აუცილებლად წასაკითხი. რაც გინდათ თქვით, ოღონდ წაიკითხეთ! შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ გულწრფელი ვარ!

მეკითხებიან, გამოვხატო პოზიცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, კანონპროექტის უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე უკან გაწვევასთან, საერთოდ, ამ კანონპროექტთან და მის გამო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

დასაწყისში, ჩემი პოზიციის გამომხატველი რამდენიმე განმარტება.

  1. ვიყავი და ვრჩები ქუჩის აქციების წინააღმდეგ. არამარტო იმიტომ, რომ როგორც მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, ამას მოკლედ და ლაკონურად ამბობს დიდი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი, რომ ეს არის ხალხის ბრბოდ ქცევა, გონებისაგან თავისუფალი, აზარტში გადასული აგრესია და ემოცია… არამარტო იმიტომ, რომ მიტინგზე მისვლა უკვე გაქცევს მხარედ, მეტიც, ეს არის ადგილი, სადაც გულწრფელი ხდება არაგულწრფელის მსხვერპლი! არამედ და პირდაპირ ვთქვათ, ქართული რეალობა კიდევ უფრო მძიმეა და სრულად განსხვავდება დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებისგან. საქართველოში ქუჩის აქციები პოლიტიკაში დამკვიდრების, ხელისუფლების მოპოვებისა და ხელისუფლების შენარჩუნების, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკური ბრძოლის  ინსტრუმენტად იქცა. ვერ ვიხსენებ, რომ ოდესმე ხალხის ინტერესების გამომხატველი ფართომასშტაბიანი აქციების ინიციატორებად გამოსულიყვნენ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები. შედეგად მივიღეთ 30 წლიანი ქუჩიდან მოსულ ხელისუფალთა მმართველობა, უფრო გამდიდრებული მდიდარი და კიდევ უფრო გაღატაკებული ღარიბი. ისიც ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ როგორი ჩარევაც არ უნდა იყოს გარედან, როგორი დაფინანსებაც არ უნდა ჰქონდეთ მიღებული ორგანიზატორებს (არავისთვის საკამათო არ არის, რომ მიტინგი არის პოლიტიკური ფულის გაცოცხლების საშუალება), როგორც ამას 30 წლიანი გამოცდილება ადასტურებს, ქუჩაში ხალხი მაინც ხელისუფლებას და მის გაუაზრებელ, უფრო ხშირად უგუნურ ქმედებებს გამოჰყავს.

კიდევ ერთი,შეიძლება ბევრისთვის ჯერ კიდევ საკამათო, მაგრამ ჩემში მყარად დამკვიდრებული: ჩვენი უბედურება 1991-92 წლების პოლიტიკური დაპირისპირებით და სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო. უდიდესი შეცდომა იყო. ამით არ დამთავრდა. დღეს ბევრი საუბრობს, რომ 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციაც“ შეცდომა იყო. შეცდომაა საქართველოში ფიქრი დადგენილ ვადამდე ძალისმიერ სახელისუფლებო ცვლილებებზე. დღეს ჩვენ ვიმკით ყველაფერი ამის შედეგებს. რეალურად, საქართველო დღეს ეწირება პოლიტიკურ ომს ყოფილ და არსებულ მმართველ პოლიტიკურ გუნდებს შორის.

  1. ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილება კონსტიტუციურად არის განმტკიცებული:შესვლა ევროკავშირში, მოძრაობა ნატოს მიმართულებით. ეს აღარ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ამას შემთხვევით არ ვამბობ, 30 წლიანი გამოცდილება – ეს არის ხელოვნული დაპირისპირება – „მე მინდა ევროპა, შენ ხარ რუსი!“ეს არის მტრული ლოზუნგი, რომელიც აწყობს ყველას, უპირველესად, რუსულ ზრახვებს. პარადოქსია, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით ქვეყანა, სადაც რუსეთის ლანძღვით, საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან ანტიქართული, ანტიდასავლური, რუსული გავლენის ძალები. ეს ერთი, და მეორე – რა უბედურებაა: „ჩვენ გვინდა ევროპა“ , „წინ ევროპისაკენ“. ეს ხომ ქვეყნის შეურაცხყოფაა. მოაზროვნე ადამიანისთვის საქართველოსა და საქართველოს გარეთ, ოდნავ არ არის საეჭვო, რომ საქართველო არის ევროპა, ძირძველი ევროპა. ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირში, ევროგაერთიანებაში შესვლისკენ და არა გეოგრაფიული ევროპისკენ, სადაც უკვე ვიმყოფებით. ჩემი პოზიცია პრინციპულია: ჩვენ ევროკავშირისკენ მექანიკურად კი არ უნდა ვიმოძრაოთ, არამედ, ჩვენ იქ უნდა შევიდეთ ჩვენი დათქმებით. ანუ შევდივართ ბიბლიური, დასავლური, ქართული ღირებულებებითა და ფასეულობებით და არა ევროპის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ამის უარყოფის და თავსმოხვეული ღირებულებების დასაცავად. ანუ ჩვენ მივდივართ „ქართული დოქტრინით“, რომელიც უნდა დაეფუძნოს ჩვენს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომლის საყოველთაო წეთით მიღებაზე წლებია საუბრობს „მეცნიერთა კონგრესი“. ჩვენი დათქმა უნდა იყოს კატეგორიული, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არასდროს დაიწყება ომი სხვის წინააღმდეგ, რომ ჩვენ ერთგული ვართ 1921 წლის კონსტიტუციის, რომელიც აღიარებს მეზობლებისადმი კეთილგანწყობის პრიორიტეტს.
  2. ვიყოთ რეალისტები, ამ მოვლენებმა დააზიანა არა მარტო ქვეყანა და ხელისუფლება, მოახდინა პოლიტიკურ ძალთა სრული ლუსტრაცია, ჩრდილი მიაყენა დასავლეთის, აშშ-ს, ევროპისა და ევროპული სტრუქტურების ავტორიტეტსაც საქართველოში. ზოგიერთ მომენტში, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არც დამოუკიდებელი ვართ, ხელისუფლებაც ტერორში ჰყავთ გარე ძალებს, რომ პრაქტიკულად, შეზღუდულია ხელისუფლების მოქმედების არეალი. ისიც ფაქტია, რომ ეს არის გარე ძალთა გავლენითა და მხარდაჭერით მოსულ ხელისუფალთა ბედი. ჩვენ ბევრ რამეზე გვჭირდება დასკვნის გაკეთება.

ყოველივე ამის შემდგომ, დავუბრუნდები კონკრეტული პოლიტიკურ სიტუაციას, კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას.

დრომ დაადასტურა მეცნიერთა კონგრესის პოზიცია. რომ კანონპროექტის  ამ დროს, ამ სახელწოდებით, ამ შინაარსით განსახილველად გამოტანამ, მისი მიღების შემოთავაზებულმა ფორმამ, შემდგომ კი  პარლამენტსა და მის გარეთ განვითარებულმა მოვლენებმა დააზიანა დღეს საქართველოსთვის ჰაერივით  საჭირო, პარტიების, პოლიტიკასთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორსა და მედიაში ფულის ტრიალის კონტროლის აუცილებლობა.ხაზს ვუსვამ,  ტრიალის და არა ხარჯვის. დავაკონკრეტებ, დემოკრატიულ ქვეყნებში ერთი,  მაქსიმუმ ხუთი პროცენტია უკონტროლო ფულის მოცულობა. საქართველოში პირიქითაა. ერთი, მაქსიმუმ, ხუთი პროცენტია კონტროლირებად. რომ არა ძლიერი ქართული სული და ჩვენი ტრადიციული კულტურა, ამის გაძლება პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს  საქართველოს პოლიტიკაში  ფული  და უფულობა. სწორედ პოლიტიკაში 30 წლიანმა ფულის ტრიალმა დააჩოქა საქართველო. გაამდიდრა მდიდრები და გააღატაკა ხალხი, მოკლა წესიერება პოლიტიკაში.

ვთქვი და ვიმეორებ, როგორც კანონპროექტი, ასევე მის წინააღმდეგ აგორებული პროცესი იყო სახელისუფლებო და საპარლამენტო  ოპოზიციური პარტიების და არა ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებში.

იმის ხაზგასმასაც ვაკეთებ, რაც ადრე გამოკვეთილად ვთქვით და ბევრს არ მოეწონა: პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკაში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, განსაკუთრებით, პოლიტიკურ პარტიათა აგიტპუნქტებად ქცეულმა ტელევიზიებმა, მედიასაშუალებებმა იმდენად მოწამლეს ხალხის გონება და აზროვნება, რომ დღეს გვაქვს ყველაზე საშინელი რეალობა, ანუ ხელისუფლების და ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს ინტერესთან და უარესი, ხალხის განწყობაც კი არ გამოხატავს სახელმწიფო ინტერესს.

ქვეყნისთვის იდეალურია, როცა ხელისუფლების, ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესები, ხალხის განწყობა თანხვედრაშია სახელმწიფოს ინტერესთან და ეს ერთობა იმდენად ძლიერია, რომ სხვა სახელმწიფოთა ელჩები, მაღალი რაგის წარმომადგენლები, პირველი პირების ჩათვლით, არ (ვერ) აძლევენ უფლებას საკუთარ თავს ისე აგდებულად ელაპარაკონ 3500 წლის სახელმწიფოებრივი ტრადიციების ქვეყანას როგორ ამას დღეს აკეთებენ.

პირდაპირ რომ ვთქვა, მდგომარეობა ძალზე რთულია. იმაზე რთული, ვიდრე წარმოგვიდგენია და წარმოუდგენია იმათაც, ვინც ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით დღეს გამარჯვებას ზეიმობენ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, ერთმა უკან დახევას და მეორემ „გამარჯვებას“ რაღაც მზაკვრული მოაყოლონ, თუნდაც ვადამდელი არჩევნები, რომელზეც ოპოზიცია ღიად საუბრობს, დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაშიც ფიქრობენ. ამ ეტაპზე და ამ სიტუაციაში ვადამდელი არჩევნები დაასამარებს სახელმწიფო პოლიტიკას და ქვეყანა სრულად გადავა ოლიგარქიულ მმართველობაში. ამის დაშვება კი, თვითმკვლელობის ტოლფასია.

მივადექი მთავარს, შეიძლება ბევრისთვის საკამათოს, მაგრამ დაფიქრებისთვის სერიოზულს. ვის ეკისრეbა პასუხისმგებლობა, რომ იყოს ინტერესთა ბალანსი და ინტერესთა კონფლიქტი? ჩემი პასუხი მარტივია, თუმცა ბევრს გააკვირვებს: არც ხელისუფლებას, არც ხალხს, არც ოპოზიციას… მხოლოდ მეცნიერებს, მეცნიერებას, ინტელიგენციას, საერთოდ, მოაზროვნე ადამიანებს. რატომ? იმიტომ რომ როგორც ვაჟაფშაველა ამბობს, ყველაზე კარგი პოლიტიკისთვისთვალებახილებული ხალხია“. სათავისოდ აქვს გახელილი თვალი როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და მათ მიერ მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, მედიის საშუალებებლსაც… და თვალებს უბნელებენ ქვეყნის მთავარ მეპატრონეს – ხალხს.

დღეს ამოცანა არც არჩევნებია და არც პოლიტიკური ქულების ჩაწერა. დღეს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ თვალები ავუხილოთ ხალხს, რომ მან იცოდეს, არა მარტო ფულს ვინ გვიგზავნის გარედან და სად იხარჯება, არამედ, და უპირველესად  ის, სად იხარჯება ხალხის ფული – ბიუჯეტი. როგორ ტარდება ტენდერები, კონკურსები, პრივატიზაცია  და რა კორუფცია და ნეპოტიზმია სახელისუფლებო წრეებში. რატომ არიან ხალხის ძარცვაზე გამდიდრებულნი პარლამენტში და ხელისუფლებაში, ზოგადად.

პირდაპირ ვამბობ, დღეს საჭიროა ფართომასშტაბიანი, დიდი კანონი გამჭვირვალობის შესახებ. ხალხს უნდა აინტერესებდეს, ვინ როგორ ხედავს და ვის როგორ წარმოუდგენია ეს. ხელისუფლებისთვის ადვილია თავისთვის სასარგებლო გამჭვირვალობა იყოს ქვეყანაში, რომელიც სკამს შეანარჩუნებინებს. დრო ადასტურებს, რომ ოპოზიციას ის გამჭვირვალობა მოსწონს, რომელიც მას მოაპოვებინებს ხელისუფლებასდააკვირდით, ბატონებო, ხელისუფლებას სურს აკონტროლოს ფული ოპოზიციაში და ოპოზიციას სურს აკონტროლოს ფული ხელისუფლებაში. არც ერთი არ ფიქრობს, რომ გამჭვირვალე გახადონ და ხალხის კონტროლს დაუქვემდებარონ მათ მიერ ფულის წარმომავლობაც და ხარჯვაც. მეტიც, ორივე იბრძვის იმისთვის, რომ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ ხალხის ფულისბიუჯეტის ხარჯვა.

დღეს, მართლაც, განსაკუთრებულია მოაზროვნე ადამიანების, მეცნიერების, სახალხო ავტორიტეტების როლი. ისინი უნდა დადგნენ არა ხელისუფლებასა და პარტიებთან, არამედ, ხალხთან და შემუშავდეს სისტემა, რომელიც ხალხს დაიცავს როგორც ხელისუფლებისგან, ასევე გამდიდრების მანიით შეპყრობილი ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან.

ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ყველამ გამოვაქვეყნოთ ჩვენი ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

  • გამოაქვეყნოს ხელისუფლებამ
  • გამოაქვეყნოს ოპოზიციამ
  • გამოაქვეყნოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ
  • გამოაქვეყნოს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ
  • გამოაქვეყნოს ნებისმიერმა ჯგუფმა, ვისაც ამის სურვილი აქვს
  • გამოვაქვეყნებთ ჩვენც,, „მეცნიერთა კონგრესი“

ძალიან სასარგებლო და კარგი იქნება, საქართველოში აკრედიტებულმა საელჩოებმა მათივე ქვეყნებში არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, თავიანთი მოსაზრებები გააცნონ საზოგადოებას. ეს ყველაფერი უნდა დაისტამბოს ერთ გაზეთად თუ ბროშურად, დარიგდეს ხალხში. პირადად მე, პრინციპულად მიმაჩნია ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული კონსულტაციებისა და დათათბირების შემდგომ, მსოფლიოში აღიარებულ ყველაზე ავტორიტეტულ ერთ ან რამდენიმე ინსტიტუტს შეუკვეთონ კანონპროექტის მომზადება.

აი, ამით იწყება გამჭვირვალობა. ხალხმა უნდა დაინახოს, ვინ რას ფიქრობს. ეს არის ქრისტიანული და ბიბლიური მიდგომა. გავიხსენოთ გამონათქვამი: „ეშმაკი თამაშობს ჩვენით, როცა სწორად არ ვფიქრობთ“. ხელისუფლებისა და პარტიებისაგან „ეშმაკის განდევნაა“ დღეს მთავარი, თუ გვინდა მომავლის საქართველო, ეს უნდა შეძლოს სწორედ გამჭვირვალობის პრინციპების სწორად ჩამოყალიბებამ და ეს უნდა იყოს დიდი საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ყველგან, სოფელში, ქალაქში, რეგიონში თუ დედაქალაქში მოაზროვნე ადამიანები ჩაუდგებიან  სათავეში. თუ არ ჩაუდგებიან, მაინც უნდა მიეხმარონ გამჭვირვალობის პრინციპების შემუშავებას და დამკვიდრებას. სწორად ჩაწერეს 15-ზე მეტი წლის წინ დიდმა მამულიშვილებმა მოქმედების მანიფესტში“-ერთი სამშობლო, ერთიანი ერიგაერთიანებული სახელმწიფო“:“

ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა, პირველ რიგშიინტელექტუალური ადამიანებისარომლებიც დიდი ხანია, განერიდნენ პოლიტიკას და ამით ყველა სხვას მისცეს საშუალება, გაქცეულიყო პოლიტიკაში. ჩვენ არ მოგვწონს  გზა, რომლითაც  ქვეყანა  მიდის  თითქმის 30 წელია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საჭიროა სისტემური  გარდაქმნები, რადგანაც უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა  მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა შედის…“.

დიახ, დადგა დრო, ქვეყნის ბედი გადაწყდეს არა ქუჩაში, არამედ სამეცნიერო აუდიტორიებში, მოაზროვნე ადამიანთა ერთობებში. ადვილია რაღაცის უარყოფა, მაგრამ ძნელია შექმნა, ადვილია ნგრევა, ძნელია შენება. მოდით, შევთანხმდეთ მთავარზე: უარყოფისა და ნგრევის გზიდან გადავიდეთ შექმნისა და შენების გზაზე. დავიწყოთ იმით, რომ შევთანხმდეთ: ქვეყანას სჭირდება სისტემური ცვლილებები, ქვეყანას სჭირდება  გამჭვირვალე პოლიტიკა. ყველამ გამოვაქვეყნოთ, ვის როგორ წრმოგვიდგენია ეს.

ჩვენ შევქმენით ქვეყნის განვითარების კონცეფცია და 21-პუნქტიანი პროგრამა: მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამის მისაღწევად“. თითქმის 20 წელია, ხელისუფლებებიც და ოპოზიციებიც იგნორირებას უკეთებენ  მეცნიერთა ნააზრევს. მეტიც, პარტიებიდან მართულ მედიასაშუალებებს არ  აქვთ იმის ინტერესი და პასუხისმგებლობა, რომ ეს ყველაფერი ხალხამდე მივიდეს, ხალხი გაეცნოს, სწორედ ასეთი სიბნელე აწყობთ საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს , სწორედ ასეთი სიბნელეა ფულიანთა კიდევ უფრო გამდიდრების, ხალხის დაკაბალება-გაღატაკების  და პარტიათა ასეთი პარპაშის საფუძველი. ხელისუფლება ამბობს, ხალხში გავალთ და ავუხსნით, რა და რატომ დაგვიბლოკესო. ეს კიდევ ერთი შეცდომაა და პოლარიზაციის არნახულ – დღეისთვისაც კი წარმოუდგენელ მასშტაბებში გადაყვანა. ჩვენი შემოთავაზებული პროგრამა არის ხალხთან მისვლის და მისთვის თვალის ახელის პროგრამა, რომელზეც უარის თქმას არც ხალხი და არც მომავალი გვაპატიებს.

და კიდევ ერთი, დელიკატური, მაგრამ აუცილებლად სათქმელი. თუ ოდესმე, ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიის მანძილზე საქართველოს ჰქონდა დიდი ნახტომის საშუალება და ამ დროს მუხრუჭის როლში ყოველთვის გამოდიოდა ერთი კაცი, ასე მივიდა ამ დონემდე შევარდნაძე, ასე იყო ეს სააკაშვილის დროს,  ასეა დღესაც. დღეს არნახულად დიდი ნახტომის გაკეთება შეუძლია ქვეყანას და სამწუხაროდ, ამ გზაზე მთავარი ხელისშემშლელია პიროვნება, რომელსაც იმავე დროს, შეუძლია, გახდეს წარმატებული ნახტომის მთავარი გმირი – ეს ბიძინა ივანიშვილია. ყოველთვის მქონდა ეს აზრი და დღეს კიდევ უფრო მეტი დაჯერებით ვამბობ: ის ჰაერივით სჭირდება საქართველოს, მაგრამ არა პოლიტიკაში. პოლიტიკაში მოსვლით, მან პრაქტიკულად გადაშალა დიდი საქმეები, რომლებიც ნაკეთები აქვს. ბიზნესად აქცია პოლიტიკა, გაამდიდრა, გააყოყოჩა და ხალხისთვის უკონტროლო გახადა თავისი გუნდის წევრები,  დაიზარალა საკუთარი თავიც და ქვეყნის ავტორიტეტიც.

ბევრს და მათ შორის მეც, აღარ მინდა ვცხოვრობდე ქვეყანაში, რომელიც ერთი კაცის გუნება-განწყობით ცხოვრობს და უნდა თუ არა მას, რაც დღეს ხდება, ხალხის უდიდესი ნაწილი პირადად მის სახელს უკავშირებს, არც თუ უსაფუძვლოდ. მთელი ცხოვრების მანძილზე მეშინოდა რუსეთში გამდიდრებული ადამიანების. რატომ? იმიტომ რომ რუსეთში ვერავინ აგროვებს დიდ სიმდიდრეს ხელისუფლების მხარდაჭერისა და ქართველი ქურდების გარეშე. დღეს ყველაფერს, „რუსულია“-ს რომ ეძახიან, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამო. ეს კი აზიანებს უპირველესად, საქართველოს და მომავალში, რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებასაც, რომლის გარეშეც ვერც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ვერც მშვიდობა დამყარდება ქვეყანაში.

ქართული გზა ნიშნავს თანამშრომლობას ყველასთან, მაგრამ გამორიცხავს ვინმესადმი მორჩილებას. არადა საქართველო ვერა და ვერ გამოვდა ამ მორჩილების განწყობიდან, ულტრა და ფსევდო ლიბერალები ფეხქვეშ ეგებიან დასავლეთს, ურაპატრიოტები – რუსეთს და არა მარტო.

მძიმე შეფასება გავაკეთე. არ  არის ჩემთვის ადვილი ამის თქმა. ხალხმა განსაჯოს, სწორი ვარ თუ არა. ბევრი მეტყვის და წყალს გამატანს: რას ერჩი ბიძინა ივანიშვილს, ის პოლიტიკიდან წასულიაო. მიამიტობაა ამის ფიქრი. ჩრდილიდან ქვეყნის მართვა არა მარტო სიბნელე, არამედ ქურდული წესია. ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან მაშინ წავა, როდესაც მის მიერ „გამოწრთვნილნი“  არ იქნებიან ხელისუფლების სათავეებთან. დღეს ხომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ერთი კაცის გუნება-განყობით შერჩეულ კადრებს უჭირავთ. პირდაპირ ვამბობ, პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავმჯდომარით, მინისტრებით  დაწყებული, ქალაქებისა და რაიონების საკრებულოს წევრებით დამთავრებული, ერთი კაცის ხათრით არის არჩეული და 30 წელია, ასე გრძელდება

ოპოზიციაშიც მეორე კაცის – მხედველობაში სააკაშვილი მყავს, გამოწრთობილნი დომინირებენ. ეს ბნელი ეპოქაა დასასრულებელი. და ეს დასასრული ორივეს გადაარჩენს. როგორ ვთქვი, ივანიშვილი ჰაერივითაა საჭირო, მაგრამ არა პოლიტიკაში. საჭიროა სააკაშვილიც, მაგრამ არა ამ ამბიციებით. ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ ქვეყნის მომავალი არა ე.წ. ბელადებთან და  მილიარდერებთან, არამედ, რწმენით სავსე, ქართულად მომართულ, განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული. დავადგებით გამჭვირვალობის პოლიტიკას? გავარღვევთ მედროვეთა, გამდიდრების მანიით შეპყრობილთა  და კორუმპირებულთა რკალს და მივიღებთ ქვეყნისთვის სასურველ, მომავლის საქართველოს ხელისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ სიბნელეში ვიცხოვრებთ.

საქართველოს ყოველი მოქალაქის, ჩვენი თანამემამულის, ჩვენი გულწრფელი მეგობრების დიდი სირცხვილია, რომ ისე გავიდა შოთა რუსთაველის 850 წლისთავი – ქვეყანაშიც კი ვერ გავიგეთ. ისე გავიდა დიდგორის ომის 900 წელი, იმ ომისა, რომელმაც გადაარჩინა ევროპა, დასავლული ღირებულებები, რომ მსოფლიოს კი არა, საკუთარ მოსახლეობასაც ვერ გავაგებინეთ! დადგა მეფეთმეფის დავით აღმაშენებლის 950 წელი  და 8 თებერვალიც კი ვერ დავუთმეთ გელათს და დავით აღმაშენებელს – სკამებისა და ძალაუფლებისათვის ბრძოლაში გავატარეთ!

მძიმეა, მძიმე რეალობა. ქვეყანას აშკარად სჭირდება ინტელექტუალური რევოლუცია,

ბოდიშს ვუხდი, ვისაც გული ვატკინე. შეიძლება ვცდები კიდეც, თუმცა გულწრფელი ვარ, მე არ მაქვს სხვა უფლება. ამ განცხადებას გელათში ვწერ. დღეს მამა იოსების ორმოცია, მე ჟიული შარტავას თანამებრძოლი ვარ… ცხოვრებამ წესიერებით სავსე, გამოკვეთილ ფიგურებთან დამაკავშირა. ჩემგან ღალატი არ იქნება!

ჩვენ, ყველას გვმართებს დიდ მამულიშვილთა მიერ შექმნილი „მოქმედების მანიფესტისადმი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ ერთგულება. ეს ეროვნული დოქტრინის გზით მავალი ქართული დოკუმენტია, რომლის რამდენიმე პუნქტის გახსენებითაც ვამთავრებ ამ გამოსვლას.

  • ჩვენგაგვიძლიერდა იმის შეგრძნება, რომ ერი, დღემდე ვერ გახდა ქვეყნის პატრონი. საქართველო კვლავაც იმართება ქვეყნის გარე ძალების მიერ, მათი ინტერესების შესაბამისად და ჩვენი სახლმწიფოს საზიანოდ. ქვეყანას მორიგეობით განაგებენ ძირითადად გარედან თავსმოხვეული, საგანგებოდ გაწვრთნილი არაქართული ცნობიერების სუბიექტები.
  • რაცარ გვაკლია, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები…რაც  არნახულად  გვაკლია  – ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების  საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საინფორმაციო საშუალებები.
  • ქართულიცნობიერებაქართული აზროვნებაქართული მორალი დაუნდობლად    ფეხქვეშ  ითელება და იცვლება ყალბი ფასეულობებით. 
  • ბოლოოცი წლის მანძილზე, ჩვენს ხელისუფლებას ცივილიზებული  მსოფლიოსაგან მოაქვს ის, რაც გვანგრევს და უარს ამბობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ      წაადგებოდა. 
  • ქვეყნისწინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების  განსახორციელებლად  სახელმწიფოს   მმართველობის პროცესში  ის  ადამიანები უნდა  შემოვიდნენ, რომელთა მეთოდია   მეცნიერული,  სისტეური   მიდგომები  ყველაფრის,  მათ შორის რეფორმებისა  და   გარდაქმნების   მიმართ.

 

  • ჩვენ გვინდა რომ ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის. 
  • ყოველდროში, სახელმწიფო  კაცები, ერის მამა  დიდი  ილია  ფიქრობდნენ   ისეთ  საქართველოზე,  სადაც   ქვეყანას  მართავს  დემოკრატიულად  არჩეული  ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას   მართავს  ინტელექტი   და ზნეობა. წორედ  ეს არის   მეცნიერული   და  ეროვნულსახელმწიფოებრივი  აზროვნების შერწყმა,  რომლის   საფუძვლები  ჯერ   კიდევ   ათი   საუკუნის   წინ   შექმნა  დავით   აღმაშენებელმა  გელათის აკადემიის დაარსებით. 

გვიყვარდეს საქართველო! გავუფრთხილდეთ საქართველოს! დავიცვათ საქართველო!

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *