ასე იწყებოდა ავლაბრელი მატყუარა

 

saakash2002 წლის ივნისში მაშინ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ხელშეკრულება დადო თბილისთან და დადო პირობა, თუ ერთი წლის მანძილზე ერთი მუხლი მაინც არ შესრულდებოდა, ის და მისი გუნდი დატოვებდა საკრებულოს.

ეს სააკაშვილის ხელომწერილი დოკუმენტის მუხლებია:

• „საკრებულოში მისვლიდან 6 თვეში 2-ჯერ შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს და დაზოგილ 4 მილიონ ლარს მივმართავთ სოციალური პროგრამების უზრუნველსაყოფად“ – შედეგი: მერიის და საკრებულოს დაფინანსება გაზრდილია დაახლოებით 20-ჯერ;
• „ბიუჯეტიდან გამოვყოფთ თანხებს პენსიონერთა, ინვალიდთა, მრავალშვილიან დედათა, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულთა, პოლიტრეპრესირებულთა და მათი შვილების მეტროთი, ტროლეიბუსითა და ტრამვაით უფასო მგზავრობისათის“ – შედეგი: არც ერთი სოციალური ჯგუფი არ სარგებლობს უფასო მგზავრობის უფლებით;
• „თითოეული სკოლის მოსწავლის სახელმძღვანელოს ღირებულების 50%-ს ქალაქის ბიუჯეტი გაიღებს“ – სახელმძღვანელოების ფასების მატება ან სახელმწიფოს დახმარება ყველაზე უკეთ თავად მშობლებს მოეხსენებათ;
• „ქალაქის ბიუჯეტიდან დავაფინანსებთ 16 წლამდე მოზარდებისა და 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ყველა სახის სტაციონალურ და ამბულატორიულ მკურნალობას“ – უკომენტაროდ;
• „შევქმნით ვეტერანთა რეაბილიტაციისა და დასაქმების ცენტრს“ – უკომენტაროდ;
• “არ დავუშვებთ გაზისა და წყლის ტარიფების გაზრდას“ – შედეგი: გაიზარდა 5-7-ჯერ;
• „ავკრძალავთ ყოველგვარ მშენებლობას მწვანე ზოლში“ – შედეგი: მშენებლობები წყნეთში,ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, იპოდრომის ტერიტორიაზე, „მზიურში“, ვერის ხეობაში, ბუკიას და კიკვიძის სკვერებში და ა.შ და ა.შ.

ასეთი მატყუარა საკრებულოს თავმჯდომარე ათი წელიწადია დემაგოგ პრეზიდენტად ჩამოყალიბდა. ის დღესაც იტყუება, როცა პრეზიდენტის გახანგრძლივებას ლამობს.

1) მატყუარა და დემაგოგი პრეზიდენტი – სირცხვილია ქართველი ხალხისათვის;
2) მატყუარა და დემაგოგი პრეზიდენტი -საშიშია ქართული სახელმწიფოსათვის;
3) მატყუარა და დემაგოგი პრეზიდენტი – უხერხული პარტნიორია პატიოსანი უცხოელი კოლეგებისათვის
4) მატყუარა და დემაგოგი პრეზიდენტი -არაპროგნოზირებადი მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე;
5) მატყუარა და დემაგოგი პრეზიდენტი – თვითოეული ჩვეგანის ღირსების შელახვაა

 

“თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

2013 წლის 11 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *