(ghn)პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან აქცია იმართება

temmmm პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია “ერთსულოვნების” მიერ ტარდება და მასში ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც იღებენ მონაწილეობენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოძრაობა ,,თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განაცხადა, აქციაზე წაიკითხავენ ულტიმატუმის ტექსტს, რომელიც შემდეგ პრეზიდენტის კანცელარიაში ჩაბარდება.

შაშიაშვილის განცხადებით, 20 იანვარს მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება ეწურება და ის უნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *