სისტემური რეფორმების გარეშე სკამსჩაბღაუჭებული ლექტორ/ რექტორები და მართული სტუდენტადწოდებულები ვერ შექმნიან ღირებულს

გუშინ სტუდენტების მიერ ,,დატუქსულ” თსუ დეკანს რამაზ ხომერიკს ვუსმენდი და ერთი ცნობილი ისტორია გაიხსენა, როცა პროფესორი პლატონ კოღონია მაღლივი კორპუსის მე- 6 სართულის ფანჯრიდან გადმოკიდეს – როცა ჩათვლის წიგნაკებში მოთხოვნილი ნიშნები არ ჩაუწერა უცოდინარ სტუდენტებს: დილამდე გაძლო ამ მდგომარეობაში და არ დაბოღმილა… ნეტა იმ უნივერსიტეტს ასეთ პროფესორებს რომ ედგა გვერდით ცხონებული გურამ ჭილაშვილის რექტორატი- არ უნდა დაემალონ სტუდენტებს, უბრალოდ ვინც მეცადინი არაა და მინიმალურ ზღვარს ვერ ლახავს, ვერ უნდა ხვდებოდეს უნივერსიტეტში… ორმაგი სტანდარტი, კორუფცია, გრანტიჭამიობა, პლაგიატი, კვაზიმეცნიერობა, ინტრიგები და სხვა არაკეთილსინდისიერება როცა წესად დაირგვება, იქ უნივერსიტეტის სული გაფარჩაკებულია და ქაჯობა წესად იქცევა, ორმხრივად… მოკლედ რაც ერი, ის ბერიო უთქვამთ. სისტემური რეფორმების გარეშე სკამსჩაბღაუჭებული ლექტორ/ რექტორები და მართული სტუდენტადწოდებულები ვერ შექმნიან ღირებულს…

უნებურად ჩემი სტუდენტობისას, იგივე პლატონ კოღონიას მონათხრობი მახსენდება (იმ ცნობილ მეცნიერს ასახელებდა, რომლისგანაც ჰქონდა მოსმენილი

,,ერთხელ საბუნებისმეტყველო დარგის პროფესორმა გადაწყვიტა მათემატიკურად აეხსნა სტუდენტებისთვის, რომ ჯერ აღზრდაა მნიშვნელოვანი და მერე განათლება:
მან დაფაზე დაწერა დიდი “1”-იანი და ასე ახსნა:
-ესაა თქვენი ადამიანობა, ცხოვრებაში ყველაზე აუცილებელი თვისება!
შემდეგ მიაწერა “0”:
-ეს თქვენი მიღწევებია, რომლებიც ადამიანობასთან ერთად ერთი ათად გაგზარდის,
-კიდევ “0”-ს თუ მივუწერთ, ანუ “გამოცდილებას”, გახდებით 100-ჯერ უფრო ფასეული…
ასე ამატებდა ნულებს პროფესორი: წინდახედულობის, წარმატების, ოჯახური კეთილდღეობის, ქონების, სიყვარულის და ა.შ. და ამბობდა, რომ ყოველი დამატებული “0” აკეთილშობილებდა ადამიანს.
უცბად, მან წაშალა “1”-იანი და დაფაზე დარჩა არაფრისმთქმელი ნულები…
-პროფესორმა დასძინა: თუ არ გექნებათ ადამიანობა, დანარჩენი არაფერს ნიშნავს”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *