(interpressnews) მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება

 

mitingiპრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქცია ორგანიზაცია “ერთსულოვნების” მიერ ტარდება და მასში როგორც თავად ორგანიზაციის წარმომადგენლები, ისე რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ. ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია, სადაც მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმს წაუყენებენ და მის გადადგომას 20 იანვრამდე მოითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, დღევანდელ აქციაზე წაიკითხავენ ულტიმატუმის ტექსტს, რომელიც შემდეგ პრეზიდენტის კანცელარიაში ჩაბარდება. მისი თქმით, 20 იანვარს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ეწურება და ის უნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება.
როგორც შაშიაშვილმა აღნიშნა, ულტიმატუმი ცნობილი მეცნიერების, იურისტების, ასევე ექსპერტების მონაწილეობით არის შედგენილი და ის სერიოზული დოკუმენტია. მისი თქმით, 20 იანვარს ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *