(info9) აქცია ავლაბრის რეზიდენციასთან (2013 წლის 4 იანვარი)
გადადგეს დამნაშავე პრეზიდენტი-ერის სირცხვილი”-ამ ლოზუნგით მიხელ სააკაშვილის რეზიდენციასთან ხელოვანები, ომის ვეტერანები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მას პრეზიდენტობის კონსტიტუციური ვადა ამოეწურა და თანამდებობა უკანონოდ აქვს დაკავებული. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომები შეახსენეს და 16 დღიანი ვადა განუსაზღვრეს. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკშვილი 20 იანვრამდე ქვეყნის პირველი პირის პოსტს არ დატოვებს, აქციის მონაწილეები კონკრეტული ქმედებების განხორციელებას აპირებენ, რომლითაც მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების ძალადობრივ მიტაცებას ვეღარ შეძლებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ხელმძღვანელის მიხეილ ანდღულაძის განცხადებით, ხალხის ნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეს ალყაში მოაქცევენ და მას იქ შესვლის საშუალებას არ მისცემენ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებიც შეგროვდა. ამ დროისთვის ხელმომწერთა რიცხი 850 000-ს აჭარბებს.