დღეს გიორგობაა. გილოცავთ !

დღეს გიორგობაა. გილოცავთ !
ვაქვეყნებ 8 წლის წინ,საპრეზიდენტო არჩევნების წინ, დასტამბულ წერილს: ” ვოცნებობ ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე!”

ჩემი ოცნება არ გამართლდა . ბიძინა ივანიშვილმა ფულით მოგვიგო,აირჩია გიორგი მარგველაშვილი და ამით საკუთარი თავიც დაამარცხა და დაიწყო ქვეყნის დამარცხების პროცესიც, რომელსაც წარმატებით აგრძელებს, უნდა თუ არა ეს მას,უკვე სააკაშვილთან ერთად. ამ პროცესის მონაწილედ აქცია, კერპთაყვანისმცემლებიც ,ფულზე სულმიყიდულები,კარიერისტებიც და
გაჭირვებულებიც! დაიკარგა ქართული იდეა!

მდგომარეობა დრამატული და იმაზე უარესია,ვიდრე წარმოგვიდგენია!

დღეს, მე ვამაყობ ამ წერილით, ვრჩები აქ ჩამოყალიბებულ მოსაზრებათა ერთგული გაცილებით მეტად,ვიდრე რვა წლის წინ,მისი გამოქვეყნებისას, რამეთუ ვიცი,რომ ასე ფიქრობს ყოველი მოაზროვნე და სამშობლოზე მოფიქრალი aდამიანი,მიუხედავად მისი ეროვნებისა,ასაკისა და იმისა ქვეყანაშია,თუ მის გარეთ!

მადლობა, მათ, ვინც განწყობილია საქართველოსთვის დიდი ბრძოლისთვის ! ერთად ვიფიქროთ ეროვნული იდეით გაბრწყინებულ საქართველოზე! ასეთი იქნება მხოლოდ სიკეთით გამარჯვებული საქართველო!

იხ. http://www.tetrebi.org/?p=12784

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *