ეთერ ჭოხონელიძე: არსებობს ერთი კარგი გზა მართლაც ეროვნული მთავრობის მოსვლისა

სანამ ფული, საზოგადოების აზროვნების ძირითადი მიზანია, თითქმის შეუძლებელია, საქართველოს და ქართველი ერის და საუკუნეების განმავლობაში, მათთან მცხოვრები, საქართველსათვის თავდადებული, სხვა ეროვნების ინტერესების დამცველი მთავრობის შექმნა. ფული მართავს არა მარტო საქართველოს არამედ სამყაროს სხვა ქვეყნებსაც. იმ განსხვავებით რომ სოციალურად გაწონასწორებული ქვეყნების მთავრობა ხალხზე ფიქრობს და ამაში იღებს ხელფასს. საქართველოში კი ხალხი ირჩევს იმათ ვინც მდიდარია და დიდი ფული აქვს, რადგან ხალხს გონია რომ დიდი ფულის პატრონს თუ აირჩევენ, მერე არჩეული მათ თავის ფულებს გაუნაწილებს.

არსებობს ერთი კარგი გზა მართლაც ეროვნული მთავრობის მოსვლისა, მათ მოსვლამდე, წინდაწინ უნდა შეადგინონ პარლამენტში მოსულთა ხელფასების სია სადაც, ყველას ხელფასად, მხოლოდ პარლამენტარს და არა მისი ოჯახის წევრებსაც, თვეში საარსებო მინიმუმის ტოლფასი ხელფასი ექნება, პარლამენტის თავჯდომარეს და პრეზიდენტს კი ორმაგი. გარდა ამისა, მათ და მათი ოჯახის წევრებს აკრძალული ექნებათ რაიმე ბიზნესის არსებობა და მათი ოჯახის წევრები არ უნდა დაინიშნონ ხელძღვანელ თანამდებობებზე. მაშინ ნახავთ საძებარი რომ გვეყოლება პარლამენტში მუშაობის მსურველი!!! და თუ მსურველები გამოჩნდებიან ისინი მართლაც თავდადებული ეროვნული მთავრობა იქნება. წინაპირობაში კი უნდა იყოს კიდევ ერთი მუხლი, პარლამენტში ვადის გასვლის შემდეგ, თითეულ პარლამენტარს უნდა დაენიშნოს სახელწიფო პენსია იმის და მიხედვით თუ ხალხის სამსახურში ყოფნის პერიოდში რა გააკეთა ქვეყნისთვის და ხალხისთვის. თუ არაფერი და მხოლოდ ადგილს აფუჭებდა, არაფერიც არ უნდა დაენიშნოს . მიიღებს ჩვეულებრივ პენსიის მინიმუმს რაც დღესდღეობით ანდა იმ დროისთვის იქნება. აი მაშინ ნახავთ თუ რა მონდომებულნი და მოწადინეულნი იქნებიან ჩვენი პარლამენტარები!!!

სოციალურად გაწონასწორებულ ქვეყანას არ უნდა ყავდეს, ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები, არამედ მდიდრები და საშუალო ფენა….ჰოოო , ხანდახან ძალიან დიდ ოცნების ხასიათზე ვარ ხოლმე, თუმცა შეუძლებელი არაფერია….მთავარია მონდომება და გული გულობდეს….გისურვებთ ყველას იმედიან მომავალს და ოცნებების ახდენას…გაგვიმარჯოს ყველა ქართველს და ერთმანეთის პატივისცემა სიყვარულში გაგველიოს ეს ცხოვრება……..!!

ეთერ ჭოხონელიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *