი ქვეყნის და, მათ შორის, ინტელიგენციის, რომელიც დუმს. ხალხი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს: ინტელიგენციამ გაგვყიდაო. ჩემთვის უსაყვარლესი კაცის, კახი კავსაძის, დაცვა დამჭირდა, რომელსაც შეუტიეს იმიტომ, რომ გვერდით უდგას ბიძინა ივანიშვილს. ბოლოს ლამის მე დამაბრალეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცავდი.

ესენი აზრზე არ არიან, როგორი რთული მდგომარეობაა!

მე ერთ-ერთი ვარ იმათგან, ვინც მოისმინა ჩანაწერი “ქართული ოცნების” იმ სხდომისა, რომლის შემდეგაც განვითარდა ცნობილი მოვლენები _ ივანიშვილისა და კვირიკაშვილის დაპირისპირება, პრემიერის გადადგომა და ა.შ.

მოვისმინე და სახტად დავრჩი! არავის ვურჩევ მოისმინოს, რადგან ბევრი ქვეყნიდან გაქცევას მოისურვებს. მე ვეუბნები ყველას: კი არ უნდა გავიქცეთარამედ უნდა შევცვალოთ სიტუაციაშევცვალოთ სისტემარომელიც ხელს უწყობს დამსმენებისა და მოღალატეების წინა პლანზეწამოწევასმათ პარპაშს რაიონებშიქალაქებში და ქვეყნის უმაღლეს დონეზეც.

იმ სხდომაზე გამოჩნდა, რომ, ვისაც ბიძინა ივანიშვილთან მიჰქონდა ამბები (ივანიშვილი რომ ამბობს, არაფერი ვიცოდიო, ტყუილია, ყველაფერი იცოდა), იმათ გაიმაგრეს მდგომარეობა, ისინი აღმოჩნდნენ “მართლები”. მინისტრი რომ ხარ, სხვასთან კი არ უნდა მიდიოდე აღსარების სათქმელად, ან, თუ არ მოგწონს ის ვითარება, ქვეყანაში რომ არის შექმნილი, საჯაროდ უნდა განაცხადო და გადადგე.

დღეს ქვეყანაში მოქმედებს სისტემა, რომელიც აგებულია დასმენაზე, თვალთვალზე. ის ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას, რომელშიც შეიძლება გამარჯვების ან დამარცხების ყიდვა, ხოლო ინტელიგენტი ამბობს, რომ იძულებულია, აიღოს ფული, რადგან ამ ნაწყალობევის გარეშე შიმშილით მოკვდება.

ჭეშმარიტი ინტელიგენცია ხელისუფლებისგან იცავს ხალხსდღეს საქართველოში პირიქითხდება დაღმერთოთავიდან აგვაცილე ასეთი ინტელიგენცია მომავალ საქართველოში!

ამ სისტემას ხელს აძლევს ასეთი ინტელიგენცია, მშიერი ხალხი, დეგრადირებული განათლება და ა.შ. ეს სისტემა ვერ იტანს ძლიერ პიროვნებას, სამაგიეროდ გულში იკრავს მოღალატეებს, პარტიიდან პარტიაში მორბენალ აქტივისტებს. ამ სისტემით, ამ პოლიტიკოსებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით, ამ პოლიტიკური პარტიებით საქართველოს მომავალი არ აქვს. პარტიებს გარეთ გაცილებით მეტია უკეთესი ხალხი მომავალი საქართველოსთვის.

დღევანდელი ხელისუფლება რომ ტრაბახობს, _ ამას და ამას ვაკეთებთო, მგონი, ჟიული შარტავას კომკავშირი ამათზე გაცილებით მეტს აკეთებდა.

უამბიციო პოლიტიკოსი წარმოუდგენელია, მაგრამ ამბიცია არსებობს კლასიკური და მახინჯი. პირველ შემთხვევაში ადამიანი იბრძვის იმისთვის, რაც ეკუთვნის. მეორე შემთხვევაში იბრძვის იმისთვის, რაც არ ეკუთვნის. საქართველოს პოლიტიკოსების 99 პროცენტზე მეტი იბრძვის იმისთვის, რაც არ ეკუთვნის. ჩვენთან წარმატება ენის მიტანაზე, სხვის “ჩაშვებაზე” და ფულზე არის დამყარებული.

პოლიტიკური საქმიანობა და ფული თითქოს ურთიერთშეუთავსებელია?!

_ ცდებით! ჩვენთან სწორედ ფულს აქვს მინიჭებული უდიდესი ძალაზოგჯერ გადამწყვეტიცმაგრამ ფულისთვის ასეთი ძალის მიცემა საბოლოოდ თვითონ ფულიანს გაანადგურებსფულის ფილოსოფიით ცხოვრობს ქვეყანა. მაშინ დაიღუპა დემოკრატია, როცა პარტიებს ფული მისცეს.

გინდათთქვათრომ მოისყიდეს?

_ სხვას რას უნდა ნიშნავდეს?! პარტია ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც თავისი წევრების საწევრო გადასახადებით ცხოვრობს. წარმოუდგენელია, რომ პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდეს.

ფულს იღებენ ისინი, რომლებიც ანგრევენ ამ ქვეყანას: ხალხის ფულით ებრძვიან ხალხს.

არ შეიძლება, ქვეყანაზე გავლენის თვალსაზრისით ერთ კაცს იმაზე მეტი უფლება ჰქონდეს, ვიდრე საკუთარ ბიზნესში, რომლის სრული პაკეტი მის ხელშია.

მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას აცხადებდა: თუ მარგველაშვილს პრეზიდენტად არ აირჩევენ, მე წავალ საქართველოდანო.

აირჩიეს, არ წავიდა, და დღეს ყველაზე მწვავე დაპირისპირება მასთან აქვს. არ ვიცოდიო, ვინ ყოფილაო, _ თავს იმართლებს ახლა ბატონი ბიძინა.

ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობას რომ ვერ შეძლებდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო. კვირიკაშვილი ბევრ საქმეს შეიძლება კარგად გაძღოლოდა, მაგრამ არ იყო მისი საქმე პრემიერმინისტრობა.

ვინ დანიშნა ისინი ამ უმაღლეს თანამდებობაზე? _ ბიძინა ივანიშვილმა… მითვისებული უფლების გამო.

ერთმა პიროვნებამ, რომელიც ზემოთ ნახსენებ თათბირს ესწრებოდა, თქვა: კადრების თავისუფლად, ჩვენი შეხედულებისამებრ დანიშვნის უფლება რომ მოგვცენ, ვინც ჩვენ გვინდა, იმ კანდიდატების წამოყენების უფლება რომ გვქონდეს, ერთი კაციც ვერ გავიდოდა მინისტრად თუ პრემიერმინისტრად, თავს გვახვევენ “სხვის” მიერ შერჩეული კანდიდატისთვის მხარის დაჭერასო.

ასეთნაირად “მხარდაჭერილები” დაინიშნენ და არც ერთმა არ გაამართლა?

_ პრაქტიკულად _ არც ერთმა. ბატონი ბიძინა ისე რომ იცავდეს ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც თავის კაპიტალს იცავს, მაშინ ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა: მისმა ნათესავ-მეგობრებმა, რომლებსაც ფული მისცა კონკრეტული საქმეების გასაკეთებლად, სახსრები რომ მიითვისეს ან გაანიავეს, ყველა დააპატიმრებინა.

ვამბობდი, რომ იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ქვეყანას აქვს, ხალხის საკეთილდღეოდ ხუთჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლებოდა. თვითონ დაადასტურეს ახლა.

ამის შესახებ მივწერე ბიძინა ივანიშვილს. მისმა ახლობლებმა მისაყვედურეს, რას გადაეკიდე ამ ბიძინასო. ვუპასუხე, რომ თქვენნაირმა ტაშის დამკვრელებმა დაღუპეს ბიძინა ივანიშვილი-მეთქი. მას ირგვლივ რომ ჰყავდეს სიმართლის მთქმელები, სხვანაირი იქნებოდა თვითონაც და ქვეყანაც სხვანაირად იქნებოდა მოწყობილი.

პირდაპირ ვამბობ: ვინც დღეს შემოკრებილი ჰყავს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მათ 99 პროცენტს არ მოსწონს იგი, მათთვის მიუღებელია მისი მართვის სტილი, მისი მეთოდები, მაგრამ ყველა პირში უცინის და ტაშს უკრავს.

ფრანგი მათემატიკოსის, მექანიკოსის, ფიზიკოსის, ლიტერატორისა და ფილოსოფოსის _ ბლეზ პასკალის ფუნდამენტური დებულებით, “საყრდენი ქვეყნის არის ხალხი და ბრძენკაცები”, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ხალხის არ ესმის და ბრძენკაცები არაფრად მიაჩნია.

მაშთქვენი აზრითრა ძალა მართავს ქართულ სახელმწიფოსბატონო თემურ?

_ საყოველთაოდ ცნობილია დებულება ქვეყნის ხუთი ტიპის ელიტის შესახებ, რომლებსაც შეუძლია მართოს ქვეყანა. ესენია ინტელექტუალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და ბიუროკრატული ელიტები. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოს ინტელექტუალური ელიტა მართავს ან პოლიტიკური ელიტა, ან ეკონომიკური ელიტა, ბოდიშს მოვიხდი. თუ ამ ელიტების წარმომადგენლები აქა-იქ მაინც არიან ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში, დამცირებული და დაკნინებულები გახლავან, საკუთარი ნებითა და სურვილით “დაჩმორებულები”; იმიტომ, რომ მისგან ფულს იღებენ.

პოლიტიკოსებსაც გულისხმობთ მათ შორისმათვისაც ერის წინამძღოლობის ამბიციააქვთ?

_ რა თქმა უნდა, მათაც ვგულისხმობ. ყველაზე უფრო მახინჯი ამბიციურები არიან ისინი, ვინც გაიძახის: დასავლეთი-ამერიკა-დემოკრატია! რუსეთის მიმართ ის დამოკიდებულება, რომლის კულტივირებასაც საქართველოში ჩვენი ხელისუფლება ეწევა, რუსეთს ათასჯერ უფრო აგრესიულს ხდის, ვიდრე თვითონ რუსეთს უნდა. ერთმა ჭკვიანმა ქართველმა, რომელიც რუსეთის სახელისუფლო წრეებთან არის დაკავშირებული, მითხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში არის სრული უნდობლობა ქართველი პოლიტიკოსების მიმართ (დასჯის სურვილიც კი), იმიტომ, რომ მათ რუსეთისგან მიიღეს ფული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დასალაგებლად, შემდეგ ამერიკელებს მოახსენეს, რაზეც რუსეთთან იყვნენ შეთანხმებულები. ამერიკელებმა შესთავაზეს: გადმოდით ჩვენ მხარეს, ჩვენ მეტს მოგცემთ. ერთ მხარესაც გამოართვეს ფული, მეორე მხარისგანაც იღებენ. ამ ქვეყანაში რაიმე კარგი გამოვა? ეს სისტემა არ უნდა დაინგრეს?!

არჩევნების წინ დავწერე წერილი, რომელშიც პირდაპირ მივუთითებდი: ერთი წლის შემდეგ ყველას შეგრცხვებათ იმათ გამო, ვისაც ხმა მიეცით, მნიშვნელობა არ აქვს _ ოპოზიციას თუ უმრავლესობას, რადგან ისეთი ძალები იყრიდნენ კენჭს, რომლებსაც საქართველოში არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ.

დღეს ჩემი სიტყვები მართლდება.

ბატონ ბიძინას მივმართე წინადადებით, უფლება მიეცა ჩვენი ხუთკაციანი ჯგუფისთვის, ჩავსულიყავით ნებისმიერ ქალაქსა თუ რაიონში, შეგვესწავლა ადგილზე არსებული მდგომარეობა და ექსკლუზიურად წარდგვედგინა მისთვის, თუ ვინ არიან, რეალურად რას წარმოადგენენ მისი თანხმობით დანიშნული კადრები და რა დონისა და მასშტაბის კორუფციაა იქ ფესვგადგმული.

ყურადღება _ ნული! არ აინტერესებთ. არადა, ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ კორუფციას ებრძვიან. დღეს პოლიტიკოსებად ითვლებიან ისეთი “მოღვაწენი”, რომლებმაც პოლიტიკა ბიზნესად აქციეს _ არსად უმუშავიათ, არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ ქუჩისა ესმით, მაგრამ საქმის კეთების აზრზე არ არიან. მტერიც რომ გაძლევდეს სასარგებლო რჩევას, უნდა გაითვალისწინო, როცა უამრავი შენი თანამემამულე შენიშვნას მოგვცემს, მინიმუმ, არ უნდა გაიმეორო შეცდომა, მაგრამ ვინ გისმენს?! ნდობა დაიკარგა ხალხის.

ჩვენ ვცილდებით ცივილიზებულ სამყაროს, ჩვენ, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას, აღარ გვიყურებენ. ევროკავშირის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ჩვენი მოქალაქეების მიმართვა თავშესაფრის მიცემის თხოვნით 133-ჯერ გაიზარდა.

ასეთ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა არ შეიძლება, ხოლო ქვეყნის გადარჩენის, ბიძინა ივანიშვილის გადარჩენის, საქართველოს მომავლის გადარჩენის ერთადერთი გზა პოლიტიკაში გონების დაბრუნებაა, იმ პოლიტიკაში, რომელსაც დღეს ქუჩა განაგებს _ ქუჩიდან კაბინეტებში გადავიდა.

“ქუჩის პოლიტიკოსების” პარპაში უნდა დამთვრდეს!

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.Sბოლოთქმის ნაცვლად ბატონმა თემურ შაშიაშვილმა ასეთი დასკვნა შემომთავაზა:

ამ ინტერვიუს გამოქვეყნების გამო თუ ვინმე გისაყვედურებთამ კაცმა რა ილაპარაკაოდაკონკრეტული გვარების დასახელებას მოგთხოვთმე არაფერს დაგიმალავთგეტყვითმაგრამგაზეთში არ გამოვიტან.

თავიდან რატომ არ ვთქვიიმიტომრომ მაშინ (ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისპროცესის გაჭიანურების დროსუნდა დამესახელებინა ერთი პიროვნებარომელიცკვირიკაშვილს ოპოზიციაში ედგა.

ბატონ ბიძინას ეგონარომ მის ფავორიტებს ებრძოდა კვირიკაშვილი და პრემიერისგარემოცვაამ დროს კი ყველაზე დიდი ფავორიტი იყო კვირიკაშვილიმისი მოყვანილი დადაწინაურებულიშემდეგ მოიყვანა დამსმენი მინისტრებიათასი უბედურება რომ ჩააწვეთესივანიშვილს.

დარწმუნებით გეტყვითვისაც ბიძინა ივანიშვილი მინისტრებიდან დატოვებს დაკავებულთანამდებობაზემათ შორის ეძებეთ დამრეკავი.

ჩემი პასუხიც ეს იქნება თქვენი მკითხველებისთვის.

Facebook Comments
5/5 - (1 vote)
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *