გადავდგათ ეს ნაბიჯი , დრო ამას ითხოვს , ისტორია ამას დააფასებს!

გადავდგათ ეს ნაბიჯი , დრო ამას ითხოვს , ისტორია ამას დააფასებს!
~
ვაქვეყნებ ამონარიდს, ერთ წელზე მეტი ხნის წინ,საპარლამენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე , პარტიებისადმი გაგზავნილი წერილიდან, დაფიქრების და იმის ანალიზისთვის, თუ რა მოგვიტანა ბრძოლამ არა ქვეყნისა და ხალხისთვის,არამედ სკამისა და ძალაუფლებისთვის!

დღეს ქვეყანა გაცილებით მძიმე გამოწვევების წინაშე დგას!

მეცნიერებმა პოლიტიკურ პარტიებს შემოგვთავაზეს სისტემური ცვლილებების 21 პუნქტი. 11 აგვისტოს გვიწვევენ მეცნიერთა კონგრესზე და გვთავაზობენ ,გადავდოთ გვერდზე პარტიული ამბიციები, შევუერთდეთ ხალხის,მეცნიერთა და სახელმწიფო კაცთა 18 სექტემბრის ერთობის შეკრებას !

ეს არის მეცნიერთა კონგრესის დიდსულოვანი ნაბიჯი! ვფიქრობ, უარის თქმა ქვეყნის და ხალხის ღალატის ტოლფასია, მით უფრო,როცა ძალაშია, გასული წლის მაისის მიმართვა და მისი ეს დასკვნითი ნაწილი:

გადავდოთ პირადი წყენა. „სიმდაბლით ავმაღლდეთ“, გავიმარჯვოთ სხვაზე კი არა, საკუთარ თავზე. დავაჯეროთ საკუთარი თავი იმაში, რომ ყველანი საჭირო ვართ ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ სამშობლოს ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს დასაკარგი.
დავიჯეროთ, რომმთავარი წინას დამარცხება კი არა, ის არის , რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ხალხის და ქვეყნის ცხოვრება.

ყველაფრის, და მით უფრო წინას უარყოფის გზა დამანგრეველია. ყველა ხელისუფლებამ რაღაცით დატოვა კეთილი და პოზიტიური კვალი, რასაც აღიარება და დაფასება უნდა. ყველა ხელისუფლებაში იყვნენ და არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. მათ პატივით უნდა ვეკიდებოდეთ. ყოველივე ამის უარყოფა დანაშაულიცაა და საკუთარი თავის უარყოფისკენ მიმავალი გზა.

თავისუფლება სიმართლეშია და ის არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. არ შეიძლება, ყველა მართალი ვიყოთ, ირგვლივ კი აუტანელი უსამართლობა იყოს…, ყველა კარგად ვმუშაობდეთ, ქვეყანა კი ასე ცხოვრობდეს. ეს წარმოუდგენელია, და შესაბამისად, ტყუილია.

ვტყუით ყველა, ვინც მივიჩნევთ, რომ ვამბობთ სიმართლეს. სიმართლე კაცობრიობის გამოცდილებასთან, მეცნიერებასთან და მეცნიერულ ანალიზთანაა დაკავშირებული.მივენდოთ მეცნიერებას, მივენდოთ კაცობრიობის გამოცდილებას, მივენდოთ ჩვენს ისტორიას.

უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად.გავერთიანდეთ არა ერთის ან ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ სამშობლოსათვის. გადავდგათ ეს ნაბიჯი. დრო ამას ითხოვს. ისტორია ამას დააფასებს!

პარტია “თეთრები” სრულად უერთდება ამ განწყობას და გთავაზობთ ბოლო ანალიტიკურ ფბ-კონფერენციებს! დიდი მადლობა,ვინც ნახავს, მოგვაწოდებს საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებს!

ჩვენთვის ოდნავ არ არის საკამათო, რომ ქვეყანა ეწირება დაპირისპირების იმ პოლიტიკას, რომლის სათავეებთან პარტიები და პოლიტიკოსები დგანან, რომ დღეს ამ კურსის გაგრძელება ღალატია,რომ საქართველოს მომავალი არა დაპირისპირებაში, არამედ სწორედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია! სამშობლო განსაცდელშია და ახლა მაინც შევძლოთ ერთად დგომა,ისე როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ქვეყნისთვის მძიმე პერიოდებში!

საქართველოს 21 ე საუკუნის დიდი პოლიტიკური დიდგორი აქვს მოსაგები და ერთობის ეს ფიცი თითოეულმა დავდოთ დიდგორზე,12 აგვისტოს, დიდგორის ომის 900 წლისთავზე და ვიამაყოთ იმით,რომ მეფეთ-მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორის ომით გადაარჩინა დასავლური, ევროპული ცივილიზაცია!

1 ლი აგვისტოს ფბ- კონფერენცია:ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს,ჩვენ თვითონ თუ არ დავიჩოქეᲑთ,თუ ჩვენ თვითონ არ დავაჩოქებთ ერთმანეთს! დიდი ერთობის დროა! გადავდოთ პირადი ამბიციები , გავერთიანდეთ საქართველოსთვის!

31 ივლისის ფბ- კონფერენცია ქვეყნის პოლიტიკაში რაინდი პოლიტიკოსების დეფიციტია! ნახეთ ,გააზიარეთ და შევკრათ მორალურ ადამიანთა ერთობა მომავლის საქართველოსთვის! 11 აგვისტო და 18 სექტემბერი უნდა იყოს ამის დიდი დასტური!!

29 ივლისის ფბ- კონფერენცია: გაბედული და რადიკალური ნაბიჯების გარეშე , ვკარგავთ საქართველოს! 11 სექტემბერს,მეცნიერთა კონგრესზე, 18 სექტემბსრს,სახალხო შეკრებაზე სწორედ ამ ნაბიჯისთვის ვიკრიბებით! ფულს მიჩვეული და ფულზე გაყიდული პოლიტიკოსები და პარტიები ,ქვეყნის საქმეს არ და ვერ გააკეთებენ ! ქვეყნის ქვაკუთხედი მეცნიერთა პროგრამების ირგვლივ ხალხისა და ბრძენკაცთა ერთობაშია.. მეცნიერთა კონგრესის 11 აგვისტოს სხდომა დაამტკიცებს ქვეყანაში
სისტემური ცვლილებების პრიგრამას, გააკეთებს მიმართვას საქართველოს მისახლეობისადმი, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საქართველოს მეგობრებისადმი -18 სექტემბერს საᲮალ ე.დრო აღარ ითმენს,ასე ცხოვრება აღარ
შეიძლება, პოლიტიკოსებმა დაპირისპირებით აქამდე მოგვიყვანეს, ჩვენ კი არ გვემსახურებიან, ჩვენ გვაქციეს მათ მსახურებად!
გაბედული და რადიკალური ნაბიჯების გარეშე ვკარგავთ საქართველოს! სწორედ ამ ნაბიჯისთვის ვიკრიბებით!
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3042601406063266&id=100003050343517
28 ივლისის ფბ-კონფერენცია:პოლიტიკოსებს ქვეყᲜა ქაოსისკენ მიჰყავთ…ფრთხილად !

27 ივლისის ფბ-კონფერენცია პოლიტიკოსებს ქვეყᲜა ქაოსისკენ მიჰᲰყავთ…ფრთხილად !

26 ივლისის ფბ-კონფერენცია:მართული ქაოსი,ხელოვნური პროცესები, გამოგონილი ბელადები,გარე ძალთა მსახური პარტიები!

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=954606045106624&id=100003050343517
25 ივლისის ფბ – კონფერენცია :მე ბრძოლის გზას ვირჩევ!
ოლიგარქია,მედეა-მაფია, პოლიტიკური მაფია ერთმანეთს შეერწყა და ვცხოვრობთ სრულ და უკუნით სიყალბეში!
ამაზე შეგუება, რეალურად ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას.ეს მონობის გზაა. ეგუებიან მონები,იბრძვიან ძლიერი და შინაგანად თავისუფალი ადამიანები! მე ბრძოლის გზას ვირჩევ,რადგᲜ რბძოლაშია თავისუფლება!

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=211215287600118&id=100003050343517
24 ივლისის ფᲑ კონფერენცია ფრთხილად,პოლიტიკოსებმა საარჩევნო კამპანია,დაპირისპირების ახალი ძალით აზვირთებით დაიწყეს! ეს დამანგრეველია! თუ ქვეყვანა გვიყვარს,უნდა შევძლოთ გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრა და პოლიტიკოსთა მიერ თავსმოხვეული სიძულვილის სიყვარულით დამარცხება!

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=621096618884889&id=100003050343517
ამ ლინკის მისამართი:
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3867683866676587&id=100003050343517

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *