(1tv.ge) აქცია ავლაბრის რეზიდენციასთან

mitingi 1მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილი არიან საინიციატივო ჯგუფის “ერთსულოვნება საზოგადოების კეთილდღეობისთვის” წარმომადგენლები, რომელიც 50 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

მათი მოთხოვნაა 20 იანვრამდე მიხეილ სააკაშვილმა პოსტი დატროვოს, რადგან, მათი თქმით, კონსტიტუციის მიხედვით, 20 იანვრიდან მიხეილ სააკაშვილს უფლება აღარ აქვს იყოს ქვეყნის პირველი პირი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არის გამაფრთხილებელი მანიფესტაცია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, 20 იანვრის შემდეგ ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება და სააკაშვილს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. აქციის ორგანიზატორები ხელმოწერებსაც აგროვებენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *