ხალხო დავფიქრდეთ!

ხალხო დავფიქრდეთ! ეს არ არის ენერგეტიკული პროექტი,პოლიტიკური პროექტია:ქვეყანა თმობს,არა უბრალოდ უდიდეს ტერიტორიას, არამედ სტრატეგიულ ხეობას,ვიმეორებ,სტრატეგიულ ხეობას. ჩემი პოზიციაა, ყველაფერი რომ კარგი,უსაფრთხო და ეკონომიური იყოს,არ შეიძლება ასეთი სტრატეგიული ხეობის ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის დათმობა და,თუ ასეთი კარგია,ავაშენოთ ჩვენ ხალხმა,პარლამენტში 80 პროცენტი მილიონერია,ივანიშვილი სასტუმროებს გვიშვენებს,რომლთა აშენების სურვილი უამრავს აქვს,ააშენოს ეს და გადასცეს სახელმწიფოს..ფული ამაში არ დაეხარჯება.აქ არავითარ ინვესტიციას არ დებს თურქული მხარე,ტარიფი გაგვიზარდეს და უკვე ხამხი ვიხდით ამის მშენებლობის ფულს,ანუ ჩვენი ფულით შენდება და სხვის საკუთრებაშია მარტო ჰესი კი არა,სტრატეგიული ხეობა.

მეტი რაღა ვთქვა..თქვენ სინდისზე იყოს, ვინც ამ ფორმით მის მშენებლობას უჭერთ მხარს..მე(არა მარტო) ისედაც დადუმებითა და გაქრობით მემუქრებიან,რადგან მისი მშენებლობა,მთელ ქუთაისთან, გულანთებულ ქართველებთან ერთად,ჯერ კიდევ,1989 წელში შევაჩერეთ, მოსკოვის ზეწოლას გავუძელით.არ იყო ეს მაშინ ჩემთვის ადვილი,რადგან ქალაქის ხელმძღვანელი ვიყავი და ცკ ის პირველ მდივანს ვუთხარი,რომ მზად ვიყავი დამეტოვებინა თანანდებობა,
მის აშენებას კი მხარს არ დავუჭერდი.

ვიცი ხვალ პარლამენტში იქნება “გულმხურვალე”,”პატრიოტული”გამოსვლები,საუბარი იმაზე, რომ ეს არის 800 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია, ენერგო დამოუკიდებლობა, სამუშაო ადგილები, რაჭა-ლეჩხუმის აყვავება და აღორძინება,რომ დავიქცევით,უშუქობაში ვიქნებით, თუ არ ავაშენებთ,რომ სამუშაო ადგილები იქმნება დ ა.შ,რომ ეს არის ხალხზე ზრუნვის მშენებლობა. ტყუილია ყველაფერი და,თუ ეს ასეა,რატომ მალავენ ხელმოწერილ დოკუმენტებს,რატომ არ იწვევენ განხილვებზე ოპონენტებს,რატომ ვერ ჯდებიან სასაუბროდ ჩვენთან.

თუ ხვალ, პარლამენტში ეს შეხვედრა ისევ მთავარ ოპონენტთა მონაწილეობის გარეშე შედგება და ისევ “ურა საუბარი” იქნება, 14-ში ქუთაისში უნდა დავდგეთ ქვეყნის და ხალხის გადასარჩენად!

ახლა ნახეთ,რას უმალავენ ხალხს და ეს ეს არ არის სრული ჩამონათვალი!
თურქულ კომპანია ენკასთან, ნამოხვანჰესის ასაშენებლად დადებული ხელშეკრულების მიხედვით:

1. ენკას 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2 372 409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ ტყე.

2. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია.

3. კომპანიისთვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია „ენკა რინიუებლზს“ 1 ლარად გადასცეს სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. მიწის „საჭიროებას“კომპანია ადგენს, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი.

4. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, განუსაზღვრელად დიდია. ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული.

5. 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში.

6. კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არამხოლოდ რიონი და მისი შენაკადები, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი.

7. მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან.

8. კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. მთავრობა არამხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც.

9. შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ანუ იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან.

10. ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია.

11. მდინარე რიონის 32 კილომეტრი 99 წლით თურქული კომპანიის საკუთრებაა!

12. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: თუ მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კომპანია ენკა ვერ განახორცილებს ნამახვანჰესის მშენებლობას, სახელმწიფოსგან მოითხოვს კომპენსაციას 400 მილიონ დოლარს, გარდა ამისა, მის მფლობელობაში დარჩება არსებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ამ მიწაზე წიაღისეულის მოსაპოვებლად ლიცენზიის აღება არ დასჭირდება!

აქ არ ვსაუბრობთ, ეკოლოგიაზე, მეწყრის საშიშროებაზე, კომპანიის მშენებლობასთან დაკავშირებულ კვალიფიკაციაზე და სხვა უსაფრთხოების საკითხებზე.

მხოლოდ ერთს გეტყვით, კომპანია ენკა მართალია თურქული კომპანიაა, მაგრამ რუსეთში მისი ბრუნვა 2,6 მილიარდ დოლარს შეადგენს და თუ ამ კომპანიაში “რუსული ინტერესი” არ არის, რუსეთში თურქული კომპანია ასეთ მასშტაბებზე ვერ გავიდოდა…

პროექტი სათავეს 2007 წლიდან, ჯერ კიდევ სააკაშვილის პერიოდიდან იღებს…

ხალხო დავფიქრდეთ!
იხ.:ნამოჰვანის ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება (pdf)

იხ.რიონის ხეობა. (ყველა მასალა)

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *