პროფ. რეზო ბალანჩივაძე: ბატონი თემური ერთი იმათთაგანია, ვისაც სიამოვნებით მივცემდი ხმას

რაკი ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა თავად დაადასტურა, რომ მზადაა თავისი კანდიდატურა წამოაყენოს დეპუტატად, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბატონი თემური ერთ-ერთი იმათთაგანია /თუ უპირველესი არა/,ვისაც მე, რიგითი ქართველი ამომრჩეველი, არა მარტო სიამოვნებით მივცემდი ხმას, არამედ ვისურვებდი პარლამენტში მის შესვლას,. მრავალი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ის გულმხურვალე მამულიშვილია, უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი.ის უპატიოსნესი ადამიანია, ცხოვრობს ზუსტად ისე, როგორც მისი ხალხი, არასოდეს უზრუნვია საკუთარ გამდიდრებაზე, ქონებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე. არასოდეა გაუტეხია სიტყვა, არ უკადრებია უკადრებელი, ბევრისაგან განსხვავებით არ შეუცვლია პოზიციები, პარტიები, არ ჩაჭრილა ადამიანურ ურთიერთობებში. ღმერთმა ინებოს და 20-30 მსგავსი პარლამენტარი /თუ მეტი იქნება, ამას რა სჯობია/ საინტერესოს გახდიდა საქართველოში ცხოვრებას. თორემ ვიღუპებით და ეგ არის!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *