დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილება, რომელიც ჩვენთვისაც  მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, არჩევნების წინა პერიოდში

 

 

  • დემოკრატიულ ქვეყნებში გაცნობიერებული აქვთ მთავარი: ხელისუფლების სათავეში არ უნდა მოვიდეს ფულისა და ძალაუფლების მოყვარული ხელისუფლება. აშშ-ის კონსტიტუციის ფუძემდებლ;ებმა სწორედ ეს პრინციპი დაუდეს საფუძვლად კონსტიტუციის შექმნას და კონსტიტუცია შექმნეს მანამ, ვიდრე მივიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენთან პირიქითაა: ყველა კონსტიტუციას სათავისოდ ირგებს და ქვეყანა 30 წელზე მეტია, ცხოვრობს პარტიული ინტერესების გამომხატველი კონსტიტუციებით, რომლებშიც უგულებელყოფილია მთავარი – ხალხის ინტერესი
  • ევროპის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საკანონმდებლო ხელისუფლების, და საერთოდ, ხელისუფლების 60 პროცენტზე მეტი 60 წელს გადაცილებულია, 40 წლამდე ასაკის მაქსიმუმ, 10 პროცენტი თუ შეიძლება იყოს, რაც ხაზგასასმელია, ხელისუფალთა აბსოლუტური უმრავლესობა პროფესიონალები არიან, პარლამენტებში ძირითადად, სისტემური აზროვნების ადამიანები – იურისტები, ეკონომისტები, ფილოსოფოსები,, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, მართვის სპეციალისტები…
  • ამერიკელმა მეცნიერებმა გააკეთეს ადამიანის შესაძლებლობების გამოვლენის ეტაპების უმნიშვნელობანესი კვლევა. აღმოჩნდა, რომ 3 პერიოდია, როცა ადამიანი განსაკუთრებულად იხსნება: 1. 50 -დან 60-მდე, მეორე – 60-დან- 75-მდე ; მესამე 70-ს ზემოთ, ყველაზე მეტად, ადამიანს შესაძლებლობები 60-დან 75 -მდე ასაკში მოჰყავს მოქმედებაში , მეორე ადგილზეა 70 – 75  წელს ზემოთ, და მესამე ადგილზეა – 50-დან 60-მდე ასაკი.  ის დასკვნაც მნიშვნელოვანია, რომ 50 წლამდე ადამიანის ტვინის ორ ნახევარსფეროს სრულად არ აქვთ კონტაქტი ერთმანეთთან

 

ამერიკა

  • ამერიკა იყო პირველი, რომლის დამფუძნებელმა მამებმა დიდი მაგალითი მისცეს დემოკრატიულ მსოფლიოს: ხელისუფლებაში მისვლამდე დაწერეს კონსტიტუცია და მისი შექმნის მთავარ მიმართულებად აქციეს  პრინციპი – შევქმნათ კონსტიტუცია, რომელიც არ დაუშვებს ხელისუფლების სათავეში ფულისა და ძალაუფლების მოყვარულთა მისვლას (ჩვენი კონსტიტუცია საპირისპიროს აკეთებს)
  • ამერიკაში არ ირჩევენ უცნობს, განსხვავებით ჩვენგან,. სადაც არ ვირჩევთ ნაცნობს. დიახ, თუ პიროვნების საქმიანობის 20 წლიანი კონკრეტული მოღვაწეობა არ იციან, ასეთ პიროვნებას არ ირჩევენ თანამდებობაზე;
  • ცნობილია პოლიტიკოსის დიალოგი ქუჩაში მჯდომ მათხოვართან. პოლიტიკოსი მათხოვარს თხოვს, ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. მათხოვრის პასუხი: „მათხოვარი კი ვარ, მაგრამ ქვეყნის გამყიდველი კი არ ვარო“
  • ის, რაც კონკრეტულად შეემთხვა ერთ-ერთ ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც 1993 წელს ამერიკის სამთავრობო პროგრამით იყო მიწვეული სწავლებასა და გამოცდილების გაზიარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში: სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიმაგრებული პიროვნება ბოდიშს უხდის , რომ 3 დღის განმავლობაში ვერ შეძლებს  შეხვედრების კოორდინაციას… როცა პოლიტიკოსი დაინტერესდა, და ჰკითხა : „ხომ მშვიდობა გაქვს-თქო?“ სახელმწიფო მოხელემ უპასუხა: 3 დღეში არჩევნებია, უნდა ჩავუჯდე პროგრამებს, გავაანალიზო და გადავწყვიტო, ვის მივცე  ხმაო“ .

იაპონია

  • გამორიცხულია, რომ თანამდებობაზე არჩეული, ან დანიშნული იქნას გამოცდილების არმქონე პიროვნება;
  • ცნობილია ქართველისა და იაპონელის დიალოგი: ქართველი – იაპონელ;ს: „თქვენ ძლიერი ხალხი ხართ, სასწაული მოახდინეთო“, იაპონელის პასუხი: „ძლიერი ჩვენი კი არა, თქვენ ხართ,მაგრამ ჩვენ შორის ერთი პრინციპული განსხვავებააო- თქვენთან ყოველ 10 კაცში, ერთია სუსტი და მიუღებელი, ჩვენთან ყოველ 10 კაცში, მხოლოდ ერთია, ვისაც შეიძლება საქმე ანდო. თქვენ იმ ერთიუვარგისით ირჩევთ, ჩვენ კი მხოლოდ იმ ერთ კარგს და ამიტომ შევძელით შეუძლებელი“
Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *