ერთად ვთქვათ ” წადი!” – ავლაბარში

m2„იმაში მაინც ხომ ვართ ერთად, რომ არ გვინდა“ – ყველასათვის საყვარელი მსახიობისა და უბრალოდ კაცთმოყვარე ადამიანის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ეს სიძულვილით სავსე სიტყვები მიხეილ სააკაშვილის მისამართით ითქვა. ჭეშმარიტად დიდ არტისტის და ჰუმანური პიროვნების პოლიტიკისაგან შორს მდგომი ადამიანის სიძულვილის ამ ზომამდე მიყვანა ნამდვილად არ არის ადვილი საქმე.

ერთის მხრივ, ქართველი კაცის განზოგადოებული სახე – სახალხო საფიქრალით – „რომ არ გვინდა“

მეორე მხრივ, არის ქართველი პოლიტიკური ისტორიისათვის ჯერ კიდევ შეუცნობელი და შეუსწავლელი, ფორმალურად სახელმწიფოს მეთაური, რეალურად, ქართველთმოძულე მარიონეტი, უცხოელთა დაკვეთების სიტყვაშეუბრუნებლად შემსრულებელი, ხშირად ქართველთ საზიანო ბევრი საქმის წამომწყები დაწარმატებით დამაგვირგვინებელი.

ყველა წესით და რიგით, ამ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს 2013 წლის 20 იანვარს პრეზიდენტობის ვადა გადის. მიგვაჩნია, რომ ყველამ ერთდ უნდა შევახსენოთ ერთი დღით ადრე ბატონ სააკაშვილს:
წ – ა – დ – ი!!!

წადი! – შიშისაგან მიწაზე ფორთხვისთვის და ჰალსტუხის ჭამისთვის;
წადი! – 7 ნოემბერს , 26 მაისს მშვიდობიანი დემონსტრანტებისათვის სროლისათვის;
წადი! – 8 აგვისტოს მძინარე ქალაქის დაბომბვისათვის;
წადი! – მართლმადიდებელი ეკლესიის ნგრევისათვის;
წადი! – გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულის პოლიციის დღედ გამოცხადებისთვის;
წადი! – ალმა-მატერიდან პორფესურის პოლიციის ძლით გამოყრისათვის;
წადი! – მეცნიერებათა აკადემიის, მწერალთა კავშირის, შემოქმედებითი კავშირების, განათლების სისტემის განადგურებისათვის;
წადი! – ათობით ახალგაზრდის, ცნობილი მეცნიერების, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საეჭვო ვითრებაში მოკვდინებისთვის;
წადი! – საერთო-სახალხო სიმდიდრის დატაცებისათვის და გასხვისებისათვის, მითვისებისათვის;
წადი! – ქართული ცნობიერების, ქართული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისათვის
წადი… წადი… წადი…

როგორც ჩვენი დროის უდიდესმა იურისტმა და უკეთილშობილესმა პიროვნებამ, ბატონმა მინდია უგრეხელიძემ ბრძანა:“ საქართველომ უნდა იმოქმედოს! ”

დიახ, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ.

დიახ, ჩვენ ერთად უნდა ვთქვათ – წადი 20 იანვარს

“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

2013 წლის 10 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *