(saqinform)სააკაშვილის გადადგომას მილიონი ადამიანი ითხოვს

 

ქართულმა არსამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, თავისი მოთხოვნის მხარდასაჭერი მილიონი ხელმოწერის შეგროვება შეძლეს. თუმცა, რა გზით უნდა დადასტურდეს კამპანიის ორგანიზატორთა განკარგულებაში არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელმოწერებს აგროვებდნენ, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიტინგი გამართეს, რომლის დროსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის თაობაზე მემორანდუმის გადაცემას აპირებდნენ, თუმცა, მათთან ადამინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგად პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა, პრეზიდენტის პოსტს უწინდებურად ინარჩუნებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის შემოდგომით გაიმართება. ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვადამდელ გადადგომას მიაღწევდნენ, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კი ქვეყნის მეთაურს იმპიჩმენტით ემუქრებოდა. არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა კვლავ მოითხოვა სააკაშვილის გადადგომა, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა მიიღო, რის ფონზეც საქართველოს პრემიერმა ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა არ დაუჟინებია. სამაგიეროდ, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის კამპანია არაოფიციალურად გაგრძელდა.

როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, თავის მხრივ, სააკაშვილის მომხრეებმა მის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ისინი ამ კამპანიის დასრულებას 20 იანვრისთვის გეგმავენ.

me2აღსანიშნავია, ასევე, რომ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრი მოძრაობის“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 20 იანვარს ქუჩაში გამოვა ყველა, ვინც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ხელი მოაწერა. „მილიონი ხელმოწერაა უკვე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაზე. ნახეთ, 20 იანვარს რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში, ვინც ხელი მოაწერა, ის ადამიანი თვლის, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ არის“, – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *