დიდი ერთობის გარეშე ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს

მივმართავთ ყველას და ჩვენ თვითონვე ვდგამთ პირველ ნაბიჯს ძალთა კონსოლიდაციისთვის

mitingi 1ქვეყანაში რეალურად შექმნილმა საგანგაშო მდგომარეობამ, რაც დადსტურდა მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრების დროს სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, დაგვარწმუნა იმაში, რომ დიდი ერთობის გარეშე ქვეყანაში მშვიდობა ვერ დაისადგურებს, ეჭვის ქვეშ დგება ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილი საქართველოს მომავლის პროგრამა, რომლის მხარდაჭერა პირველი ოქტომბრის არჩევნებზე დაადსტურა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ.

სამწუხაროდ აშკარაა, რომ საქართველოს დღევანდელი უბედურება დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პრეზიდენტ სააკაშვილთან. პრეზიდენტი კვლავ დაპირისპირებაზეა ორიენტირებული. ყოველი მისი გამოსვლა ტრაგიკომედიაა და აშკარა დადასტურებაა მისი უუნარობის.

მოაზროვნე ადამიანისათვის ყოვლად მიუღებელია პრეზიდენტის ასეთი ქმედებები და მართლაც კომიკურია, რომ ქვეყნის მთავარსარდალი თავს ოპოზიციონერად აცხადებს და ქვეყნის მთავრობას ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში.
სწორედ ამიტომ ჩვენ, პრეზიდენტის გადადგომით გაერთიანებულ მემორანდუმში წარმოდგენილი ორმოცდაათამდე ორგანიზაცია პატივისცემით მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო სექტორს და საქართველოს მოსახლეობას და ვდგამთ პირველ ნაბიჯს იმ ძალთა კონსოლიდაციისათვის, რომელთაც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი პრეზიდენტის გადადგომაში და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებაში მიაჩნიათ.

ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მოქალაქეთა გაერთიანებასთან რომელიც იზიარებს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მთავრდება 2013 წლის 20 იანვარს.
ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი, მშვიდობიანი და დემოკრატიული და ადასტურებდეს, რომ ეს არის ბრძოლა ღირსებისათვის.

ღირსება აქვს იმ ხალხს, რომელიც იცავს თავისი ქვეყნის კონსტიტუციას და იმ მოთხოვნას, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით.
მოგიწოდებთ! 2013 წლის 4 იანვარს 13:00 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ყველამ ერთად წარვადგინოთ ხალხის მოთხოვნა-ულტიმატუმი და ამით დავეხმაროთ მიხეილ სააკაშვილს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციურად არის მართალი, ხოლო ქვეყნისთვის ღირსეული.

ერთსულოვანი საპროტესტო მუხტი შედეგს გამოიღებს და სააკაშვილი ვეღარ შეძლებს თვითნებურად გაიხანგრძლივოს ვადა 2013 წლის ოქტომბრამდე, თვითნებურად დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი.

პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებული 50 ორგანიზაციის სახელით

რეზო ჩხეიძე, მიხეილ ანდღულაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, ელგუჯა ბურდული, რეზო ძოძუაშვილი,  ვახტანგ ტატიშვილი, ნიაზ ბოლქვაძე, ზაზა ხატიაშვილი, იური ვაზაგაშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი, ნუგზარ კახნიაური, ავთანდილ იოსელიანი, ფერდინანდ ლორთქიფანიძე, რამაზ ყურაშვილი, ნათია ავსაჯანიშვილი, ანზორ ბაბუხადია, გიზო შარვაშიძე, მარინა კაჟაშვილი, ვასილ კადენეცი, გიორგი გაგლოევი, შოთა ზოიძე, ლელა ნაცვალაძე, ედიშერ რევიშვილი, გულიკო გაბაძე, დავით თედორაძე, თეიმურაზ კვარაცხელია, ალექსანდრე კობაიძე, ნინო ჩხობაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, გურამ ჩხაიძე, გიორგი ახმეტელი, ირაკლი გიორგაძე, ნუნუ მუმლაძე, შოთა ჩხეიძე, ტიტე ლეფსაია, ნანა შარაშიძე, თამარ სამსონიძე, მარინე გოშაძე, ფრიდონ ინჯია, გიორგი შარვაშიძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *